სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს" - პაატა მანჯგალაძე პრემიერის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
"არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს" - პაატა მანჯგალაძე პრემიერის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ბოლო 30 წე­ლი­წად­ში ყვე­ლამ, ვინც რუ­სეთ­თან ღიად ითა­ნამ­შრომ­ლა, კი­სე­რი წა­ი­ტე­ხა პო­ლი­ტი­კუ­რად, ამი­ტომ არ მგო­ნია, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამის გამ­კე­თე­ბე­ლი იყოს - შე­ეც­დე­ბი­ან პუ­ტი­ნი არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ა­შოშ­მი­ნონ, ახლა არ­ჩევ­ნე­ბი გვაქვს და მერე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­თო, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მოს­კოვ­ში მიწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან­ჯგა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ახლა არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და მიწ­ვე­ვა­ზე უა­რის თქმის გარ­და, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გა­აჩ­ნია.

მი­სი­ვე თქმით, კრემლში მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა წახ­ვი­დე, თუ გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ხდე­ბა.

„ეს გან­ცხა­დე­ბა არ არის შემ­თხვე­ვი­თი და არ უნდა ჩავ­თვა­ლოთ, თით­ქოს დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ა­კე­თა. ეს შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სეთ­ში კრემლთან და ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ერ­თგუ­ლე­ბას, რა­საც გვიმ­ტკი­ცებ შორ დის­ტან­ცი­ა­ზე სი­ტყვე­ბით, ახლა გა­და­ვი­დეთ ამ ერ­თგუ­ლე­ბის საქ­მით დამ­ტკი­ცე­ბის ეტაპ­ზე. ეს არის, მეტი არა­ფე­რი. თუ აფხა­ზეთს გვიბ­რუ­ნე­ბენ, პრობ­ლე­მა არაა, ჩვენ ჩა­ვალთ მოს­კოვ­ში, მაგ­რამ აქ ხომ რა­ზეა სა­უ­ბა­რი, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უარი თქვას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ეს არის შე­თა­ვა­ზე­ბა რუ­სე­ბის­გან, რაც რუ­სებს ემე­ტე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის,“ - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, და­ვით ცე­ცხლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მოწ­ვე­ვას უგ­ზავ­ნის და იმე­დი აქვს, თხოვ­ნა უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

მსოფლიოში ომები და რა საშინელებები ხდება და ჩვენ რა დიდგულზე ვართ? თითქოს დიდი ჯარი გვყავდეს კბილებამდე შეიარაღებული, ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს და დიპლომატიურად უნდა მოვაგვაროთ მეზობელთან ურთიერთობა. სახლის მეზობელთან , რომ არა გვაქვს დალაგებული ურთიერთობა ხომ მძიმე ასატანია? და წარმოიდგინეთ რუსეთი, რომელმაც ლამის გაანადგურა უკრაინასნაირი უზარმაზარი ქვეყანა თავისი ამერიკა-ევროპიდან მიღებული იარაღით.

ტასი
3

ძალიან მაინტერესებს,რა გიდევთ თავში იმათ ვინც ფიქრობს რომ დალაპარაკების გარეშე რამეს მიაღწევთ,აგერ უკრაინას მოუწოდებენ რომ დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან განადგურებული ზელენსკი და პუტინი,თუ ამ შეხვედრით ჩვენ დაგვიბრუნებენ დაკარგულ აფხაზეთს რა არის ამაში ცუდი?თუ ფიქრობთ რომ პუტინი ადგება და პადარკას გაგვიკეთებს.ბოდიში რაააააა,უნდა წავიდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს" - პაატა მანჯგალაძე პრემიერის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

"არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს" - პაატა მანჯგალაძე პრემიერის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ბოლო 30 წელიწადში ყველამ, ვინც რუსეთთან ღიად ითანამშრომლა, კისერი წაიტეხა პოლიტიკურად, ამიტომ არ მგონია, ღარიბაშვილი ამის გამკეთებელი იყოს - შეეცდებიან პუტინი არაფორმალურად დააშოშმინონ, ახლა არჩევნები გვაქვს და მერე ყველაფერს გავაკეთებთო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ახლა არჩევნები მოდის და მიწვევაზე უარის თქმის გარდა, „ქართულ ოცნებას“ სხვა არჩევანი არ გააჩნია.

მისივე თქმით, კრემლში მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე შეიძლება წახვიდე, თუ გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხდება.

„ეს განცხადება არ არის შემთხვევითი და არ უნდა ჩავთვალოთ, თითქოს დიასპორის წარმომადგენელმა გააკეთა. ეს შეთანხმებული იქნება რუსეთში კრემლთან და ეს ნიშნავს, რომ რუსები „ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან, რომ ერთგულებას, რასაც გვიმტკიცებ შორ დისტანციაზე სიტყვებით, ახლა გადავიდეთ ამ ერთგულების საქმით დამტკიცების ეტაპზე. ეს არის, მეტი არაფერი. თუ აფხაზეთს გვიბრუნებენ, პრობლემა არაა, ჩვენ ჩავალთ მოსკოვში, მაგრამ აქ ხომ რაზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველომ უარი თქვას სახელმწიფოებრიობაზე, თავისუფლებაზე. ეს არის შეთავაზება რუსებისგან, რაც რუსებს ემეტებათ საქართველოსთვის,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, დავით ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევას უგზავნის და იმედი აქვს, თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.