სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს თავმჯდომარემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ცესკოს თავმჯდომარემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი ლატ­ვი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში ედი­ტე მედ­ნეს შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს გა­სა­მარ­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყო. გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა ლატ­ვი­ის ელჩს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ ასე­ვე ისა­უბ­რა სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ებ­სა და უწყე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

რო­გორც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, მათ შო­რის, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

თა­ვის მხრივ, ლატ­ვი­ის ელჩმა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­სა და ედი­ტე მედ­ნეს შო­რის გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა დღეს ცეს­კო­ში გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ცესკოს თავმჯდომარემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცესკოს თავმჯდომარემ ლატვიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ლატვიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან თანამშრომლობა.

თავის მხრივ, ლატვიის ელჩმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარმატებები უსურვა.

გიორგი კალანდარიშვილსა და ედიტე მედნეს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.