პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინა, რომელიც მაჩუქეს, დასრულებული და გარემონტებულია... ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება გამარჯვების შემდეგ?
"ბინა, რომელიც მაჩუქეს, დასრულებული და გარემონტებულია... ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება გამარჯვების შემდეგ?

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა, ერთი დღე მთელ შენს ცხოვ­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ასე მოხ­და ორ­ბე­თე­ლი თედო ბე­ქა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში, კლი­ნი­კა­ში მი­სუ­ლი პა­ტა­რა ბი­ჭით რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და და ასე მოხ­ვდა თედო ფილმში "გაღ­მა ნა­პი­რი"; მერე იყო პა­უ­ზა მის ცხოვ­რე­ბა­ში და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი, არე­ულ-და­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ახ­ლა­ხან კი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პრო­ექ­ტით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" წარ­დგა. პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რო­გორც ლი­დე­რი და სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

- თედო, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბას გი­ლო­ცავ! შე­გიძ­ლია ის ემო­ცია გა­იხ­სე­ნო, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის დროს გქონ­და?

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. იმ წუთ­ში სა­ერ­თოდ გა­ვი­თი­შე, აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს; ემო­ცი­ამ იმ­დე­ნად წა­მი­ღო, აღარ ვი­ცო­დი, რას ვა­კე­თებ­დი.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ეს წუთი, რო­გორ შეხ­ვდე­ბო­დი, ალ­ბათ ოც­ნე­ბა­ში არა­ერ­თხელ წარ­მო­გედ­გი­ნა.

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ემო­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მერე, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს ეკ­რან­ზე ვუ­ყუ­რე, მა­ში­ნაც კი ვი­ნერ­ვი­უ­ლე.

- მო­ლო­დი­ნი რამ­დე­ნად გქონ­და?

- მო­ლო­დი­ნი მქონ­და, იმე­დიც, აბა, ისე კონ­კურ­სში არ ჩა­ვერ­თვე­ბო­დი.

- პრო­ექ­ტის და­სა­წყის­ში სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­თა­ნა­დოდ აფა­სებ­დი, თუ პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თე?

- კარ­გია, რომ ცეკ­ვა ვის­წავ­ლე, მხო­ლოდ პლას­ტი­კა და არ­ტის­ტუ­ლო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს; აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა შემ­ძლე­ბია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ძლი­ე­რი ვყო­ფილ­ვარ, დიდ დატ­ვირ­თვას გა­ვუ­ძე­ლი და დავძლიე. ამ­დენს სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან არ ვე­ლო­დი.

- წლე­ბის შემ­დეგ, როცა ამ პრო­ექტს გა­იხ­სე­ნებ, კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტის გარ­და, რო­გორ გგო­ნია, კი­დევ რით და­გა­მახ­სოვ­რდე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტის თი­თო­ე­უ­ლი ტური, ყვე­ლა ცეკ­ვა მახ­სოვს, სუ­ლი­თა და გუ­ლით ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, სულ დარ­ბაზ­ში ვი­ყა­ვი, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტით ვცხოვ­რობ­დი.

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით ვის შე­ფა­სე­ბას ელო­დი?

- ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რის შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის აზრი გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მის­გან ბევ­რი სა­ქე­ბა­რი სი­ტყვა მო­ვის­მი­ნე, შე­ნიშ­ვნე­ბიც მი­ვი­ღე. როცა შე­ნიშ­ვნას მაძ­ლევ­და, მერე იმ­დენს ვშრო­მობ­დი, თავს არ ვი­ზო­გავ­დი, ოღონდ გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა. მას ეს ძა­ლი­ან ახა­რებ­და.

- შენს წარ­მა­ტე­ბა­ში, შენი მე­წყვი­ლის - ანას წვლი­ლი რამ­დე­ნად დი­დია?

- ანამ იცო­და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე და ცეკ­ვებს ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დგამ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ანას წვლი­ლი ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ში მარ­თლა უდი­დე­სია.

- შენი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვინ იყო?

- მე­უღ­ლე და ჩემი მშობ­ლე­ბი, შემ­დეგ - მე­გობ­რე­ბი.

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პარ­კეტ­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი რომ გა­მო­ვი­და და ჩა­გე­ხუ­ტა, შენი ბე­ბი­აა?

- არა, ის ქალ­ბა­ტო­ნი ჩემი უხუ­ცე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გახ­ლავთ. ჩემი მე­გობ­რის მე­ზო­ბე­ლია, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტში გა­მო­ჩე­ნის დღი­დან ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

- შენი შვი­ლი დე­მეტ­რე ლა­ივ­ზე პირ­ვე­ლად იყო?

- დიახ, პირ­ვე­ლად მო­იყ­ვა­ნეს, რად­გან იქ რომ მხე­დავ­და, ჩემ­თან ერ­თად ყოფ­ნა უნ­დო­და, დარ­ბაზ­ში მისი გა­ჩე­რე­ბა გა­ჭირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვია, ამი­ტომ ჩემს ცეკ­ვებს თვალს ეკ­რა­ნი­დან ადევ­ნებ­და.

- ძა­ლი­ან გგავს, არა?

- მგავს, მაგ­რამ ასე­ვე, ჩემს მე­უღ­ლე­საც ჰგავს.

- რო­გო­რი მამა ხარ?

- სულ ვცდი­ლობ, კარ­გი მამა ვიყო. სახ­ლში როცა ვარ, დე­მეტ­რე სულ ჩემ­თან არის, მის აღ­ზრდა­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი ვარ. მა­მო­ბამ ძა­ლი­ან შემ­ცვა­ლა.

- დე­მეტ­რეს და­ბა­დე­ბას და­ეს­წა­რი? რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა?

- სამ­წუ­ხა­როდ, და­ბა­დე­ბას ვერ და­ვეს­წა­რი, თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლი ფილ­მს "მო­ქა­ლაქe წმინ­და­ნი" იღებ­და და გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა, ეპი­ზო­დუ­რი როლი შე­ვას­რუ­ლე. ვერც იმ დღეს მო­ვა­ხერ­ხე მის­ვლა, რო­დე­საც დე­მეტ­რე სახ­ლში წა­მო­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ძალ­ზე ემო­ცი­უ­რი იყო, იმ დღი­დან ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

- მე­უღ­ლე რო­გორ გგულ­შე­მატ­კივ­რობ­და?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყობ­და ხელს, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი წარ­მო­მე­ჩი­ნა. სულ გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი სახ­ლი­დან და ყვე­ლა საქ­მე ჩემს მე­უღ­ლეს ჰქონ­და სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი.

- ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ გა­მო­ა­ცხა­და, რომ შენს სწავ­ლას და­ა­ფი­ნან­სე­ბენ. გა­არ­კვიე, ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი?

- ჯერ ბევ­რი რამ გა­სარ­კვე­ვი მაქვს, "იმე­დის" გა­და­ცე­მე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლია "გზა", ვი­საც ინ­ტერ­ვი­უს გაძ­ლევთ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ალ­ბათ უფრო გარ­კვე­უ­ლი, და­ლა­გე­ბუ­ლი და და­წყნა­რე­ბუ­ლიც ვიქ­ნე­ბი. მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და ქალ­ბა­ტონ თა­მარს (მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ეს ვიცი) უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. თე­ატ­რა­ლურ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ბა­რებ.

- რო­გორც თქვეს, შენ გამო გოჩა ჩერ­ტკო­ევ­მა თე­ატ­რა­ლუ­რი აიკ­ლო. ამის შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­გიძ­ლია მი­თხრა?

- გო­ჩას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მან და­ი­ნა­ხა ჩემ­ში არ­ტის­ტუ­ლო­ბა და გულ­თან მი­ი­ტა­ნა, რომ უფუ­ლო­ბის გამო სწავ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. პი­რად სა­უბ­რებ­შიც მე­უბ­ნე­ბო­და, შენი ნიჭი არ უნდა და­ი­კარ­გო­სო.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ შე­გაძ­ლე­ბი­ნა, შენი ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლი ვინ და რა იყო?

- დე­მეტ­რე და ჩემი მე­უღ­ლე. ეს ჩემი პირ­ვე­ლი სახ­ლია, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრი­ზი იყო. ბინა ბა­კუ­რი­ან­ში მდე­ბა­რე­ობს, დას­რუ­ლე­ბუ­ლი და გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია, ესეც ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი გახ­ლდათ. მექ­ნე­ბა ეს ბინა და ხში­რად ჩა­ვალ ხოლ­მე ბა­კუ­რი­ან­ში..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათო გვიმრაძე
2

მთელი გულით გილოცავ. იხარე და იბედნიერე, სულ წარმატებული იყავი.

იზა
0

სწორედ ამ შესანიშნავმა პროექტმა მისცა საშუალება თედოს ასეთ წარმატებას მიეღწია და ბედნიერი გაეხადა. მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ბრავო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბინა, რომელიც მაჩუქეს, დასრულებული და გარემონტებულია... ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება გამარჯვების შემდეგ?

"ბინა, რომელიც მაჩუქეს, დასრულებული და გარემონტებულია... ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში" - როგორია თედო ბექაურის ცხოვრება გამარჯვების შემდეგ?

ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება, ერთი დღე მთელ შენს ცხოვრებას განაპირობებს. ასე მოხდა ორბეთელი თედო ბექაურის შემთხვევაში, კლინიკაში მისული პატარა ბიჭით რეჟისორი გიორგი ოვაშვილი დაინტერესდა და ასე მოხვდა თედო ფილმში "გაღმა ნაპირი"; მერე იყო პაუზა მის ცხოვრებაში და როგორც თავად ამბობს, ბურუსით მოცული, არეულ-დარეული პერიოდი. ახლახან კი ფართო საზოგადოების წინაშე პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" წარდგა. პირველივე ტურიდან გამოიკვეთა, როგორც ლიდერი და საბოლოოდ, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

- თედო, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებას გილოცავ! შეგიძლია ის ემოცია გაიხსენო, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადების დროს გქონდა?

- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. იმ წუთში საერთოდ გავითიშე, აღარაფერი მახსოვს; ემოციამ იმდენად წამიღო, აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.

- როგორი იქნებოდა ეს წუთი, როგორ შეხვდებოდი, ალბათ ოცნებაში არაერთხელ წარმოგედგინა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ რეალური ემოცია წარმოდგენილისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მერე, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურე, მაშინაც კი ვინერვიულე.

- მოლოდინი რამდენად გქონდა?

- მოლოდინი მქონდა, იმედიც, აბა, ისე კონკურსში არ ჩავერთვებოდი.

- პროექტის დასაწყისში საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებდი, თუ პროექტის მიმდინარეობისას ახალი აღმოჩენები გააკეთე?

- კარგია, რომ ცეკვა ვისწავლე, მხოლოდ პლასტიკა და არტისტულობა არაფერს ნიშნავს; აღმოვაჩინე, რომ სირთულეების დაძლევა შემძლებია, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ვყოფილვარ, დიდ დატვირთვას გავუძელი და დავძლიე. ამდენს საკუთარი თავისგან არ ველოდი.

- წლების შემდეგ, როცა ამ პროექტს გაიხსენებ, კულმინაციური მომენტის გარდა, როგორ გგონია, კიდევ რით დაგამახსოვრდება?

- შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ამ პროექტის თითოეული ტური, ყველა ცეკვა მახსოვს, სულითა და გულით ვიყავი ჩართული, სულ დარბაზში ვიყავი, ამ ხნის განმავლობაში პროექტით ვცხოვრობდი.

- ჟიურის წევრებიდან, ყველაზე დიდი ინტერესით ვის შეფასებას ელოდი?

- ჟიურის ყველა წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გოჩა ჩერტკოევის აზრი გამორჩეულად მაინტერესებდა. მისგან ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე, შენიშვნებიც მივიღე. როცა შენიშვნას მაძლევდა, მერე იმდენს ვშრომობდი, თავს არ ვიზოგავდი, ოღონდ გამომესწორებინა. მას ეს ძალიან ახარებდა.

- შენს წარმატებაში, შენი მეწყვილის - ანას წვლილი რამდენად დიდია?

- ანამ იცოდა ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ძლიერი მხარე და ცეკვებს ამ ყველაფრის გათვალისწინებით დგამდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქორეოგრაფებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ანას წვლილი ჩემს გამარჯვებაში მართლა უდიდესია.

- შენი პირველი გულშემატკივარი ვინ იყო?

- მეუღლე და ჩემი მშობლები, შემდეგ - მეგობრები.

- გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, პარკეტზე ხანდაზმული ქალბატონი რომ გამოვიდა და ჩაგეხუტა, შენი ბებიაა?

- არა, ის ქალბატონი ჩემი უხუცესი გულშემატკივარი გახლავთ. ჩემი მეგობრის მეზობელია, რომელიც ამ პროექტში გამოჩენის დღიდან ძალიან მგულშემატკივრობდა.

- შენი შვილი დემეტრე ლაივზე პირველად იყო?

- დიახ, პირველად მოიყვანეს, რადგან იქ რომ მხედავდა, ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, დარბაზში მისი გაჩერება გაჭირდებოდა. ძალიან მოუსვენარი ბავშვია, ამიტომ ჩემს ცეკვებს თვალს ეკრანიდან ადევნებდა.

- ძალიან გგავს, არა?

- მგავს, მაგრამ ასევე, ჩემს მეუღლესაც ჰგავს.

- როგორი მამა ხარ?

- სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. სახლში როცა ვარ, დემეტრე სულ ჩემთან არის, მის აღზრდაში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. მამობამ ძალიან შემცვალა.

- დემეტრეს დაბადებას დაესწარი? როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?

- სამწუხაროდ, დაბადებას ვერ დავესწარი, თინათინ ყაჯრიშვილი ფილმს "მოქალაქe წმინდანი" იღებდა და გადაღებაზე ვიყავი, პატარა, ეპიზოდური როლი შევასრულე. ვერც იმ დღეს მოვახერხე მისვლა, როდესაც დემეტრე სახლში წამოიყვანეს. პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალზე ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო.

- მეუღლე როგორ გგულშემატკივრობდა?

- მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმომეჩინა. სულ გასული ვიყავი სახლიდან და ყველა საქმე ჩემს მეუღლეს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული.

- ნოე სულაბერიძემ გამოაცხადა, რომ შენს სწავლას დააფინანსებენ. გაარკვიე, ვინ არის ის ადამიანი?

- ჯერ ბევრი რამ გასარკვევი მაქვს, "იმედის" გადაცემების შემდეგ, პირველი ჟურნალია "გზა", ვისაც ინტერვიუს გაძლევთ და რამდენიმე დღეში, ალბათ უფრო გარკვეული, დალაგებული და დაწყნარებულიც ვიქნები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ თამარს (მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი) უღრმესი მადლობა გადავუხადო. თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ.

- როგორც თქვეს, შენ გამო გოჩა ჩერტკოევმა თეატრალური აიკლო. ამის შესახებ უფრო მეტი შეგიძლია მითხრა?

- გოჩას დამსახურებაა, მან დაინახა ჩემში არტისტულობა და გულთან მიიტანა, რომ უფულობის გამო სწავლა ვერ მოვახერხე. პირად საუბრებშიც მეუბნებოდა, შენი ნიჭი არ უნდა დაიკარგოსო.

- ეს ყველაფერი რამ შეგაძლებინა, შენი ყველაზე დიდი სტიმული ვინ და რა იყო?

- დემეტრე და ჩემი მეუღლე. ეს ჩემი პირველი სახლია, რომელიც მთავარი პრიზი იყო. ბინა ბაკურიანში მდებარეობს, დასრულებული და გარემონტებულია, ესეც ძალიან დიდი სტიმული გახლდათ. მექნება ეს ბინა და ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში..წაიკითხეთ სრულად