სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Winter Jazz Gudauri - 24-25 თებერვალი
Winter Jazz Gudauri - 24-25 თებერვალი

წელს ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლებს მე­ო­თხე სე­ზო­ნი, ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი შე­ე­მა­ტა. პირ­ველ ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს სა­ხელ­წო­დე­ბით „Winter Jazz“ გუ­და­უ­რი უმას­პინ­ძლებს. ორ­დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი სას­ტუმ­რო „კარ­პე დი­ე­მი­სა“ და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 11 არ­ტის­ტი სტუმ­რობს, რომ­ლე­ბიც ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­და­უ­რის სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან. სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მას, რო­მელ­საც 14.00 სა­ათ­ზე გახ­სნის Soulidan (იგი ამავდრო­უ­ლად არის ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი), გა­აგ­რძე­ლე­ბენ ლე­გენ­და­რუ­ლი ჰაუს არ­ტის­ტე­ბი: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin.

„Winter Jazz Gudauri“ ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი თაზო ცხა­კა­ია (Soulidan): - ლა­ი­ნა­ფი სო­ულ­ფულ ჰა­უ­სის და ჰა­უ­სის ჟანრ­შია. იგი შედ­გე­ბა ექ­ვსი უცხო­ე­ლი არ­ტის­ტის­გან. გოს­პელ ჰა­უ­სის მე­ფედ წო­დე­ბუ­ლი Kenny Bobien - ეს არის ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი, გრემ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი. მას უთა­ნამ­შრომ­ლია ისეთ მუ­სი­კო­სებ­თან რო­გო­რე­ბი­ცაა Kerri Chandler, Louie Vega, Dennis Ferrer. მულ­ტი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტი Josh Milan-ი, რო­მე­ლიც ოთხჯერ იყო გრემ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. Liza Stenfild, Dianna Ross, Hugh Masakels, Lisa Fisher და სხვა მრა­ვა­ლი - ეს ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ვის გვერ­დი­თაც მუ­შა­ობ­და Josh Milan-ი. შემ­დე­გი მუ­სი­კო­სი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სე­ბუ­რი ჟღე­რა­დე­ო­ბით ბრი­ტა­ნე­ლი არ­ტის­ტი Kaidi Tatham. ის ჯა­ზი­სა და ჰა­უ­სის სინ­თეზს მო­ი­ცავს. მას ხში­რად ბრი­ტა­ნელ ჰერ­ბი ჰენ­კო­კა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მუ­სი­კო­სი წლე­ვან­დე­ლი გრე­მის ნო­მი­ნან­ტია.

რაც შე­ე­ხე­ბა Dj Spen-ს, ის ამე­რი­კე­ლია, რო­მე­ლიც სო­ულ­ფულ ჰა­უ­სი­სა და გოს­პე­ლის ჟღე­რა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მისი მუ­სი­კა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს. მას ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს შემ­დეგ არ­ტის­ტებ­თან Michael Jackson, Diana Ross, Macy Grey, Amy Winehouse, Donna Summer. მისი კომ­პო­ზი­ცია "Praying for You," რო­მე­ლიც ლუი ვე­გამ გა­ა­რე­მიქ­სა, 2021 წელს გრე­მი­ზე იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „Winter Jazz Gudauri“ ფეს­ტი­ვა­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გან­თავ­სდე­ბა Djoon- ის იუ­თუბ პლატ­ფორ­მა­ზე, ეს არის ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გუ­ლი კლუ­ბი, რო­მე­ლიც 20 წე­ლია ოპე­რი­რებს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.“

25 თე­ბერ­ვალს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს ჰაუს არ­ტის­ტე­ბი და­ხუ­რა­ვენ.

პირ­ველ სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღეს, 22.00 სა­ათ­ზე, და­ას­რუ­ლებს ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი Scott Kinsey და მისი ვარ­სკვლა­ვუ­რი ჯგუ­ფი, პრო­ექ­ტით „We speak LUNIWAZ”, რომ­ლე­ბიც მსმე­ნელს ჯო ზა­ვი­ნუ­ლის მუ­სი­კას შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კახა კან­დე­ლა­კი - „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ტრა­დი­ცი­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლებს მე­ო­თხე სე­ზო­ნი შე­ე­მა­ტა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა გვაქვს, რო­მე­ლიც ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა გუ­და­ურ­ში. ფეს­ტი­ვალს ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან. სკოტ კინ­სი წამ­ყვა­ნი მუ­სი­კო­სია თა­ნა­მედ­რო­ვე ფუ­ჟინ სტი­ლი­სა და ვორლდ მუ­სი­კის სფე­რო­ში, ასე­ვე ჯა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის არის არა მხო­ლოდ პი­ა­ნის­ტი, არა­მედ პრო­დი­უ­სე­რი და ცნო­ბი­ლი სა­უნ­დტრე­კე­ბის ავ­ტო­რი (Ocean's Eleven, Ocean's Twelve, Ocean's Thirteen, Code 46, Stander, Confessions of a Dangerous Mind, The Girlfriend Experience, Smokin' Aces, Brown Sugar, Analyze That, Haywire, Bob Odenkirk's Let's Go To Prison).

სკოტ კინ­სი ჯო ზა­ვი­ნუ­ლის გვერ­დით მუ­შა­ობ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობს მის მუ­სი­კას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხა კი­დეც მუ­სი­კო­სის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მისი ბენ­დი ოთხი ცნო­ბი­ლი არ­ტის­ტის­გან არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი:

(Scott Kinsey - კლა­ვი­ში, Francisco Fattoruso -ბას­გი­ტა­რა, Seamus Blake -საქ­სა­ფო­ნი Nicolas Viccaro-და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტი)“

“Winter Jazz Gudauri” ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რია ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი მთის ტრა­სე­ბის სა­ა­გენ­ტო. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „ის­თერნფრო­მო­უ­შენ­სი“

სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: ტვ იმე­დი, რა­დიო ფორ­ტუ­ნა, ინ­ტერ­ნეტ ჟურ­ნა­ლი მარ­კე­ტე­რი, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი, სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო ალმა.

ბი­ლე­თე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა www.tkt.ge-ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

Winter Jazz Gudauri - 24-25 თებერვალი

Winter Jazz Gudauri - 24-25 თებერვალი

წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის კურორტების საერთაშორისო ფესტივალი შეემატა. პირველ ჯაზფესტივალს სახელწოდებით „Winter Jazz“ გუდაური უმასპინძლებს. ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემისა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურის სტუმრების წინაშე წარსდგებიან. საფესტივალო პროგრამას, რომელსაც 14.00 საათზე გახსნის Soulidan (იგი ამავდროულად არის ფესტივალის მუსიკალური პროგრამის დირექტორი), გააგრძელებენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin.

„Winter Jazz Gudauri“ ჯაზფესტივალის მუსიკალური პროგრამის დირექტორი თაზო ცხაკაია (Soulidan): - ლაინაფი სოულფულ ჰაუსის და ჰაუსის ჟანრშია. იგი შედგება ექვსი უცხოელი არტისტისგან. გოსპელ ჰაუსის მეფედ წოდებული Kenny Bobien - ეს არის ამერიკელი მომღერალი, გრემზე ნომინირებული არტისტი. მას უთანამშრომლია ისეთ მუსიკოსებთან როგორებიცაა Kerri Chandler, Louie Vega, Dennis Ferrer. მულტი ინსტრუმენტალისტი Josh Milan-ი, რომელიც ოთხჯერ იყო გრემზე ნომინირებული. Liza Stenfild, Dianna Ross, Hugh Masakels, Lisa Fisher და სხვა მრავალი - ეს ის ჩამონათვალია ვის გვერდითაც მუშაობდა Josh Milan-ი. შემდეგი მუსიკოსი გამორჩეულია თავისებური ჟღერადეობით ბრიტანელი არტისტი Kaidi Tatham. ის ჯაზისა და ჰაუსის სინთეზს მოიცავს. მას ხშირად ბრიტანელ ჰერბი ჰენკოკადაც კი მოიხსენიებენ. მუსიკოსი წლევანდელი გრემის ნომინანტია.

რაც შეეხება Dj Spen-ს, ის ამერიკელია, რომელიც სოულფულ ჰაუსისა და გოსპელის ჟღერადობით გამოირჩევა. მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. მას ნამუშევარი აქვს შემდეგ არტისტებთან Michael Jackson, Diana Ross, Macy Grey, Amy Winehouse, Donna Summer. მისი კომპოზიცია "Praying for You," რომელიც ლუი ვეგამ გაარემიქსა, 2021 წელს გრემიზე იყო ნომინირებული. აღსანიშნავია, რომ „Winter Jazz Gudauri“ ფესტივალის ამსახველი ვიდეო განთავსდება Djoon- ის იუთუბ პლატფორმაზე, ეს არის ლეგენდარული ფრანგული კლუბი, რომელიც 20 წელია ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე.“

25 თებერვალს საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.

პირველ საფესტივალო დღეს, 22.00 საათზე, დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით „We speak LUNIWAZ”, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ.

ფესტივალის ორგანიზატორი კახა კანდელაკი - „მოხარულები ვართ, რომ ტრადიციულ საერთაშორისო ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი შეემატა. მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება გუდაურში. ფესტივალს ცნობილი არტისტები ესტუმრებიან. სკოტ კინსი წამყვანი მუსიკოსია თანამედროვე ფუჟინ სტილისა და ვორლდ მუსიკის სფეროში, ასევე ჯაზის მიმართულებით. ის არის არა მხოლოდ პიანისტი, არამედ პროდიუსერი და ცნობილი საუნდტრეკების ავტორი (Ocean's Eleven, Ocean's Twelve, Ocean's Thirteen, Code 46, Stander, Confessions of a Dangerous Mind, The Girlfriend Experience, Smokin' Aces, Brown Sugar, Analyze That, Haywire, Bob Odenkirk's Let's Go To Prison).

სკოტ კინსი ჯო ზავინულის გვერდით მუშაობდა წლების განმავლობაში და ყველაზე კარგად იცნობს მის მუსიკას, მოგვიანებით ეს ყველაფერი აისახა კიდეც მუსიკოსის შემოქმედებაში. მისი ბენდი ოთხი ცნობილი არტისტისგან არის დაკომპლექტებული:

(Scott Kinsey - კლავიში, Francisco Fattoruso -ბასგიტარა, Seamus Blake -საქსაფონი Nicolas Viccaro-დასარტყამი ინსტრუმენტი)“

“Winter Jazz Gudauri” ფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნფრომოუშენსი“

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტვ იმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი მარკეტერი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო ალმა.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე.

R