მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა
"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექთან გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ტა­ძარ­ში გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­ვი­და, მა­მა­კაც­მა ხელი სთხო­ვა. შემ­თხვე­ვა გუ­რი­ა­ში მოხ­და, ქალი ნინო მო­ის­წრა­ფეშ­ვი­ლია, კაცი ჰენ­რი ვა­და­ჭ­კო­რი­აა.

წყვი­ლი ოთხი წე­ლია, რაც ერ­თმა­ნეთს იც­ნობს და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. გუ­შინ კი ისი­ნი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო ამ­ბობს, რომ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­გან მსგავს სი­ურპრიზს არ ელო­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­თხვე­ვა 13 იან­ვარს მოხ­და, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი აქამ­დე უჭირს...

ნინო მო­ის­წრა­ფეშ­ვი­ლი:

- პრო­ფე­სი­ით ექთა­ნი ვარ, 27 წლის. მა­ის­ში სამი წელი გახ­დე­ბა, რაც ლან­ჩხუთ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ. წარ­მო­შო­ბით ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნი­დან ვარ, აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე წელი ვსწავ­ლობ­დი, ცოტა ხანი ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც და შემ­დეგ ისევ ლან­ჩხუთ­ში დავ­ბრუნ­დი.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ჰენ­რის იც­ნობთ?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. „მედ ალ­ფა­ში“ ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად. ჰენ­რი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო.

- და რო­გორ მიხ­ვე­დით ეკ­ლე­სი­ა­ში ხე­ლის თხოვ­ნამ­დე?

- ეს ამ­ბა­ვი 13 იან­ვარს მოხ­და, უბ­რა­ლოდ, ვი­დეო გუ­შინ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. იმ დღე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე იყო, სო­ფელ ორაგ­ვი­დან, სა­დაც ეკ­ლე­სი­აა, ზარი შე­მო­ვი­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. ვი­ცო­დი, რომ ჰენ­რი იმ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და, მხო­ლოდ ეს ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და. რო­დე­საც ად­გილ­ზე მი­ვე­დით, ტა­ძარ­ში სა­ო­ცა­რი სი­ჩუ­მე დამ­ხვდა. უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ჰენ­რიც იქ იყო, თო­რემ იმის იქით, არაფ­რის მო­ლო­დი­ნი არ მქო­ნია.

კად­რებ­ში ჩანს, რომ მა­მა­ოს წნე­ვას ვუ­ზო­მავ­დი, თურ­მე ესეც დად­გმუ­ლი ყო­ფი­ლა და ცუ­დად არ ყო­ფი­ლა. იმ­დე­ნად შოკ­ში ვი­ყა­ვი, რომ მო­ვი­ხე­დე, ახ­ლაც ვერ აღ­ვიქ­ვამ ვე­რა­ფერს.

- ნინო, რა იცოდ­ნენ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბი­სას, რომ ეკი­პაჟს თქვენ მოყ­ვე­ბო­დით?

- ესეც და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლა. ყვე­ლას სცოდ­ნია, სას­წრა­ფო­ში მო­რი­გე­ებ­საც. არც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მსგავ­სი რამე შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ეს იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ ვერც კი გად­მოვ­ცემ.

- მა­ნამ­დე თუ გი­სა­უბ­რი­ათ თქვენ და ჰენ­რის და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე?

- კი, მაგ­რამ ასე არა­ფე­რი დაგ­ვი­გეგ­მავს. თან ასე მალე არ ვე­ლო­დი.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ, მა­მა­ოს წნე­ვას უზო­მავთ, მო­ი­ხე­დეთ და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ბე­ჭე­დით და­ჩო­ქი­ლი გხვდე­ბათ...

- გე­უბ­ნე­ბით, ვერც ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და. თავი სიზ­მარ­ში მე­გო­ნა, სა­კუ­თარ თავს ვე­კი­თხე­ბო­დი, ეს მარ­თლა ხდე­ბო­და თუ არა.

- მე მგო­ნი ტა­ძარ­ში ხე­ლის თხოვ­ნა პირ­ვე­ლად ნახა ერმა...

- მარ­თლა პირ­ვე­ლად მოხ­და, არც კი გა­მი­გია აქამ­დე. ჰენ­რი ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის მო­ფიქ­რე­ბა შე­უძ­ლია. დღემ­დე ვერ ვსა­უბ­რობ ამ თე­მა­ზე, სას­წა­უ­ლი მოხ­და, იმ­დე­ნად კარ­გი იყო ყვე­ლა­ფე­რი.

- თქვენს ოჯა­ხის წევ­რებს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, რო­დე­საც ვი­დეო ნა­ხეს?

- დე­დას გა­ვუგ­ზავ­ნე მა­შინ­ვე და ვთხო­ვე ენა­ხა, მაგ­რამ ვერ გახ­სნა. და­მი­რე­კა, რა ხდე­ბაო. რო­დე­საც მო­ვუ­ყე­ვი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ოჯახს.

- უკვე იქორ­წი­ნეთ თქვენ და ჰენ­რიმ?

- არა, ამ­ჟა­მად ისევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ალ­ბათ მარ­ხვამ­დე ერ­თად ვიქ­ნე­ბით და ქორ­წილ­საც გა­და­ვიხ­დით. მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო ჩვე­ნი ამ­ბა­ვი, იმ­დე­ნი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რია, მე­ო­რე დღეა ვკი­თხუ­ლობ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ალ­ბათ ის მა­მაო დაგ­წერთ ჯვარს, რო­მე­ლიც გა­მო­ძა­ხე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თით­ქოს ცუ­დად იყო...

- დიდი ალ­ბა­თო­ბით დიახ, სხვა­ნა­ი­რად არც გა­მო­ვა.

- რო­გორ გაგ­რძელ­და 13 იან­ვარს თქვე­ნი სა­მუ­შაო დღე, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუნ­დით?

- დიახ, ჩვენ ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მაქ­სი­მუმ 30 წუთი გვაქვს დრო, რომ ად­გილ­ზე გავ­ჩერ­დეთ. უცებ დავ­ბრუნ­დით ოფის­ში, სა­დაც უკვე ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ. ჟრი­ა­მუ­ლით დამ­ხვდა ყვე­ლა. ისი­ნიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ ამ­ბავ­ში... დი­ლი­დან ისე ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ცოტა მე­წყი­ნა კი­დეც, რომ რა­ღა­ცას მი­მა­ლა­ვენ-მეთ­ქი. თურ­მე რაში ყო­ფი­ლა საქ­მე...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

გამრავლდით და გაიხარეთ, ძალიან გაგვახარეთ გურულები, განსაკუთრებით კი ლანჩხუთლები,

სანი
26

როდემდე უნდა გაგრძელდეს ქალის განივთიზაცია?! როდემდე?! ეს ხომ ტიპიური ძალადობაა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

"ყველაფერი დადგმული ყოფილა, იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე..." - ტაძარში გამოძახებულ ექთანს ხელი სთხოვეს: რა მოხდა გურიაში და რას ჰყვება მედიკოსი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სასწრაფო დახმარების ექთან გოგონას, რომელიც ტაძარში გამოძახებაზე მივიდა, მამაკაცმა ხელი სთხოვა. შემთხვევა გურიაში მოხდა, ქალი ნინო მოისწრაფეშვილია, კაცი ჰენრი ვადაჭკორიაა.

წყვილი ოთხი წელია, რაც ერთმანეთს იცნობს და მათი სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. გუშინ კი ისინი მთელმა საქართველომ გაიცნო. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცისგან მსგავს სიურპრიზს არ ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 13 იანვარს მოხდა, ემოციების გარეშე საუბარი აქამდე უჭირს...

ნინო მოისწრაფეშვილი:

- პროფესიით ექთანი ვარ, 27 წლის. მაისში სამი წელი გახდება, რაც ლანჩხუთში სასწრაფო დახმარების სამსახურში ვმუშაობ. წარმოშობით ლანჩხუთის რაიონიდან ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე. თბილისში რამდენიმე წელი ვსწავლობდი, ცოტა ხანი ვმუშაობდი კიდეც და შემდეგ ისევ ლანჩხუთში დავბრუნდი.

- რამდენი ხანია, რაც ჰენრის იცნობთ?

- დაახლოებით, 4 წლის წინ გავიცანი. „მედ ალფაში“ ვმუშაობდით ერთად. ჰენრი პროფესიით ეკონომისტია, ჩვენი ურთიერთობა თავიდან მეგობრობით დაიწყო.

- და როგორ მიხვედით ეკლესიაში ხელის თხოვნამდე?

- ეს ამბავი 13 იანვარს მოხდა, უბრალოდ, ვიდეო გუშინ გამოვაქვეყნეთ. იმ დღესაც ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, სოფელ ორაგვიდან, სადაც ეკლესიაა, ზარი შემოვიდა გამოძახებაზე. ვიცოდი, რომ ჰენრი იმ ეკლესიაში გალობდა, მხოლოდ ეს ინფორმაცია მქონდა. როდესაც ადგილზე მივედით, ტაძარში საოცარი სიჩუმე დამხვდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჰენრიც იქ იყო, თორემ იმის იქით, არაფრის მოლოდინი არ მქონია.

კადრებში ჩანს, რომ მამაოს წნევას ვუზომავდი, თურმე ესეც დადგმული ყოფილა და ცუდად არ ყოფილა. იმდენად შოკში ვიყავი, რომ მოვიხედე, ახლაც ვერ აღვიქვამ ვერაფერს.

- ნინო, რა იცოდნენ სასწრაფოს გამოძახებისას, რომ ეკიპაჟს თქვენ მოყვებოდით?

- ესეც დაგეგმილი ყოფილა. ყველას სცოდნია, სასწრაფოში მორიგეებსაც. არც ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამე შეიძლება მომხდარიყო. ეს იმხელა სიხარული და ბედნიერება იყო, რომ ვერც კი გადმოვცემ.

- მანამდე თუ გისაუბრიათ თქვენ და ჰენრის დაოჯახებაზე?

- კი, მაგრამ ასე არაფერი დაგვიგეგმავს. თან ასე მალე არ ველოდი.

- როგორი რეაქცია გქონდათ, მამაოს წნევას უზომავთ, მოიხედეთ და საყვარელი მამაკაცი ბეჭედით დაჩოქილი გხვდებათ...

- გეუბნებით, ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა. თავი სიზმარში მეგონა, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ეს მართლა ხდებოდა თუ არა.

- მე მგონი ტაძარში ხელის თხოვნა პირველად ნახა ერმა...

- მართლა პირველად მოხდა, არც კი გამიგია აქამდე. ჰენრი ძალიან კრეატიული ადამიანია და მსგავსი რაღაცების მოფიქრება შეუძლია. დღემდე ვერ ვსაუბრობ ამ თემაზე, სასწაული მოხდა, იმდენად კარგი იყო ყველაფერი.

- თქვენს ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც ვიდეო ნახეს?

- დედას გავუგზავნე მაშინვე და ვთხოვე ენახა, მაგრამ ვერ გახსნა. დამირეკა, რა ხდებაო. როდესაც მოვუყევი, ძალიან გაუხარდა ოჯახს.

- უკვე იქორწინეთ თქვენ და ჰენრიმ?

- არა, ამჟამად ისევ შეყვარებულები ვართ, მაგრამ ალბათ მარხვამდე ერთად ვიქნებით და ქორწილსაც გადავიხდით. მთელმა საქართველომ გაიგო ჩვენი ამბავი, იმდენი დადებითი კომენტარია, მეორე დღეა ვკითხულობ, ძალიან ბედნიერი ვარ.

- ალბათ ის მამაო დაგწერთ ჯვარს, რომელიც გამოძახებაში მონაწილეობდა, თითქოს ცუდად იყო...

- დიდი ალბათობით დიახ, სხვანაირად არც გამოვა.

- როგორ გაგრძელდა 13 იანვარს თქვენი სამუშაო დღე, სამსახურში დაბრუნდით?

- დიახ, ჩვენ ყველა გამოძახებაზე მაქსიმუმ 30 წუთი გვაქვს დრო, რომ ადგილზე გავჩერდეთ. უცებ დავბრუნდით ოფისში, სადაც უკვე ყველაფერი იცოდნენ. ჟრიამულით დამხვდა ყველა. ისინიც ჩართულები იყვნენ ამ ამბავში... დილიდან ისე ჩურჩულებდნენ, რომ გაოცებული ვიყავი, ცოტა მეწყინა კიდეც, რომ რაღაცას მიმალავენ-მეთქი. თურმე რაში ყოფილა საქმე...