თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განუცხადეს, რომელიც სასამართლოში მის უფლებებს იცავდა, ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება მატრონა მოსკოველის ხატისთვის (რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული), საღებავის შესხმის ფაქტს.
...და აი,მეექვსე დღეს გამოცხვება ახალი ჟანა დარკი,ქართველი გმირი ქალი!..ვაი თქვენს პატრონს!
ამხელა ქალი ხულიგნობს და თავი პოლიტიკაში ჰგონია..შეიძლება, რაღაც არ მოგწონდეს , მაგრამ ეგ 8 წლის მოზარდივით მოიქცა!