სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაპირებ, ხმა მივაწვდინო ილონ მასკს" - ათობით ათასი ასანთის ღერისგან შექმნილი SpaceX Starship, საკრუიზო ლაინერი და Wizz Air-ის თვითმფრინავი: ვინ არის შთამბეჭდავი კონსტრუქციების ავტორი?
"ვაპირებ, ხმა მივაწვდინო ილონ მასკს" - ათობით ათასი ასანთის ღერისგან შექმნილი SpaceX Starship, საკრუიზო ლაინერი და Wizz Air-ის თვითმფრინავი: ვინ არის შთამბეჭდავი კონსტრუქციების ავტორი?

20 წლის ალექ­სან­დრე აბუ­სე­ლი­ძემ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და რთულ კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა. ამის­თვის დას­ჭირ­და 1 წელი და 300 000 ათა­სი (6250 კო­ლო­ფი) ასან­თის ღერი... შექ­მნა SpaceX Starship -ის, ილონ მას­კის კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ანა­ლო­გი­უ­რი კონ­სტრუქ­ცია, რომ­ლის სი­მაღ­ლე 3 მეტრს აღ­წევს, კონ­სტრუქ­ცია შე­ი­ცავს რა­კე­ტის დამ­ჭე­რებს, ამ­წყობ მე­ქა­ნიზ­მებს, ლიფტს და ბევრ სხვა დე­ტალს...

"თა­ვი­სი მას­შტა­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­სტრუქ­ცია რე­კორ­დუ­ლია და მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რეა, გთხოვთ შე­მი­ფა­სოთ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალექ­სან­დრე.

ახალ­გაზ­რდუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ალექ­სან­დრე აბუ­სე­ლი­ძე 20 წლი­საა, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის მე-2 კურ­სის სტუ­დენ­ტი, ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს­თან არ­სე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი საბ­ჭოს წევ­რი, 2020-2021 წლებ­ში სკო­ლა "ნიკე"-ს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, და­ამ­თავ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლე­ჯი ,"გოლ­დენ შეა", მზა­რე­უ­ლის სპე­ცი­ა­ლო­ბით. 2018-2019 წლებ­ში ფო­რუმ "გა­ე­როს ასამ­ბლე­ის" ლი­დე­რი დე­ლე­გა­ტი იყო. გა­ი­ა­რა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტრე­ნინ­გე­ბი-ბრი­უ­სე­ლის BXL აკა­დე­მი­ა­სა და პრა­ღა­ში - ლონ­დო­ნის ინ­სტი­ტუ­ტში 2019 და 2022 წლის პე­რი­ოდ­ში...

  • ალექ­სან­დრე აბუ­სე­ლი­ძე თა­ვის მას­შტა­ბურ ნა­მუ­შე­ვარ­ზე და სხვა მიზ­ნებ­ზეც გვე­სა­უბ­რა...

- ალექ­სან­დრე, რო­გორც კონ­სტრუქ­ტორს უკვე ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გაქვთ შექ­მნი­ლი ასან­თის ღე­რე­ბის­გან...

- დიახ, პირ­ვე­ლი იყო სა­ზა­ფხუ­ლო სახ­ლი, რო­მე­ლიც 12 000 ღე­რის­გან არის აგე­ბუ­ლი. მა­შინ ჯერ კი­დევ არ მქონ­და დახ­ვე­წი­ლი აგე­ბის ტექ­ნი­კა. მე­ო­რე იყო ემ­ფა­ი­ერ-სთე­ით-ბილ­დინ­გი, რის­თვი­საც სამი თვე და 13 000 ასან­თის ღერი დამ­ჭირ­და. შემ­დეგ იყო ელექტრო­ნუ­ლი წის­ქვი­ლი, რო­მელ­შიც პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნე ელექტრო­ბა, და­ვა­მონ­ტა­ჟე გა­ნა­თე­ბა და ბორ­ბა­ლი, რო­მე­ლიც ბრუ­ნავს. შემ­დეგ უფრო მას­შტა­ბუ­რი მა­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე: სკო­ლა "ნიკე", რო­მე­ლიც და­ვას­რუ­ლე, 41 000 ასან­თის ღე­რის­გან ავა­წყვე. ყვე­ლა კლა­სი და გა­რე­თა სივ­რცე ნამ­დვი­ლის იდენ­ტუ­რია. ავა­წყვე ბიგ-ბე­ნის მა­კე­ტიც, რო­მე­ლიც ორი­გი­ნა­ლის ზუს­ტი ას­ლია, რის­თვი­საც 8000 ღერი გა­მო­ვი­ყე­ნე. რა თქმა უნდა, სა­ა­თის მე­ქა­ნიზ­მი მუ­შა­ობს. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და ურ­თუ­ლე­სი იყო "ვიზ ეა­რის" თვითმფრი­ნა­ვის მო­დე­ლი "ა 320", 21 000 ასან­თის ღე­რით. ზუს­ტი და ანა­ლო­გი­ის არმ­ქო­ნე მა­კე­ტია. რე­კორ­დუ­ლად სწრაფ დრო­ში, სამ კვი­რა­ში ავა­წყვე.

სა­ბო­ლოო ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რია "რო­ი­ალ კა­რი­ბი­ა­ნის" საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი 100 000 ასან­თის ღე­რის­გან, რო­მელ­შიც არის რეს­ტო­რა­ნი, სკვე­რი, მა­ნა­თო­ბე­ლი კონ­სტრუქ­ცია, ვერ­ტმფრე­ნი.. ამის­თვის სამი თვე დამ­ჭირ­და.

- ახ­ლა­ხან შექ­მნილ მას­შტა­ბურ ნა­მუ­შე­ვარ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- მას შემ­დეგ, რაც ავა­წყე რო­ი­ალ კა­რი­ბი­ა­ნის საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 100 000 ღერს, რო­მელ­მაც ასე­ვე მი­ი­პყრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ყუ­რა­დღე­ბა და და­იმ­სა­ხუ­რა მო­წო­ნე­ბა, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე ამე­გო მე­ტად მას­შტა­ბუ­რი და ამ­ჯე­რად მა­ღა­ლი კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც მსურ­და კოს­მოს­თან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამე­წყო ილონ მას­კის ცნო­ბი­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი - SpaceX Starship, რო­მე­ლიც ჯერ სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ზეა... აღ­ნიშ­ნულ კონ­სტრუქ­ცი­ას ვა­შე­ნებ­დი 1 წლის მან­ძილ­ზე, ყო­ველ­დღე 1000-2000-მდე ასან­თის ღერი ემა­ტე­ბო­და კონ­სტრუქ­ცი­ას და სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხარ­ჯა 300 000 ასან­თის ღერი. სი­მაღ­ლე თით­ქმის 3 მეტ­რია...

- რა იყო ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე?

- სირ­თუ­ლე იყო ვი­ზუ­ა­ლუ­რად იდენ­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც მთა­ვარ კონ­სტრუქ­ტაჟს სა­თი­თა­ოდ ემაგ­რე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასან­თის­გან - ოვა­ლუ­რი, სამ­კუ­თხა, რომ­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბის ამოჭ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია... კონ­სტრუქ­ცი­ის შიდა ლან­დშაფ­ტურ ნა­წილ­ში არის ლიფ­ტის იმი­ტა­ცია სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტზე ამ­სვლე­ლის... უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ და­ვუ­კავ­შირ­დეთ უცხო­ურ მე­დი­ებს და პი­რა­დად მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა ილონ მასკს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს - ვფიქ­რობ ერთი წელი და­ვის­ვე­ნო და ახა­ლი, მე­ტად დახ­ვე­წი­ლი კონ­სტრუქ­ცია 2025 წლის­თვის მო­ვამ­ზა­დო, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი რა იქ­ნე­ბა... უბ­რა­ლოდ, ეს ჰობი არის ჩემ­თვის, გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა სწავ­ლის­გან, ახალ­გაზ­რდუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ რა­ტომ ავირ­ჩიე კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი - 2 წლის წინ თვითმფრი­ნა­ვი, 1 წლის წინ საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი და ახლა რა­კე­ტა, ასე მივ­ყვე­ბი, შე­საძ­ლოა მა­ტა­რე­ბე­ლიც ავა­წყო სა­მო­მავ­ლოდ.

- წლის "ხე­ლო­ვა­ნი ბა­თუ­მის­თვის" გახ­დით, რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

- ეს არის ჯილ­დო, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რი­ამ მო­მა­ნი­ჭა, ხალ­ხის წარ­დგი­ნე­ბით და კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვი­მარ­ჯვე, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას შრო­მის და­ფა­სე­ბის­თვის...

- ჩი­ნეთ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­დით, გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ...

- დიახ ჩი­ნეთ­ში, კერ­ძოდ, შან­ხა­ი­სა და ლი­ა­ნუნ­გან­გში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ვე­დი სი­ტყვით და წარ­ვად­გი­ნე ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი, რო­მე­ლიც არის ლი­ა­ნუნ­გან­გის ე.წ. "საძ­მო" ქა­ლა­ქი. "მრგვა­ლი მა­გი­დის" გარ­შე­მო წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 24 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ჩი­ნეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი რო­გორც მე­რის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, კონ­ფე­რენ­ცია იყო ახალ­გაზ­რდუ­ლი, რი­გით მე­ო­რე.

- არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ხართ...

- ჩემი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. მე ვიქ­ნე­ბი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი "ხიდი" ახალ­გაზ­რდებ­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნოს შო­რის. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდებს ხელი შე­ვუ­წყო მათი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მივ­ცე მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი თავი, და­ვეხ­მა­რო რიგი ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. მი­ხა­რია, რო­დე­საც ვხე­დავ მეტ წარ­მა­ტე­ბულ და გან­ვი­თა­რე­ბულ ახალ­გაზ­რდას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ვარ და ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გვერ­დით. "

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილონ მასკი
1

გისმენთ, აბა რა გინდათ??

ბათუ
1

მასკისგან - ნეტავ რა უნდა ამ მერის მრჩეველს :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვაპირებ, ხმა მივაწვდინო ილონ მასკს" - ათობით ათასი ასანთის ღერისგან შექმნილი SpaceX Starship, საკრუიზო ლაინერი და Wizz Air-ის თვითმფრინავი: ვინ არის შთამბეჭდავი კონსტრუქციების ავტორი?

"ვაპირებ, ხმა მივაწვდინო ილონ მასკს" - ათობით ათასი ასანთის ღერისგან შექმნილი SpaceX Starship, საკრუიზო ლაინერი და Wizz Air-ის თვითმფრინავი: ვინ არის შთამბეჭდავი კონსტრუქციების ავტორი?

20 წლის ალექსანდრე აბუსელიძემ ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა დაასრულა. ამისთვის დასჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი (6250 კოლოფი) ასანთის ღერი... შექმნა SpaceX Starship -ის, ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ანალოგიური კონსტრუქცია, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, კონსტრუქცია შეიცავს რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს...

"თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში მეორეა, გთხოვთ შემიფასოთ" - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე.

ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე აბუსელიძე 20 წლისაა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მე-2 კურსის სტუდენტი, ბათუმის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრი, 2020-2021 წლებში სკოლა "ნიკე"-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე, დაამთავრა საერთაშორისო კოლეჯი ,"გოლდენ შეა", მზარეულის სპეციალობით. 2018-2019 წლებში ფორუმ "გაეროს ასამბლეის" ლიდერი დელეგატი იყო. გაიარა საკვალიფიკაციო ტრენინგები-ბრიუსელის BXL აკადემიასა და პრაღაში - ლონდონის ინსტიტუტში 2019 და 2022 წლის პერიოდში...

  • ალექსანდრე აბუსელიძე თავის მასშტაბურ ნამუშევარზე და სხვა მიზნებზეც გვესაუბრა...

- ალექსანდრე, როგორც კონსტრუქტორს უკვე ბევრი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი ასანთის ღერებისგან...

- დიახ, პირველი იყო საზაფხულო სახლი, რომელიც 12 000 ღერისგან არის აგებული. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დახვეწილი აგების ტექნიკა. მეორე იყო ემფაიერ-სთეით-ბილდინგი, რისთვისაც სამი თვე და 13 000 ასანთის ღერი დამჭირდა. შემდეგ იყო ელექტრონული წისქვილი, რომელშიც პირველად გამოვიყენე ელექტრობა, დავამონტაჟე განათება და ბორბალი, რომელიც ბრუნავს. შემდეგ უფრო მასშტაბური მაკეტების გაკეთება დავიწყე: სკოლა "ნიკე", რომელიც დავასრულე, 41 000 ასანთის ღერისგან ავაწყვე. ყველა კლასი და გარეთა სივრცე ნამდვილის იდენტურია. ავაწყვე ბიგ-ბენის მაკეტიც, რომელიც ორიგინალის ზუსტი ასლია, რისთვისაც 8000 ღერი გამოვიყენე. რა თქმა უნდა, საათის მექანიზმი მუშაობს. ყველაზე შთამბეჭდავი და ურთულესი იყო "ვიზ ეარის" თვითმფრინავის მოდელი "ა 320", 21 000 ასანთის ღერით. ზუსტი და ანალოგიის არმქონე მაკეტია. რეკორდულად სწრაფ დროში, სამ კვირაში ავაწყვე.

საბოლოო ყველაზე მასშტაბურია "როიალ კარიბიანის" საკრუიზო ლაინერი 100 000 ასანთის ღერისგან, რომელშიც არის რესტორანი, სკვერი, მანათობელი კონსტრუქცია, ვერტმფრენი.. ამისთვის სამი თვე დამჭირდა.

- ახლახან შექმნილ მასშტაბურ ნამუშევარზე გვიამბეთ...

- მას შემდეგ, რაც ავაწყე როიალ კარიბიანის საკრუიზო ლაინერი, რომელიც მოიცავს 100 000 ღერს, რომელმაც ასევე მიიპყრო საზოგადოების დიდი ყურადღება და დაიმსახურა მოწონება, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამეგო მეტად მასშტაბური და ამჯერად მაღალი კონსტრუქცია, რომელიც მსურდა კოსმოსთან დამეკავშირებინა. ამიტომ გადავწყვიტე ამეწყო ილონ მასკის ცნობილი კოსმოსური ხომალდი - SpaceX Starship, რომელიც ჯერ სატესტო რეჟიმზეა... აღნიშნულ კონსტრუქციას ვაშენებდი 1 წლის მანძილზე, ყოველდღე 1000-2000-მდე ასანთის ღერი ემატებოდა კონსტრუქციას და საბოლოოდ დაიხარჯა 300 000 ასანთის ღერი. სიმაღლე თითქმის 3 მეტრია...

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

- სირთულე იყო ვიზუალურად იდენტური დეტალების შექმნა, რომლებიც მთავარ კონსტრუქტაჟს სათითაოდ ემაგრებოდა. მოგეხსენებათ, ასანთისგან - ოვალური, სამკუთხა, რომბული ფიგურების ამოჭრა საკმაოდ რთულია... კონსტრუქციის შიდა ლანდშაფტურ ნაწილში არის ლიფტის იმიტაცია საკონტროლო პუნქტზე ამსვლელის... უახლოეს მომავალში ვაპირებთ დავუკავშირდეთ უცხოურ მედიებს და პირადად მივაწვდინოთ ხმა ილონ მასკს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი გამომივა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - ვფიქრობ ერთი წელი დავისვენო და ახალი, მეტად დახვეწილი კონსტრუქცია 2025 წლისთვის მოვამზადო, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა იქნება... უბრალოდ, ეს ჰობი არის ჩემთვის, განტვირთვის საშუალება სწავლისგან, ახალგაზრდული სამსახურისგან. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ ავირჩიე კოსმოსური ხომალდი - 2 წლის წინ თვითმფრინავი, 1 წლის წინ საკრუიზო ლაინერი და ახლა რაკეტა, ასე მივყვები, შესაძლოა მატარებელიც ავაწყო სამომავლოდ.

- წლის "ხელოვანი ბათუმისთვის" გახდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ეს არის ჯილდო, რომელიც ქალაქ ბათუმის მერიამ მომანიჭა, ხალხის წარდგინებით და კონკურსის საფუძველზე გავიმარჯვე, დიდი მადლობა ყველას შრომის დაფასებისთვის...

- ჩინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდით, გვიამბეთ ამის შესახებ...

- დიახ ჩინეთში, კერძოდ, შანხაისა და ლიანუნგანგში, საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის ფარგლებში გამოვედი სიტყვით და წარვადგინე ქალაქი ბათუმი, რომელიც არის ლიანუნგანგის ე.წ. ,,საძმო" ქალაქი. ,,მრგვალი მაგიდის" გარშემო წარმოდგენილი იყო 24 ქვეყნის წარმომადგენელი. ჩინეთში ვიმყოფებოდი როგორც მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, კონფერენცია იყო ახალგაზრდული, რიგით მეორე.

- არაერთი ახალგაზრდული პროექტის ავტორი, ორგანიზატორი ხართ...

- ჩემი მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მე ვიქნები დამაკავშირებელი ,,ხიდი" ახალგაზრდებსა და აღმასრულებელ ორგანოს შორის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყო მათი უნარ-ჩვევების განვითარებაში, მივცე მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი თავი, დავეხმარო რიგი ახალგაზრდული პროექტების, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მიხარია, როდესაც ვხედავ მეტ წარმატებულ და განვითარებულ ახალგაზრდას, აქედან გამომდინარე, მე ვარ და ვიქნები ჩვენი მომავალი თაობის გვერდით. "