სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესისას, გამოიყენეს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა" - აღსრულების ბიურო
"კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესისას, გამოიყენეს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა" - აღსრულების ბიურო

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ბი­უ­რო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბი­ნა­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, პრო­ცე­სის ხელ­შეშ­ლის მიზ­ნით, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­წა­კის სპრეი, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და.

ასე­ვე, მა­თი­ვე ცნო­ბით, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და და­ზი­ან­და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა.

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის მიერ 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ჯერ იყო გა­და­დე­ბუ­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით, კრე­დი­ტო­რი მო­ვა­ლეს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს სთა­ვა­ზობ­და, რა­ზე­დაც მო­ვა­ლემ უარი გა­ნა­ცხა­და.

"2024 წლის 23 იან­ვრის 11:00 სთ-დან აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცლის სა­ფუძ­ველ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცესს თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი არი­ან მო­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ას.

ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბას, წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს. პი­რი­ქით, ბი­ნა­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, პრო­ცე­სის ხელ­შეშ­ლის მიზ­ნით, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნეს სა­ვა­რა­უ­დოდ წი­წა­კის სპრეი, რა დრო­საც და­შავ­და რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი. ასე­ვე მათ მი­ა­ყე­ნეს აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ე­ლებს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცყო­ფა. სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ასე­ვე და­ზი­ან­და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ის მიერ 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5-ჯერ იყო გა­და­დე­ბუ­ლი. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ საქ­მის მო­რი­გე­ბით დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ა­ტა­რა ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, სა­დაც კრე­დი­ტო­რი მო­ვა­ლეს სთა­ვა­ზობ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს, რა­ზე­დაც მო­ვა­ლემ გა­ნა­ცხა­და უარი.

აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლებს კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით. მო­ვუ­წო­დებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს“, -აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ოჯა­ხი ხმა­უ­რი­სა და პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გა­მო­ა­სახ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

6 წელი 5-ჯერ თუ გადაუვადეს, როდისღაც ხომ უნდა გამოესახლებინათ

1234....
1

Მიუხედავად ჩემი ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებისა ყველანაირ ძალოყანებთან, მაინც ვიტყვი: მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა. Ფული აიღე, შეჭამე და ეხლა კონცერტებსა დგამ, არაადამიანურია! Მითუმეტეს ამდენი ხანია ცდილობ თავის დაძვრენას და შეტყაპუნებას. Ამხელა ზრდასრული ადამიანები ბევრად მეტს უნდა ქაჩავდეთ! 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესისას, გამოიყენეს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა" - აღსრულების ბიურო

"კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების პროცესისას, გამოიყენეს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა" - აღსრულების ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბიუროში აღნიშნავენ, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზედაც მოვალემ უარი განაცხადა.

"2024 წლის 23 იანვრის 11:00 სთ-დან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.