სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრების, ძაღლი ბაქურასა და კატა კუნფუს ამბავი
"მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრების, ძაღლი ბაქურასა და კატა კუნფუს ამბავი

"...ია­რა­ღიც არა მაქვს, რომ "მე­ზობ­ლებ­მა" თავი უხერ­ხუ­ლად არ იგ­რძნონ. მელა ძა­ლი­ან მსუ­ნა­გი და ეშ­მა­კია, სახ­ლის გა­რეთ თუ რა­ი­მე საკ­ვე­ბი დამ­რჩა, ძაღ­ლი­საც არ ეში­ნია, ისე მო­ი­პა­რავს. დათ­ვის ბრდღვინ­ვაც ის­მის იშ­ვი­თად ტყი­დან, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბა. არ არი­ან სა­ში­შე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს თავი აა­რი­დონ", - ამ­ბობს პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი მე­რაბ სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც გო­მისმთა­ზე ზამ­თარს მარ­ტო ატა­რებს.

- 1965 წელს და­ვი­ბა­დე ოზურ­გეთ­ში. სკო­ლა სო­ფელ დვაბ­ზუ­ში და­ვამ­თავ­რე. ზა­ფხუ­ლო­ბით გო­მისმთა­ზე დას­ვე­ნე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ტრა­დი­ცია იყო. პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 80 წლის წი­ნათ დე­და­ჩე­მი აუყ­ვა­ნი­ათ ცხე­ნით. სა­მან­ქა­ნო გზა არ იყო და ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ბავ­შვე­ბი აჰ­ყავ­დათ, ტვირ­თი ცხენ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი სა­პალ­ნე­ე­ბით აჰ­ქონ­დათ, ჩა­ლან­დრებს ეძახ­დნენ. ამ ბი­ლი­კებს დღე­საც სა­ჩა­ლან­დრო გზას ვე­ძა­ხით. სა­მან­ქა­ნო გზა მხო­ლოდ 1956 წელს გა­კეთ­და.

ბოლო ხუთი წე­ლია, რაც გო­მისმთა მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი გახ­და. ახლა სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როა. წელს დამ­თავ­რდე­ბა გო­მისმთა­ზე ამო­სას­ვლე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­ში.

- პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი ბრძან­დე­ბით...

- ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სახ­ლი, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, პა­ტა­რა ქოხი იყო. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, მა­მა­სა და ძმას­თან ერ­თად ახა­ლი ავა­შე­ნეთ, იმ დრო­ის­თვის "სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე" დი­ზა­ი­ნის კო­ტე­ჯი, რო­მე­ლიც ახ­ლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე მთა­ში დარ­ჩე­ნა მი­წევ­და. 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბა მთხო­ვა. მეც ზამ­თარ­ში მთა­ში დარ­ჩე­ნის სა­ბა­ბი მო­მე­ცა და ასე და­ი­წყო ჩემი ზამ­თრის ცხოვ­რე­ბა გო­მისმთა­ზე, სა­დაც ზამ­თარ­ში სა­მან­ქა­ნო გზა ხში­რად 20 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ იკე­ტე­ბა. მა­ნამ­დე პრო­დუქ­ტებ­სა და საწ­ვავს ვი­მა­რა­გებ. დენი გე­ნე­რა­ტორ­ზე მაქვს.

"მაგ­თის" ანძა დგას და ინ­ტერ­ნე­ტი ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს. დრო ჩემი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ბა­მი­სად გამ­ყავს, სახ­ლებ­ში ში­და­სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ვა­კე­თებ. სტუმ­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­საც არ ვუ­ჩი­ვი, უფრო მე­ტად ზამ­თრის ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლებს ვმას­პინ­ძლობ. მო­ნა­დი­რე­ე­ბიც მნა­ხუ­ლო­ბენ. ჩემ­თან ერ­თად ძაღ­ლი ბა­ქუ­რა და კატა კუნ­ფუ ცხოვ­რო­ბენ. ტყის ბი­ნად­რე­ბიც მარ­ტო­ო­ბას არ მაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლლ
5

მიყვარს ასეთ ადამიანებზე სიუჟეტები, სტატიები, სულიერად ვისვენებ.

Luk
0

ვიცნობ ამ კაცს.ნამყოფი ვარ მის კოტეჯში.კარგია ადამიანია გაგიმარჯოს ღმეთმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრების, ძაღლი ბაქურასა და კატა კუნფუს ამბავი

"მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრების, ძაღლი ბაქურასა და კატა კუნფუს ამბავი

"...იარაღიც არა მაქვს, რომ "მეზობლებმა" თავი უხერხულად არ იგრძნონ. მელა ძალიან მსუნაგი და ეშმაკია, სახლის გარეთ თუ რაიმე საკვები დამრჩა, ძაღლისაც არ ეშინია, ისე მოიპარავს. დათვის ბრდღვინვაც ისმის იშვითად ტყიდან, მაგრამ ადამიანებთან კონტაქტს ერიდება. არ არიან საშიშები, ყველანაირად ცდილობენ ადამიანებს თავი აარიდონ", - ამბობს პროფესიით მშენებელი მერაბ სანიკიძე, რომელიც გომისმთაზე ზამთარს მარტო ატარებს.

- 1965 წელს დავიბადე ოზურგეთში. სკოლა სოფელ დვაბზუში დავამთავრე. ზაფხულობით გომისმთაზე დასვენება ჩვენი ოჯახისთვის ტრადიცია იყო. პირველად დაახლოებით 80 წლის წინათ დედაჩემი აუყვანიათ ცხენით. სამანქანო გზა არ იყო და ადამიანებს, რომელთაც ბავშვები აჰყავდათ, ტვირთი ცხენზე გადაკიდებული საპალნეებით აჰქონდათ, ჩალანდრებს ეძახდნენ. ამ ბილიკებს დღესაც საჩალანდრო გზას ვეძახით. სამანქანო გზა მხოლოდ 1956 წელს გაკეთდა.

ბოლო ხუთი წელია, რაც გომისმთა მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა. ახლა სტუმრების მისაღებად რამდენიმე საოჯახო სასტუმროა. წელს დამთავრდება გომისმთაზე ამოსასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება საქართველოს მთებში.

- პროფესიით მშენებელი ბრძანდებით...

- ჩვენი პირველი სახლი, რომელშიც გავიზარდე, პატარა ქოხი იყო. ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მამასა და ძმასთან ერთად ახალი ავაშენეთ, იმ დროისთვის "სუპერთანამედროვე" დიზაინის კოტეჯი, რომელიც ახლაც ძალიან ლამაზია.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, გვიან შემოდგომამდე მთაში დარჩენა მიწევდა. 2018 წლის დეკემბერში მოლაშქრეთა ფედერაციამ ტურისტების მიღება მთხოვა. მეც ზამთარში მთაში დარჩენის საბაბი მომეცა და ასე დაიწყო ჩემი ზამთრის ცხოვრება გომისმთაზე, სადაც ზამთარში სამანქანო გზა ხშირად 20 ნოემბრის შემდეგ იკეტება. მანამდე პროდუქტებსა და საწვავს ვიმარაგებ. დენი გენერატორზე მაქვს.

"მაგთის" ანძა დგას და ინტერნეტი ნორმალურად მუშაობს. დრო ჩემი პროფესიის შესაბამისად გამყავს, სახლებში შიდასარემონტო სამუშაოებს ვაკეთებ. სტუმრების ნაკლებობასაც არ ვუჩივი, უფრო მეტად ზამთრის ტურიზმის მოყვარულებს ვმასპინძლობ. მონადირეებიც მნახულობენ. ჩემთან ერთად ძაღლი ბაქურა და კატა კუნფუ ცხოვრობენ. ტყის ბინადრებიც მარტოობას არ მაგრძნობინებენ. გააგრძელეთ კითხვა