მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!...არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს" - რუსკა მაყაშვილის მიმართვა საზოგადოებას
"ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა,  რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!...არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს" - რუსკა მაყაშვილის მიმართვა საზოგადოებას

არა­ერ­თხელ გავმხდარ­ვართ მოწ­მე, რო­გორ აბუ­ლინ­გე­ბენ ცნო­ბილ სა­ხე­ებს რო­გორც ჭარ­ბი წო­ნის, ისე სი­გამ­ხდრის გამო. ამის მა­გა­ლი­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რია. სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ე­ბი­სა თუ ვი­დე­ო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს, თუ იქ წარ­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კი­ლოგ­რა­მე­ბი, ან სხე­უ­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის "მო­თხოვ­ნებს" არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ტრა­გე­დი­ებ­ზე, ან თუნ­დაც პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ხში­რად შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტი მათი სხე­უ­ლის ფორ­მა ხდე­ბა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად წო­ნა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ხდა­რია და ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ კმა­ყო­ფი­ლია თა­ვი­სი ფორ­მით და წო­ნით, ასე­თი მოს­წონს სა­კუ­თა­რი თავი. თუმ­ცა ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ამ თე­მა­ზე "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბის“ კო­მენ­ტა­რებ­მა, რომ გა­და­წყვი­ტა მათ­თვის ეპა­სუ­ხა და "ტი­კტოკ­ზე" შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რუს­კას "ტი­კტოკ­ზე" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არხი აქვს და 220 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

"მარ­თლა გუ­ლით და­ვი­ღა­ლე, ერ­თა­დერ­თი კო­მენ­ტა­რი რაც მა­ღი­ზი­ა­ნებს, არის ის, რომ რუს­კა, რა გამ­ხდა­რი ხარ, არ ჭამ საჭ­მელს?

ხალხნო, მო­მის­მი­ნეთ, 21-ე სა­უ­კუ­ნეა, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­უ­თი­თო ჭა­მოს ან არ ჭა­მოს. 37 წე­ლია რაც გამ­ხდა­რი ვარ, წელს რა­ტომ ატყდა პა­ნი­კა ჩემს სი­გამ­ხდრე­ზე?!

თავს ვგრძნობ გა­და­სა­რე­ვად და ჯან­სა­ღად. მომ­წონს ჩემი თავი და თქვენ თუ არ მოგ­წონთ ხალხნო, ეგ თქვე­ნი პრობ­ლე­მაა. ახლა ამ ვი­დე­ოს იმი­ტომ ვწერ, რომ ნუ წა­უ­ღეთ ტვი­ნი სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია...

ზოგს მეტი წონა აქვს და ზოგ­საც ნაკ­ლე­ბი, იმი­ტომ აქვთ, რომ მოს­წონთ. ვი­საც არ მოს­წონს კი, იმან თვი­თონ მი­ხე­დოს თა­ვის თავს. გაგ­ვა­ნე­ბეთ ხალხნო თავი, ნორ­მა­ლუ­რე­ბი თუ ხართ?! და­მაგ­ლი­ჯეთ ნერ­ვე­ბი", - ამ­ბობს რუს­კა ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.

  • რო­დე­საც მსა­ხი­ობ­მა გა­ი­გო რა თე­მა­ზე გვსურ­და მას­თან სა­უ­ბა­რი, გვი­თხრა, რომ მსგავს კო­მენ­ტა­რებს მხო­ლოდ "ტი­კტოკ­ზე" წე­რენ და არა, "ინ­სტაგ­რამ­ზე", "ფე­ის­ბუქ­ზე" ან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სხვა პლატ­ფორ­მა­ზე.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

- ზო­გა­დად, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი მარ­ტო ის არ არის, რომ გამ­ხდრებს ან ჭარ­ბწო­ნი­ა­ნებს წო­ნა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, ზო­გა­დად ცუდი ტო­ნია, ადა­მი­ანს წო­ნა­ზე ელა­პა­რა­კო, გინ­და კარ­გი კუ­თხით, გინ­და - ცუდი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დად იწე­რე­ბი­ან, ავად ხარ, რამე გტკი­ვა, ბუ­ლი­მია გაქვს?! - იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია. ვი­ღა­ცას, ვი­საც ჭარ­ბი წონა აქვს, შე­საძ­ლოა მოს­წონ­დეს სა­კუ­თა­რი თავი ასე­თი და თუ არ მოს­წონს, ებ­რძვის ამ წო­ნას. შენი ნათ­ქვა­მით ხომ უფრო სტკენ გულს?!

37 წე­ლია რაც გამ­ხდა­რი ვარ და ახლა რა­ტომ გა­ახ­სენ­დათ ჩემი სი­გამ­ხდრე?! მომ­წონს ჩემი თავი ასე­თი. სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად უნდა შე­წყდეს წო­ნა­ზე სა­უ­ბა­რი, რო­გორც კარ­გი, ისე ცუდი კუ­თხით. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მი­უ­თი­თო, რომ უნდა გახ­დე, ან გა­სუქ­დე, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვიცი მსგავ­სი პრობ­ლე­მით. მათ შო­რის, ჩემი ერთი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან სი­გამ­ხდრის გამო ისე და­ა­კომ­პლექ­სეს რომ დღემ­დე კომ­პლექ­სი აქვს. ექი­მებ­საც მი­მარ­თა რომ გა­სუ­ქე­ბუ­ლი­ყო. იმ­დე­ნი ქნეს, რომ არ მოს­წონს სა­კუ­თა­რი თავი, არა­და უმ­შვე­ნი­ე­რე­სია. უნდა მი­ვი­ღოთ ჩვე­ნი თა­ვე­ბი ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ და თუ რა­ი­მე არ მოგ­ვწონს, თა­ვად ვებ­რძო­ლოთ ამას. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ წო­ნა­ზე ან გა­რეგ­ნო­ბა­ზე მი­გი­თი­თოს.

- რუს­კა, თქვენ თუ მი­გი­მარ­თავთ მსგავ­სი მი­ზე­ზით ექი­მის­თვის?

- არა­სო­დეს მი­მი­მარ­თავს ამ მი­ზე­ზით ექი­მის­თვის. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ხდა­რი ვარ, ბავ­შვო­ბი­დან. ოჯახ­შიც ყვე­ლა გამ­ხდა­რია და მომ­წონს ასე­თი ჩემი თავი. რო­გორც კი არ მო­მე­წო­ნე­ბა, მერე შე­იძ­ლე­ბა მივ­მარ­თო. იქ­ნებ სხვებ­საც მოს­წონთ თა­ვი­სი წონა, თუნ­დაც ჭარ­ბწო­ნი­ანს. უნდა შე­წყდეს ეს. თან ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი წე­რენ მსგავს კო­მენ­ტა­რებს და ეს უფრო ცუ­დია.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
1

მარტო სიგამხდრეზეა არ არის საუბარი არაფერი არ უვარგა იტყლარჭება იმანჭება დახტუნაობს უაზროდ ჩხავის ვითომ იმიჯს ქმნის რო თავისუფალია მაგრამ არაფერი არ უხდება.საახალწლო საღამოს წამყვანი იყო რას გავდა ან ის კაბა ვინ შეუკერა საცოდაობა იყო ჩხავილი ხო ნუღარ იტყვი.

რეალისტი
17

ნუ ღელავ რუსკა, არა მგონია შენ ვინმემ მიგითითოს ან ტვინი წაგიღოს სიგამხდრეზე, რადგან შენ ყველას მოსწონხარ საქართველოში, ყველამ ვიცით, რომ სულ ასეთი გამხდარი ხარ და მშვენიერ ფორმაში ხარ, და საერთოდ ლამაზი ქალი ხარ😊❤️❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!...არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს" - რუსკა მაყაშვილის მიმართვა საზოგადოებას

"ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა,  რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!...არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს" - რუსკა მაყაშვილის მიმართვა საზოგადოებას

არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე, როგორ აბულინგებენ ცნობილ სახეებს როგორც ჭარბი წონის, ისე სიგამხდრის გამო. ამის მაგალითები სოციალურ ქსელში ხშირია. სხვადასხვა სტატიებისა თუ ვიდეოების კომენტარებში ხშირად შეხვდებით შეურაცხმყოფელ კომენტარებს, თუ იქ წარმოჩენილი ადამიანების კილოგრამები, ან სხეულის გარშემოწერილობა საზოგადოების "მოთხოვნებს" არ აკმაყოფილებს.

შესაძლოა, ადამიანები პირად ცხოვრებაზე, ტრაგედიებზე, ან თუნდაც პოლიტიკაზე საუბრობდნენ, თუმცა რატომღაც ხშირად შეფასების ობიექტი მათი სხეულის ფორმა ხდება.

რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთია ცნობილ ადამიანებს შორის, რომელსაც ყველაზე ხშირად წონაზე მიუთითებენ. მსახიობი და ტელეწამყვანი მთელი ცხოვრება გამხდარია და ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი ფორმით და წონით, ასეთი მოსწონს საკუთარი თავი. თუმცა ისე გააღიზიანა ამ თემაზე "კეთილისმსურველების“ კომენტარებმა, რომ გადაწყვიტა მათთვის ეპასუხა და "ტიკტოკზე" შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@rusana18/video/7316825582522699010" data-video-id="7316825582522699010" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@rusana18" href="https://www.tiktok.com/@rusana18?refer=embed">@rusana18</a> <p>ნუ შე@&#38;!ცით</p> <a target="_blank" title="♬ original sound - Ruska makashvili" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7316825638689966849?refer=embed">♬ original sound - Ruska makashvili</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

რუსკას "ტიკტოკზე" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი აქვს და 220 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

"მართლა გულით დავიღალე, ერთადერთი კომენტარი რაც მაღიზიანებს, არის ის, რომ რუსკა, რა გამხდარი ხარ, არ ჭამ საჭმელს?

ხალხნო, მომისმინეთ, 21-ე საუკუნეა, არ შეიძლება ადამიანს მიუთითო ჭამოს ან არ ჭამოს. 37 წელია რაც გამხდარი ვარ, წელს რატომ ატყდა პანიკა ჩემს სიგამხდრეზე?!

თავს ვგრძნობ გადასარევად და ჯანსაღად. მომწონს ჩემი თავი და თქვენ თუ არ მოგწონთ ხალხნო, ეგ თქვენი პრობლემაა. ახლა ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ ნუ წაუღეთ ტვინი სხვა ადამიანებსაც. ძალიან, ძალიან დამღლელია...

ზოგს მეტი წონა აქვს და ზოგსაც ნაკლები, იმიტომ აქვთ, რომ მოსწონთ. ვისაც არ მოსწონს კი, იმან თვითონ მიხედოს თავის თავს. გაგვანებეთ ხალხნო თავი, ნორმალურები თუ ხართ?! დამაგლიჯეთ ნერვები", - ამბობს რუსკა ვიდეო მიმართვაში.

  • როდესაც მსახიობმა გაიგო რა თემაზე გვსურდა მასთან საუბარი, გვითხრა, რომ მსგავს კომენტარებს მხოლოდ "ტიკტოკზე" წერენ და არა, "ინსტაგრამზე", "ფეისბუქზე" ან სოციალური ქსელის სხვა პლატფორმაზე.

რუსკა მაყაშვილი:

- ზოგადად, გამაღიზიანებელი მარტო ის არ არის, რომ გამხდრებს ან ჭარბწონიანებს წონაზე მიუთითებენ, ზოგადად ცუდი ტონია, ადამიანს წონაზე ელაპარაკო, გინდა კარგი კუთხით, გინდა - ცუდი. ჩემს შემთხვევაში ძირითადად იწერებიან, ავად ხარ, რამე გტკივა, ბულიმია გაქვს?! - იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ძალიან არასწორი საქციელია. ვიღაცას, ვისაც ჭარბი წონა აქვს, შესაძლოა მოსწონდეს საკუთარი თავი ასეთი და თუ არ მოსწონს, ებრძვის ამ წონას. შენი ნათქვამით ხომ უფრო სტკენ გულს?!

37 წელია რაც გამხდარი ვარ და ახლა რატომ გაახსენდათ ჩემი სიგამხდრე?! მომწონს ჩემი თავი ასეთი. საერთოდ, ზოგადად უნდა შეწყდეს წონაზე საუბარი, როგორც კარგი, ისე ცუდი კუთხით. არ შეიძლება ადამიანს მიუთითო, რომ უნდა გახდე, ან გასუქდე, ამაზე მაქვს საუბარი.

ბევრი ადამიანი ვიცი მსგავსი პრობლემით. მათ შორის, ჩემი ერთი მეგობარია, რომელიც ბავშვობიდან სიგამხდრის გამო ისე დააკომპლექსეს რომ დღემდე კომპლექსი აქვს. ექიმებსაც მიმართა რომ გასუქებულიყო. იმდენი ქნეს, რომ არ მოსწონს საკუთარი თავი, არადა უმშვენიერესია. უნდა მივიღოთ ჩვენი თავები ისეთები, როგორებიც ვართ და თუ რაიმე არ მოგვწონს, თავად ვებრძოლოთ ამას. არავის აქვს უფლება, რომ წონაზე ან გარეგნობაზე მიგითითოს.

- რუსკა, თქვენ თუ მიგიმართავთ მსგავსი მიზეზით ექიმისთვის?

- არასოდეს მიმიმართავს ამ მიზეზით ექიმისთვის. მთელი ცხოვრება გამხდარი ვარ, ბავშვობიდან. ოჯახშიც ყველა გამხდარია და მომწონს ასეთი ჩემი თავი. როგორც კი არ მომეწონება, მერე შეიძლება მივმართო. იქნებ სხვებსაც მოსწონთ თავისი წონა, თუნდაც ჭარბწონიანს. უნდა შეწყდეს ეს. თან ძირითადად ქალები წერენ მსგავს კომენტარებს და ეს უფრო ცუდია.