საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, კა­კი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბა დრო­ე­ბით გა­და­დო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მი­ზე­ზი ისაა, რომ ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და სახ­ლში 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი ცხოვ­რობს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო მხა­რე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გა­აგ­რძე­ლებს, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს.

"აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­აღ­სრუ­ლე­ბო შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 31-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­სახ­ლე­ბა გა­და­დო, ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხი არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და ასე­ვე, ამ სახ­ლში ცხოვ­რობს 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი. სწო­რედ მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ მი­ე­ცათ და­მა­ტე­ბით დრო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო გა­აგ­რძე­ლებს მხა­რე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას იმის­თვის, რომ საქ­მე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­დეს", - გან­მარ­ტა­ვენ აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში.

მი­უ­ხე­და­ვად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა, ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ოჯა­ხის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ.

ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რის გა­და­დე­ბა მათ გა­მარ­ჯვე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­ცხს ნიშ­ნავს.

ცნო­ბის­თვის, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო კა­კი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბას დღეს გეგ­მავ­და. რო­გორც ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი, მა­რი­ამ კა­კი­აშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, მან 2014 წელს კერ­ძო მე­ვახ­შის­გან ისეს­ხა 5 ათა­სი დო­ლა­რი, რომ­ლის გა­დახ­დაც ვერ შეძ­ლო და სა­ბო­ლო­ოდ, ბინა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და, რო­მე­ლიც იმ კერ­ძო მე­ვახ­შემ შე­ის­ყი­და, რომ­ლის­გა­ნაც მან თან­ხა ისეს­ხა.

მა­რი­ამ კა­კი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას მე­ვახ­შე, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-25 ათა­სი დო­ლა­რის გა­დახ­დას სთხოვ­და.

კა­კი­აშ­ვი­ლის თქმით, მის­თვის ქი­რით გა­დას­ვლა მი­უ­ღე­ბე­ლია. ის ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ომის ვე­ტე­რა­ნია და 3 შვი­ლის დედა და ამ სახ­ლში 2 არას­რულ­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მა­რი­ამ კა­კი­აშ­ვი­ლი ითხოვს კონ­კრე­ტულ ვა­დას, რომ და­კის­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­და შეძ­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
K
0

ვალის აღება მაგარი იცის ხალხმა და გადახდის დრო რო მოუვათ ერთი ადგილით კაკალს ტეხავენ. სახლი რომ არ უნდა ჩადო იფოთეკაში მაგას ტვინი რად უნდა. 

Qeto
3

აი ამას ტვინი ხომ უნდა ჰა?... არჩევნების წინ ესეთი ლენჩობები არ აკეთო და ხალხი არ გააგიჟო...

ავტორი:

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, მიზეზი ისაა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში 2 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

მათივე განმარტებით, აღსრულების ბიურო მხარეებთან კომუნიკაციას გააგრძელებს, რომ შეთანხმება შედგეს.

"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს სააღსრულებო შესახებ კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე, გამოსახლება გადადო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ასევე, ამ სახლში ცხოვრობს 2 არასრულწლოვანი. სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით, მათ მიეცათ დამატებით დრო პრობლემის მოგვარებისთვის. აღსრულების ბიურო გააგრძელებს მხარეებთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ საქმე ნებაყოფლობით და შეთანხმებით დასრულდეს", - განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები და ოჯახის მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ.

ისინი ფიქრობენ, რომ გამოსახლების პროცედურის გადადება მათ გამარჯვებას და ხელისუფლების მარცხს ნიშნავს.

ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას დღეს გეგმავდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ კაკიაშვილი აცხადებდა, მან 2014 წელს კერძო მევახშისგან ისესხა 5 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, რომელიც იმ კერძო მევახშემ შეისყიდა, რომლისგანაც მან თანხა ისესხა.

მარიამ კაკიაშვილის განმარტებით, მას მევახშე, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა.

კაკიაშვილის თქმით, მისთვის ქირით გადასვლა მიუღებელია. ის ასევე განმარტავს, რომ ომის ვეტერანია და 3 შვილის დედა და ამ სახლში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

მარიამ კაკიაშვილი ითხოვს კონკრეტულ ვადას, რომ დაკისრებული ფინანსური ვალდებულების გადახდა შეძლოს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"