მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

26

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ქონებას მითვლიან... 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, რა ვქნა, ბევრს ვპატრონობ" - რას ჰყვება სკანდალური მევახშე და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?
"თურმე ქონებას მითვლიან... 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, რა ვქნა, ბევრს ვპატრონობ" - რას ჰყვება სკანდალური მევახშე და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

დღეს, 23 იან­ვარს, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის N1-ში მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­მო­ა­სახ­ლა. ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ბი­ნა­ში შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, პო­ლი­ცი­ამ ჯერ სივ­რცის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და, შემ­დეგ კი ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნა.

  • აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია ბი­ნა­ში შეს­ვლას ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ცდი­ლობ­და. მათ შე­დუ­ღე­ბუ­ლი დახ­ვდათ რო­გორც ბი­ნა­ში, ისე სა­დარ­ბა­ზო­ში შე­სას­ვლე­ლი კა­რე­ბი. ბი­ნა­ში შეს­ვლა­ში მათ და­ეხ­მა­რათ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ტექ­ნი­კა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

რო­გორც ბი­ნის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მან "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან" თან­ხა 2008 წელს ისეს­ხა, თუმ­ცა 2013 წელს თვე­ნა­ხევ­რის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის გამო, საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა და ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა ის კერ­ძო იპო­თე­კა­რებ­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა - სა­ბო­ლო­ოდ, ხა­ტი­აშ­ვი­ლებ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს" 10-წლი­ან 20 000-ის სესხში 5 წე­ლი­წად­ში 43 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის­თვის კი მათ მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­დახ­დი­ლი აქვთ 80 000 დო­ლა­რი.

აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს პირ­ვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვილ­მა 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღო. მა­შინ მან სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი სამი თვით გა­და­ი­დო. ბი­ნი­დან გა­მო­სახ­ლე­ბის თა­რი­ღად 2020 წლის 4 თე­ბერ­ვა­ლი და­ი­ნიშ­ნა. იმ დღეს კე­კე­ლი­ძის პირ­ველ ნო­მერ­ში მი­სულ აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ას ოჯახ­მა და მის­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი კი­დევ გა­და­ი­დო და 2020 წლის 20 მარ­ტის­თვის და­ი­ნიშ­ნა. მარ­ტის და­სა­წყის­ში, კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო, სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­სახ­ლე­ბებ­ზე სა­ყო­ველ­თაო მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ა­ცხა­და და მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბა პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ჩერ­და.

ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ას 2022 წლის 17 ივ­ნისს ჰქონ­და, თუმ­ცა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი ბი­ნი­დან მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის, მათ შო­რის ჩვი­ლის, გა­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა ხმა­უ­რის, და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ქუ­ჩის გა­და­კეტვის შემ­დეგ.

აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია კე­კე­ლი­ძის N1-ში მი­სუ­ლი იყო გა­სულ წელ­საც, ზუს­ტად 23 იან­ვარს. აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ გა­და­დო გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

მა­რი­ნე ხა­ტი­აშ­ვი­ლი: "დღეს კი­დევ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ახ­ლობ­ლე­ბი და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ. არ­სად გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ, არც გა­ჩე­რე­ბას, ვეც­დე­ბით, რომ ნაც-ქო­ცუ­რი კო­ა­ლი­ცია და­ვას­რუ­ლოთ. ქუ­ჩა­ში კი დავ­რჩით, მაგ­რამ, ღვთის მად­ლით, მყავს მე­გობ­რე­ბი და მათ­თან გა­ვა­თე­ნებ ღა­მე­ებს... ჩვენ­სა და მე­ვახ­შეს შო­რის გუ­შინ ვერ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა იმი­ტომ, რომ ისეთ საქ­მე­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც 5 წელი არ გა­მო­ვი­და, სა­ა­თე­ბით ადრე რო­გორ გა­მო­ვი­დო­და? ისე, ესეც თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა იყო...

სა­სა­მარ­თლომ ბინა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა და ვის­გა­ნაც თან­ხა ნა­სეს­ხე­ბი მაქვს, იმან­ვე შე­ის­ყი­და. დავ­რჩი ღია ცის ქვეშ. სა­ხელ­მწი­ფო აწყო­ბი­ლია სა­მე­ვახ­შეო სის­ტე­მა­ზე და არა­ვი­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დად­გეს - არც ის მე­ვახ­შე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყო და არც ჩვენ. ამ ქალ­ბა­ტონ­მა იმ­დე­ნი ქნა, ხელ­ში ჩა­იგ­დო ქო­ნე­ბა, რო­გორც ჩანს, მას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­შიც და სხვა­გა­ნაც ჰყავს მფარ­ვე­ლე­ბი. ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა (რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლეა გა­მო­ნაკ­ლი­სი) მე­ვახ­შე­ებს, ჩვე­ნი მო­სა­მარ­თლეც ეჭვი მაქვს, გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და დვალ­თან. რომ არა კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა, ეს საქ­მე ასე არ გა­და­წყდე­ბო­და. ჩვენ უამ­რა­ვი მა­სა­ლა გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, რომ ესე­ნი არც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან და არც არა­ფე­რი. როცა ვჩი­ო­დი, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღეს.

დღეს აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რომ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ჩემი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­რეთ გა­მო­ყა­რა, წიგ­ნე­ბი ტა­ლახ­ში ყრია და ფე­ხე­ბით გა­და­უ­ა­რეს. ამა­ზე ძაან არა­ფერ­ზე დამ­წყვე­ტია გული. რა თქმა უნდა, ვა­პი­რებ ბრძო­ლას ამ ქალ­ბა­ტო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ადა­მი­ან­საც ვერ და­არ­ქმევ, არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. დღეს ჩემ­თან პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბა ჩა­ტარ­და (რაც 2015 წელს აიკ­რძა­ლა), აღ­სრუ­ლე­ბა და პო­ლი­ცია ერ­თად მოქ­მე­დებ­და, ახ­ლაც იქ არი­ან, პო­ლი­ცი­ა­მაც დაგ­ვარ­ბია, როცა გა­მოვ­დი­ო­დი წა­მაქ­ცი­ეს, კეფა მაქვს დარ­ტყმუ­ლი, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. სის­ტე­მას­თან ბრძო­ლას ვა­პი­რებ, რა საკ­ვირ­ვე­ლია, სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში".

  • "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­ირ­კვა, რომ 68 წლის მე­ვახ­შე და­რე­ჯან დვა­ლი ფლობს უამ­რავ უძ­რავ ქო­ნე­ბას და მის ან­გა­რიშ­ზეა 6 ბინა, 7 მი­წის ნაკ­ვე­თი და სხვა.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, და­რე­ჯან დვა­ლი მუდ­მი­ვად სხვი­სი ქო­ე­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ასე­ვე, ჰყავს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი, რად­გან ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი მე­ვახ­შე­ო­ბით, მხო­ლოდ იმით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, რომ სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის ქო­ნე­ბა მი­ი­ტა­ცონ და ისი­ნი ქუ­ჩა­ში და­ტო­ვონ ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი დაგვტო­ვა.

"და­რე­ჯან დვა­ლი არა­ვინ იცის, ვინ არის, ალ­ბათ ვი­ღაც პარ­ლა­მენ­ტა­რის, ან ვი­ღაც ბიზ­ნეს­მე­ნის ფულს ატ­რი­ა­ლებს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ლო­შე­ბი­ა­ნი ქა­ლია, რო­მე­ლიც ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხის ბი­ნე­ბით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით ჭამს საჭ­მელს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. მას ოჯა­ხის სამი წევ­რი მე­ვახ­შე ჰყავს. აღ­სრუ­ლე­ბის ფურ­ცლით 43 600 დო­ლა­რი იყო გა­და­სახ­დე­ლი და მა­შინ რომ გა­დაგ­ვე­ხა­და, ბი­ნას და­ვიბ­რუ­ნებ­დით, მაგ­რამ გა­ი­წე­ლა სი­ტუ­ა­ცია, მა­შინ ვერ გა­და­ვი­ხა­დეთ. აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა და თვი­თონ მო­ი­გო ეს ბინა. მას შემ­დეგ თით­ქმის 2-ჯერ მეტს, 70 ათას დო­ლარს ვთა­ვა­ზობთ, მაგ­რამ უარ­ზეა, გუ­შინ და დღეს დი­ლამ­დე მე­ვახ­შე დვა­ლი 130 ათას დო­ლარს ითხოვ­და“, - ამ­ბობს ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რი.

AMBEBI.GE და­რე­ჯან დვალს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და ისიც, რომ მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავს. რო­გორც მე­ვახ­შე გვარ­წმუ­ნებს, მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი კი არა, ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნია მისი მფარ­ვე­ლი.

"ცუ­დად ვარ, ვწე­რავ, აწე­უ­ლი მაქვს შა­ქა­რი და წნე­ვა. ეს არ არის კარ­გი საქ­მე და მე ცუ­დად ვარ... რა ბრალ­დე­ბე­ბიც გა­ის­მა, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, ვინც ჩემ­ზე რა­ღა­ცე­ებს ლა­პა­რა­კობს, უთხა­რით, სიც­რუ­ეს თავი და­ა­ნე­ბონ. ქო­ნე­ბას მით­ვლი­ან, 6 სახ­ლიო, 7 მი­წის ნაკ­ვე­თიო, და ვა­ი­მე, დედა, რა ვქნა, 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლიც მყავს და ვერ გავ­წყვი­ტავ ვერც მათ და ვერც მათ შვი­ლებს?! ყვე­ლას მე ვპატ­რო­ნობ და ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მყავს - რძალ­მა შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც მე უნდა გავ­ზარ­დო, ვუ­პატ­რო­ნო და ამის გარ­და, გა­ჭი­რე­ბუ­ლი კი­დევ მი­ლი­ო­ნი მყავს. ვინ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მფარ­ვე­ლობს, ვუი, ვუი, და­მა­ნე­ბეთ თავი, არ გა­მა­ცი­ნოთ, კა­ნო­ნია ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი! ცუ­დად ვარ და ისე ნუ იზამთ, უა­რე­სად გავ­ხდე" - ამ­ბობს და­რე­ჯან დვა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მევახშის ისტორია ასეთია,ბანკი და კრედიტინფო შეგნებულად გიფუჭებენ ისტორიას,მიდიხარ მევახშესთან,სახლი ღირს 30 000 $ ,მოდის გამსესხებელი, შუამავალი და შუამავლის დამქაში-ესა უკანასკნელია მხოლოდ ამ სამი პირიდან ვისი ტელეფონიც ჩანს საიტებზე განცხადებებში , სხვები დაფარულნი არიან , არა სჩანან. 2,5 % 10 000 $ ან 3% 10 000 $. რეალურად გამსესხებელს 2 თვის მიაქვს წინასწარ, ანუ გაძლევს 9500 $ ან სულაც 9400 $. რასაც წესით უნდა მოაკლო წინასწარ გადახდილის 2,5 %=150$ ამას კარგავ ყოველთვე, რადგან წინასწარ იხდი მომავალ თვეებშიც , ანუ +1800$ დანაკარგში! შუამავალს 4%, და 2% დამქაშს მიაქვს =600 $ნოტარიუსის ხარჯი 100 $

ანუ შენ რეალურად მიიღე განკარგულებაში სადღაც 8600 დოლარი.

უნდა დააბრუნო 13600 $ გამოვიდა წლიური 58% და თვეში 4,83 %

ეს ფული უმეტეს შემთხვევაში ფუნქციონერისაა,ბიზნესმენი ასეთ რამეებს არ შვება ,არ აქვს თავისუფალი ფული ,თან ამის ფანტაზიაც არ გააჩნია-ეს ბიზნესი არაა, თაღლითობაა. ფუნქციონერი არსებობს სახელისუფლებო და პარტიული, ასევე მონოპოლისტების მენეჯერები , მათ შორის იმ ბანკებისაც, კრედიტი რომ არ მოგცეს და თან ისტორია ჩაგისვარეს. არამწარმოებლური წრე აწარმოებს ფულს თქვენს ხარჯზე, არც კი იბეგრება , აბა ვინმე მოსთხოვს ამათ გადასახადს?

ნანა
3

ერთადერთი ბინის ჩადება უნდა აიკრძალოს კანონით, ხოლო ბანკების და მათზე მიბმული მევახშეების პროცენტი იყოს მინიმალური

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

"თურმე ქონებას მითვლიან... 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, რა ვქნა, ბევრს ვპატრონობ" - რას ჰყვება სკანდალური მევახშე და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

"თურმე ქონებას მითვლიან... 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, რა ვქნა, ბევრს ვპატრონობ" - რას ჰყვება სკანდალური მევახშე და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

დღეს, 23 იანვარს, აღსრულების პოლიციამ თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლა. ოჯახის წევრებთან ერთად ბინაში შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ, პოლიციამ ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

  • აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვენახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან 20 000-ის სესხში 5 წელიწადში 43 000 დოლარი გადაუხადეს. კერძო იპოთეკარებისთვის კი მათ მთლიანობაში გადახდილი აქვთ 80 000 დოლარი.

აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.

აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო გამოსახლების პროცესი.

მარინე ხატიაშვილი: "დღეს კიდევ შევიკრიბებით ახლობლები და მოვილაპარაკეთ, როგორ მოვიქცეთ. არსად გაქცევას არ ვაპირებ, არც გაჩერებას, ვეცდებით, რომ ნაც-ქოცური კოალიცია დავასრულოთ. ქუჩაში კი დავრჩით, მაგრამ, ღვთის მადლით, მყავს მეგობრები და მათთან გავათენებ ღამეებს... ჩვენსა და მევახშეს შორის გუშინ ვერ შედგა შეთანხმება იმიტომ, რომ ისეთ საქმეზე მოლაპარაკება, რომელიც 5 წელი არ გამოვიდა, საათებით ადრე როგორ გამოვიდოდა? ისე, ესეც თვალში ნაცრის შეყრა იყო...

სასამართლომ ბინა აუქციონზე გაიტანა და ვისგანაც თანხა ნასესხები მაქვს, იმანვე შეისყიდა. დავრჩი ღია ცის ქვეშ. სახელმწიფო აწყობილია სამევახშეო სისტემაზე და არავინაა დაინტერესებული, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება დადგეს - არც ის მევახშე დაზარალებულიყო და არც ჩვენ. ამ ქალბატონმა იმდენი ქნა, ხელში ჩაიგდო ქონება, როგორც ჩანს, მას სასამართლო სისტემაშიც და სხვაგანაც ჰყავს მფარველები. ზოგადად, სასამართლო სისტემა ემსახურება (რამდენიმე მოსამართლეა გამონაკლისი) მევახშეებს, ჩვენი მოსამართლეც ეჭვი მაქვს, გარიგებაში შევიდა დვალთან. რომ არა კორუფციული გარიგება, ეს საქმე ასე არ გადაწყდებოდა. ჩვენ უამრავი მასალა გვაქვს მოპოვებული, რომ ესენი არც გადასახადებს იხდიან და არც არაფერი. როცა ვჩიოდი, მოსამართლეებმა საქმე წარმოებაში არ მიიღეს.

დღეს აღსრულების ბიურომ ყველაფერი, მათ შორის ჩემი ბიბლიოთეკა გარეთ გამოყარა, წიგნები ტალახში ყრია და ფეხებით გადაუარეს. ამაზე ძაან არაფერზე დამწყვეტია გული. რა თქმა უნდა, ვაპირებ ბრძოლას ამ ქალბატონის წინააღმდეგ, რომელსაც ადამიანსაც ვერ დაარქმევ, არ არის ადეკვატური. დღეს ჩემთან პოლიციური გამოსახლება ჩატარდა (რაც 2015 წელს აიკრძალა), აღსრულება და პოლიცია ერთად მოქმედებდა, ახლაც იქ არიან, პოლიციამაც დაგვარბია, როცა გამოვდიოდი წამაქციეს, კეფა მაქვს დარტყმული, გონება დავკარგე. სისტემასთან ბრძოლას ვაპირებ, რა საკვირველია, სამართლებრივ ჩარჩოებში".

  • "ტვ პირველის" ინფორმაციით გაირკვა, რომ 68 წლის მევახშე დარეჯან დვალი ფლობს უამრავ უძრავ ქონებას და მის ანგარიშზეა 6 ბინა, 7 მიწის ნაკვეთი და სხვა.

ხატიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, დარეჯან დვალი მუდმივად სხვისი ქოენების მიტაცებითაა დაკავებული და ასევე, ჰყავს მაღალჩინოსანი მფარველები, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართულები მევახშეობით, მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ სხვადასხვა პირების ქონება მიიტაცონ და ისინი ქუჩაში დატოვონ ისევე, როგორც ჩვენ, ხუთსულიანი ოჯახი დაგვტოვა.

"დარეჯან დვალი არავინ იცის, ვინ არის, ალბათ ვიღაც პარლამენტარის, ან ვიღაც ბიზნესმენის ფულს ატრიალებს. ჩვეულებრივი კალოშებიანი ქალია, რომელიც ასე გამწარებული ხალხის ბინებით ნაშოვნი ფულით ჭამს საჭმელს მთელი ცხოვრება. მას ოჯახის სამი წევრი მევახშე ჰყავს. აღსრულების ფურცლით 43 600 დოლარი იყო გადასახდელი და მაშინ რომ გადაგვეხადა, ბინას დავიბრუნებდით, მაგრამ გაიწელა სიტუაცია, მაშინ ვერ გადავიხადეთ. აუქციონზე გაიტანა და თვითონ მოიგო ეს ბინა. მას შემდეგ თითქმის 2-ჯერ მეტს, 70 ათას დოლარს ვთავაზობთ, მაგრამ უარზეა, გუშინ და დღეს დილამდე მევახშე დვალი 130 ათას დოლარს ითხოვდა“, - ამბობს ხატიაშვილის ოჯახის წევრი.

AMBEBI.GE დარეჯან დვალს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ბრალდება უარყო და ისიც, რომ მფარველები ჰყავს. როგორც მევახშე გვარწმუნებს, მაღალჩინოსანი კი არა, ქვეყანაში კანონია მისი მფარველი.

"ცუდად ვარ, ვწერავ, აწეული მაქვს შაქარი და წნევა. ეს არ არის კარგი საქმე და მე ცუდად ვარ... რა ბრალდებებიც გაისმა, ყველაფერი ტყუილია, ვინც ჩემზე რაღაცეებს ლაპარაკობს, უთხარით, სიცრუეს თავი დაანებონ. ქონებას მითვლიან, 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, და ვაიმე, დედა, რა ვქნა, 6 დედმამიშვილიც მყავს და ვერ გავწყვიტავ ვერც მათ და ვერც მათ შვილებს?! ყველას მე ვპატრონობ და ძალიან ბევრი გაჭირვებული მყავს - რძალმა შვილები მიატოვა, რომლებიც მე უნდა გავზარდო, ვუპატრონო და ამის გარდა, გაჭირებული კიდევ მილიონი მყავს. ვინ მაღალჩინოსანი მფარველობს, ვუი, ვუი, დამანებეთ თავი, არ გამაცინოთ, კანონია ჩვენი მფარველი! ცუდად ვარ და ისე ნუ იზამთ, უარესად გავხდე" - ამბობს დარეჯან დვალი.