პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოჩას და ზურას გამო შურს აუცილებლად ვიძიებთ!" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი რუსების მიერ მოკლულ ქართველ მებრძოლებსა და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე
"გოჩას და ზურას გამო შურს აუცილებლად ვიძიებთ!" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი რუსების მიერ მოკლულ ქართველ მებრძოლებსა და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, გოჩა ჟვა­ნი­ას­თან და ზურა წიკ­ლა­ურ­თან ერ­თად

"გვერ­დით აღარ გვყავს სა­უ­კე­თე­სო მებ­რძო­ლე­ბი, ერ­თგუ­ლე­ბი, უღა­ლა­ტო­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ძი­ებთ შურს!" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ლე­გი­ო­ნის მებ­რძო­ლე­ბის გოჩა ჟვა­ნი­ა­სა და ზურა წიკ­ლა­უ­რის და­ღუპ­ვის ამ­ბავს.

  • წიკ­ლა­უ­რი და ჟვა­ნია აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე და­ეც­ნენ. ისი­ნი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2014-2015 წლი­დან იბ­რძოდ­ნენ. გოჩა ჟვა­ნია ბრძო­ლის ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო გერ­მა­ნი­ა­ში იყო სამ­კურ­ნა­ლოდ და უკ­რა­ი­ნა­ში სულ რამ­დე­ნი­მე დღის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ზურა წიკ­ლა­ურ­საც.

უფრო მეტს მათ შე­სა­ხებ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­ჭი­რა ერ­თად ია­რა­ღი. ათი წელი იყ­ვნენ ჩემს გვერ­დით... "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" სა­უ­კე­თე­სო ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­დნენ. გოჩა ჟვა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­მი­რე­კა და მი­თხრა, ახლა ყვე­ლა ერ­თგუ­ლი ერ­თად ვარ­თო. მხო­ლოდ კარ­გი მებ­რძო­ლე­ბი კი არა, უერ­თგუ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, კა­ცო­ბა არ შეშ­ლი­ათ არა­სო­დეს! გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა მათ გა­რე­შე, ნა­თელ­ში იყოს მათი სუ­ლე­ბი... აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ძი­ებთ შურს.

- ბოლო დროს, ხში­რად უს­ვამთ ადა­მი­ა­ნის ამ თვი­სე­ბას - ერ­თგუ­ლე­ბას. ლე­გი­ონ­ში ღა­ლატს ჰქონ­და ად­გი­ლი?

- არა, ვერ ვი­ტყვი, რომ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­და ბოლო დროს. ზო­გა­დად, ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და ამ მხრივ. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თხელ მო­მი­წია ჩემი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე შე­მემ­ჩნია ისეთ თვი­სე­ბა­ში, რაც ზო­გა­დად ქარ­თველ კაცს არ ახა­სი­ა­თებს. ჩემი აზ­რით, ღა­ლა­ტი ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. თუმ­ცა, დრო­დად­რო ესეც ხდე­ბო­და. სწო­რედ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის გამო ზა­რალ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო უმ­თავ­რე­სად.

- ლე­გი­ონ­მა ორი თვის წი­ნაც სა­უ­კე­თე­სო მებ­რძო­ლე­ბი - რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა და ბექა ლო­მაშ­ვი­ლი და­კარ­გა, მაგ­რამ მათი ცხედ­რე­ბის ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ახლა ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- რა­მაზ ფე­ტე­ლა­ვა და ბექა ლო­მაშ­ვი­ლი ამ დრომ­დე ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან, იმი­ტომ რომ იქ დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს იქ აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლე­ბი. თუმ­ცა, ეს ბი­ჭე­ბი ცხედ­რე­ბის გაც­ვლის პროგ­რა­მა­ში არი­ან და ვე­ლო­დე­ბით გაც­ვლას.

- რო­გო­რია ახლა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი. თქვენ ხე­დავთ, რომ ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გახ­შირ­და ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის და­ღუპ­ვის ფაქ­ტე­ბი. ეს ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს. არა­საკ­მა­რი­სი ტყვია-წამ­ლი­სა და ასე­ვე არა­საკ­მა­რი­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გამო სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად რთულ­დე­ბა. თუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნას დრო­უ­ლად არ მი­აწ­ვდის დახ­მა­რე­ბას, სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის­თვის.

- ვიდ­რე ამე­რი­კა­ში ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა მი­დის, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლდი­ე­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნის­თვის და­მა­ტე­ბი­თი, 50 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის პა­კე­ტი გა­მო­ი­ყო­ფა.

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, უკ­რა­ი­ნას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, ახლა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ხდე­ბა. ევ­რო­პე­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი არ არის, ამე­რი­კას ბევ­რად დიდი რე­სურ­სი აქვს, იმი­სათ­ვის, რომ უკ­რა­ი­ნა სა­ჭი­რო ია­რა­ღით და ამუ­ნი­ცი­ით აღ­ჭურ­ვოს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
8

თუ დაუკვირდებით, ორივე სურათზე გოჩა და ზურა ზუსტად ერთი და იმავე პოზაში არიან, მაგრამ ზედა სურათზე მამულაშვილია ხოლო ქვედაზე არა. ქვედა სურათი ნაღდი ჩანს, ხოლო ზედაზე მამულაშვილი ფოტოშოპით ხომ არაა ჩამატებული?

ეს
35

ეს მამულაშვილი როგორ მოხდა ერთი ხიწვი არ შერჭობია ამდენი ხნის განმავლობაში თუ ბრძოლის ველზეა არ დაბლოკოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გოჩას და ზურას გამო შურს აუცილებლად ვიძიებთ!" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი რუსების მიერ მოკლულ ქართველ მებრძოლებსა და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე

"გოჩას და ზურას გამო შურს აუცილებლად ვიძიებთ!" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი რუსების მიერ მოკლულ ქართველ მებრძოლებსა და ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე
  • მთავარ ფოტოზე: მამუკა მამულაშვილი, გოჩა ჟვანიასთან და ზურა წიკლაურთან ერთად

"გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო მებრძოლები, ერთგულები, უღალატონი. აუცილებლად ვიძიებთ შურს!" - ასე ეხმაურება „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, ლეგიონის მებრძოლების გოჩა ჟვანიასა და ზურა წიკლაურის დაღუპვის ამბავს.

  • წიკლაური და ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაეცნენ. ისინი "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში 2014-2015 წლიდან იბრძოდნენ. გოჩა ჟვანია ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობების გამო გერმანიაში იყო სამკურნალოდ და უკრაინაში სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო. რეაბილიტაციის კურსი ახალი დამთავრებული ჰქონდა ზურა წიკლაურსაც.

უფრო მეტს მათ შესახებ მამუკა მამულაშვილი გვიამბობს:

- ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვეჭირა ერთად იარაღი. ათი წელი იყვნენ ჩემს გვერდით... "ქართული ლეგიონის" საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. გოჩა ჟვანიამ რამდენიმე საათით ადრე დამირეკა და მითხრა, ახლა ყველა ერთგული ერთად ვართო. მხოლოდ კარგი მებრძოლები კი არა, უერთგულესი ადამიანები იყვნენ, კაცობა არ შეშლიათ არასოდეს! გაგვიჭირდება მათ გარეშე, ნათელში იყოს მათი სულები... აუცილებლად ვიძიებთ შურს.

- ბოლო დროს, ხშირად უსვამთ ადამიანის ამ თვისებას - ერთგულებას. ლეგიონში ღალატს ჰქონდა ადგილი?

- არა, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული მოხდა ბოლო დროს. ზოგადად, ცუდი გამოცდილება დამიგროვდა ამ მხრივ. სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია ჩემი თანამემამულე შემემჩნია ისეთ თვისებაში, რაც ზოგადად ქართველ კაცს არ ახასიათებს. ჩემი აზრით, ღალატი ქართული ხასიათისთვის არ არის დამახასიათებელი. თუმცა, დროდადრო ესეც ხდებოდა. სწორედ მოღალატეების გამო ზარალდებოდა საქართველო უმთავრესად.

- ლეგიონმა ორი თვის წინაც საუკეთესო მებრძოლები - რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაკარგა, მაგრამ მათი ცხედრების ცხელი წერტილიდან გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ახლა ხდება ამ მიმართულებით?

- რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი ამ დრომდე ვერ გამოვიყვანეთ ცხელი წერტილიდან, იმიტომ რომ იქ დღემდე მიმდინარეობს იქ აქტიური ბრძოლები. თუმცა, ეს ბიჭები ცხედრების გაცვლის პროგრამაში არიან და ველოდებით გაცვლას.

- როგორია ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება?

- ძალიან რთული. თქვენ ხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებულად გახშირდა ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტები. ეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას ასახავს. არასაკმარისი ტყვია-წამლისა და ასევე არასაკმარისი კომუნიკაციის გამო სიტუაცია ყოველდღიურად რთულდება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დროულად არ მიაწვდის დახმარებას, სიტუაცია ძალიან გართულდება გაზაფხულისთვის.

- ვიდრე ამერიკაში ამ საკითხზე მსჯელობა მიდის, ევროპული ქვეყნების ლდიერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი გამოიყოფა.

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ ეტაპზე, უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიურად ეხმარებოდა, ვიდრე ევროპული ქვეყნები, ახლა ვითარება შეიცვალა, ყველაფერი პირიქით ხდება. ევროპელების გააქტიურება ძალიან კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის, ამერიკას ბევრად დიდი რესურსი აქვს, იმისათვის, რომ უკრაინა საჭირო იარაღით და ამუნიციით აღჭურვოს.