აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "უეცრად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა“.
"იაპონიაშიც აგრესიული რიტორიკა ისმის და აშშ-ის დახმარებით ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სერიოზულად საუბრობენ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე მტკიცებით, აშშ-მა ახალი სამხედრო ბლოკი შექმნა, რომელიც სამხრეთ კორეასა და იაპონიას აერთიანებს.
"აღნიშნული სამხედრო ბლოკის მიზანი ნათელია, ისინი ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა "საკმაოდ აქტიურად ვითარდება“.
"საშინელებაა, როდესაც გაერთიანების ნაცვლად გვაქვს ტენდენციები, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, და მაინც, ეს მსოფლიოს ბევრ რეგიონში მიმდინარე სისტემური პროცესია და ამ ტენდენციაში მთავარი წვლილი მათ შეიტანეს, რომლებიც საკუთარ თავს სამყაროს ოსტატებად თვლიან. ყოფილი კოლონიური ძალები თანამედროვე სამყაროში არსებულ რეალობას უნდა შეეგუონ. არ უნდა იფიქრო, რომ ასეთი ძლიერი მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ დოლარი გაქვს“, - განაცხადა ლავროვმა.
ძალიანაც კარგი, იომეთ თქვენ და ამერიკამ წყნარ ოკეანეში. ჩვენ ბოლოს დვიძახებთ-ვინც მოვიდა გაუმარჯოს!!!!
დავსვათ ლეგიტიმური კითხვა თუ რა უნდათ ამ ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეისაგან?
ამ პატარა ქვეყანამ წლების წინ შესძლო ატომური იარაღისა და მისი მიმტანი საშუალებების-ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა.
ეს არის ერთად-ერთი ქმედითი საშუალება თავი დაიცვას პოტენციალური მოწინააღმდეგებიდან, როგორებიცაა აშშ და მისი სატელიტი ქვეყნები სამხრეთ კორეა და იაპონია.
ეს ქვეყნები იყენებენ ყველანაირ საშუალებებს (სანქციები, დეზინფორმაციები, ფეიკ-ნიუსები და ა.შ.) რომ როგორმე „გააშავონ“ ამ ქვეყნის იმიჯი.
მაგალითად, ნიუსები თუ ფეიკები ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის შიმშილისა და აუტანელი ცხოვრების შესახებ მინიმუმ ათი-ოცი წელია რაც მესმის...
ჩემი პირადი აზრით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს დალხინებული ცხოვრება არა აქვთ, რომელიც შექმნილია კვების პროდუქტების დეფიციტით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ისინი ისევ არსებობენ და თავი მაინც გააქვთ.
მოკლედ რომ ითქვას, აშშ და მისი მარიონეტი ქვეყნები ცდილობენ, რომ რამენაირად დაიყოლიონ ჩრდილოეთ კორეა ატომური არსენალის განადგურებისაკენ.
სიტყვაზე, თუ ასე მოხდა ეს ქვეყნები განახორციელებენ სამხედრო აგრესიას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ - მისი დაპყრობისა და განასდგურების მიზნით...
ეს არის და ეს.