საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მფრინავი თეფშები" 1538 წელს მოქსოვილ გობელენზე - რატომ აბნევს ხალხს ნახატებზე ნანახი ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და რას ამბობენ მეცნიერები?
"მფრინავი თეფშები" 1538 წელს მოქსოვილ გობელენზე - რატომ აბნევს ხალხს ნახატებზე ნანახი ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და რას ამბობენ მეცნიერები?

1538 წელს ბელ­გი­ის ქა­ლაქ ბრი­უ­გე­ში მოქ­სო­ვეს გო­ბე­ლე­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც „ზა­ფხუ­ლის ტრი­უმ­ფი“. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის ტახ­ტზე ას­ვლა. თუმ­ცა, გარ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საგ­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, გო­ბე­ლენ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია რა­ღაც ბევ­რად უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და ძა­ლი­ან იდუ­მა­ლი რამ. ერთი შე­ხედ­ვით მისი აღ­მო­ჩე­ნა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, ცაში რამ­დე­ნი­მე უც­ნა­ურ ობი­ექტს შე­ამ­ჩნევთ, რომ­ლე­ბიც სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ისი­ნი „მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბის“ მსგავ­სია. რო­გორ მოხ­ვდნენ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი უძ­ვე­ლეს გო­ბე­ლენ­ზე და რას ამ­ბო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი ამა­ზე?

გო­ბე­ლე­ნი "ზა­ფხუ­ლის ტრი­უმ­ფი"

გო­ბე­ლე­ნი მოქ­სო­ვეს ქა­ლაქ ბრი­უ­გე­ში 1538 წელს. ახლა ის ინა­ხე­ბა ბა­ვა­რი­ის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში. ქა­ლა­ქი ბრი­უ­გე და­სავ­ლეთ ფლან­დრი­ის პრო­ვინ­ცი­ის დე­და­ქა­ლა­ქი და უდი­დე­სი ქა­ლა­ქია ბელ­გი­ის ფლა­მან­დი­ურ რე­გი­ონ­ში, ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით. ქა­ლა­ქის ის­ტო­რია პრე­რო­მა­უ­ლი ხა­ნი­დან იწყე­ბა. თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი არა­ერ­თი შე­მო­სე­ვის სა­მიზ­ნე გახ­და.

"ზა­ფხუ­ლის ტრი­უმ­ფი" არის პო­ე­ტუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს იმ გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებს, რომ­ლებ­საც წე­ლი­წა­დის ეს სე­ზო­ნი იწ­ვევს. გო­ბე­ლე­ნის თავ­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე უც­ნა­უ­რი შავი ობი­ექ­ტი, ქუ­დის ფორ­მის. ეს იდუ­მა­ლი ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ბევრ ნა­წარ­მო­ებ­ში.

პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გია თუ ღვთი­უ­რი ჩა­რე­ვა?

ძველ ნა­ხა­ტებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბი აბ­ნევს ხალ­ხს. ზო­გი­ერ­თი ამ უც­ნა­ურ ობი­ექ­ტებს გარ­კვე­ულ ღვთა­ებ­რივ ატ­რი­ბუ­ტებს უკავ­ში­რებს, მი­აჩ­ნი­ათ, რომ ისი­ნი სიმ­ბო­ლოა იმი­სა, რომ ზე­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი მხარს უჭე­რენ კონ­კრე­ტუ­ლი მმარ­თვე­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას. ამ ვა­რა­უ­დის არ­სე­ბო­ბა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ მკა­ფიო პო­ლი­ტი­კურ ქვე­ტექსტს. მხატ­ვრე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ასა­ხავ­დნენ საგ­ნებს ცაში, რი­თაც აჩ­ვე­ნებ­დნენ, რომ მმარ­თველს ღვთა­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და.

მხატ­ვრუ­ლი დი­ზა­ი­ნი იქცა სტრა­ტე­გი­ულ მა­ნევ­რად, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბო­და იმის­თვის, რომ და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი მმარ­თვე­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ში და მის ღვთა­ებ­რი­ვო­ბა­ში. ჩნდე­ბა კი­თხვა, რო­დი­დან ით­ვლე­ბო­და დის­კის ფორ­მის მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბი ღვთა­ებ­რი­ვი ჩა­რე­ვის სიმ­ბო­ლოდ? და თუ ასეა, რა­ტომ? თუ იმ ეპო­ქის ხალ­ხი მფრი­ნავ თეფ­შებს ღვთა­ებ­რი­ო­ბას უკავ­ში­რებ­და, შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, თუ არა იმას, რომ ისი­ნი ცაში მსგავს ობი­ექ­ტებს ხე­დავ­დნენ და მათ მათ „ღვთა­ებ­რივ“ მოვ­ლე­ნებს უკავ­ში­რებ­დნენ?

უნდა ით­ქვას, რომ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ხში­რად გვხვდე­ბა სხვა­დას­ხვა ღვთა­ებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი. ისი­ნი გა­მო­სა­ხუ­ლია რო­გორც ღრუბ­ლე­ბი სხი­ვე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც დგა­ნან მცუ­რავ ღრუბ­ლებ­ზე ან სხვა მფრი­ნავ ობი­ექ­ტებ­ზე. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ფან­ტა­ზი­აა. უფრო მე­ტიც, ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს უჩ­ვე­უ­ლო ქუ­დის ფორ­მის ობი­ექ­ტე­ბი უბ­რა­ლოდ მუქი, უც­ნა­უ­რი ფორ­მის ღრუბ­ლე­ბია. რა თქმა უნდა, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს არ სჯე­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მათ, ვი­საც სი­გი­ჟემ­დე უყ­ვართ იდუ­მა­ლი ამ­ბე­ბი, თუმ­ცა ხან­და­ხან რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლოა, არა­ფე­რი იმა­ლე­ბო­დეს ერთი შე­ხედ­ვით აუხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მიღ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრიტიკოსი
0

ისე ცნობისთვის, სვეტიცხოვლის ქრისტეს ჯვარცმის ხატზე დაახლოებით მასეთი ფიგურაა გამოსახული ზედა კუთხეში, ეკლესიის შიგნით, ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს. ხუმრობით რათქმაუნდა არ ვწერ, ვისაც გაინტერესებთ ნახეთ....

მ.მ
7

იქნებ წყალქვეშა ნავია.

ავტორი:

"მფრინავი თეფშები" 1538 წელს მოქსოვილ გობელენზე - რატომ აბნევს ხალხს ნახატებზე ნანახი ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და რას ამბობენ მეცნიერები?

"მფრინავი თეფშები" 1538 წელს მოქსოვილ გობელენზე - რატომ აბნევს ხალხს ნახატებზე ნანახი ამოუცნობი მფრინავი ობიექტები და რას ამბობენ მეცნიერები?

1538 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში მოქსოვეს გობელენი, რომელიც ცნობილია როგორც „ზაფხულის ტრიუმფი“. მასზე გამოსახულია გამარჯვებული მონარქის ტახტზე ასვლა. თუმცა, გარდა ჩვეულებრივი საგნებისა და ადამიანებისა, გობელენზე გამოსახულია რაღაც ბევრად უფრო თანამედროვე და ძალიან იდუმალი რამ. ერთი შეხედვით მისი აღმოჩენა მარტივი არ არის, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ცაში რამდენიმე უცნაურ ობიექტს შეამჩნევთ, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება. ისინი „მფრინავი თეფშების“ მსგავსია. როგორ მოხვდნენ უცხოპლანეტელები უძველეს გობელენზე და რას ამბობენ მეცნიერები ამაზე?

გობელენი "ზაფხულის ტრიუმფი"

გობელენი მოქსოვეს ქალაქ ბრიუგეში 1538 წელს. ახლა ის ინახება ბავარიის ეროვნულ მუზეუმში. ქალაქი ბრიუგე დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბელგიის ფლამანდიურ რეგიონში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქის ისტორია პრერომაული ხანიდან იწყება. თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, იგი არაერთი შემოსევის სამიზნე გახდა.

"ზაფხულის ტრიუმფი" არის პოეტური გამონათქვამი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს იმ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებსაც წელიწადის ეს სეზონი იწვევს. გობელენის თავზე შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე უცნაური შავი ობიექტი, ქუდის ფორმის. ეს იდუმალი ციური სხეულები შეიძლება ნახოთ შუა საუკუნეების ხელოვნების ბევრ ნაწარმოებში.

პოლიტიკური სტრატეგია თუ ღვთიური ჩარევა?

ძველ ნახატებში აღმოჩენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტები აბნევს ხალხს. ზოგიერთი ამ უცნაურ ობიექტებს გარკვეულ ღვთაებრივ ატრიბუტებს უკავშირებს, მიაჩნიათ, რომ ისინი სიმბოლოა იმისა, რომ ზეციური ძალები მხარს უჭერენ კონკრეტული მმართველის ძალაუფლებაში მოსვლას. ამ ვარაუდის არსებობაში მეცნიერები ხაზს უსვამენ მკაფიო პოლიტიკურ ქვეტექსტს. მხატვრები სპეციალურად ასახავდნენ საგნებს ცაში, რითაც აჩვენებდნენ, რომ მმართველს ღვთაებრივი მხარდაჭერა ჰქონდა.

მხატვრული დიზაინი იქცა სტრატეგიულ მანევრად, რომელიც იქმნებოდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ადამიანები მმართველის ძალაუფლების ლეგიტიმურობაში და მის ღვთაებრივობაში. ჩნდება კითხვა, როდიდან ითვლებოდა დისკის ფორმის მფრინავი ობიექტები ღვთაებრივი ჩარევის სიმბოლოდ? და თუ ასეა, რატომ? თუ იმ ეპოქის ხალხი მფრინავ თეფშებს ღვთაებრიობას უკავშირებდა, შეიძლება ნიშნავდეს, თუ არა იმას, რომ ისინი ცაში მსგავს ობიექტებს ხედავდნენ და მათ მათ „ღვთაებრივ“ მოვლენებს უკავშირებდნენ?

უნდა ითქვას, რომ შუა საუკუნეების ხელოვნებაში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ღვთაებრივი ნიშნები. ისინი გამოსახულია როგორც ღრუბლები სხივებით, ადამიანებით, რომლებიც დგანან მცურავ ღრუბლებზე ან სხვა მფრინავ ობიექტებზე. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ რელიგიური ადამიანების ფანტაზიაა. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს უჩვეულო ქუდის ფორმის ობიექტები უბრალოდ მუქი, უცნაური ფორმის ღრუბლებია. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების ადამიანების დიდ ნაწილს არ სჯერა. განსაკუთრებულად მათ, ვისაც სიგიჟემდე უყვართ იდუმალი ამბები, თუმცა ხანდახან რეალურად, შესაძლოა, არაფერი იმალებოდეს ერთი შეხედვით აუხსნელი მოვლენების მიღმა.