მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 10:28-ზე, მთვარე თევზებს ესტუმრება 02:52-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალენ დელონის "მარტოობის ასი წელიწადი": მემკვიდრეების ბრძოლა მამის სიყვარულისთვის და მსახიობის "ტყის სასახლე" გაპარტახების პირას
ალენ დელონის "მარტოობის ასი წელიწადი": მემკვიდრეების ბრძოლა მამის სიყვარულისთვის და მსახიობის "ტყის სასახლე" გაპარტახების პირას

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ოქ­როს ხა­ნის უკა­ნას­კნე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ალენ დე­ლო­ნი მე­დი­ის პირ­ველ გვერ­დებ­ზე დაბ­რუნ­და. მაგ­რამ მი­ზე­ზი არც ფილმში თა­მა­ში გამ­ხდა­რა და არც სი­ბე­რე­ში ქორ­წი­ნე­ბა, რო­გორც ეს მისი ასა­კის ვარ­სკვლა­ვებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე.

მას ოდეს­ღაც ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მა­მა­კა­ცად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და. ახლა ალე­ნი 88 წლის მო­ხუ­ცია, რო­მე­ლიც ავად არის და კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა.

ის მთა­ვარ თე­მად ოჯახ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო იქცა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან მსა­ხი­ო­ბის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, რომ­ლის მთა­ვარ როლ­ში მისი სამი შვი­ლია - ისი­ნი უი­მე­დოდ იბ­რძვი­ან მა­მის სიყ­ვა­რუ­ლის ნამ­სხვრე­ვე­ბის­თვის.

"ჩი­ტე­ბი სიკ­ვდი­ლამ­დე იმა­ლე­ბი­ან. დიდი ცხო­ვე­ლე­ბი კი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კვდე­ბი­ან“, - ასე იწყე­ბა ვრცე­ლი სტა­ტია გა­ზეთ Le Monde-ში დე­ლო­ნის ოჯა­ხუ­რი მტრო­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც გა­ზე­თი წერს, ამ ამ­ბავ­ში კლა­სი­კუ­რი ბერ­ძნუ­ლი ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა ელე­მენ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი: მე­ო­მა­რი ოჯა­ხი, დან­გრე­უ­ლი სახ­ლი, რო­მელ­საც არც კი ახ­სოვს ოდეს­ღაც მას­ში გაჟ­ღენ­თი­ლი სი­ცი­ლის ექო. მაგ­რამ ამ ტრა­გე­დი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთა­ვა­რი გმი­რის ტან­ჯვა, რო­მელ­საც არ ას­ვე­ნე­ბენ ახალ­გაზ­რდო­ბის დე­მო­ნე­ბი.

ფრან­გე­ბის­თვის დე­ლო­ნი რჩე­ბა "დიდ მტა­ცებ­ლად", რო­მელ­მაც და­ი­პყრო ევ­რო­პა 1960-იან წლებ­ში. მა­ყუ­რე­ბე­ლი უე­მო­ცი­ოდ ვერ იხ­სნებს ისეთ ფილ­მებს, რო­გო­რი­ცაა "ლე­ო­პარ­დი" და "როკო და მისი ძმე­ბი".

ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ დე­ლო­ნის ნა­ყო­ფი­ე­რი კა­რი­ე­რის ეტა­პებს და მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აღ­მავ­ლო­ბა­სა და ვარ­დნას.

ალენ დე­ლო­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­და, რომ დე­ლონს სამი შვი­ლი ჰყავ­და: ორი ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი ორი სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან. ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მას ჰყავ­და კი­დევ ერთი - მე­სა­მე ვაჟი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს არა­სო­დეს უც­ნია მემ­კვიდ­რედ. ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ბოლო ორი კვი­რაა მე­დია დე­ლო­ნის ოჯახ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. მსა­ხი­ო­ბის სამ­მა აღი­ა­რე­ბულ­მა შვილ­მა ვერ იპო­ვეს უკე­თე­სი გზა სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად, ვიდ­რე მე­დია და სა­სა­მარ­თლოა. ისი­ნი არ ერი­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფას, ბრალ­დე­ბებს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­საც კი.

სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად 59 წლის ენ­ტო­ნი დე­ლო­ნი - ალე­ნის პირ­ვე­ლი ცო­ლის, ნა­ტა­ლის ვაჟი გა­მოჩ­ნდა. მან ინ­ტერ­ვიუ მის­ცა Paris-Match-ს, რო­მელ­შიც თა­ვი­სი უმ­ცრო­სი (ნა­ხევ­რად) და, ანუშ­კა ტყუ­ილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მისი თქმით, ქალ­მა და­მა­ლა მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

ენ­ტო­ნი დე­ლო­ნი დე­დას­თან ერ­თად

33 წლის ანუშ­კა, ალე­ნის მე­ო­რე ცო­ლის, ჰო­ლან­დი­ე­ლი მო­დე­ლის რო­ზა­ლი ვან ბრე­მე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია. ნა­ხე­ვარძმის ბრალ­დე­ბებს ქალი ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ენ­ტო­ნი მა­მის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ენ­ტო­ნის მტკი­ცე­ბით, ალენს გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

და-ძმა აქ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლან და კი­დევ ერთხელ სა­ჯა­როდ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ერ­თმა­ნეთს, ამ­ჯე­რად ფრან­გულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­უბ­რი­სას.

ენ­ტო­ნი დე­ლო­ნი მა­მას­თან ერ­თად 2021 წელს

მალე კონ­ფლიქ­ტში მსა­ხი­ო­ბის მე­სა­მე შვი­ლი, ანუშ­კას ძმა და ენ­ტო­ნის ნა­ხე­ვარძმა, 29 წლის ალენ-ფა­ბი­ე­ნი ჩა­ერ­თო. მან "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფა­რუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც (მისი თქმით) ანუშ­კა მა­მას ძმებ­ზე სა­ში­ნელ რა­ღა­ცებს ეუბ­ნე­ბა.

მხა­რე­ე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­და, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო დე­ლო­ნის მკურ­ნა­ლო­ბას­თან, რო­მელ­მაც 2019 წელს ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა. მსა­ხი­ობს სხვა მძი­მე ავად­მყო­ფო­ბაც აწუ­ხებს, რო­მელ­საც ფრან­გუ­ლი მე­დია არ ასა­ხე­ლებს.

შა­ბათს, 13 იან­ვარს სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ნიშ­ნულ­მა ექიმ­მა მსა­ხი­ო­ბი გა­სინ­ჯა, მაგ­რამ შვი­ლებს სხვა სი­მარ­თლე აქვთ.

მო­ხუ­ცი ვარ­სკვლა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მხო­ლოდ მისი შვი­ლე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე ჩანს კი­დევ ერთი პერ­სო­ნა­ჟი: 66 წლის ჰი­რო­მი რო­ლი­ნი, დე­ლო­ნის ყო­ფი­ლი დი­ა­სახ­ლი­სი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი საყ­ვა­რე­ლი ქალი.

გა­სულ წელს მსა­ხი­ო­ბის შვი­ლებ­მა ქალი სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვეს. რო­ლინ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მათ მა­მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნეს, რად­გან მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ მის­ცეს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­თარ­დე­ბა დე­ლო­ნის მიერ აშე­ნე­ბულ ე.წ. ტყის სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც პა­რი­ზის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით 120 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ იქ ცხოვ­რობს მსა­ხი­ო­ბი თა­ვის უმ­ცროს შვილ­თან - ალენ-ფა­ბი­ენ­თან ერ­თად. და­ნარ­ჩე­ნი ორი შვი­ლი პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობს მა­მას.

სა­სახ­ლე თით­ქმის მთლი­ა­ნად მო­წყვე­ტი­ლია გარე სამ­ყა­როს. ალენ-ფა­ბი­ე­ნის თქმით, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი დიდი ხა­ნია იქცა სა­მარ­ცხვი­ნო ჩრდი­ლად იმი­სა, რაც ადრე იყო. "ყვე­ლა­ფე­რი მუდ­მი­ვად ფუჭ­დე­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გია არ მუ­შა­ობს“, - ამ­ბობს ვაჟი.

ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა მხა­რე ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, ალენ დე­ლო­ნი ფი­ზი­კუ­რად სუს­ტად არის და ყო­ველ­თვის ადეკ­ვა­ტუ­რად არ აღიქ­ვამს რე­ა­ლო­ბას, ის მა­ინც სა­ღად აზ­როვ­ნებს და აც­ნო­ბი­ე­რებს, რაც ხდე­ბა მის ოჯახ­ში.

ფრან­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტრა­გე­დი­ის ფეს­ვე­ბი თა­ვად მსა­ხი­ო­ბის წარ­სულ­შია.

დე­ლო­ნის ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა არ ყო­ფი­ლა უღ­რუბ­ლო. შე­საძ­ლოა, წარ­სუ­ლის რთულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა იმ­დე­ნად ღრმა კვა­ლი და­ტო­ვა მის სულ­ში, რომ ვე­რა­სო­დეს შეძ­ლო შვი­ლებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა.

ალენ დე­ლო­ნი პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში 1935 წელს და­ი­ბა­და. ოთხი წლის ასაკ­ში, მას შემ­დეგ, რაც მისი მშობ­ლე­ბი გან­ქორ­წინ­დნენ, მინ­დო­ბით ოჯახ­ში გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა.

არ უყ­ვარ­და სკო­ლა და ხში­რად აც­დენ­და გაკ­ვე­თი­ლებს. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან ინ­დო­ჩი­ნე­თის ომში გაგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ მან­ქა­ნის ქურ­დო­ბის გამო სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­მარ­თლეს. 1950-იანი წლე­ბის ბო­ლოს პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დე­ლო­ნი მე­ძა­ვე­ბი­სა და განგსტე­რებს შო­რის ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით, კი­ნოს სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდა.

რო­გორც გა­ზე­თი Le Monde წერს:

"ეჭვგა­რე­შეა, რომ მისი ეგო უზარ­მა­ზა­რია და ის შვი­ლებს პო­ტენ­ცი­ურ კონ­კუ­რენ­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­მელ­თა ამ­ბი­ცი­ე­ბიც თა­ვი­დან­ვე უნდა და­ემ­ხო“.

სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ დე­ლო­ნი ძა­ლი­ან მკაც­რად ექ­ცე­ო­და თა­ვის ვა­ჟებს, რომ­ლე­ბიც შე­დე­გად მო­იხ­მარ­დნენ ნარ­კო­ტი­კებს, ატა­რებ­დნენ ია­რაღს და კა­ნონ­თან ჰქონ­დათ პრობ­ლე­მე­ბი.

მაგ­რამ ქა­ლიშ­ვილ­თან ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. 2008 წელს მან ანუშ­კა­ზე თქვა, ”ასე ხში­რად ქა­ლის­თვის არ მით­ქვამს, რომ მიყ­ვარს”.

ანუშ­კა იყო და რჩე­ბა ალენ დე­ლო­ნის საყ­ვა­რელ შვი­ლად

დე­ლო­ნის მე­სა­მე ვაჟს კი­დევ უფრო არ გა­უ­მარ­თლა. მისი დედა გერ­მა­ნე­ლი როკ ვარ­სკვლა­ვი გახ­ლდათ. არი ბუ­ლო­ნი და­ი­ბა­და 1962 წელს, მაგ­რამ დე­ლონ­მა არა­სო­დეს აღი­ა­რა მისი მა­მო­ბა. ბიჭს მსა­ხი­ო­ბის დედა ზრდი­და, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ის ნამ­დვი­ლად მისი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. არი შარ­შან პა­რიზ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­ლო­ნის მე­სა­მე ვაჟი - არი

დე­ლო­ნის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, მისი ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი ანუშ­კას გა­და­ე­ცე­მა, მე­ო­რე კი ორ ვაჟს შო­რის გა­ი­ყო­ფა.

თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, და-ძმებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ფულ­ზე არ არის.

ისი­ნი სა­სო­წარ­კვე­თი­ლად იბ­რძვი­ან მა­მის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და იმა­ზე, თუ რა ად­გი­ლი და­ეთ­მო­ბათ მათ მსა­ხი­ო­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ნატალია,წლებს,მიაქვს,სილამაზეც და ჯანმრთელობაც,სიბერემდე,მისვლა,ყველას,უნდა,სიბერე,არავის

მირე
8

ძირითადად მხოლოდ ცუდზეა კომენტარები. კარგი გავიხსენოთ, დადებითი ემოციები. რამდენ ხალხს ახარებდა და ახარებს მისი ფილმები. "როკო და მისი ძმები", "შავი ტიტა", "სიცილიური კლანი", "ორნი ქალაქში", ან ასე რომანტიკული და ტრაგიკული "თავგადასავალთა მაძიებელნი". ეჰ, რა ფილმებზე გაიზარდა ხალხი. ახლა ნებაჰათი და ფირუზა თუ ემინე თავშალს დაიფარებს თუ არა, და სტუმრად მისვლისას ჩუსტებს ჩაიცმევს, იმას აჩვენებენ ტელევიზორებში. წახდა, დაეცა სამყარო. საერთო დონე ფსკერზეა უკვე. ან ეს ფორთოხლისფერი კლოუნი რას გავს. რა მანერები აქვს, როგორ იტყლარჭება. სახეზე რა მიმიკები აქვს. აფსუს ჯონ ფიცჯერალდ კენედის, რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანის ელეგანტურო, დახვეწილო ამერიკავ! იმიტოა ხალხი ასე ნიჰილიზნში და უიმედობაში გადავარდნილი. ალენ დელონების და ბრიჟიტ ბარდოების ადგილები ვიღაცა გაუგებრობებმა დაიკავეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები ტრაგედიის ადგილიდან - აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა
ავტორი:

ალენ დელონის "მარტოობის ასი წელიწადი": მემკვიდრეების ბრძოლა მამის სიყვარულისთვის და მსახიობის "ტყის სასახლე" გაპარტახების პირას

ალენ დელონის "მარტოობის ასი წელიწადი": მემკვიდრეების ბრძოლა მამის სიყვარულისთვის და მსახიობის "ტყის სასახლე" გაპარტახების პირას

ფრანგული კინოს ოქროს ხანის უკანასკნელი სუპერვარსკვლავი ალენ დელონი მედიის პირველ გვერდებზე დაბრუნდა. მაგრამ მიზეზი არც ფილმში თამაში გამხდარა და არც სიბერეში ქორწინება, როგორც ეს მისი ასაკის ვარსკვლავებში ხდება ხოლმე.

მას ოდესღაც ყველაზე ლამაზ მამაკაცად მოიხსენიებდნენ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა ალენი 88 წლის მოხუცია, რომელიც ავად არის და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა.

ის მთავარ თემად ოჯახში მიმდინარე პროცესების გამო იქცა. თაყვანისმცემლები შოკირებულები აკვირდებიან მსახიობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომლის მთავარ როლში მისი სამი შვილია - ისინი უიმედოდ იბრძვიან მამის სიყვარულის ნამსხვრევებისთვის.

"ჩიტები სიკვდილამდე იმალებიან. დიდი ცხოველები კი ყურადღების ცენტრში კვდებიან“, - ასე იწყება ვრცელი სტატია გაზეთ Le Monde-ში დელონის ოჯახური მტრობის შესახებ.

როგორც გაზეთი წერს, ამ ამბავში კლასიკური ბერძნული ტრაგედიის ყველა ელემენტია წარმოდგენილი: მეომარი ოჯახი, დანგრეული სახლი, რომელსაც არც კი ახსოვს ოდესღაც მასში გაჟღენთილი სიცილის ექო. მაგრამ ამ ტრაგედიაში მნიშვნელოვანია მთავარი გმირის ტანჯვა, რომელსაც არ ასვენებენ ახალგაზრდობის დემონები.

ფრანგებისთვის დელონი რჩება "დიდ მტაცებლად", რომელმაც დაიპყრო ევროპა 1960-იან წლებში. მაყურებელი უემოციოდ ვერ იხსნებს ისეთ ფილმებს, როგორიცაა "ლეოპარდი" და "როკო და მისი ძმები".

ათწლეულების განმავლობაში ისინი აღფრთოვანებით მიჰყვებოდნენ დელონის ნაყოფიერი კარიერის ეტაპებს და მისი მრავალფეროვანი პირადი ცხოვრების აღმავლობასა და ვარდნას.

ალენ დელონი შვილებთან ერთად

საზოგადოებამ იცოდა, რომ დელონს სამი შვილი ჰყავდა: ორი ვაჟი და ქალიშვილი ორი სხვადასხვა ქალისგან. ასევე ცნობილი იყო, რომ მას ჰყავდა კიდევ ერთი - მესამე ვაჟი, რომელიც მსახიობს არასოდეს უცნია მემკვიდრედ. ის რამდენიმე თვის წინ ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბოლო ორი კვირაა მედია დელონის ოჯახში განხეთქილების შესახებ წერს. მსახიობის სამმა აღიარებულმა შვილმა ვერ იპოვეს უკეთესი გზა საკუთარი პრეტენზიების გამოსახატად, ვიდრე მედია და სასამართლოა. ისინი არ ერიდებიან ერთმანეთის შეურაცხყოფას, ბრალდებებს, სასამართლო პროცესებს და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასაც კი.

სცენაზე პირველად 59 წლის ენტონი დელონი - ალენის პირველი ცოლის, ნატალის ვაჟი გამოჩნდა. მან ინტერვიუ მისცა Paris-Match-ს, რომელშიც თავისი უმცროსი (ნახევრად) და, ანუშკა ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქალმა დამალა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ენტონი დელონი დედასთან ერთად

33 წლის ანუშკა, ალენის მეორე ცოლის, ჰოლანდიელი მოდელის როზალი ვან ბრემენის ქალიშვილია. ნახევარძმის ბრალდებებს ქალი ადვოკატის საშუალებით გამოეხმაურა და ენტონი მამის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, ენტონის მტკიცებით, ალენს გონებრივი პრობლემები ჰქონდა.

და-ძმა აქ არ გაჩერებულან და კიდევ ერთხელ საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, ამჯერად ფრანგულ ტელევიზიაში საუბრისას.

ენტონი დელონი მამასთან ერთად 2021 წელს

მალე კონფლიქტში მსახიობის მესამე შვილი, ანუშკას ძმა და ენტონის ნახევარძმა, 29 წლის ალენ-ფაბიენი ჩაერთო. მან "ინსტაგრამზე" ფარულად გაკეთებული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც (მისი თქმით) ანუშკა მამას ძმებზე საშინელ რაღაცებს ეუბნება.

მხარეების დაპირისპირება სასამართლოში გაგრძელდა, რომელიც დაკავშირებული იყო დელონის მკურნალობასთან, რომელმაც 2019 წელს ინსულტი გადაიტანა. მსახიობს სხვა მძიმე ავადმყოფობაც აწუხებს, რომელსაც ფრანგული მედია არ ასახელებს.

შაბათს, 13 იანვარს სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექიმმა მსახიობი გასინჯა, მაგრამ შვილებს სხვა სიმართლე აქვთ.

მოხუცი ვარსკვლავის სასამართლო პროცესები მხოლოდ მისი შვილებით არ შემოიფარგლება. დაპირისპირებაში უკანა პლანზე ჩანს კიდევ ერთი პერსონაჟი: 66 წლის ჰირომი როლინი, დელონის ყოფილი დიასახლისი და სავარაუდოდ, მისი საყვარელი ქალი.

გასულ წელს მსახიობის შვილებმა ქალი სახლიდან გააძევეს. როლინმა მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ მათ მამის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს, რადგან მისთვის აუცილებელი მედიკამენტები არ მისცეს.

ეს ყველაფერი ვითარდება დელონის მიერ აშენებულ ე.წ. ტყის სასახლეში, რომელიც პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 კმ-ში მდებარეობს. სწორედ იქ ცხოვრობს მსახიობი თავის უმცროს შვილთან - ალენ-ფაბიენთან ერთად. დანარჩენი ორი შვილი პერიოდულად სტუმრობს მამას.

სასახლე თითქმის მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. ალენ-ფაბიენის თქმით, მათი საცხოვრებელი დიდი ხანია იქცა სამარცხვინო ჩრდილად იმისა, რაც ადრე იყო. "ყველაფერი მუდმივად ფუჭდება, ელექტროენერგია არ მუშაობს“, - ამბობს ვაჟი.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კონფლიქტის ყველა მხარე ამბობს, რომ მართალია, ალენ დელონი ფიზიკურად სუსტად არის და ყოველთვის ადეკვატურად არ აღიქვამს რეალობას, ის მაინც საღად აზროვნებს და აცნობიერებს, რაც ხდება მის ოჯახში.

ფრანგები მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის ფესვები თავად მსახიობის წარსულშია.

დელონის ბავშვობა და ახალგაზრდობა არ ყოფილა უღრუბლო. შესაძლოა, წარსულის რთულმა მოვლენებმა იმდენად ღრმა კვალი დატოვა მის სულში, რომ ვერასოდეს შეძლო შვილებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.

ალენ დელონი პარიზის გარეუბანში 1935 წელს დაიბადა. ოთხი წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები განქორწინდნენ, მინდობით ოჯახში გააგრძელა ცხოვრება.

არ უყვარდა სკოლა და ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. სამხედრო სამსახურიდან ინდოჩინეთის ომში გაგზავნეს, მაგრამ მანქანის ქურდობის გამო სამხედრო სასამართლოში გაასამართლეს. 1950-იანი წლების ბოლოს პარიზში დაბრუნებული დელონი მეძავებისა და განგსტერებს შორის ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ, არაჩვეულებრივი გარეგნობის წყალობით, კინოს სამყაროში მოხვდა.

როგორც გაზეთი Le Monde წერს:

"ეჭვგარეშეა, რომ მისი ეგო უზარმაზარია და ის შვილებს პოტენციურ კონკურენტებად განიხილავდა, რომელთა ამბიციებიც თავიდანვე უნდა დაემხო“.

საიდუმლო არ არის, რომ დელონი ძალიან მკაცრად ექცეოდა თავის ვაჟებს, რომლებიც შედეგად მოიხმარდნენ ნარკოტიკებს, ატარებდნენ იარაღს და კანონთან ჰქონდათ პრობლემები.

მაგრამ ქალიშვილთან ყველაფერი განსხვავებული იყო. 2008 წელს მან ანუშკაზე თქვა, ”ასე ხშირად ქალისთვის არ მითქვამს, რომ მიყვარს”.

ანუშკა იყო და რჩება ალენ დელონის საყვარელ შვილად

დელონის მესამე ვაჟს კიდევ უფრო არ გაუმართლა. მისი დედა გერმანელი როკ ვარსკვლავი გახლდათ. არი ბულონი დაიბადა 1962 წელს, მაგრამ დელონმა არასოდეს აღიარა მისი მამობა. ბიჭს მსახიობის დედა ზრდიდა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ის ნამდვილად მისი შვილიშვილი იყო. არი შარშან პარიზში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

დელონის მესამე ვაჟი - არი

დელონის ანდერძის თანახმად, მისი ქონების ნახევარი ანუშკას გადაეცემა, მეორე კი ორ ვაჟს შორის გაიყოფა.

თუმცა, როგორც ჩანს, და-ძმებს შორის უთანხმოება ფულზე არ არის.

ისინი სასოწარკვეთილად იბრძვიან მამის სიყვარულისთვის და იმაზე, თუ რა ადგილი დაეთმობათ მათ მსახიობის ბიოგრაფიაში.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"