საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობარზე რას დავწერ და როგორ, ჩემი გადასაწყვეტია... მზადყოფნაში ვართ, რომ ორივე ირაკლის მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ" - რატი ბრეგაძე
"მეგობარზე რას დავწერ და როგორ, ჩემი გადასაწყვეტია... მზადყოფნაში ვართ, რომ ორივე ირაკლის მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ" - რატი ბრეგაძე

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ - მთე­ლი გუნ­დი მზად­ყოფ­ნა­ში ვართ იმის­თვის, რომ ორი­ვეს მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დით და­ვუდ­გეთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბრე­გა­ძის თქმით, მთავ­რო­ბის მო­მა­ვალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ვრცლად ისა­უბ­რებს.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე. ასე­ვე, მინ­და დიდი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე. ეს ორი­ვე პო­ზი­ცია არის საკ­მა­ოდ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ და მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ, რა თქმა უნდა, მთე­ლი გუნ­დი ვართ მზად­ყოფ­ნა­ში იმის­თვის, რომ ამ ორი­ვე ადა­მი­ანს მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დით და­ვუდ­გეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას, ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გა­ა­კე­თებს. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მთე­ლი გუნ­დი არის სრულ მზად­ყოფ­ნა­ში, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა {მი­ღე­ბუ­ლი} იქ­ნე­ბა იქ ვი­მუ­შა­ოთ”, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

გარ­და ამი­სა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ჯა­რო პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გა­და­სა­წყვე­ტია, რა პოსტს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

ამას­თან, მან სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მე­გობ­რო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ყვე­ლა ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი, მე ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ მე­გობ­რო­ბას, ვინც მიც­ნობს ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმას, სად იქ­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი და­საქ­მე­ბუ­ლი და მე კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. პირ­ველ რიგ­ში, მე­გობ­რო­ბის­თვის და მერე სხვა ყვე­ლაფ­რის­თვის, რა­ზეც ასე ვრცლად ვი­სა­უბ­რე. ეს ადა­მი­ა­ნი არის ჩემი მე­გო­ბა­რი და ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი. შე­სა­ბა­მი­სად, მე მე­გო­ბარ­ზე რას დავ­წერ და რო­გორ დავ­წერ, ნება მი­ბო­ძეთ და ეს არის ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი”, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რონი
5

ღარიბამ გვარი შეიცვალა იმდენი ტყე პარკი იყიდა ეხლა მდიდარაშვილია რა ღარიბა :/ მუდამ აკომპლექსებდა ეგ გვარი სულ უნდოდა მდიდარაშვილი ყოფილიყი :/ :))

gege
5

ეს რა გულისამრევი სიახლე დაეწყო ოცნებას, სიყვარული აუხსნა უფროსს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მეგობარზე რას დავწერ და როგორ, ჩემი გადასაწყვეტია... მზადყოფნაში ვართ, რომ ორივე ირაკლის მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ" - რატი ბრეგაძე

"მეგობარზე რას დავწერ და როგორ, ჩემი გადასაწყვეტია... მზადყოფნაში ვართ, რომ ორივე ირაკლის მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ" - რატი ბრეგაძე

ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს ვუსურვებ - მთელი გუნდი მზადყოფნაში ვართ იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, მთავრობის მომავალ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ვრცლად ისაუბრებს.

"პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე. ასევე, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოზიციაზე. ეს ორივე პოზიცია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მათ, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ვართ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი გუნდი არის სრულ მზადყოფნაში, სადაც გადაწყვეტილება {მიღებული} იქნება იქ ვიმუშაოთ”, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი მედიასთან საუბრისას მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტია, რა პოსტს გამოაქვეყნებს.

ამასთან, მან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"რაც შეეხება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, პირველ რიგში, ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, მე ძალიან ვაფასებ მეგობრობას, ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად იქნება ჩემი მეგობარი დასაქმებული და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პირველ რიგში, მეგობრობისთვის და მერე სხვა ყველაფრისთვის, რაზეც ასე ვრცლად ვისაუბრე. ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი. შესაბამისად, მე მეგობარზე რას დავწერ და როგორ დავწერ, ნება მიბოძეთ და ეს არის ჩემი გადასაწყვეტი”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.