მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის "არსენალში"? - რას წერს ბრიტანული მედია "ნაპოლისა" და "კვარას" უთანხმოებაზე და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე
ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის "არსენალში"? - რას წერს ბრიტანული მედია "ნაპოლისა" და "კვარას" უთანხმოებაზე და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა footballtransfers.com წერს, რომ შე­საძ­ლოა, პრე­მი­ერ ლი­გის კლუბ­მა, ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალ­მა" იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ტრანსფერ­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლოს. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლონ­დო­ნე­ლე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან ისარ­გებ­ლონ კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და მის ამ­ჟა­მინ­დელ კლუბს, "ნა­პო­ლის“ შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბით.

ცნო­ბის­თვის, უკვე კარ­გა ხა­ნია მხა­რე­ებს შო­რის ახალ კონ­ტრაქ­ტზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ვერ ხერ­ხდე­ბა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­თა­ლია, ხვი­ჩა "სე­რია ა"-ს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 1,5 მი­ლი­ონ ევ­როს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ნა­პო­ლის" პრე­ზი­დენ­ტმა აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტის­მა 2023 წელს უარი თქვა ახა­ლი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის გან­ხილ­ვა­ზეც კი, რა­მაც ფეხ­ბურ­თე­ლი და მისი გა­რე­მოც­ვა გა­აბ­რა­ზა.

ახლა, CalcioNapoli24-ის თა­ნახ­მად, დე ლა­უ­რენ­ტი­სი გა­ნი­ხი­ლავს ახალ კონ­ტრაქტს, მაგ­რამ კლუბ­სა და ხვი­ჩას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა საკ­მა­ოდ დი­დია და ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს, რად­გან დე ლა­უ­რენ­ტი­სი არ არის მზად წე­ლი­წად­ში 4 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი გა­და­უ­ხა­დოს კვა­რა­ცხე­ლი­ას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი ფეხ­ბურ­თე­ლი უფრო მეტს ითხოვს.

შე­დე­გად, არ­სე­ბობს ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ამ ზა­ფხულ­ში კლუ­ბი და­ტო­ვოს, თუ მისი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალ­ში" კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლით და შე­საძ­ლოა, სე­ზო­ნის ბო­ლოს "კვა­რა" და­ი­მა­ტონ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
5

ნაპოლი შარშანდელთან შედარებით სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს და ეს ყველაფაერი ჩემი აზრით დეპაურენტესის ბრალია. ხვიჩას წარმატებები, პრემიერლიგაში ბევრად წინ წავა ყველა ასპექტში.

შევჩენკო-კალაძე
8

კვარაცხელია-ზინჩენკო. მე თანახმა ვარ. აი ნახეთ, რა ითამაშოს არსენალში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის "არსენალში"? - რას წერს ბრიტანული მედია "ნაპოლისა" და "კვარას" უთანხმოებაზე და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის "არსენალში"? - რას წერს ბრიტანული მედია "ნაპოლისა" და "კვარას" უთანხმოებაზე და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

ბრიტანული გამოცემა footballtransfers.com წერს, რომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბმა, ლონდონის "არსენალმა" იტალიური "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ლონდონელები შეეცდებიან ისარგებლონ კვარაცხელიასა და მის ამჟამინდელ კლუბს, "ნაპოლის“ შორის არსებული უთანხმოებით.

ცნობისთვის, უკვე კარგა ხანია მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, ხვიჩა "სერია ა"-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის "ნაპოლის" რიგებში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე, რომელიც წელიწადში მხოლოდ 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა 2023 წელს უარი თქვა ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის განხილვაზეც კი, რამაც ფეხბურთელი და მისი გარემოცვა გააბრაზა.

ახლა, CalcioNapoli24-ის თანახმად, დე ლაურენტისი განიხილავს ახალ კონტრაქტს, მაგრამ კლუბსა და ხვიჩას შორის უთანხმოება საკმაოდ დიდია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეთანხმება შედგეს, რადგან დე ლაურენტისი არ არის მზად წელიწადში 4 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადოს კვარაცხელიას. არსებული ინფორმაციით კი ფეხბურთელი უფრო მეტს ითხოვს.

შედეგად, არსებობს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ კვარაცხელიამ ზაფხულში კლუბი დატოვოს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ლონდონის "არსენალში" კი აღფრთოვანებულები არიან ფეხბურთელით და შესაძლოა, სეზონის ბოლოს "კვარა" დაიმატონ.