მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა ამერიკულ ბაზაზე, დაღუპულია 3 სამხედრო: აშშ ირანს ადანაშაულებს და მკაცრი პასუხით იმუქრება - რა ხდება ცნობილი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?
თავდასხმა ამერიკულ ბაზაზე, დაღუპულია 3 სამხედრო: აშშ ირანს ადანაშაულებს და მკაცრი პასუხით იმუქრება - რა ხდება ცნობილი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?

იორ­და­ნი­ა­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კულ ბა­ზა­ზე დრო­ნით თავ­დას­ხმას 3 ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი ემსხვერ­პლა, ხოლო 30-ზე მეტი და­შავ­და. თავ­დას­ხმა სი­რი­ის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ბა­ზა­ზე მოხ­და. და­ღუ­პუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა.

აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სულ მცი­რე 34 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, საფ­რე­ნი აპა­რა­ტი სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნას და­ეს­ხა თავს - სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა და­შა­ვე­ბულ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა. იორ­და­ნი­ის მთავ­რო­ბის სპი­კერ­მა, მუ­ჰა­ნად მუ­ბა­იდ­მა სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე ალ-ტან­ფის ბაზა იყო. მომ­ხდარს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"გუ­შინ მძი­მე დღე გვქონ­და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. სამი მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. მე და ჯილი ვუ­ერ­თდე­ბით ჩვე­ნი და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის მწუ­ხა­რე­ბას. მათი და­კარ­გვა სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ამე­რი­კის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა და პი­რო­ბა დადო, რომ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს "ან­გა­რი­ში მო­ე­თხო­ვე­ბათ“.

"ვი­ცით, რომ თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი რა­დი­კა­ლი სამ­ხედ­რო ჯგუ­ფე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში მოქ­მე­დე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ლოიდ ოს­ტი­ნის თქმი­თაც, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამ თავ­დას­ხმას უპა­სუ­ხებს.

აშშ-ში “რეს­პუბ­ლი­კე­ლი” პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სი­რია-იორ­და­ნი­ის სა­ზღვარ­ზე ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე თავ­დას­ხმას ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კრი­ტი­კით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ეს თავ­დას­ხმა ჯო ბა­ი­დე­ნის სი­სუს­ტის და და­ნე­ბე­ბის შე­დე­გია.

"მე რომ პრე­ზი­დენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს არას­დროს მოხ­დე­ბო­და. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს თავ­ხე­დუ­რი თავ­დას­ხმა ჯო ბა­ი­დე­ნის სი­სუს­ტი­სა და და­ნე­ბე­ბის კი­დევ ერთი შემ­ზა­რა­ვი და ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გია“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, მა­იკლ მა­კო­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ესა­ჭი­რო­ე­ბა "ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კის გა­დატ­ვირ­თვა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და შე­კა­ვე­ბის აღ­დგე­ნის­თვის“.

სე­ნა­ტის „რეს­პუბ­ლი­კუ­რი“ უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა, მიჩ მა­კკო­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო ახლა თვალს ადევ­ნებს ნიშ­ნებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ბო­ლო­ოდ მზა­დაა გა­მო­ი­ყე­ნოს ამე­რი­კუ­ლი ძალა, რათა აი­ძუ­ლოს ირა­ნი შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი ქცე­ვა. "ჩვე­ნი მტრე­ბი შე­გუ­ლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან,“ - აღ­ნიშ­ნა მიჩ მა­კკო­ნელ­მა.

აშშ-ის სე­ნა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, სე­ნა­ტორ­მა რო­ჯერ ვი­კერ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ირა­ნულ სა­მიზ­ნე­ებ­სა და მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე პირ­და­პი­რი დარ­ტყმით უნდა უპა­სუ­ხოს.

"მე მო­ვუ­წო­დებ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, და­არ­ტყას მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მიზ­ნე­ებს ირა­ნის შიგ­ნით, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის მკვლე­ლო­ბის შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის, არა­მედ მო­მა­ვა­ლი აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნი­თაც“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა ლინდსი გრე­ჰემ­მაც.

  • ირა­ნი უარ­ყოფს თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას

ამავდრო­უ­ლად ირა­ნი აცხა­დებს, რომ იორ­და­ნი­ა­ში, ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე დრო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას­თან კავ­ში­რი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი აქვს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ირა­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"ეს ბრალ­დე­ბე­ბი შექ­მნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით - რე­გი­ო­ნის რე­ა­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, ნა­სერ ქა­ნა­ან­მა.

აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბის ცნო­ბით, 17 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ერაყ­სა და სი­რი­ა­ში აშშ-ის ბა­ზებ­ზე თავ­დას­ხმა სულ მცი­რე 97-ჯერ გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

  • ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, იორ­და­ნი­ა­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კულ ბა­ზა­ზე დრო­ნით თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ში­ი­ტურ­მა მოძ­რა­ო­ბამ, "ერა­ყის ის­ლა­მურ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ“ აიღო. ამის თა­ო­ბა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ი და გა­მო­ცე­მა Washington Post-ი წე­რენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
37

ამრიკელები თურმე იქ დასასვენებლად იყვნენ და უცბათ ბაც! არა რა, ე პატიოსანი ბურჟუები, დასვენებითაც ვეღარ ისვენებენ ჯოოოუ!

mix0
35

ჩაგიქროლათ ქორივით რაკეტებმა ჯო ჰუ ვითომ პირველი არმია.

ავტორი:

თავდასხმა ამერიკულ ბაზაზე, დაღუპულია 3 სამხედრო: აშშ ირანს ადანაშაულებს და მკაცრი პასუხით იმუქრება - რა ხდება ცნობილი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?

თავდასხმა ამერიკულ ბაზაზე, დაღუპულია 3 სამხედრო: აშშ ირანს ადანაშაულებს და მკაცრი პასუხით იმუქრება - რა ხდება ცნობილი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე?

იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმა სირიის საზღვართან მდებარე ბაზაზე მოხდა. დაღუპული და დაშავებული სამხედროების ვინაობა არ გასაჯაროებულა.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 34 სამხედრო მოსამსახურეს ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნება. დაშავებული ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, საფრენი აპარატი საცხოვრებელ ზონას დაესხა თავს - სწორედ ამით აიხსნება დაშავებულთა დიდი რაოდენობა. იორდანიის მთავრობის სპიკერმა, მუჰანად მუბაიდმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე სირიაში მდებარე ალ-ტანფის ბაზა იყო. მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა:

"გუშინ მძიმე დღე გვქონდა ახლო აღმოსავლეთში. სამი მამაცი ადამიანი დავკარგეთ. მე და ჯილი ვუერთდებით ჩვენი დაღუპულების ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას. მათი დაკარგვა სამწუხარო ფაქტია ამერიკისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს "ანგარიში მოეთხოვებათ“.

"ვიცით, რომ თავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი სამხედრო ჯგუფების მიერ, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ“, - განაცხადა მან.

თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის თქმითაც, შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს.

აშშ-ში “რესპუბლიკელი” პოლიტიკოსები სირია-იორდანიის საზღვარზე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით ეხმაურებიან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის და დანებების შედეგია.

"მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, - აღნიშნა ტრამპმა.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარის, მაიკლ მაკოლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ესაჭიროება "ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის გადატვირთვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და შეკავების აღდგენისთვის“.

სენატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ახლა თვალს ადევნებს ნიშნებს, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ მზადაა გამოიყენოს ამერიკული ძალა, რათა აიძულოს ირანი შეცვალოს თავისი ქცევა. "ჩვენი მტრები შეგულიანებულები არიან,“ - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა კი განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანულ სამიზნეებსა და მის ხელმძღვანელობაზე პირდაპირი დარტყმით უნდა უპასუხოს.

"მე მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაარტყას მნიშვნელოვან სამიზნეებს ირანის შიგნით, არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების მკვლელობის შურისძიებისთვის, არამედ მომავალი აგრესიის შეკავების მიზნითაც“, - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრეჰემმაც.

  • ირანი უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას

ამავდროულად ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

"ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით - რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.

აშშ-ის სამხედროების ცნობით, 17 ოქტომბრის შემდეგ, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა სულ მცირე 97-ჯერ განხორციელდა. შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე საპასუხო მოქმედება განახორციელა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ.

  • ბოლო ინფორმაციით, იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტურმა მოძრაობამ, "ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. ამის თაობაზე ტელეკომპანია CNN-ი და გამოცემა Washington Post-ი წერენ.