“ილ-76”-ის სიტუაცია გაურკვეველია, რუსეთი ცხედრებს არ აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, უნდა მოვახდინოთ კონსტატაცია, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია ბოლომდე პასუხის გაცემა, თუ რა მოხდა იქ. რუსეთის პოზიცია გასაგებია - ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიციისთვის გაურკვეველი ფაქტორების რიგი არსებობს...
ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ მათ არ აჩვენეს მინდვრები, რომლებიც ცხედრებით, ნარჩენებითაა სავსე, როგორც უნდა ეჩვენებინათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ უკრაინა, მაგრამ ესეც კი არ არის. ანუ სიტუაცია ბოლომდე გასაგები არაა.
თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი რამდენიმე დღე და აგრძელებს ცხედრების დამალვას?! მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”. მაგრამ არ არის ცხედრები, არაფერი არ არის,” - განაცხადა ბუდანოვმა
რუსული მხარე თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რომლითაც კრემლის მტკიცებით უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდათ, უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. თემასთან დაკავშირებით არაერთი უპასუხო კითხვა არსებობს.
რამდენი ხართ თქვენი...
უკრაინამ 2022 ში დაარტყა უკრაინელი ტყვეების ლოკაციის პუნქტს რუსთის ტერიტორიაზე და ნახშირად აქცია ისინი..პასუხი არავის უგია.. რუსები 65 უკრაინელის გულისთვის რატომ ჩამოაგდებდნენ ამოდენა თვითმფრინავს და მის ეკიპაჟს? უკრაინას რომ არ სცოდნოდა ტყვეების გადაყვანის შესახებ, ყოვლად შეუძლებელია, ვერ უარყოფენ ამას.. შეიძლება განზრახ არც მათ უსვრიათ და ეს თავდასხმა უკრაინის ჯარში არსებულ განუკითხაობას უკავშირდებოდეს.. რადარებზე ყველაფერი ფიქსირდება ასევე თვითმფრინავის შავ ყუთების ჩანაწერებში. საერთაშორისო გამოძიებაო, რომ ყაყანებთ, გამოძიებას აწარმოებს ის სახელმწიფო, სადაც შემთხვევა ხდება და სხვა ყველაფერი დანარჩენი არის მხატვრული ჟანრი..