მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს "ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ" - შაშკინი
"დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს "ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ" - შაშკინი

დღეს მო­ვის­მი­ნეთ იმ­დე­ნად ბევ­რი ტყუ­ი­ლი, ბევ­რი ზღა­პა­რი, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ატყუ­ე­ბენ და ჰგო­ნი­ათ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს ამის სჯე­რა , - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყრი­ლო­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­წმუნ­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, "მო­ი­პა­რონ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ფული“.

"ვინ იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ვინ რო­მელ სკამ­ზე დაჯ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­გი­დას­თან, რო­მელ სა­ვარ­ძელ­ში იქ­ნე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, ყვე­ლა დარ­წმუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ მათი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის, მო­ი­პა­რონ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ფული, წა­ი­ღონ სახ­ლში და იყი­დონ ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, ახა­ლი სახ­ლე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა გამ­დიდ­რდეს, ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზა­ნი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ გან­სხვა­ვე­ბით ჩვენ ვპირ­დე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს ქარ­თველ ხალ­ხს ჰქონ­დეს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა.

დღეს მო­ვის­მი­ნეთ იმ­დე­ნად ბევ­რი ტყუ­ი­ლი, ბევ­რი ზღა­პა­რი, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ატყუ­ე­ბენ და ჰგო­ნი­ათ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს ამი­სი სჯე­რა. რა მო­ი­ტყუ­ეს? ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა დას­ვას ერთი კი­თხვა: და­ი­წყო ოთხჯერ უკე­თე­სად ცხოვ­რე­ბა? ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ეკო­ნო­მი­კა ოთხჯერ გა­ი­ზარ­და“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან. გა­მო­ვი­და იქი­დან, სა­დაც კარ­გად გრძნობ­და თავს. იყო ფა­რუ­ლი, ჩრდი­ლო­ვა­ნი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ არ მოს­წონს სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა. სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და და მხო­ლოდ ეს მა­გა­ლი­თიც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ნერ­ვი­უ­ლობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ნერ­ვი­უ­ლობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ვი­დო­და კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან, რომ არ ნერ­ვი­უ­ლობ­დეს.

მე­ო­რე, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ამ თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აიღო ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ერთ-ერთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არის სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ეს ერ­თა­დერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია დრო­ში, 9 თვე­ში იქ­ნე­ბა, ვერ გა­და­დებ, თა­რიღს ვერ შეც­ვლი. ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ეს არის აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი ძა­ლი­ან დიდი "ლუ­პით“ უყუ­რებს, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ამ არ­ჩევ­ნებს. ძა­ლი­ან ბევ­რი იქ­ნე­ბა აქ სა­ერ­თა­შო­რი­სო მეთ­ვალ­ყუ­რე. ამი­ტომ ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

ამას­თან, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან, რო­მელ­საც არ სურს სა­ქარ­თვე­ლო "რუ­სე­თის გუ­ბერ­ნია“ გახ­დეს.

"ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ "ოც­ნე­ბა“ უნდა მო­შორ­დეს მთავ­რო­ბას და უნდა შე­წყდეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ღა­რი­ბე­ბა, ძარ­ცვა და უნდა მო­ვი­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მთავ­რო­ბა, პა­ტი­ო­სა­ნი მთავ­რო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც თვლის რომ სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა აგხდეს რუ­სე­თის გუ­ბერ­ნია. ყვე­ლა ასე­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს. ჩვენ ყვე­ლას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. თუ სჭირ­დე­ბათ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა ჩვენ მზად ვართ,რომ და­ვეხ­მა­როთ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას. არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმა არ უნდა და­ი­კარ­გოს“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იავნანამ რა ჰქმნა
0

ოჰ, ჩვენი "განათლების ლამპარი" გამოჩნდა? ვინ გააღვიძა მძინარე მზეთუნახავი? ალბათ მიშამ აკოცა და გამოაღვიძა. ამანაც, გაიზმორა და ეს რამდენი მძინებიაო.

???
0

რა მიკვირს იცით,რს ოპოზიცია ქოცებს რუსებს ეძახის და ეს მართლა რუსი /არ ვარ ნაცისტი,ყველა ერს ვცემ პატივს/, რომელმაც ყველანაირად შეურაცყო ქართველები,არჩევნებზე იარაღგარჭობილი მოგვევლინა და ამაზე რეაქცია არა გაქვთ ხალხო!...ვინ,ვინ და შაშკინი ასე არ უნდა აბლატაოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს "ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ" - შაშკინი

"დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს "ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ" - შაშკინი

დღეს მოვისმინეთ იმდენად ბევრი ტყუილი, ბევრი ზღაპარი, რომ შეიძლება თამამად ვთქვათ: "ქართული ოცნების“ ლიდერები ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალი მატყუარები, რომლებიც ერთმანეთს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ამის სჯერა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნების“ ყრილობას გამოეხმაურა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ხელისუფლების წევრების ერთადერთი მიზანია, "მოიპარონ რაც შეიძლება ბევრი ფული“.

"ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, ვინ რომელ სკამზე დაჯდება "ქართული ოცნების“ მაგიდასთან, რომელ სავარძელში იქნება, ქართველი ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 12 წლის განმავლობაში, რაც "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყველა დარწმუნდა საქართველოში, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, მოიპარონ რაც შეიძლება ბევრი ფული, წაიღონ სახლში და იყიდონ ახალი მანქანები, ახალი სახლები. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამდიდრდეს, ეს არის "ქართული ოცნების“ მიზანი.

"ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ქართველ ხალხს ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული ცხოვრება.

დღეს მოვისმინეთ იმდენად ბევრი ტყუილი, ბევრი ზღაპარი, რომ შეიძლება თამამად ვთქვათ - "ქართული ოცნების“ ლიდერები ჩამოყალიბდნენ როგორც პროფესიონალი მატყუარები, რომლებიც ერთმანეთს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ამისი სჯერა. რა მოიტყუეს? ყველა ქართველმა უნდა დასვას ერთი კითხვა: დაიწყო ოთხჯერ უკეთესად ცხოვრება? ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება“ და თავად ბიძინა ივანიშვილიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნერვიულობს.

"ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა კომფორტის ზონიდან. გამოვიდა იქიდან, სადაც კარგად გრძნობდა თავს. იყო ფარული, ჩრდილოვანი ლიდერი, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ არ მოსწონს საჯარო პოლიტიკა. საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა და მხოლოდ ეს მაგალითიც მიუთითებს იმაზე, რომ ნერვიულობს "ქართული ოცნება“ და ნერვიულობს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა კომფორტის ზონიდან, რომ არ ნერვიულობდეს.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც ამ თემის განვითარება, არის ის, რომ საქართველომ აიღო ევროკავშირის წინაშე ვალდებულებები. ერთ-ერთ ვალდებულება არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ერთადერთი ვალდებულებაა, რომელიც განსაზღვრულია დროში, 9 თვეში იქნება, ვერ გადადებ, თარიღს ვერ შეცვლი. ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის აღებული ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ძალიან დიდი "ლუპით“ უყურებს, ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ამ არჩევნებს. ძალიან ბევრი იქნება აქ საერთაშორისო მეთვალყურე. ამიტომ ძალიან ნერვიულობენ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამასთან, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელსაც არ სურს საქართველო "რუსეთის გუბერნია“ გახდეს.

"ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს მთავრობას და უნდა შეწყდეს საქართველოს გაღარიბება, ძარცვა და უნდა მოვიდეს პროფესიონალების მთავრობა, პატიოსანი მთავრობა ხელისუფლებაში. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც თვლის რომ საქართველო არ უნდა აგხდეს რუსეთის გუბერნია. ყველა ასეთი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განვიხილავთ როგორც პოტენციურ პარტნიორს. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ. თუ სჭირდებათ ჩვენი დახმარება ჩვენ მზად ვართ,რომ დავეხმაროთ ყველა ოპოზიციურ პარტიას. არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.