საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაფიცებმა 6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ცოლს სცემდა, ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა, ტელეფონს უკონტროლებდა და მისგან მორჩილებას მოითხოვდა
ნაფიცებმა 6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ცოლს სცემდა, ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა, ტელეფონს უკონტროლებდა და მისგან მორჩილებას მოითხოვდა

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლეს საქ­მე, რო­მე­ლიც გენ­დე­რის ნიშ­ნით ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას, არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მას, მუ­ქა­რას, იძუ­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. ინ­ფორ­მა­ცის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით, სის­ტე­მა­ტი­უ­რად სცემ­და მე­უღ­ლეს, მათ შო­რის, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით.

"ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბულს უკ­რძა­ლავ­და ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სახ­ლი­დან გას­ვლას, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბას, აკონ­ტრო­ლებ­და ტე­ლე­ფონ­ში მი­მო­წე­რებს, შე­მა­ვალ და გა­მა­ვალ ზა­რებს და იმ მო­ტი­ვით, რომ იყო მა­მა­კა­ცი, მო­ი­თხოვ­და მის უსი­ტყვოდ მორ­ჩი­ლე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და სხე­უ­ლის და­მა­ხინ­ჯე­ბით ემუქ­რე­ბო­და, თუკი ის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნებ­და.

2023 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნი­სა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას, სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა და პრო­კუ­რორს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ერ­თხელ მი­ა­ყე­ნა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რებ­მა წა­რად­გი­ნეს მოწ­მე­ე­ბი და გა­მო­იკ­ვლი­ეს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის შემ­დეგ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რეს და ბრალ­დე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დე­რის ნიშ­ნით ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა), 11 პრი­მა 126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტით (არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის სის­ტე­მა­ტუ­რი ცემა გენ­დე­რის ნიშ­ნით), 11 პრი­მა 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯა­ხის წევ­რის იძუ­ლე­ბა), 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ მუ­ქა­რა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით) და 366-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა) დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხით 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პართე
19

გამოაშტერეს უტვინო ქალები ყალბი პროპაგანდით...

ტრისტან დ'აკუნია
2

ნახეთ ამერიკული ფილმი "მოსამართლე პრისტი" და დარწმუნდებით თუ რა სისულელეა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, განსაკუთრებით ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ნაფიცებმა 6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ცოლს სცემდა, ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა, ტელეფონს უკონტროლებდა და მისგან მორჩილებას მოითხოვდა

ნაფიცებმა 6 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ცოლს სცემდა, ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა, ტელეფონს უკონტროლებდა და მისგან მორჩილებას მოითხოვდა

ნაფიცმა მსაჯულებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც გენდერის ნიშნით ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ ცემას, მუქარას, იძულებას, სასამართლოს უპატივცემულობას შეეხებოდა და აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაცის საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად სცემდა მეუღლეს, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.

"ასევე დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა.

2023 წლის 12 ოქტომბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლოს უპატივცემულობა გამოხატა და პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა.

სასამართლო პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მოწმეები და გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი დოკუმენტები და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარეს და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით ოჯახური ძალადობა), 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატური ცემა გენდერის ნიშნით), 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის იძულება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა გენდერული ნიშნით) და 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.