სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ასაკში ჩადენილი მძიმე დანაშაული და უპრეცედენტო სასჯელი 36 წლის შემდეგ - აშშ-ში სიკვდილმისჯილის აზოტის ჰიპოქსიით დასჯამდე სულ ცოტა დრო რჩება: ”მე არ ვარ ამისთვის მზად"
22 წლის ასაკში ჩადენილი მძიმე დანაშაული და უპრეცედენტო სასჯელი 36 წლის შემდეგ -  აშშ-ში სიკვდილმისჯილის აზოტის ჰიპოქსიით დასჯამდე სულ ცოტა დრო რჩება: ”მე არ ვარ ამისთვის მზად"
  • გაფრ­თხი­ლე­ბა: ეს სტა­ტია შე­ი­ცავს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მე­თო­დის რთუ­ლად წა­სა­კითხ აღ­წე­რი­ლო­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და შო­კის­მომ­გვრე­ლი იყოს

აშშ-ის მო­ქა­ლა­ქის კე­ნეტ იუ­ჯინ სმი­ტის სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა. ეს მძი­მე პრო­ცე­სი მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას მერე მო­ექ­ცა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დამ­ნა­შა­ვეს დას­ჯიდ­ნენ მე­თო­დით, რო­მე­ლიც ჯერ მსოფ­ლი­ო­ში არ­სად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ - სმიტს სიკ­ვდი­ლი აზო­ტის ჰი­პოქ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ემუქ­რე­ბა. ეს არის ამ დრომ­დე შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი და გა­მო­უც­დე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის დრო­საც სიკ­ვდილ­მის­ჯილს აზოტს მის­ცე­მენ სა­ხის ნიღ­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. აზო­ტი მის სხე­ულ­ში შევა 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სიკ­ვდი­ლი ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო. პა­ტიმ­რის ად­ვო­კა­ტე­ბი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მე­თოდს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი "საც­დე­ლი სუ­ბი­ექ­ტი" გახ­დე­ბა, რად­გან უც­ნო­ბია, რას გრძნობს ადა­მი­ა­ნი ასე­თი სიკ­ვდი­ლის დროს. ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენტს უწო­დე­ბენ. აშშ-ს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ და ქვე­და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უარი თქვეს დაბ­ლო­კონ სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ეს მე­თო­დი, რა­საც სმი­ტის ად­ვო­კა­ტე­ბი სას­ტიკ­სა და უჩ­ვე­უ­ლოს უწო­დე­ბენ. მას ასე­ვე გა­უ­უქ­მეს სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე მისი გა­და­ვა­დე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა.

სმი­ტი ამ­ჟა­მად 58 წლი­საა. რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ის 22 წლის იყო.

მას სა­სიკ­ვდი­ლო სას­ჯე­ლი 1988 წელს ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის მი­ე­სა­ჯა. 1000 აშშ დო­ლა­რი - ეს არის სწო­რედ იმ თან­ხის ოდე­ნო­ბა, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც კე­ნეტ იუ­ჯინ სმიტ­მა, ორ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, შეკ­ვე­თით მოკ­ლა პას­ტო­რის ცოლი ელი­ზა­ბეტ სე­ნე­ტი. ქალს ცივი ია­რა­ღით 9 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი - 8 მკერ­დში და ერ­თიც კი­სერ­ზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი სწო­რედ პას­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც იმე­დოვ­ნებ­და, რომ ამ გზით და­ზღვე­ვის თან­ხას მი­ი­ღებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ პას­ტორ­მა თავი მო­იკ­ლა.

სმი­ტი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი და­ი­ჭი­რეს - მათ­გან ერთს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მე­ო­რე 2010 წელს ლე­ტა­ლუ­რი ინექ­ცი­ით გარ­და­იც­ვა­ლა.

სმიტ­საც სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­ე­სა­ჯა. ალა­ბა­მა აშშ-ის ერთ-ერთი შტა­ტია, სა­დაც მკვლე­ლებს ჯერ კი­დევ სიკ­ვდი­ლით სჯი­ან.

ის არის ერთ-ერთი იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ადა­მი­ან­თა­გა­ნი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რომ­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­საც სა­ხელ­მწი­ფო მე­ო­რედ აპი­რებს. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და - სმი­ტის­თვის 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცია (ეს არის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დი აშშ-ში) უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მაგ­რამ კაცს ვენა ვერ უპო­ვეს და პრო­ცე­დუ­რა შე­წყდა. დამ­ნა­შა­ვე სა­კან­ში და­აბ­რუ­ნეს..

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სმიტს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა 1989 წელს მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ გა­ნა­ჩე­ნი აპე­ლა­ცი­ის დროს გა­უ­უქ­მდა და საქ­მე კვლავ გა­ნახ­ლდა. 1996 წელს სმი­ტი ისევ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ა­სა­მარ­თლეს - 11 ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, კაცი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და მო­ი­თხო­ვეს, რომ მის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლემ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

"სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი ბოლო დღე­ე­ბი მას არ შე­უძ­ლია სხვა­ზე ფიქ­რი გარ­და სიკ­ვდი­ლი­სა. მას ეში­ნია არა იმ­დე­ნად სიკ­ვდი­ლით დას­ჯის, რამ­დე­ნა­დაც იმი­სა, რომ ვე­რა­ვინ იტყვის დარ­წმუ­ნე­ბით, მისი სიკ­ვდი­ლი ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა თუ მტკივ­ნე­უ­ლი, მა­შინ­ვე და­კარ­გავს გო­ნე­ბას თუ ტან­ჯვის წუ­თე­ბი დად­გე­ბა", - ამ­ბო­ბენ პა­ტიმ­რის ად­ვო­კა­ტე­ბი.

ამ­ჯე­რად, სმიტს სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე 15 წუ­თი­ა­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა. მან ის გა­მო­ი­ყე­ნა ბრი­ტა­ნულ Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უს­თვის. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას კოშ­მა­რე­ბი ესიზ­მრე­ბა. ”მე არ ვარ ამის­თვის მზად”, - თქვა მან. "არა­ნა­ი­რად. უბ­რა­ლოდ, არ ვარ მზად." სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, რომ სმიტს სიკ­ვდი­ლით დას­ჯის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი წა­მე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ექ­სპერ­ტე­ბი ახალ სა­სიკ­ვდი­ლო მე­თოდს აკ­რი­ტი­კე­ბენ, მას გმო­ბენ და წა­მე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე არ არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სუფ­თა აზო­ტის ინ­ჰა­ლა­ცია არ იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ ტან­ჯვას.

"აქ ექ­სპე­რი­მენ­ტი ტარ­დე­ბა ადა­მი­ან­ზე“, - ვკი­თხუ­ლობთ Amnesty International-ის სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"რა მოხ­დე­ბა, თუ გაზი გა­ჟო­ნავს ნიღ­ბი­დან, რად­გან ის საკ­მა­რი­სად მჭიდ­როდ არ არის მო­ჭე­რი­ლი? რა მოხ­დე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მა­შინ თუ ისევ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა წარ­მო­იშ­ვა? ზუს­ტი პრო­ცე­დუ­რა გა­ურ­კვე­ვე­ლია. ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლია, უნდა ჩა­უ­ტარ­დეს თუ არა სმიტს წი­ნას­წარ ანეს­თე­ზია"- აცხა­დებს რო­ბინ მა­ჰე­რი, იუ­რის­ტი და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი..

  • სიკ­ვდი­ლით დას­ჯა აშშ-ში

აშშ- ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა არ­სე­ბობს სამ­ხედ­რო დო­ნე­ზე, ასე­ვე ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე 27 შტატ­ში, თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ის დე ფაქ­ტო აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ჰი­პოქ­სია ნე­ბა­დარ­თუ­ლია ასე­ვე ოკ­ლაჰო­მა­სა და მი­სი­სი­პი­ში. არი­ზო­ნა­ში, სხვა ად­გი­ლებ­თან ერ­თად, არის გა­ზის კა­მე­რა. თუმ­ცა, ეს მე­თო­დე­ბი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. დამ­ნა­შა­ვეს უფრო ხში­რად ელექტროს­კა­მით ან ინექ­ცი­ით სჯი­ან. 1976 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1582 სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­დან 1402 სწო­რედ ლე­ტა­ლუ­რი ინექ­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­და.

2023 წელს აშშ-ში 24 სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი იქნა აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი. სულ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ამ ეტაპ­ზე 2 331 ადა­მი­ა­ნი ელის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
0

და მოკლული, ის უცებ მოკვდა?! თუ საშინელი ტანჯვისა და ტკივილისაგან გარდაიცვალა?! და თან არაფრის გამო... თუმცა ასე დროში გაწელილი სიკვდილით დასჯას მაინც ვერ გავამართლებ...

იზა
4

მართლაც ველური კაპიტალიზმი.ეს დამნაშავე 1989 წლიდან უკვე მკვდარია, როცა განაჩენი გამოუტანეს. მოკვდა მაშინაც როცა ვენა ვერ უპოვეს. ეხლა კიდევ ცდების ჩატარება მასზე--მართლაც გაუმართლებელია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

22 წლის ასაკში ჩადენილი მძიმე დანაშაული და უპრეცედენტო სასჯელი 36 წლის შემდეგ - აშშ-ში სიკვდილმისჯილის აზოტის ჰიპოქსიით დასჯამდე სულ ცოტა დრო რჩება: ”მე არ ვარ ამისთვის მზად"

22 წლის ასაკში ჩადენილი მძიმე დანაშაული და უპრეცედენტო სასჯელი 36 წლის შემდეგ -  აშშ-ში სიკვდილმისჯილის აზოტის ჰიპოქსიით დასჯამდე სულ ცოტა დრო რჩება: ”მე არ ვარ ამისთვის მზად"
  • გაფრთხილება: ეს სტატია შეიცავს სიკვდილით დასჯის მეთოდის რთულად წასაკითხ აღწერილობას, რაც შეიძლება შემაშფოთებელი და შოკისმომგვრელი იყოს

აშშ-ის მოქალაქის კენეტ იუჯინ სმიტის სიკვდილით დასჯამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ეს მძიმე პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეს დასჯიდნენ მეთოდით, რომელიც ჯერ მსოფლიოში არსად გამოუყენებიათ - სმიტს სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით ემუქრება. ეს არის ამ დრომდე შეუმოწმებელი და გამოუცდელი პროცედურა, რომლის დროსაც სიკვდილმისჯილს აზოტს მისცემენ სახის ნიღბის საშუალებით. აზოტი მის სხეულში შევა 15 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება სიკვდილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო. პატიმრის ადვოკატები სიკვდილით დასჯის მეთოდს აპროტესტებენ და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი "საცდელი სუბიექტი" გახდება, რადგან უცნობია, რას გრძნობს ადამიანი ასეთი სიკვდილის დროს. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს უწოდებენ. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ და ქვედა სააპელაციო სასამართლომ უარი თქვეს დაბლოკონ სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი, რასაც სმიტის ადვოკატები სასტიკსა და უჩვეულოს უწოდებენ. მას ასევე გაუუქმეს სასჯელის აღსრულებამდე მისი გადავადების მოთხოვნის უფლება.

სმიტი ამჟამად 58 წლისაა. როდესაც დანაშაული მოხდა ის 22 წლის იყო.

მას სასიკვდილო სასჯელი 1988 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მიესაჯა. 1000 აშშ დოლარი - ეს არის სწორედ იმ თანხის ოდენობა, რომლის სანაცვლოდაც კენეტ იუჯინ სმიტმა, ორ თანამზრახველთან ერთად, შეკვეთით მოკლა პასტორის ცოლი ელიზაბეტ სენეტი. ქალს ცივი იარაღით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - 8 მკერდში და ერთიც კისერზე.

პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობის დამკვეთი სწორედ პასტორი იყო, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამ გზით დაზღვევის თანხას მიიღებდა. გამოძიების დაწყების შემდეგ პასტორმა თავი მოიკლა.

სმიტი და მისი თანამზრახველები დაიჭირეს - მათგან ერთს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მეორე 2010 წელს ლეტალური ინექციით გარდაიცვალა.

სმიტსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ალაბამა აშშ-ის ერთ-ერთი შტატია, სადაც მკვლელებს ჯერ კიდევ სიკვდილით სჯიან.

ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი შეერთებულ შტატებში, რომლის სიკვდილით დასჯასაც სახელმწიფო მეორედ აპირებს. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - სმიტისთვის 2022 წლის ნოემბერში სასიკვდილო ინექცია (ეს არის სიკვდილით დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდი აშშ-ში) უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ კაცს ვენა ვერ უპოვეს და პროცედურა შეწყდა. დამნაშავე საკანში დააბრუნეს..

ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტს სიკვდილით დასჯა 1989 წელს მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი აპელაციის დროს გაუუქმდა და საქმე კვლავ განახლდა. 1996 წელს სმიტი ისევ ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს - 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, კაცი დამნაშავედ ცნეს და მოითხოვეს, რომ მისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, მაგრამ მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.

"სიკვდილით დასჯამდე დარჩენილი ბოლო დღეები მას არ შეუძლია სხვაზე ფიქრი გარდა სიკვდილისა. მას ეშინია არა იმდენად სიკვდილით დასჯის, რამდენადაც იმისა, რომ ვერავინ იტყვის დარწმუნებით, მისი სიკვდილი ადვილი იქნება თუ მტკივნეული, მაშინვე დაკარგავს გონებას თუ ტანჯვის წუთები დადგება", - ამბობენ პატიმრის ადვოკატები.

ამჯერად, სმიტს სიკვდილით დასჯამდე 15 წუთიანი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება მიეცა. მან ის გამოიყენა ბრიტანულ Guardian-თან ინტერვიუსთვის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას კოშმარები ესიზმრება. ”მე არ ვარ ამისთვის მზად”, - თქვა მან. "არანაირად. უბრალოდ, არ ვარ მზად." სასამართლო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სმიტს სიკვდილით დასჯის პირველი მცდელობის შემდეგ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

  • ადამიანის უფლებათა დამცველები წამებაზე საუბრობენ

ადამიანის უფლებათა ექსპერტები ახალ სასიკვდილო მეთოდს აკრიტიკებენ, მას გმობენ და წამებაზე ლაპარაკობენ. გაეროს მონაცემებით, ამ დრომდე არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სუფთა აზოტის ინჰალაცია არ იწვევს სერიოზულ ტანჯვას.

"აქ ექსპერიმენტი ტარდება ადამიანზე“, - ვკითხულობთ Amnesty International-ის სპეციალურ განცხადებაში.

"რა მოხდება, თუ გაზი გაჟონავს ნიღბიდან, რადგან ის საკმარისად მჭიდროდ არ არის მოჭერილი? რა მოხდება საგანგებო სიტუაციაში, მაშინ თუ ისევ ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა? ზუსტი პროცედურა გაურკვეველია. ასევე გაურკვეველია, უნდა ჩაუტარდეს თუ არა სმიტს წინასწარ ანესთეზია"- აცხადებს რობინ მაჰერი, იურისტი და სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი..

  • სიკვდილით დასჯა აშშ-ში

აშშ- ში სიკვდილით დასჯა არსებობს სამხედრო დონეზე, ასევე ფედერალურ დონეზე 27 შტატში, თუმცა, მაგალითად, კალიფორნიაში ის დე ფაქტო აღარ ხორციელდება. დამტკიცებული მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ჰიპოქსია ნებადართულია ასევე ოკლაჰომასა და მისისიპიში. არიზონაში, სხვა ადგილებთან ერთად, არის გაზის კამერა. თუმცა, ეს მეთოდები შედარებით იშვიათად გამოიყენება. დამნაშავეს უფრო ხშირად ელექტროსკამით ან ინექციით სჯიან. 1976 წლიდან მოყოლებული 1582 სიკვდილით დასჯიდან 1402 სწორედ ლეტალური ინექციით განხორციელდა.

2023 წელს აშშ-ში 24 სასიკვდილო განაჩენი იქნა აღსრულებული. სულ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 2 331 ადამიანი ელის სიკვდილით დასჯას.