"უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. რუსეთი ფრონტზე ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს", - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროკავშირელ კოლეგებს გაუგზავნა.
უმეროვი აღნიშნავს, რომ იარაღის დეფიციტთან დაკავშირებით ვითარება დღითიდღე უარესდება და ევროკავშირელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად.
"როგორც წესი, იმარჯვებს ის მხარე, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის“, - წერს მინისტრი.
მისი თქმით, უკრაინას თვეში 200 000 155 მმ-იანი ჭურვი სჭირდება
კატასტროფა ხდება ჩვენს თავს. ჩავყევი კომენტარებს და რა გითხრათ რით გაგახაროთ?????? გლახათაა ჩვენი საქმე, კომენტარების 80% ალბათ ერთხმად, დიდი სიამოვნებით დაუჭერდით მხარს გრუზიის ავტონომიური ოკრუგის შექმნას ღრუსეთის ფედერაციაში. თქვენი მსჯელობით ისე გამოდის ვალოდია პუტინი თავისი იპერიული ზრახვებით ანგელოზია და ირგვლივ ყველა ქვეყანას ვისაც მიწები წაართვა დამნაშავეები.
მე კიდე მეგონა, საბჭოთა კავშირი დაიშალა. რუსეთ-საქართველოს ომი, როგორც უკრაინის ომი და რუსეთის საზღვრებთან სხვა ომები, ფაქტიურად სამოქალაქო ომები ყოფილა. გაუმარჯოს... პუსტალს???