პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გინახავთ სადმე გადამდგარი პრემიერი პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდეს? მე ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ გამიგია" - პოლიტოლოგი "ქართული ოცნების" ყრილობაზე
"გინახავთ სადმე გადამდგარი პრემიერი პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდეს? მე ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ გამიგია" - პოლიტოლოგი "ქართული ოცნების" ყრილობაზე

სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ პო­ლი­ტო­ლოგ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტს, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ერ­თხმად აირ­ჩია ექ­სპრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. შემ­დეგ, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­საც ყრი­ლო­ბამ ასე­ვე ერ­თხმად და­უ­ჭი­რა მხა­რი.

რამ­დე­ნი ყრი­ლო­ბა არ გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე მოკ­ლე არც მახ­სენ­დე­ბა. გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბულ ყრი­ლო­ბა­ზე?

- გე­თან­ხმე­ბით, რომ ძა­ლი­ან მოკ­ლე ყრი­ლო­ბა იყო. დრო არ და­მი­ნიშ­ნავს, მაგ­რამ, მგო­ნი ყრი­ლო­ბა მაქ­სი­მუმ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გაგ­რძელ­და. ამ ყრი­ლო­ბა­ზე ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი მა­ინც გა­მოჩ­ნდა.

სტა­ლი­ნის პე­რი­ოდ­ში რომ ყრი­ლო­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და, ბე­ლადს ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ. მოკ­ლედ ჩა­ტა­რე­ბულ ყრი­ლო­ბის დრო­ზე თუ გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ ივა­ნიშ­ვი­ლი ხსე­ნე­ბას და მად­ლო­ბე­ბის გა­დახ­დას, მი­ვი­ღებთ ისეთ სუ­რათს, რო­გორც სსრკ-ს დროს 30-იან წლებ­ში ყრი­ლო­ბებ­ზე უხ­დიდ­ნენ მად­ლო­ბებს სტა­ლინს.

სამ­წუ­ხა­როდ, ამან ისევ წარ­სულ­ში და­მაბ­რუ­ნა და კო­მუ­ნის­ტუ­რი ყრი­ლო­ბე­ბი გა­მახ­სე­ნა. გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ სსრკ-ს დრო­ინ­დელ კო­მუ­ნის­ტებს ასეთ ფო­რუ­მებ­ზე გა­მოს­ვლი­სას მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა და სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­დათ.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­მი­ე­რის შეც­ვლი­თა და პარ­ტი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ, ვნა­ხეთ, რომ არა­ფე­რი ახა­ლი არ მომ­ხდა­რა იმ თვალ­საზ­რი­სით და არც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ორმა ირაკ­ლიმ ად­გი­ლე­ბი გაც­ვა­ლეს. არ ვიცი ბურ­ჭუ­ლა­ძემ ასე­თი რა და­ა­შა­ვა, რომ მხო­ლოდ ის გა­უშ­ვეს. თუ ყვე­ლა მი­ნისტრს ტო­ვებ­დნენ, მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის შეც­ვლას რა აზრი ჰქონ­და, არ მეს­მის.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­მი­ე­რის შეც­ვლი­თა და პარ­ტი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ, ვნა­ხეთ, რომ არა­ფე­რი ახა­ლი არ მომ­ხდა­რა იმ თვალ­საზ­რი­სით და არც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ორმა ირაკ­ლიმ ად­გი­ლე­ბი გაც­ვა­ლეს. არ ვიცი ბურ­ჭუ­ლა­ძემ ასე­თი რა და­ა­შა­ვა, რომ მხო­ლოდ ის გა­უშ­ვეს. თუ ყვე­ლა მი­ნისტრს ტო­ვებ­დნენ, მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის შეც­ვლას რა აზრი ჰქონ­და, არ მეს­მისმხო­ლოდ ბურ­ჭუ­ლა­ძე­ზე გა­და­ტყდა ჯოხი? ბურ­ჭუ­ლა­ძე ის მი­ნის­ტრი იყო, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მის მი­მართ საყ­ვე­დუ­რი მე არ მო­მის­მე­ნია. გა­სა­გე­ბია, რომ თავ­დაც­ვის სა­კი­თხებს ბურ­ჭუ­ლა­ძე არ წყვეტ­და.

სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო კახა კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­მაც თქვა, რომ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ სად იქ­ნე­ბაო. სწო­რია!

ნამ­დვი­ლად არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ კო­ბა­ხი­ძე. ასეა იმი­ტომ, რომ მთა­ვარ თე­მებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და არა ვინ­მე სხვა.

- „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე თქვა - „რა უნდა და­ვუ­წუ­ნოთ? ნა­ხეთ რო­გო­რი კა­ცია. თვი­თონ მო­ი­სურ­ვა წას­ვლა, მე არ და­მი­ძა­ლე­ბია“.

თქვენ­თვის რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მტკი­ცე­ბა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვად მო­ი­სურ­ვა პრე­მი­ე­რო­ბი­დან წას­ვლა?

- მდი­ნა­რა­ძეს, რო­მე­ლი­ღაც ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა- რა­ტომ მო­ი­სურ­ვა კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წას­ვლაო? მან უპა­სუ­ხა - რა კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ზეა სა­უ­ბა­რიო? თუ სა­კუ­თა­რი შვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო თვითმფრი­ნა­ვით სას­წავ­ლებ­ლად ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით წაყ­ვა­ნა კომ­ფორ­ტი არაა? ბა­კუ­რი­ან­ში ტყის ნა­წი­ლის ცო­ლის­თვის ჩუ­ქე­ბა კომ­ფორ­ტი არაა,? აბა კომ­ფორ­ტი რაა?

ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან არა­ვინ არ მი­დის. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უშ­ვე­ბენ. ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ იტყო­და, რომ მან ღა­რი­ბაშ­ვილს გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა. ამი­ტომ ამ­ბო­ბენ ახლა, რომ პრე­მი­ე­რო­ბი­დან გა­დად­გო­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვად მო­ინ­დო­მა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურჯი
0

გურჯების ყანაში ყველაფერი მოსულა

მოკლედ
2

ნაციონალებს რატომღაც სულ კარტოფილები და ხახვები აგონდებათ, ისე, კარგად მახსოვს, რომ მიშამ ფქვილიც მისცა ხალხს, ამიტომ ხანდახან ეგეც ახსენეთ, ნარკოტიკიც, არ დაგავიწყდეთ. ნუ, მელას რაც აგონდებოდა, ის ესიზმრებოდაო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გინახავთ სადმე გადამდგარი პრემიერი პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდეს? მე ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ გამიგია" - პოლიტოლოგი "ქართული ოცნების" ყრილობაზე

"გინახავთ სადმე გადამდგარი პრემიერი პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდეს? მე ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ გამიგია" - პოლიტოლოგი "ქართული ოცნების" ყრილობაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მმართველმა პარტიამ პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილმა მმართველი პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა, რომლის კანდიდატურასაც ყრილობამ ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი.

რამდენი ყრილობა არ გვინახავს, მაგრამ ასე მოკლე არც მახსენდება. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები „ქართული ოცნების“ ჩატარებულ ყრილობაზე?

- გეთანხმებით, რომ ძალიან მოკლე ყრილობა იყო. დრო არ დამინიშნავს, მაგრამ, მგონი ყრილობა მაქსიმუმ ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ ყრილობაზე ერთი საინტერესო მომენტი მაინც გამოჩნდა.

სტალინის პერიოდში რომ ყრილობები ტარდებოდა, ბელადს ხშირად ახსენებდნენ. მოკლედ ჩატარებულ ყრილობის დროზე თუ გადავანაწილებთ ივანიშვილი ხსენებას და მადლობების გადახდას, მივიღებთ ისეთ სურათს, როგორც სსრკ-ს დროს 30-იან წლებში ყრილობებზე უხდიდნენ მადლობებს სტალინს.

სამწუხაროდ, ამან ისევ წარსულში დამაბრუნა და კომუნისტური ყრილობები გამახსენა. განსხვავება ის იყო, რომ სსრკ-ს დროინდელ კომუნისტებს ასეთ ფორუმებზე გამოსვლისას მეტი დამაჯერებლობა და საფუძველი ჰქონდათ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის შეცვლითა და პარტიაში ცვლილებებით საზოგადოებაში მოლოდინები გააჩინა, მაგრამ, ვნახეთ, რომ არაფერი ახალი არ მომხდარა იმ თვალსაზრისით და არც არაფერი შეცვლილა. ორმა ირაკლიმ ადგილები გაცვალეს. არ ვიცი ბურჭულაძემ ასეთი რა დააშავა, რომ მხოლოდ ის გაუშვეს. თუ ყველა მინისტრს ტოვებდნენ, მხოლოდ პრემიერის შეცვლას რა აზრი ჰქონდა, არ მესმის.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის შეცვლითა და პარტიაში ცვლილებებით საზოგადოებაში მოლოდინები გააჩინა, მაგრამ, ვნახეთ, რომ არაფერი ახალი არ მომხდარა იმ თვალსაზრისით და არც არაფერი შეცვლილა. ორმა ირაკლიმ ადგილები გაცვალეს. არ ვიცი ბურჭულაძემ ასეთი რა დააშავა, რომ მხოლოდ ის გაუშვეს. თუ ყველა მინისტრს ტოვებდნენ, მხოლოდ პრემიერის შეცვლას რა აზრი ჰქონდა, არ მესმისმხოლოდ ბურჭულაძეზე გადატყდა ჯოხი? ბურჭულაძე ის მინისტრი იყო, რომლის მიმართაც საზოგადოებას არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ საყვედური მე არ მომისმენია. გასაგებია, რომ თავდაცვის საკითხებს ბურჭულაძე არ წყვეტდა.

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო კახა კალაძის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად იქნებაო. სწორია!

ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პრემიერი ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე. ასეა იმიტომ, რომ მთავარ თემებზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და არა ვინმე სხვა.

- „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე თქვა - „რა უნდა დავუწუნოთ? ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა წასვლა, მე არ დამიძალებია“.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მოისურვა პრემიერობიდან წასვლა?

- მდინარაძეს, რომელიღაც ჟურნალისტმა ჰკითხა- რატომ მოისურვა კომფორტის ზონიდან ღარიბაშვილმა წასვლაო? მან უპასუხა - რა კომფორტის ზონაზეა საუბარიო? თუ საკუთარი შვილის სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად ჩარტერული რეისით წაყვანა კომფორტი არაა? ბაკურიანში ტყის ნაწილის ცოლისთვის ჩუქება კომფორტი არაა,? აბა კომფორტი რაა?

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თანამდებობიდან არავინ არ მიდის. თანამდებობიდან უშვებენ. ივანიშვილი ვერ იტყოდა, რომ მან ღარიბაშვილს გადადგომა მოსთხოვა. ამიტომ ამბობენ ახლა, რომ პრემიერობიდან გადადგომა ღარიბაშვილმა თავად მოინდომა. განაგრძეთ კითხვა