სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეონარდო დიკაპრიო დასვრილი სამოსითა და წვერით - მსახიობს პაპარაცებმა გადაუღეს ფოტოები, სადაც მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია
ლეონარდო დიკაპრიო დასვრილი სამოსითა და წვერით - მსახიობს პაპარაცებმა გადაუღეს ფოტოები, სადაც მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ოს­კა­რო­სა­ნი ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო პა­პა­რა­ცებ­მა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით იხი­ლეს და რა თქმა უნდა, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეს.

ლე­ოს­გან შთამ­ბეჭ­და­ვი გარ­და­სახ­ვა არა­ვის აკ­ვირ­ვებს, თუმ­ცა ამ ფო­ტო­ებ­მა მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. სუ­რა­თე­ბი მსა­ხი­ობს პა­პა­რა­ცებ­მა რე­ჟი­სორ პოლ თო­მას ან­დერ­სო­ნის ახა­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­და­უ­ღეს. ფილმში ლეო მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს.

კად­რებ­ზე ჩანს ქუ­ჩა­ში, ჭუ­ჭყი­ან სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დი­კაპ­რიო, ულ­ვა­შით და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი სა­ხით.

"ამ დო­ტო­ებ­ზე ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბის ცნო­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია", - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი "დე­ი­ლი მე­ი­ლი".

ახალ კი­ნო­სუ­რათ­ში ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო შონ პენ­თან და რე­ჯი­ნა ჰოლ­თან ერ­თად ითა­მა­შებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რიც რე­ჟი­სო­რი ან­დერ­სო­ნია. ფილ­მის სა­ხე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მას WarnerBros. იღებს და ცნო­ბი­ლია, რომ ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი­ნოპ­რო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თევდორე
2

მართლა კარგი დოტოებია...

ჯიუტი
3

...რევენანტის მეორე სერიაა?! ...კამერით ემანუელ მორგენშტერნი დაჰყურებს?! ...ალეხანდრო ინიარიტუ!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიო დასვრილი სამოსითა და წვერით - მსახიობს პაპარაცებმა გადაუღეს ფოტოები, სადაც მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია

ლეონარდო დიკაპრიო დასვრილი სამოსითა და წვერით - მსახიობს პაპარაცებმა გადაუღეს ფოტოები, სადაც მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო პაპარაცებმა სრულიად განსხვავებული იმიჯით იხილეს და რა თქმა უნდა, ფოტოები გადაუღეს.

ლეოსგან შთამბეჭდავი გარდასახვა არავის აკვირვებს, თუმცა ამ ფოტოებმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სურათები მსახიობს პაპარაცებმა რეჟისორ პოლ თომას ანდერსონის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გადაუღეს. ფილმში ლეო მთავარ როლს ასრულებს.

კადრებზე ჩანს ქუჩაში, ჭუჭყიან სამოსში გამოწყობილი დიკაპრიო, ულვაშით და დამწუხრებული სახით.

"ამ დოტოებზე ოსკაროსანი მსახიობის ცნობა თითქმის შეუძლებელია", - წერს ბრიტანული "დეილი მეილი".

ახალ კინოსურათში ლეონარდო დიკაპრიო შონ პენთან და რეჯინა ჰოლთან ერთად ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარის ავტორიც რეჟისორი ანდერსონია. ფილმის სახელი ჯერჯერობით უცნობია. მას WarnerBros. იღებს და ცნობილია, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კინოპროდუქტი იქნება.