სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...არის გარკვეული პრობლემები, რადგან ზოგიერთ საქმეში მთავარი მოქმედი პირები გარდაცვლილები არიან" - რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე შსს-ში და რა თქვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?
"...არის გარკვეული პრობლემები, რადგან ზოგიერთ საქმეში მთავარი მოქმედი პირები გარდაცვლილები არიან" - რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე შსს-ში და რა თქვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

"გა­მო­ვე­დი, მშვი­დო­ბაა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. ზოგი საქ­მე და­ი­ხუ­რა, ზოგს ისევ ვი­ძი­ებ­თო. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ხან­დაზ­მუ­ლია, დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ა­ნო" - წერს სო­ცი­ალრ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვე­ძებ" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად­ვე აღ­ნიშ­ნა, ის და­ბა­რე­ბუ­ლი იყო შსს-ში.

AMBEBI.GE-სთან კი ამ თე­მა­ზე მუ­სე­რი­ძემ ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

- 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში რამ­დე­ნი­მე საქ­მე მი­ვი­ტა­ნე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. საქ­მე­ე­ბი ეხე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არი­ან გა­ყი­დუ­ლი და საქ­მე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყი­დუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ. სხვა­დას­ხვა სა­ხის ქე­ი­სე­ბი გახ­ლდათ. მას მერე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ გვქო­ნია.

არ ვი­ცო­დით, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. რო­დე­საც "ბი­ბი­სიმ" მკი­თხა, რა ხდე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვუ­თხა­რი, რომ არ ვიცი გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს-მეთ­ქი. დღეს და­მი­ბა­რეს და მი­თხრეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, არის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ის, რომ ზო­გი­ერთ საქ­მე­ში მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, ზო­გი­ერ­თი საქ­მე ხან­დაზ­მუ­ლია. მი­თხრეს, რომ ჩემი მი­ტა­ნი­ლი საქ­მე­ე­ბის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლო­ბით საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, ზოგი არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი და ზოგი - მიმ­დი­ნა­რეა. ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ჩა­მა­ყე­ნეს.

- შენი პა­სუ­ხი რა არის?

- ჩემი პა­სუ­ხი არის ის, რომ რე­ა­ლუ­რად ვი­ცით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში იყ­ვნენ გა­რე­უ­ლე­ბი. არა­ვის დას­ჯას და და­ჭე­რას არ ვი­თხოვთ, უბ­რა­ლოდ, ვი­თხოვთ პა­სუ­ხებს კი­თხვებ­ზე, თუნ­დაც შე­ვი­ტყოთ ის, ვინ არი­ან იმ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არა­ლე­გა­ლუ­რად გა­ყი­დეს. გვა­ინ­ტე­რე­სებს ინ­ფორ­მა­ცია სამ­შო­ბი­ა­რო სა­საფ­ლა­ო­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც...

ამ კი­თხვებ­ზე სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს. ის, რომ საქ­მე არის ხან­დაზ­მუ­ლი, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ ამ ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო გა­ყიდ­ვა­ში და ამ სქე­მა­ში იყ­ვნენ გა­რე­უ­ლე­ბი... თუ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, რა­ტომ ვერ უნდა მო­ხერ­ხდეს სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა? - ეს მა­ინ­ტე­რე­სებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bacho
0

შენ ხარ მგელი!!! მთავარი აღიარება წინ გელის!!!

ნური
3

BBC-ზე რომ არ გასულიყო Შსს-Ში Ჩაფარცხავდნენ ისევ. ერთი საქმე მაინც გახსნეს წელიწადნახევრის განმავლობაᲨი? ხბოს გაყიდვაზე ხომ არაა ლაპარაკი, ქართულ გენოფონდს ყიდდნენ! საქართველოს ყიდდნენ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"...არის გარკვეული პრობლემები, რადგან ზოგიერთ საქმეში მთავარი მოქმედი პირები გარდაცვლილები არიან" - რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე შსს-ში და რა თქვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

"...არის გარკვეული პრობლემები, რადგან ზოგიერთ საქმეში მთავარი მოქმედი პირები გარდაცვლილები არიან" - რატომ დაიბარეს თამუნა მუსერიძე შსს-ში და რა თქვა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

"გამოვედი, მშვიდობაა. გამოძიება მიმდინარეობსო. ზოგი საქმე დაიხურა, ზოგს ისევ ვიძიებთო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი ხანდაზმულია, დოკუმენტები განადგურებულია და მთავარი დამნაშავეები გარდაცვლილები არიანო" - წერს სოციალრ ქსელში ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ" ხელმძღვანელი თამუნა მუსერიძე. როგორც სოციალურ ქსელში თავადვე აღნიშნა, ის დაბარებული იყო შსს-ში.

AMBEBI.GE-სთან კი ამ თემაზე მუსერიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- 2022 წლის სექტემბერში რამდენიმე საქმე მივიტანე შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმეები ეხებოდა რამდენიმე ბავშვს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან გაყიდული და საქმეები საქართველოში გაყიდული ბავშვების შესახებ. სხვადასხვა სახის ქეისები გახლდათ. მას მერე წელიწად-ნახევარი გავიდა და არანაირი სიახლე არ გვქონია.

არ ვიცოდით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება. როდესაც "ბიბისიმ" მკითხა, რა ხდებოდა გამოძიებასთან დაკავშირებით, ვუთხარი, რომ არ ვიცი გამოძიებასთან დაკავშირებით რა ხდება, იმიტომ, რომ პასუხები არ მაქვს-მეთქი. დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება, უბრალოდ, არის გარკვეული პრობლემები, მაგალითად, ის, რომ ზოგიერთ საქმეში მთავარი მოქმედი პირები გარდაცვლილები არიან, ზოგიერთი საქმე ხანდაზმულია. მითხრეს, რომ ჩემი მიტანილი საქმეების გარდა კიდევ რამდენიმე ათეულობით საქმეა აღძრული, ზოგი არის დასრულებული და ზოგი - მიმდინარეა. ამ ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩამაყენეს.

- შენი პასუხი რა არის?

- ჩემი პასუხი არის ის, რომ რეალურად ვიცით ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ გარეულები. არავის დასჯას და დაჭერას არ ვითხოვთ, უბრალოდ, ვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, თუნდაც შევიტყოთ ის, ვინ არიან იმ ბავშვების მშობლები, რომლებმაც არალეგალურად გაყიდეს. გვაინტერესებს ინფორმაცია სამშობიარო სასაფლაოების შესახებაც...

ამ კითხვებზე სამწუხაროდ, პასუხები არ მაქვს. ის, რომ საქმე არის ხანდაზმული, გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეები იყვნენ ამ ბავშვების უკანონო გაყიდვაში და ამ სქემაში იყვნენ გარეულები... თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის მონაწილეები არიან, რატომ ვერ უნდა მოხერხდეს სიმართლის გარკვევა? - ეს მაინტერესებს.

წაიკითხეთ ასევე: