ვრცელდება კადრები, რომლშიც პარლამენტის სასადილოში ჩხუბი იყო. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ერთმანეთს "ქართული ოცნების“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი არჩილ გორდულაძე და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მრჩეველი, ალბერტი ბოგვერაძე დაუპირისპირდნენ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაპირისპირება საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში დაიწყო, კონფლიქტის განეიტრალებას მანდატურები და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
ისე გიქნიათ, დაგიჭამიათ ერთმანეთი.
ნახერხი მაინც დაყარონ, დავარდნისას რბილად რომ დაეცნენ, ან ბალახი დათესონ. პარლამენტი კი არა ტატამია, ტატამი.