მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოკერბის ტრაგედია - თვითმფრინავი, რომელიც პატარა ქალაქში სახლებს დაეცა და "გააქრო" - როგორ იძია შური მუამარ კადაფიმ აშშ-ზე: გახმაურებული ამბის უცნობი დეტალები
ლოკერბის ტრაგედია - თვითმფრინავი, რომელიც პატარა ქალაქში სახლებს დაეცა და "გააქრო" - როგორ იძია შური მუამარ კადაფიმ აშშ-ზე: გახმაურებული ამბის უცნობი დეტალები

2000 წელს სტი­ვენ ფლა­ნი­გა­ნი 26 წლის იყო, რო­დე­საც მა­ტა­რე­ბელ­მა გა­ი­ტა­ნა. მშობ­ლი­უ­რი ქა­ლაქ ლო­კერ­ბის ბა­რი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. გვი­ა­ნი იყო, გა­და­წყვი­ტა, სახ­ლში მოკ­ლე გზით წა­სუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც ლი­ან­და­გებ­ზე გა­დი­ო­და. ექ­სპერ­ტი­ზის მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ვენს ფეხი აუ­ცურ­და, თავი და­არ­ტყა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. რო­დე­საც მა­ტა­რებ­ლის მე­მან­ქა­ნე­ებ­მა შე­ნიშ­ნეს, გვი­ა­ნი იყო. ორ დღე­ში სტი­ვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

თით­ქოს რი­გი­თი სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მე­დი­ის მთა­ვარ თე­მად იქცა. ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც "ლო­კერ­ბის ობო­ლი“, და­ას­რუ­ლა "სიკ­ვდი­ლის სე­რია" - სტი­ვე­ნამ­დე ფლა­ნი­გა­ნე­ბის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მოკ­ვდა.

  • პირ­ვე­ლი ტრა­გე­დია სტი­ვენ­მა 14 წლის ასაკ­ში, მთელ ბრი­ტა­ნეთ­თან ერ­თად გა­და­ი­ტა­ნა. მა­შინ, 1988 წლის 21 დე­კემ­ბერს, ის მე­ზობ­ლის ავ­ტო­ფა­რეხ­ში შე­ვი­და, სა­დაც სურ­და თა­ვი­სი დის ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დი შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, სტი­ვენს დის­თვის ის სა­შო­ბა­ოდ უნდა ეჩუ­ქე­ბი­ნა. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ი­გო­ნა. ქა­ლაქ­ში სამ­გზავ­რო "ბო­ინ­გი“ ჩა­მო­ვარ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, ბი­ჭის სახ­ლი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და.
ფლა­ნი­გა­ნე­ბის ოჯა­ხი

მისი სახ­ლის ნაც­ვლად დიდი ღრმუ­ლი დარ­ჩა. მშობ­ლე­ბის, ტო­მას და ქეით ფლა­ნი­გა­ნე­ბის სხე­უ­ლი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და, ამოც­ნო­ბა მო­ხერ­ხდა მხო­ლოდ მისი ათი წლის დის ცხედ­რის.

სტი­ვე­ნის უფ­რო­სი ძმა, 19 წლის დე­ვი­დი, იმ სა­ღა­მოს მშობ­ლებ­თან კა­მა­თის გამო სახ­ლი­დან იყო წა­სუ­ლი. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას და შე­რი­გე­ბას შო­ბის სა­ღა­მოს აპი­რებ­და, თუმ­ცა... დე­ვი­დი მე­ო­რე დღეს­ვე ჩა­ვი­და ლო­კერ­ბი­ში.

"მე და­ვი­ნა­ხე ისე­თი რამ, რაც ატო­მუ­რი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბას ჰგავს. იყო ცე­ცხლის უდი­დე­სი სოკო“, - ასე აღ­წე­რა ამ­ბა­ვი ქალ­მა, რომ­ლის თვალ­წინ Pan American-ის "ბო­ინ­გი“ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს და­ე­ცა. ქა­ლა­ქის ბევ­რმა მკვიდრმა ვერც გა­ი­გო რა მოხ­და: თა­ვი­დან ხმე­ბი და­დი­ო­და, რომ ელექტრო­სად­გურ­ზე ავა­რია მოხ­და.

თვითმფრი­ნა­ვის კორ­პუ­სი მი­წას და­ახ­ლო­ე­ბით, 800კმ/სთ სიჩ­ქა­რით შე­ას­კდა. მის საწ­ვა­ვის ავ­ზებ­ში 90 ტო­ნა­ზე მეტი საწ­ვა­ვი იყო. აფეთ­ქე­ბამ რამ­დე­ნი­მე სახ­ლი სა­ერ­თოდ "გა­აქ­რო", ხოლო 20-მდე შე­ნო­ბა იმ­დე­ნად და­ზი­ან­და, რომ და­ან­გრი­ეს.

ფლა­ნი­გა­ნე­ბის გარ­და, კი­დევ 8 ად­გი­ლობ­რი­ვი გარ­და­იც­ვა­ლა. ბორტზე კი 259 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ვე­რა­ვინ გა­დარ­ჩა. 149 გარ­დაც­ვლი­ლი აშშ-ის, ხოლო 43 ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო.

შემ­დე­გი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­კერ­ბი­ში მთე­ლი ბრი­ტა­ნე­თი­დან და აშშ-დან ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ, რომ თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ამო­ეც­ნოთ. პა­ტა­რა ქა­ლაქ­მა, 2500 მა­ცხოვ­რებ­ლით, თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა: მო­ხა­ლი­სე­ებ­მა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის­თვის და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის­თვის სა­სა­დი­ლო­ე­ბი გა­შა­ლეს. ისი­ნი დღე და ღამე მუ­შა­ობ­დნენ და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ცხელ საჭ­მელ­სა და ყა­ვას არ აკ­ლებ­დნენ.

  • გა­მო­ძი­ე­ბა

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ლო­კერ­ბი­ში ქუ­ჩას თვითმფრი­ნა­ვის მხო­ლოდ ერთი, თუმ­ცა დიდი ფრაგ­მენ­ტი და­ე­ცა. "ბო­ინ­გი“ 9.5 კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ი­შა­ლა და მისი და­ნარ­ჩე­ნი ფრაგ­მენ­ტე­ბი ლო­კერ­ბის­თან ახ­ლოს ჩა­მოც­ვივ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და სამ­ხედ­რო­ებ­მა 2 ათას კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე მეტ ფარ­თობ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და ლა­ი­ნე­რის 10 000-ზე მეტი ნა­წი­ლი იპო­ვეს. მათ ყვე­ლა ნა­წი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს და ეტა­პობ­რი­ვად აღად­გი­ნეს თუ რა მოხ­და 21 დე­კემ­ბერს.

ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:02 სა­ათ­ზე ეკი­პა­ჟი ბო­ლო­ჯერ გა­ვი­და კავ­შირ­ზე. მა­ლე­ვე ტვირ­თის სა­ცავ­ში მოხ­და აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­მაც ბორტზე ხვრე­ლი გა­ა­ჩი­ნა. ამან გა­მო­იწ­ვია დე­კომ­პრე­სია და ლა­ი­ნე­რი ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც გა­ირ­კვა, რომ ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ ორი მგზავ­რი ცო­ცხა­ლი იყო და სას­წრა­ფო, რომ დრო­უ­ლად მი­სუ­ლი­ყო, მათი გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

სა­ა­ვი­ა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, 15 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მოჰ­კი­თხეს და სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნეს, რომ ბორტზე იყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც Samsonite-ს ჩე­მო­დან­ში ქოლ­გას­თან, ორ წყვილ შარ­ვალ­თან და სა­ბავ­შვო სვიტრთან ერ­თად იდო. ბარ­გის მფლო­ბე­ლი თვითმფრი­ნავ­ში არ იყო. მას ვი­ღა­ცამ უბ­რა­ლოდ სა­ჭი­რო ნიშ­ნე­ბი მი­ა­მაგ­რა.

  • ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა მაგ­ნი­ტო­ფონ­ში იყო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი გა­მო­ძი­ე­ბა­ში მწვა­ნე პლას­ტი­კის პა­ტა­რა ნა­წილ­მა ითა­მა­შა - ფრაგ­მენ­ტი ელექტრო-ტა­ი­მე­რის ე.წ. პლა­ტას ეკუთ­ვნო­და. ასე გა­ირ­კვა, რომ მისი და­მამ­ზა­დე­ბე­ლი (ტა­ი­მე­რის) შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია Meister & Boiler იყო. მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღი­ა­რეს, რომ ბომბში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტა­ი­მე­რი ლი­ბი­ის დაზ­ვერ­ვის დაკ­ვე­თით და­ამ­ზა­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბომ­ბი ოკე­ა­ნის თავ­ზე უნდა აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო და არა­ნა­ი­რი სამ­ხი­ლი არ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა რა­ღაც რიგ­ზე ვერ წა­ვი­და და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი დრო­ზე ადრე აფეთ­ქდა.

გა­მო­ძი­ე­ბა ლი­ბი­ის­კენ, რო­მელ­საც იმ დროს მუ­ა­მარ კა­და­ფი მარ­თავ­და, სხვა კვალ­საც მიჰ­ყავ­და - ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ჩე­მო­დან­ში იდო, მალ­ტა­ზე იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა იმ მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი მო­ძებ­ნეს, რო­მელ­შიც ეს სა­მო­სი და­ამ­ზა­დეს.

ფლა­ნი­გა­ნე­ბის სახ­ლის ად­გი­ლას ღრმუ­ლი გაჩ­ნდა

  • ლი­ბი­უ­რი კვა­ლი

აფეთ­ქე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ლე­ვე თა­ვის თავ­ზე აი­ღეს ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის დამ­ცვე­ლებ­მა, ლი­ბა­ნურ­მა "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ“, ირ­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ - თუ CIA-ში შე­მა­ვალ ანო­ნი­მურ ზა­რებს და­ვუ­ჯე­რებთ.

თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­მა არც ერთი ვერ­სია არ და­ა­დას­ტუ­რა. სა­ბო­ლო­ოდ, 1991 წელს "ლი­ბი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ ორ თა­ნამ­შრო­მელს აბ­დელ­ბა­სეტ ალი მაჰ­მედ ალ-მაგ­რე­სი­სა და ლა­მინ ჰა­ლი­ფა ფი­მა­ხას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. ორი­ვე მათ­გა­ნი მალ­ტას აე­რო­პორ­ტში მუ­შა­ობ­და. ალ-მეგ­რა­ხი ამას­თან ერ­თად, ლი­ბი­ის დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

ტე­რაქ­ტის მო­ტი­ვე­ბი ცნო­ბი­ლი არ იყო. რო­გორც წესი, მო­ტი­ვად კა­და­ფის ინ­ტე­რესს ასა­ხე­ლე­ბენ - იმ პე­რი­ოდ­ში მას მო­რიგ ჯერ­ზე აშშ-თან მტრო­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მტრო­ბა 80-ია­ნებ­ში და­ი­წყო და ბერ­ლინ­ში, ღა­მის კლუ­ბის La Belle-ს აფეთ­ქე­ბით გაგ­რძელ­და. აშშ-ში ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა ლი­ბი­ას და­აბ­რა­ლეს და ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბით უპა­სუ­ხეს, რა­საც თით­ქოს, კა­და­ფის ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. ით­ვლე­ბა, რომ ამის სა­პა­სუ­ხოდ კა­და­ფიმ მო­ა­წყო ტე­რაქ­ტი.

აბ­დელ­ბა­სეტ ალი მაჰ­მედ ალ-მაგ­რე­სი

აშშ-სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბებ­მა ლი­ბი­ას სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს და მო­ი­თხო­ვეს, რომ ორი­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის გა­და­ე­ცათ.კა­და­ფი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცო­ცხა­ლი თა­ვით არ თმობ­და თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, მაგ­რამ 1999 წელს, დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი წნე­ხის გამო ალ-მეგ­რა­ხი და ფი­მა­ხა ბრი­ტა­ნე­ლებს გა­დას­ცა. თუმ­ცა ლი­ბი­უ­რი მთავ­რო­ბის თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლო ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ნი­დერ­ლან­დებ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

ალ-მეგ­რა­ხის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს, ხოლო ფი­მა­ხას ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ლი­ბი­ამ ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 2003 წელს აიღო. მათ შექ­მნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი, რო­მე­ლიც 270 მსხვერ­პლის ნა­თე­სავს, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 10 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­უხ­დი­და. ამის შემ­დეგ ლი­ბი­ას სან­ქცი­ე­ბი მო­უხ­სნეს.

  • ბრძა­ნე­ბა

2011 წელს, რო­დე­საც ლი­ბი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ჯერ სა­წყის ეტაპ­ზე იყო, სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წემ მუს­ტა­ფა მუ­ჰა­მედ აბდ-ალ-ჯა­ლილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­და­ფიმ ამე­რი­კუ­ლი ლა­ი­ნე­რის აფეთ­ქე­ბის ბრძა­ნე­ბა პი­რა­დად გას­ცა.

ასე­ვე, აბდ-ალ-ჯა­ლი­ლის თქმით, 1999 წელს ლი­ბი­ის დიქ­ტა­ტო­რი ტე­რაქ­ტის შემ­სრუ­ლე­ბელს დაჰ­პირ­და, რომ სა­ნამ ის ცი­ხე­ში იქ­ნე­ბო­და, მის ოჯახს ყო­ველ თვე 150 000 ევ­როს გა­და­უხ­დი­და, ასე­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბო­და, რომ სამ­შობ­ლო­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. სა­ნაც­ვლოდ, უბ­რა­ლოდ ჩუ­მად უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

აბ­დელსბა­სეტ ალ მაჰ­მედ ალ-მეგ­რა­ხი ბრი­ტა­ნულ ცი­ხე­ში ათი წე­ლიც არ იჯდა. 2009 წელს ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს: შოტ­ლან­დი­ურ­მა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ ჩათ­ვა­ლა, რომ პროს­ტა­ტას სიმ­სივ­ნის გამო, 3 თვის სი­ცო­ცხლეც არ ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, გა­მო­ი­ჩი­ნეს თა­ნაგ­რძნო­ბა და გა­უშ­ვეს. ის გლაზ­გო­დან ტრი­პო­ლი­ში კა­და­ფის პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვით ჩაფ­რინ­და.

ლი­ბი­ის დე­და­ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტში მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ე­გე­ბა: ასო­ბით ლი­ბი­ე­ლი ზე­ი­მით დახ­ვდა. ლი­ბი­ის მთავ­რო­ბამ ალ-მეგ­რა­ხის კომ­ფორ­ტუ­ლი ვილა გა­დას­ცა, სა­დაც ლო­კერ­ბის ტრა­გე­დი­ის ერ­თა­დერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა კი­დევ სამი წელი იცო­ცხლა.

  • ...

რო­დე­საც ძმებ­მა ფლა­ნი­გა­ნებ­მა ტრა­გე­დი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 2.1 მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბის კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღეს, სტი­ვენ­მა თა­ვის წილი ბიზ­ნეს­ში და­ა­ბან­და.

მისი ძმა დე­ვი­დი თვლი­და, რომ ეს "ბინ­ძუ­რი ფული“ იყო და ცდი­ლობ­და,რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ე­შო­რე­ბი­ნა: შე­ი­ძი­ნა სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო.1993 წელს ის ტა­ი­ლან­დის ერთ-ერთ ია­ფ­ფა­სი­ან ჰოს­ტელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. დე­ვიდს გული გა­უ­ჩერ­და.

სტი­ვენ­მა ბე­დის ყვე­ლა დარ­ტყმას გა­უძ­ლო, გახ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის პი­ლო­ტი, შექ­მნა ოჯა­ხი, ცოლს და­შორ­და და შემ­დეგ კი­დევ ერთი ოჯა­ხი შექ­მნა. ზრდი­და შვილს და რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და, ბედ­ნი­ე­რი იყო.

მისი ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თხმად ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ლი­ან­დაგ­ზე სიკ­ვდი­ლი სუ­ი­ცი­დი არ იყო. თუმ­ცა ლო­კერ­ბის ტრა­გე­დი­ის არ იყოს, სრულ სი­მარ­თლეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვე­რას­დროს გა­ვი­გებთ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიმილინიმი
1

პუტინი არ დაუწვება ბაიდენს. თუ ეგ მოხდა, ხელებს აიფარებს, რამე რო არ მოუვიდეს. 

max
2

აშშ-თან "მტრო­ბუ­ლი" ურ­თი­ერ­თო­ბა )))) შემოგევლოს ქართულის მასწავლებელი)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ლოკერბის ტრაგედია - თვითმფრინავი, რომელიც პატარა ქალაქში სახლებს დაეცა და "გააქრო" - როგორ იძია შური მუამარ კადაფიმ აშშ-ზე: გახმაურებული ამბის უცნობი დეტალები

ლოკერბის ტრაგედია - თვითმფრინავი, რომელიც პატარა ქალაქში სახლებს დაეცა და "გააქრო" - როგორ იძია შური მუამარ კადაფიმ აშშ-ზე: გახმაურებული ამბის უცნობი დეტალები

2000 წელს სტივენ ფლანიგანი 26 წლის იყო, როდესაც მატარებელმა გაიტანა. მშობლიური ქალაქ ლოკერბის ბარიდან სახლში ბრუნდებოდა. გვიანი იყო, გადაწყვიტა, სახლში მოკლე გზით წასულიყო, რომელიც ლიანდაგებზე გადიოდა. ექსპერტიზის მონაცემებით, სტივენს ფეხი აუცურდა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. როდესაც მატარებლის მემანქანეებმა შენიშნეს, გვიანი იყო. ორ დღეში სტივენი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თითქოს რიგითი სიკვდილის ამბავი გაერთიანებული სამეფოს მედიის მთავარ თემად იქცა. ადამიანის გარდაცვალებამ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც "ლოკერბის ობოლი“, დაასრულა "სიკვდილის სერია" - სტივენამდე ფლანიგანების ოჯახის ყველა წევრი მოკვდა.

  • პირველი ტრაგედია სტივენმა 14 წლის ასაკში, მთელ ბრიტანეთთან ერთად გადაიტანა. მაშინ, 1988 წლის 21 დეკემბერს, ის მეზობლის ავტოფარეხში შევიდა, სადაც სურდა თავისი დის ახალი ველოსიპედი შეემოწმებინა, სტივენს დისთვის ის საშობაოდ უნდა ეჩუქებინა. რამდენიმე წუთში მან საშინელი ხმა გაიგონა. ქალაქში სამგზავრო "ბოინგი“ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბიჭის სახლი სრულად განადგურდა.
ფლანიგანების ოჯახი

მისი სახლის ნაცვლად დიდი ღრმული დარჩა. მშობლების, ტომას და ქეით ფლანიგანების სხეული სრულად განადგურდა, ამოცნობა მოხერხდა მხოლოდ მისი ათი წლის დის ცხედრის.

სტივენის უფროსი ძმა, 19 წლის დევიდი, იმ საღამოს მშობლებთან კამათის გამო სახლიდან იყო წასული. სახლში დაბრუნებას და შერიგებას შობის საღამოს აპირებდა, თუმცა... დევიდი მეორე დღესვე ჩავიდა ლოკერბიში.

"მე დავინახე ისეთი რამ, რაც ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. იყო ცეცხლის უდიდესი სოკო“, - ასე აღწერა ამბავი ქალმა, რომლის თვალწინ Pan American-ის "ბოინგი“ საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ქალაქის ბევრმა მკვიდრმა ვერც გაიგო რა მოხდა: თავიდან ხმები დადიოდა, რომ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა.

თვითმფრინავის კორპუსი მიწას დაახლოებით, 800კმ/სთ სიჩქარით შეასკდა. მის საწვავის ავზებში 90 ტონაზე მეტი საწვავი იყო. აფეთქებამ რამდენიმე სახლი საერთოდ "გააქრო", ხოლო 20-მდე შენობა იმდენად დაზიანდა, რომ დაანგრიეს.

ფლანიგანების გარდა, კიდევ 8 ადგილობრივი გარდაიცვალა. ბორტზე კი 259 ადამიანი იმყოფებოდა. ვერავინ გადარჩა. 149 გარდაცვლილი აშშ-ის, ხოლო 43 ბრიტანეთის მოქალაქე იყო.

შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ლოკერბიში მთელი ბრიტანეთიდან და აშშ-დან ადამიანები ჩადიოდნენ, რომ თავიანთი ახლობლები და ნათესავები ამოეცნოთ. პატარა ქალაქმა, 2500 მაცხოვრებლით, თანაგრძნობისა და მასპინძლობის საოცარი მაგალითი აჩვენა: მოხალისეებმა გარდაცვლილების ახლობლებისთვის, პოლიციისთვის და სოციალური მუშაკებისთვის სასადილოები გაშალეს. ისინი დღე და ღამე მუშაობდნენ და დაზარალებულებს ცხელ საჭმელსა და ყავას არ აკლებდნენ.

  • გამოძიება

მოგვიანებით გაირკვა, რომ ლოკერბიში ქუჩას თვითმფრინავის მხოლოდ ერთი, თუმცა დიდი ფრაგმენტი დაეცა. "ბოინგი“ 9.5 კმ-ის სიმაღლეზე რამდენიმე ნაწილად დაიშალა და მისი დანარჩენი ფრაგმენტები ლოკერბისთან ახლოს ჩამოცვივდა. პოლიციელებმა და სამხედროებმა 2 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და ლაინერის 10 000-ზე მეტი ნაწილი იპოვეს. მათ ყველა ნაწილის მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეიყვანეს და ეტაპობრივად აღადგინეს თუ რა მოხდა 21 დეკემბერს.

ადგილობრივი დროით 19:02 საათზე ეკიპაჟი ბოლოჯერ გავიდა კავშირზე. მალევე ტვირთის საცავში მოხდა აფეთქება, რომელმაც ბორტზე ხვრელი გააჩინა. ამან გამოიწვია დეკომპრესია და ლაინერი ნაწილებად დაიშალა. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ჩამოვარდნის შემდეგ ორი მგზავრი ცოცხალი იყო და სასწრაფო, რომ დროულად მისულიყო, მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

საავიაციო მიმართულების გამომძიებლებმა სხვადასხვა სპეცსამსახურებთან ერთად, რამდენიმე თვიანი გამოძიების შემდეგ, 15 ათასზე მეტი ადამიანი გამოჰკითხეს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ბორტზე იყო ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც Samsonite-ს ჩემოდანში ქოლგასთან, ორ წყვილ შარვალთან და საბავშვო სვიტრთან ერთად იდო. ბარგის მფლობელი თვითმფრინავში არ იყო. მას ვიღაცამ უბრალოდ საჭირო ნიშნები მიამაგრა.

  • ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგნიტოფონში იყო. მნიშვნელოვანი როლი გამოძიებაში მწვანე პლასტიკის პატარა ნაწილმა ითამაშა - ფრაგმენტი ელექტრო-ტაიმერის ე.წ. პლატას ეკუთვნოდა. ასე გაირკვა, რომ მისი დამამზადებელი (ტაიმერის) შვეიცარიული კომპანია Meister & Boiler იყო. მისმა თანამშრომლებმა აღიარეს, რომ ბომბში გამოყენებული ტაიმერი ლიბიის დაზვერვის დაკვეთით დაამზადეს. სავარაუდოდ, ბომბი ოკეანის თავზე უნდა აფეთქებულიყო და არანაირი სამხილი არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა რაღაც რიგზე ვერ წავიდა და ასაფეთქებელი დროზე ადრე აფეთქდა.

გამოძიება ლიბიისკენ, რომელსაც იმ დროს მუამარ კადაფი მართავდა, სხვა კვალსაც მიჰყავდა - ტანსაცმელი, რომელიც ჩემოდანში იდო, მალტაზე იყო დამზადებული. გამომძიებლებმა იმ მაღაზიის მფლობელი მოძებნეს, რომელშიც ეს სამოსი დაამზადეს.

ფლანიგანების სახლის ადგილას ღრმული გაჩნდა

  • ლიბიური კვალი

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მალევე თავის თავზე აიღეს ირანის ისლამური რევოლუციის დამცველებმა, ლიბანურმა "ისლამური ჯიჰადის ორგანიზაციამ“, ირლანდიის წინააღმდეგობრივმა დაჯგუფებამ - თუ CIA-ში შემავალ ანონიმურ ზარებს დავუჯერებთ.

თუმცა გამოძიების საბოლოო ანგარიშმა არც ერთი ვერსია არ დაადასტურა. საბოლოოდ, 1991 წელს "ლიბიის ავიახაზების“ ორ თანამშრომელს აბდელბასეტ ალი მაჰმედ ალ-მაგრესისა და ლამინ ჰალიფა ფიმახას ბრალი წარუდგინეს. ორივე მათგანი მალტას აეროპორტში მუშაობდა. ალ-მეგრახი ამასთან ერთად, ლიბიის დაზვერვის თანამშრომელი იყო.

ტერაქტის მოტივები ცნობილი არ იყო. როგორც წესი, მოტივად კადაფის ინტერესს ასახელებენ - იმ პერიოდში მას მორიგ ჯერზე აშშ-თან მტრობული ურთიერთობა ჰქონდა. მტრობა 80-იანებში დაიწყო და ბერლინში, ღამის კლუბის La Belle-ს აფეთქებით გაგრძელდა. აშშ-ში ტერაქტის მოწყობა ლიბიას დააბრალეს და ავიაიერიშებით უპასუხეს, რასაც თითქოს, კადაფის ქალიშვილი შეეწირა. ითვლება, რომ ამის საპასუხოდ კადაფიმ მოაწყო ტერაქტი.

აბდელბასეტ ალი მაჰმედ ალ-მაგრესი

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ლიბიას სანქციები დაუწესეს და მოითხოვეს, რომ ორივე ეჭვმიტანილი სასამართლოსთვის გადაეცათ.კადაფი დიდი ხნის განმავლობაში ცოცხალი თავით არ თმობდა თავის თანამემამულეებს, მაგრამ 1999 წელს, დიდი ეკონომიკური წნეხის გამო ალ-მეგრახი და ფიმახა ბრიტანელებს გადასცა. თუმცა ლიბიური მთავრობის თხოვნით, სასამართლო ნეიტრალურ ტერიტორიაზე - ნიდერლანდებში უნდა გამართულიყო.

ალ-მეგრახის სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ფიმახას ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს.

ლიბიამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა 2003 წელს აიღო. მათ შექმნეს სპეციალური ფონდი, რომელიც 270 მსხვერპლის ნათესავს, კომპენსაციის სახით, 10 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. ამის შემდეგ ლიბიას სანქციები მოუხსნეს.

  • ბრძანება

2011 წელს, როდესაც ლიბიაში სამოქალაქო ომი ჯერ საწყის ეტაპზე იყო, სახელმწიფო მოღვაწემ მუსტაფა მუჰამედ აბდ-ალ-ჯალილმა განაცხადა, რომ კადაფიმ ამერიკული ლაინერის აფეთქების ბრძანება პირადად გასცა.

ასევე, აბდ-ალ-ჯალილის თქმით, 1999 წელს ლიბიის დიქტატორი ტერაქტის შემსრულებელს დაჰპირდა, რომ სანამ ის ციხეში იქნებოდა, მის ოჯახს ყოველ თვე 150 000 ევროს გადაუხდიდა, ასევე მაქსიმალურად შეეცდებოდა, რომ სამშობლოში დაებრუნებინა. სანაცვლოდ, უბრალოდ ჩუმად უნდა ყოფილიყო.

აბდელსბასეტ ალ მაჰმედ ალ-მეგრახი ბრიტანულ ციხეში ათი წელიც არ იჯდა. 2009 წელს ის გაათავისუფლეს: შოტლანდიურმა მართლმსაჯულებამ ჩათვალა, რომ პროსტატას სიმსივნის გამო, 3 თვის სიცოცხლეც არ ჰქონდა დარჩენილი, გამოიჩინეს თანაგრძნობა და გაუშვეს. ის გლაზგოდან ტრიპოლიში კადაფის პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა.

ლიბიის დედაქალაქის აეროპორტში მას უამრავი ადამიანი შეეგება: ასობით ლიბიელი ზეიმით დახვდა. ლიბიის მთავრობამ ალ-მეგრახის კომფორტული ვილა გადასცა, სადაც ლოკერბის ტრაგედიის ერთადერთმა ბრალდებულმა კიდევ სამი წელი იცოცხლა.

  • ...

როდესაც ძმებმა ფლანიგანებმა ტრაგედიიდან რამდენიმე წელიწადში დაახლოებით, 2.1 მილიონის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს, სტივენმა თავის წილი ბიზნესში დააბანდა.

მისი ძმა დევიდი თვლიდა, რომ ეს "ბინძური ფული“ იყო და ცდილობდა,რაც შეიძლება მალე მოეშორებინა: შეიძინა სპორტული მანქანები, ალკოჰოლის დალევა და ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.1993 წელს ის ტაილანდის ერთ-ერთ იაფფასიან ჰოსტელში გარდაცვლილი ნახეს. დევიდს გული გაუჩერდა.

სტივენმა ბედის ყველა დარტყმას გაუძლო, გახდა სამოქალაქო ავიაციის პილოტი, შექმნა ოჯახი, ცოლს დაშორდა და შემდეგ კიდევ ერთი ოჯახი შექმნა. ზრდიდა შვილს და რამდენადაც შეიძლებოდა, ბედნიერი იყო.

მისი ახლობლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ლიანდაგზე სიკვდილი სუიციდი არ იყო. თუმცა ლოკერბის ტრაგედიის არ იყოს, სრულ სიმართლეს, სავარაუდოდ, ვერასდროს გავიგებთ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე