პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა მილიარდერმა ყოფილ ცოლს ქონებრივი დავა მოუგო - გახმაურებული განქორწინების საქმის დეტალები
რუსმა მილიარდერმა ყოფილ ცოლს ქონებრივი დავა მოუგო - გახმაურებული განქორწინების საქმის დეტალები

რუს­მა მი­ლი­არ­დერ­მა ვლა­დი­მერ პო­ტა­ნინ­მა ყო­ფი­ლი ცო­ლის, ნა­ტა­ლია პო­ტა­ნი­ნას წი­ნა­აღ­მდეგ ქო­ნებ­რი­ვი დავა მო­ი­გო - ვლა­დი­მერ პო­ტა­ნი­ნის ქო­ნე­ბა 22 მი­ლი­არ­და­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კი, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს ითხოვ­და.

რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლოს­გან, გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სის შემ­დეგ, ნა­ტა­ლი­ას 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ერგო, თუმ­ცა, 31-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბი­სა და ვლა­დი­მე­რის სიმ­დიდ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყო­ფი­ლი ცოლი ამ "მცი­რე ჯილ­დო­თი“ არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

ნა­ტა­ლი­ამ და ვლა­დი­მერ­მა 1983 წელს იქორ­წი­ნეს. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2014 წელს და­შორ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ნა­ტა­ლი­ამ ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და ლონ­დო­ნის სა­სა­მარ­თლო­ში ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

მა­ნამ­დე ნა­ტა­ლი­ამ ყო­ფილ ქმარს ოთხჯერ უჩივ­ლა. საქ­მე რუ­სე­თის სა­ა­პე­ლა­ციო, უზე­ნა­ეს­მა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც გა­ნი­ხი­ლა.ამის შემ­დეგ, საქ­მე დიდი ბრი­ტა­ნე­თის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 31 იან­ვარს გა­მო­ცხად­და.

ხუთი მო­სა­მარ­თლი­დან სამ­მა მხა­რი ვლა­დი­მერ პო­ტა­ნინს და­უ­ჭი­რა. დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ თი­თო­ე­ულ მხა­რეს აქვს არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნის უფ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
1

მოინდობა ქალმა ნახევარი , ( გერგება?)

თამაზი
0

არ ასვენებს გამჩენიო, ამაზეა ნათქვამი. იმის ჩიტია ოლიგარქი, 11 მილიარდის ქონება ყოფილ ცოლს აჩუქოს. არცაა სამართლიანი ჩემი აზრით. 60 მილიონი საკმარისზე მეტიცაა, რომ მაგ ქალბატონმა მდიდრულად და უზრუნველად იცხოვროს და შეირგოს რაცა აქვს, თორემ. რუს ოლიგარქებს არც იმ ხალხის გაქრობა გაუჭირდებთ, ვინც თავს აბეზრებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რუსმა მილიარდერმა ყოფილ ცოლს ქონებრივი დავა მოუგო - გახმაურებული განქორწინების საქმის დეტალები

რუსმა მილიარდერმა ყოფილ ცოლს ქონებრივი დავა მოუგო - გახმაურებული განქორწინების საქმის დეტალები

რუსმა მილიარდერმა ვლადიმერ პოტანინმა ყოფილი ცოლის, ნატალია პოტანინას წინააღმდეგ ქონებრივი დავა მოიგო - ვლადიმერ პოტანინის ქონება 22 მილიარდადაა შეფასებული, მისი ყოფილი მეუღლე კი, განქორწინების შემდეგ, ქონების ნახევარს ითხოვდა.

რუსეთის სასამართლოსგან, განქორწინების პროცესის შემდეგ, ნატალიას 60 მილიონი დოლარი ერგო, თუმცა, 31-წლიანი ქორწინებისა და ვლადიმერის სიმდიდრის გათვალისწინებით, ყოფილი ცოლი ამ "მცირე ჯილდოთი“ არ დაკმაყოფილდა.

ნატალიამ და ვლადიმერმა 1983 წელს იქორწინეს. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ისინი ერთმანეთს ოფიციალურად 2014 წელს დაშორდნენ. განქორწინების შემდეგ, ნატალიამ ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო და ლონდონის სასამართლოში ქმრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მანამდე ნატალიამ ყოფილ ქმარს ოთხჯერ უჩივლა. საქმე რუსეთის სააპელაციო, უზენაესმა და საკონსტიტუციო სასამართლომაც განიხილა.ამის შემდეგ, საქმე დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლომდე მივიდა - გადაწყვეტილება 31 იანვარს გამოცხადდა.

ხუთი მოსამართლიდან სამმა მხარი ვლადიმერ პოტანინს დაუჭირა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითოეულ მხარეს აქვს არგუმენტების წარმოდგენის უფლება.