პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციმბირული "ზომბი ვირუსები" - მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი პანდემია შესაძლოა, ამ ვირუსების "გაცოცხლებას" მოჰყვეს: გლობალური დათბობის კიდევ ერთი საფრთხე
ციმბირული "ზომბი ვირუსები" - მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი პანდემია შესაძლოა, ამ ვირუსების "გაცოცხლებას" მოჰყვეს: გლობალური დათბობის კიდევ ერთი საფრთხე

ციმ­ბი­რის ყი­ნუ­ლებ­ში ნა­პოვ­ნი ვირუ­სე­ბის გამო, კა­ცობ­რი­ო­ბა შე­საძ­ლოა, ახა­ლი პან­დე­მი­ის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს,- ამის შე­სა­ხებThe Guardian წერს.

მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის რის­კი, რომ ძვე­ლი ციმ­ბი­რუ­ლი ვირუ­სე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის გამო, "გა­ცო­ცხლდნენ" და ჩვენ­თვის უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ. მათ "ზომბ ვირუ­სებს" უწო­დე­ბენ.

ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ შემ­დე­გი პან­დე­მია შე­საძ­ლოა, არა ახალ­მა ვირუ­სებ­მა, არა­მედ წარ­სუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ო­ლო­გებ­მა შექ­მნეს არ­ქტი­კუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ქსე­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებს გა­მო­ავ­ლენს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­რან­ტინს, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბის ზო­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას.

"ახლა პან­დე­მი­უ­რი საფრ­თხის ანა­ლი­ზი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, გაჩ­ნდნენ სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში და შემ­დეგ გავ­რცელ­დნენ ჩრდი­ლო­ეთ­ში. ამას­თან, ძა­ლი­ან ცოტა დრო და ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა შე­საძ­ლო აფეთ­ქე­ბებს უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო­ეთ­ში, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა სამ­ხრეთ­ში. მე ვთვლი, რომ ეს თვალ­თა­ხედ­ვი­დან გვე­პა­რე­ბა. იქ სა­ხი­ფა­თო ვირუ­სე­ბია, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა და პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ათ“, - ამ­ბობს მარ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ნე­ტი­კო­სი ჟან-მი­შე­ლი.

  • 2014 წელს კლე­ვერ­ლი მეც­ნი­ერ­თა ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ ჯგუფ­მა ციმ­ბირ­ში ცო­ცხა­ლი ვირუ­სე­ბის იზო­ლი­რე­ბა შეძ­ლო, ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ მათ კვლავ შე­უძ­ლი­ათ ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. 2023 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გე­ნი­ლია, რომ ციმ­ბი­რის 7 სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ვირუ­სუ­ლი შტა­მი, რომ­ლებ­საც სხვა ორ­გა­ნიზ­მე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია.

"ვირუ­სებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით, მხო­ლოდ ამე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­ეძ­ლოთ და ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ­დნენ. თუმ­ცა ჩვენ პოქ­სი­ვირუ­სე­ბი­სა და ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბის გე­ნო­მუ­რი კვა­ლიც შევ­ნიშ­ნეთ, რომ­ლე­ბიც კარ­გად ნაც­ნო­ბი პა­თო­გე­ნია“, - ამ­ბობს კლე­ვერ­ლი.

ამას­თან ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი მრა­ვალ­წლო­ვა­ნი მზრა­ლო­ბის ლღო­ბა არ არის:

"საფრ­თხე გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის სხვა ფაქ­ტო­რის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, კონ­კრე­ტუ­ლად კი, არ­ქტი­კუ­ლი ზღვის ყი­ნუ­ლის გაქ­რო­ბის­გან.

ეს ცვლი­ლე­ბა გაზ­რდის გე­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბას, სატ­რან­სპორ­ტო მი­მოს­ვლას და ციმ­ბი­რის მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. იგეგ­მე­ბა მას­შტა­ბუ­რი სამ­თო-მომ­პო­ვებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ღრმა მრა­ვალ­წლო­ვან მზრა­ლო­ბა­ში მა­ღა­რო­ე­ბი­სა და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის გა­ი­თხრე­ბა დიდი ბურ­ღე­ბი. ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლებს პა­თო­გე­ნე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც დღემ­დე იქ არი­ან. მა­ღა­რო­ე­ლე­ბი იქ ჩავ­ლენ და ამ ვირუ­სე­ბით ისუნ­თქე­ბენ. შე­დე­გე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს კლე­ვერ­ლი.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

მორჩით ამ ზღაპრებს. ვუჰანელი თანამშრომლის განცხადებით მათ 2020-ში უკვე გამოყვანი ჰყავდათ 2000-.დე მომაკვდინებელი ვირუსი. არჩევანი ფართოა.

ტონი
1

მსოფლიო მამები ამზადებენ ნიადაგს ალბათ ახალი ვირუსის შემოტანისათვის....დიდი რვაფეხა ბიზნესია

ავტორი:

ციმბირული "ზომბი ვირუსები" - მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი პანდემია შესაძლოა, ამ ვირუსების "გაცოცხლებას" მოჰყვეს: გლობალური დათბობის კიდევ ერთი საფრთხე

ციმბირული "ზომბი ვირუსები" - მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი პანდემია შესაძლოა, ამ ვირუსების "გაცოცხლებას" მოჰყვეს: გლობალური დათბობის კიდევ ერთი საფრთხე

ციმბირის ყინულებში ნაპოვნი ვირუსების გამო, კაცობრიობა შესაძლოა, ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს,- ამის შესახებThe Guardian წერს.

მეცნიერების ინფორმაციით, არის რისკი, რომ ძველი ციმბირული ვირუსები გლობალური დათბობის გამო, "გაცოცხლდნენ" და ჩვენთვის უცნობი დაავადებების აფეთქება გამოიწვიონ. მათ "ზომბ ვირუსებს" უწოდებენ.

ისინი ამბობენ, რომ შემდეგი პანდემია შესაძლოა, არა ახალმა ვირუსებმა, არამედ წარსულის დაავადებებმა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ბიოლოგებმა შექმნეს არქტიკული მონიტორინგის ქსელი, რომელიც ძველი მიკროორგანიზმების დაავადებების შემთხვევებს გამოავლენს.

აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს კარანტინს, კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას, ასევე ინფიცირების ზონაში ადამიანების გადაადგილებას.

"ახლა პანდემიური საფრთხის ანალიზი კონცენტრირებულია იმ დაავადებებზე, რომლებიც შესაძლოა, გაჩნდნენ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ გავრცელდნენ ჩრდილოეთში. ამასთან, ძალიან ცოტა დრო და ყურადღება ეთმობა შესაძლო აფეთქებებს უკიდურეს ჩრდილოეთში, რომელიც გავრცელდება სამხრეთში. მე ვთვლი, რომ ეს თვალთახედვიდან გვეპარება. იქ სახიფათო ვირუსებია, რომლებსაც ადამიანების ინფიცირება და პანდემიის გამოწვევა შეუძლიათ“, - ამბობს მარსელის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ჟან-მიშელი.

  • 2014 წელს კლევერლი მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფმა ციმბირში ცოცხალი ვირუსების იზოლირება შეძლო, ასევე დაადგინა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ ერთუჯრედიანი ორგანიზმების დაინფიცირება. 2023 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ციმბირის 7 სხვადასხვა წერტილში გამოვლენილია რამდენიმე ვირუსული შტამი, რომლებსაც სხვა ორგანიზმების დაინფიცირება შეუძლია.

"ვირუსებს, რომლებიც ჩვენ გამოვყავით, მხოლოდ ამების დაინფიცირება შეეძლოთ და ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. თუმცა ჩვენ პოქსივირუსებისა და ჰერპესვირუსების გენომური კვალიც შევნიშნეთ, რომლებიც კარგად ნაცნობი პათოგენია“, - ამბობს კლევერლი.

ამასთან ყველაზე დიდი რისკი მრავალწლოვანი მზრალობის ლღობა არ არის:

"საფრთხე გლობალური დათბობის სხვა ფაქტორისგან მომდინარეობს, კონკრეტულად კი, არქტიკული ზღვის ყინულის გაქრობისგან.

ეს ცვლილება გაზრდის გემებით გადაადგილებას, სატრანსპორტო მიმოსვლას და ციმბირის მრეწველობის განვითარებას. იგეგმება მასშტაბური სამთო-მომპოვებლობის სამუშაოები, ღრმა მრავალწლოვან მზრალობაში მაღაროებისა და ნავთობის მოპოვებისთვის გაითხრება დიდი ბურღები. ეს მოქმედებები გამოათავისუფლებს პათოგენების დიდ რაოდენობას, რომლებიც დღემდე იქ არიან. მაღაროელები იქ ჩავლენ და ამ ვირუსებით ისუნთქებენ. შედეგები კატასტროფული იქნება“, - ამბობს კლევერლი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე