მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მიიღებს უკრაინა "ჯადოსნურ" იარაღს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - რა შეუძლია რაკეტას Taurus KEPD-350-ს და რატომ აყოვნებს ბერლინი კიევისთვის მის გადაცემას?
როდის მიიღებს უკრაინა "ჯადოსნურ" იარაღს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - რა შეუძლია რაკეტას Taurus KEPD-350-ს და რატომ აყოვნებს ბერლინი კიევისთვის მის გადაცემას?

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის Taurus-ის საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ უკვე თვე­ე­ბია მსჯე­ლობს და კა­მა­თობს.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა, გა­რი­გე­ბა შედ­გეს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი დიდი ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი.

უკ­რა­ი­ნა გერ­მა­ნი­ის­გან ითხოვს ია­რაღს, რათა უკეთ შეძ­ლოს თა­ვის დაც­ვა და იმოქ­მე­დოს ფრონ­ტის ხა­ზის უკან, მტრის ზურ­გში.

კერ­ძოდ, ლა­პა­რა­კია "Taurus KEPD-350" -ზე, რო­მე­ლიც ბუნ­დეს­ვე­რის (გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი) ინო­ვა­ცი­ად და მეგა ია­რა­ღად მი­იჩ­ნე­ვა. გერ­მა­ნი­ის ჯარ­ში მას აღ­წე­რენ, რო­გორც "ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე რა­კე­ტას სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში".

რა­კე­ტის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი:

  • სიგ­რძე - 5,1 მ
  • სი­გა­ნე - 1,08მ
  • სი­მაღ­ლე - 80.5 სმ
  • ფრთაშ­ლი­ლო­ბა - 1.065მ
  • წონა - 1,35 ტონა
  • დი­ა­პა­ზო­ნი - 500 კმ
  • თითო ცა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი მი­ლი­ო­ნი ევრო

ბუნ­დეს­ვე­რი სის­ტე­მის მთა­ვარ სიძ­ლი­ე­რედ ასა­ხე­ლებს, "შორ დის­ტან­ცი­ებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მიზ­ნე­ე­ბის მო­გე­რი­ე­ბის უნარს“.

ამას გა­ნა­პი­რო­ბებს ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნი და ორე­ტა­პი­ა­ნი ქო­ბი­ნი სის­ტე­მა.

ეს კი ნიშ­ნავს:

▶ ვი­ნა­ი­დან, მწარ­მო­ებ­ლის თქმით, Taurus-ს აქვს 500 კი­ლო­მეტ­რის დი­ა­პა­ზო­ნი, მფრი­ნა­ვებს სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბათ მტრის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შეს­ვლა რა­კე­ტის გა­სას­რო­ლად.

▶ გამ­შვებ პლატ­ფორ­მე­ბად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას: Typhoon-ს, Tornado-ს, Gripen-ის, F-15-ის და F/A-18-ის ტი­პის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი, თუც­მა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ინ­ტეგ­რი­რე­ბა Storm Shadow-ების მსგავ­სად მოხ­დეს უკ­რა­ი­ნულ Su-24M-ის ტი­პის საფ­რონ­ტო ბომბდამ­შე­ნებ­ზე.

▶ ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ქო­ბი­ნი სის­ტე­მა: საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტა ით­ვლის ზე­მო­დან და არე­გუ­ლი­რებს აჩ­ქა­რე­ბას შეღ­წე­ვა­დო­ბის სიმ­ძლავ­რის მი­ხედ­ვით. პირ­ვე­ლი ქო­ბი­ნი ფეთ­ქდე­ბა - არ­ღვევს ბუნ­კე­რის კედ­ლებს. მე­ო­რე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მუხ­ტი ანად­გუ­რებს მი­ზანს.

▶ სან­დო ნა­ვი­გა­ცია: და­მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს GPS/INS ტექ­ნო­ლო­გი­ას, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხდე­ბა სა­მიზ­ნის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის წი­ნას­წა­რი ჩაპ­როგ­რა­მე­ბა რა­კე­ტა­ში, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, გა­აჩ­ნია ინფრა­წი­თე­ლი თვით­და­მიზ­ნე­ბის თა­ვა­კი, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რა­კე­ტა­ში ჩაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი მიზ­ნის 3D ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ ფრე­ნის ტერ­მი­ნა­ლურ ფა­ზა­ში, თა­ვაკ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი კა­მე­რით გა­და­მოწ­მდეს.

▶ მტრის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის­თვი­საც რთუ­ლია Taurus-ის ამოც­ნო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლია მისი მო­გე­რი­ე­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სი უზარ­მა­ზა­რი დი­ა­პა­ზო­ნით, Taurus-ი შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბო­და რუ­სუ­ლი სარ­დლო­ბის პუნ­ქტებ­ზე ან აე­როდ­რო­მებ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, სა­ი­და­ნაც ოკუ­პან­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ შე­ტე­ვებს უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის, ქა­ლა­ქე­ბი­სა თუ სოფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით.

ამ სუ­პე­რი­ა­რაღს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, შე­ა­სუს­ტოს რუ­სე­თის შე­ტე­ვე­ბი სტრა­ტე­გი­ულ პუნ­ქტებ­ზე და მო­ახ­დი­ნოს გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე.

და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, გერ­მა­ნი­ას 600 Taurus-ი აქვს, აქე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 150 ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ამას გარ­და, ეს­პა­ნეთს აქვს 4 Taurus-ი, სამ­ხრეთ კო­რე­ას - 260.

  • რა­ტომ იკა­ვებ­და გერ­მა­ნია თავს Taurus-ის უკ­რა­ი­ნის­თვის მი­წო­დე­ბის­გან?

უკ­რა­ი­ნა გერ­მა­ნი­ის­გან Taurus-ს უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ითხოვს. მის ნაც­ვლად, ქვე­ყა­ნა ბრი­ტა­ნულ Storm Shadow-ს და ფრან­გულ SCALP საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტებს იღებს. ისი­ნი წარ­მო­ე­ბუ­ლია დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა არის დი­ა­პა­ზონ­ში, ამ უკა­ნას­კნე­ლე­ბის საფ­რე­ნი მან­ძი­ლი 250 კი­ლო­მეტ­რია, რაც Taurus-ის ნა­ხე­ვა­რია. Taurus-ი ასე­ვე მათ­ზე ბევ­რად აღ­მა­ტე­ბუ­ლია შეღ­წე­ვი­სა და სი­ზუს­ტით თვალ­საზ­რი­სით.

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა უკ­რა­ი­ნას უა­რით უპა­სუ­ხა, რა­საც გერ­მა­ნი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი აღ­შფო­თე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა, რად­გან ბევ­რი გერ­მა­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი მისი მი­წო­დე­ბის მომ­ხრე იყო. მათ შო­რის გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა იო­ა­ხიმ გა­უკ­მა კან­ცლე­რის თავ­შე­კა­ვე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ აწ­ვდის ბერ­ლი­ნი კი­ევს სა­ჭი­რო ია­რაღს.

"მე ღრმად ვერ ვერ­კვე­ვი სამ­ხედ­რო თე­მა­ში, მაგ­რამ ვე­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ჭი­რო სამ­ხედ­რო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. და ამ დის­კუ­სი­ე­ბის შემ­დეგ, ვე­ღარ ვხვდე­ბი, რა­ტომ ვყოყ­მა­ნობთ ამ ია­რა­ღი­სა და სხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბა­ზე’", - თქვა მან.

გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიფრ­თხი­ლეს გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ რუ­სუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გერ­მა­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბით და­ბომბვამ შე­საძ­ლოა კონ­ფლიქ­ტის შემ­დგო­მი გამ­წვა­ვე­ბა და ომში გერ­მა­ნი­ის ჩათ­რე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. მოს­კო­ვი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 500 კი­ლო­მეტრზე ცო­ტა­თი ნაკ­ლებ მან­ძილ­ზეა, ეს ზუს­ტად ის დი­ა­პა­ზო­ნია, რომ­ლის და­ფარ­ვაც Taurus-ს მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა არ შემ­წყდა­რა, ამ­ჯე­რად, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გერ­მა­ნია Taurus-ის უკ­რა­ი­ნის­თვის მი­წო­დე­ბას და­თან­ხმდე­ბა, თუმ­ცა მე­სა­მე ქვეყ­ნის გავ­ლით, კერ­ძოდ, ისი­ნი დიდ ბრი­ტა­ნეთს მი­აწ­ვდი­ან, ლონ­დო­ნი კი თა­ვის მხრივ, კი­ევს მო­ა­მა­რა­გებს...

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
11

ნამდვილად ჯადოსნობა თუ გიშველით,სხვა ვერაფერი :)

...........
22

ამათ მგონი GDR მოენატრათ

ავტორი:

როდის მიიღებს უკრაინა "ჯადოსნურ" იარაღს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - რა შეუძლია რაკეტას Taurus KEPD-350-ს და რატომ აყოვნებს ბერლინი კიევისთვის მის გადაცემას?

როდის მიიღებს უკრაინა "ჯადოსნურ" იარაღს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის - რა შეუძლია რაკეტას Taurus KEPD-350-ს და რატომ აყოვნებს ბერლინი კიევისთვის მის გადაცემას?

გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდების შესახებ უკვე თვეებია მსჯელობს და კამათობს.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა, გარიგება შედგეს. მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

უკრაინა გერმანიისგან ითხოვს იარაღს, რათა უკეთ შეძლოს თავის დაცვა და იმოქმედოს ფრონტის ხაზის უკან, მტრის ზურგში.

კერძოდ, ლაპარაკია "Taurus KEPD-350" -ზე, რომელიც ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) ინოვაციად და მეგა იარაღად მიიჩნევა. გერმანიის ჯარში მას აღწერენ, როგორც "ყველაზე თანამედროვე რაკეტას საჰაერო ძალებში".

რაკეტის ძირითადი მახასიათებლები:

  • სიგრძე - 5,1 მ
  • სიგანე - 1,08მ
  • სიმაღლე - 80.5 სმ
  • ფრთაშლილობა - 1.065მ
  • წონა - 1,35 ტონა
  • დიაპაზონი - 500 კმ
  • თითო ცალის ღირებულება - დაახლოებით, ერთი მილიონი ევრო

ბუნდესვერი სისტემის მთავარ სიძლიერედ ასახელებს, "შორ დისტანციებზე მნიშვნელოვანი სამიზნეების მოგერიების უნარს“.

ამას განაპირობებს ფართო დიაპაზონი და ორეტაპიანი ქობინი სისტემა.

ეს კი ნიშნავს:

▶ ვინაიდან, მწარმოებლის თქმით, Taurus-ს აქვს 500 კილომეტრის დიაპაზონი, მფრინავებს სულაც არ სჭირდებათ მტრის საჰაერო სივრცეში შესვლა რაკეტის გასასროლად.

▶ გამშვებ პლატფორმებად შეიძლება გამოყენებული იქნას: Typhoon-ს, Tornado-ს, Gripen-ის, F-15-ის და F/A-18-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, თუცმა გადაცემის შემთხვევაში შესაძლებელია მათი ინტეგრირება Storm Shadow-ების მსგავსად მოხდეს უკრაინულ Su-24M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებზე.

▶ ორსაფეხურიანი ქობინი სისტემა: საკრუიზო რაკეტა ითვლის ზემოდან და არეგულირებს აჩქარებას შეღწევადობის სიმძლავრის მიხედვით. პირველი ქობინი ფეთქდება - არღვევს ბუნკერის კედლებს. მეორე ასაფეთქებელი მუხტი ანადგურებს მიზანს.

▶ სანდო ნავიგაცია: დამიზნებისთვის იყენებს GPS/INS ტექნოლოგიას, რისი მეშვეობითაც ხდება სამიზნის კოორდინატების წინასწარი ჩაპროგრამება რაკეტაში, თუმცა, ამავდროულად, გააჩნია ინფრაწითელი თვითდამიზნების თავაკი, რაც იძლევა საშუალებას, რაკეტაში ჩაპროგრამებული მიზნის 3D ვიზუალური გამოსახულება უშუალოდ ფრენის ტერმინალურ ფაზაში, თავაკზე დამონტაჟებული თერმული კამერით გადამოწმდეს.

▶ მტრის საჰაერო თავდაცვისთვისაც რთულია Taurus-ის ამოცნობა და, შესაბამისად, რთულია მისი მოგერიება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თავისი უზარმაზარი დიაპაზონით, Taurus-ი შესაფერისი იქნებოდა რუსული სარდლობის პუნქტებზე ან აეროდრომებზე თავდასხმისთვის, საიდანაც ოკუპანტები ახორციელებენ შეტევებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალაქებისა თუ სოფლების მისამართით.

ამ სუპერიარაღს აქვს პოტენციალი, შეასუსტოს რუსეთის შეტევები სტრატეგიულ პუნქტებზე და მოახდინოს გადამწყვეტი გავლენა ომის მიმდინარეობაზე.

დასავლელი ექსპერტების შეფასებით, გერმანიას 600 Taurus-ი აქვს, აქედან დაახლოებით 150 ფუნქციონირებს. ამას გარდა, ესპანეთს აქვს 4 Taurus-ი, სამხრეთ კორეას - 260.

  • რატომ იკავებდა გერმანია თავს Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდებისგან?

უკრაინა გერმანიისგან Taurus-ს უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს. მის ნაცვლად, ქვეყანა ბრიტანულ Storm Shadow-ს და ფრანგულ SCALP საკრუიზო რაკეტებს იღებს. ისინი წარმოებულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობით. მთავარი განსხვავება არის დიაპაზონში, ამ უკანასკნელების საფრენი მანძილი 250 კილომეტრია, რაც Taurus-ის ნახევარია. Taurus-ი ასევე მათზე ბევრად აღმატებულია შეღწევისა და სიზუსტით თვალსაზრისით.

გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინას უარით უპასუხა, რასაც გერმანიაში გარკვეული აღშფოთება და უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ბევრი გერმანელი დეპუტატი მისი მიწოდების მომხრე იყო. მათ შორის გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა კანცლერის თავშეკავება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აწვდის ბერლინი კიევს საჭირო იარაღს.

"მე ღრმად ვერ ვერკვევი სამხედრო თემაში, მაგრამ ვესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საჭირო სამხედრო ცოდნა და გამოცდილება. და ამ დისკუსიების შემდეგ, ვეღარ ვხვდები, რატომ ვყოყმანობთ ამ იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდებაზე’", - თქვა მან.

გერმანიის ხელისუფლების სიფრთხილეს განაპირობებს ის, რომ რუსული ტერიტორიის გერმანული რაკეტებით დაბომბვამ შესაძლოა კონფლიქტის შემდგომი გამწვავება და ომში გერმანიის ჩათრევა გამოიწვიოს. მოსკოვი უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრზე ცოტათი ნაკლებ მანძილზეა, ეს ზუსტად ის დიაპაზონია, რომლის დაფარვაც Taurus-ს მარტივად შეუძლია.

მიუხედავად პირველი გადაწყვეტილებისა, ამ თემაზე მსჯელობა არ შემწყდარა, ამჯერად, ვარაუდობენ, რომ გერმანია Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდებას დათანხმდება, თუმცა მესამე ქვეყნის გავლით, კერძოდ, ისინი დიდ ბრიტანეთს მიაწვდიან, ლონდონი კი თავის მხრივ, კიევს მოამარაგებს...