პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"80 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში საოცარი სანახაობა მომიწყვეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე და მზადება თბილისური საიუბილეო საღამოსთვის (ფოტოები)
"80 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში საოცარი სანახაობა მომიწყვეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე და მზადება თბილისური საიუბილეო საღამოსთვის (ფოტოები)

2024 წლის 1 თე­ბერ­ვალს, 17:00 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის კი­ნო­დარ­ბაზ­ში მსა­ხი­ობ ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბა - "ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი - 80"... ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შედ­გე­ბა ზუ­რაბ ქა­თა­მა­ძის ფილ­მის "YEARS OF EXCELLENCE..." ჩვე­ნე­ბაც...

ვიდ­რე აღი­ა­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი სამ­შობ­ლოს ეწ­ვე­ვა, ნიუ-იორ­კი­დან თა­ვის დღე­ვან­დე­ლო­ბა­სა და და­გეგ­მილ სა­ღა­მო­ზე გვე­სა­უბ­რა...

ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი:

- მო­გე­სალ­მე­ბით დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და მად­ლი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბით, არას­დროს გა­ვი­წყდე­ბით, ყო­ველ­თვის გახ­სო­ვართ და აშუ­ქებთ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რი­ღებ­სა თუ მოვ­ლე­ნებს, დიდი მად­ლო­ბა!

9 იან­ვარს, ნიუ-იორკში 80 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნეს ჩემ­მა საყ­ვა­რელ­მა და მე­ო­რე ოჯა­ხად ქცე­ულ­მა კულ­ტუ­რის ცენ­ტრმა - "dabcing crane".. ქალ­ბა­ტონ­მა ლია სი­რელ­სონ­მა და ბა­ტონ­მა ვიქ­ტორ სი­რე­ლა­ინ­მა, მა­ჩუ­ქეს ეს და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო, მთე­ლი დასი, მე­გობ­რე­ბი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და­პა­ტი­ჟეს და სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა მო­ა­წყვეს. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ არ მი­ვი­წყებს ჩემი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი თუ მკი­თხვე­ლი...

პირ­ველ თე­ბერ­ვალს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის კი­ნო­დარ­ბაზ­ში, გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძის თა­ოს­ნო­ბით და ინი­ცი­ა­ტი­ვით, აღი­ნიშ­ნე­ბა ჩემი 80 წლის და­ბა­დე­ბის დღე, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა,ზურა ქა­თა­მა­ძის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი, ჩემი გან­ვლი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თუ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ... ფილ­მი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი, მე თა­ვად ვყვე­ბი იმ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც ცხოვ­რე­ბა­ში გა­დამ­ხდე­ნია თუ გან­მიც­დია, მგო­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და, მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სა­ჯოს...

ახლა სტუ­დი­ა­ში ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი წი­თუ­რი ჩა­მო­ვი­და, ჯერ პი­ე­სის არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ვართ... ალ­ბათ თა­მარ ბარ­თა­ი­ას პი­ე­სას გა­ა­ნა­წი­ლებს, ჯერ და­ზუს­ტე­ბით ვერ მო­გახ­სე­ნებთ.

ცუცა კა­პა­ნა­ძე, გი­ორ­გი წი­თუ­რი და დათო ტოპ­რა­კაშ­ვი­ლი

რო­გორც კი გა­და­წყდე­ბა, გა­ნა­წილ­დე­ბა პი­ე­სა, და­ი­წყე­ბა ახალ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა, ახა­ლი მღელ­ვა­რე­ბა, ეს ისაა, რაც სი­ცო­ცხლეს მი­ხან­გრძლი­ვებს, ჩემი პრო­ფე­სია, რო­მელ­საც ჩემს ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბი... 21 წლის ვი­ყა­ვი როცა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დავ­დგი ფეხი, მის მერე ერთი დღეც არ მი­ღა­ლა­ტია ჩემი საქ­მის­თვის, მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ეს პრო­ფე­სია ავირ­ჩიე!

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა-შ
8

სირცხვილი მგონია, ვინც მის ვინაობას კითხულობს!

დიდხანს იცოცხლეთ, ქალბატონო ხათუნა!

ჰმმმმმ...
12

ხშირად აქვეყნებენ რომ ესა თუ ის, თან არც თუ ისე ცნობილი მსახიობი, თუ მომღერალი ან საერთოდ კულტურის სფეროს წარმომადგენელი ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. იქნებ გვითხრათ ასე ადვილად როგორ ახერხებენ იქ წასვლას და თან კულტურის სფეროში დასაქმებას? ეს თბილის-ბათუმის მატარებელი ხომ არაა, უვიზოდ ჩაჯდე და ჩახვიდე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"80 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში საოცარი სანახაობა მომიწყვეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე და მზადება თბილისური საიუბილეო საღამოსთვის (ფოტოები)

"80 წლის იუბილეზე ნიუ-იორკში საოცარი სანახაობა მომიწყვეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული დაბადების დღე და მზადება თბილისური საიუბილეო საღამოსთვის (ფოტოები)

2024 წლის 1 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში მსახიობ ხათუნა იოსელიანის საიუბილეო საღამო გაიმართება - "ხათუნა იოსელიანი - 80"... ღონისძიებაზე შედგება ზურაბ ქათამაძის ფილმის ,,YEARS OF EXCELLENCE..." ჩვენებაც...

ვიდრე აღიარებული მსახიობი სამშობლოს ეწვევა, ნიუ-იორკიდან თავის დღევანდელობასა და დაგეგმილ საღამოზე გვესაუბრა...

ხათუნა იოსელიანი:

- მოგესალმებით დიდი სიყვარულით და მადლიერების შეგრძნებით, არასდროს გავიწყდებით, ყოველთვის გახსოვართ და აშუქებთ ჩემთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს, დიდი მადლობა!

9 იანვარს, ნიუ-იორკში 80 წლის იუბილე აღნიშნეს ჩემმა საყვარელმა და მეორე ოჯახად ქცეულმა კულტურის ცენტრმა - "dabcing crane".. ქალბატონმა ლია სირელსონმა და ბატონმა ვიქტორ სირელაინმა, მაჩუქეს ეს დაუვიწყარი საღამო, მთელი დასი, მეგობრები, ჩემი საყვარელი ემიგრანტები დაპატიჟეს და საოცარი სანახაობა მოაწყვეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ მივიწყებს ჩემი ქართველი მაყურებელი თუ მკითხველი...

პირველ თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკის კინოდარბაზში, გიორგი ჩუბინიძის თაოსნობით და ინიციატივით, აღინიშნება ჩემი 80 წლის დაბადების დღე, სადაც ნაჩვენები იქნება,ზურა ქათამაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჩემი განვლილი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრების შესახებ... ფილმი ძალიან საინტერესოდ და მაღალი პროფესიონალიზმითაა გადაღებული, მე თავად ვყვები იმ მოვლენების შესახებ, რაც ცხოვრებაში გადამხდენია თუ განმიცდია, მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა, მაყურებელმა განსაჯოს...

ახლა სტუდიაში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი წითური ჩამოვიდა, ჯერ პიესის არჩევის პროცესში ვართ... ალბათ თამარ ბართაიას პიესას გაანაწილებს, ჯერ დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.

ცუცა კაპანაძე, გიორგი წითური და დათო ტოპრაკაშვილი

როგორც კი გადაწყდება, განაწილდება პიესა, დაიწყება ახალ როლზე მუშაობა, ახალი მღელვარება, ეს ისაა, რაც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, ჩემი პროფესია, რომელსაც ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე ვემსახურები... 21 წლის ვიყავი როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დავდგი ფეხი, მის მერე ერთი დღეც არ მიღალატია ჩემი საქმისთვის, მადლობა ღმერთს, რომ ეს პროფესია ავირჩიე!