პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება..." - რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტზე?
"ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება..." - რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტზე?

უკ­რა­ი­ნა­ში ომი გრძელ­დე­ბა, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლის ვა­რა­უ­დით, მალე არც დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა არის მო­საზ­რე­ბაც, რომ 2024 წელს შე­საძ­ლოა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყოს და ამის სა­ნაც­ვლოდ უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რდეს. სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის არ სჯე­რა პოლ­კოვ­ნიკ ლაშა ბე­რი­ძეს, რომ­ლის აზ­რით, უკ­რა­ი­ნა­ში დაღ­ვრი­ლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი, ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის და უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს. რა სცე­ნა­რით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი 2024 წელს, ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე პოლ­კოვ­ნი­კი ლაშა ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- უკ­რა­ი­ნა­ში ომი კარ­გა ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. წინსვლას ვერც ერთი მხა­რე ვერ ახერ­ხებს. სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნის მხა­რეს არის უპი­რა­ტე­სო­ბა, აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე - რუ­სე­თის, მაგ­რამ არც ერთს არა აქვს ისე­თი უპი­რა­ტე­სო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­ღვე­ვა მო­ახ­დი­ნოს. ეს დრო­ნე­ბის, რა­კე­ტე­ბის ომია, რა­შიც დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს რუ­სეთს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­მაც და­ი­წყო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბი, ალ­ბათ, ის არის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ რა­კე­ტებს წვდო­მის საკ­მა­რი­სად დიდი მან­ძი­ლი აქვს და ამას უფრო დახ­ვე­წენ. უკ­რა­ი­ნამ უნდა და­ი­წყოს რუ­სე­თის დიდი ქა­ლა­ქე­ბის, მოს­კო­ვის, როს­ტო­ვის და ა.შ. უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვა რა­კე­ტე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ფრონ­ტის ხაზს, შე­იძ­ლე­ბა უცებ შე­იც­ვა­ლოს რა­ღაც, შე­იძ­ლე­ბა სტაგ­ნა­ცია დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს, რად­გან ორი­ვეს საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, უკ­რა­ი­ნას. მას და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლაც სჭირ­დე­ბა, რუ­სეთ­მა კი უკვე სამ­ჯერ გა­ნა­ახ­ლა.

სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს, დრო­ნულ თავ­დას­ხმებს სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რებ­ზე კრემ­ლი ისევ გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნაც ნელ-ნელა უმა­ტებს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს. შე­იძ­ლე­ბა ჯერ მოს­კოვს ვერ სწვდე­ბი­ან თა­ვი­ან­თი რა­კე­ტე­ბით ისე, რომ და­ა­ზა­რა­ლონ, მაგ­რამ და­ი­ბომ­ბა როს­ტო­ვი, ახ­ლა­ხან ბელ­გო­რო­დიც. ვფიქ­რობ, 2024 წელს სა­მიზ­ნე მოს­კო­ვი იქ­ნე­ბა. რუ­სე­თი ამ ზამ­თარს სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვა­ზე ვერ გა­და­ვა, ამი­ტომ შე­ეც­დე­ბა გა­ახ­ში­როს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი, გე­ოგ­რა­ფია გა­ზარ­დოს. აქამ­დე კი­ევ­სა და ხარ­კოვ­ზე იყ­ვნენ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ახლა არე­ა­ლი გა­ზარ­დეს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ აგ­რე­სორს იმა­ვე­თი უპა­სუ­ხოს.

- ელო­დით, რომ ომი ასე გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და?

- პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, მალე არ დამ­თავ­რდე­ბო­და. რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა უფრო გრძე­ლი, გა­მო­ფი­ტუ­ლი ომით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ომე­ბის ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, მალე არც ერთი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გერ­მა­ნი­ას მთე­ლი მსოფ­ლიო ეო­მე­ბო­და და ლა­მის 7 წელი დას­ჭირ­და მის და­მარ­ცხე­ბას. რუ­სე­თი მარ­ტო არ არის და გა­ცი­ლე­ბით დიდი რე­სურ­სე­ბი აქვს, ვიდ­რე ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას ჰქონ­და. გა­ვიხ­სე­ნოთ, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და ვი­ეტ­ნა­მის ომი, მერე ავ­ღა­ნე­თის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ომე­ბი. ამ ომ­საც დრო სჭირ­დე­ბა და, რა თქმა უნდა, და­სავ­ლე­თის კონ­სო­ლი­და­ცია, მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი რუ­სეთ­ზე.უკ­რა­ი­ნას კვლა­ვაც უნდა და­ეხ­მა­რონ, რად­გან ამ ომში და­სავ­ლე­თიც და­მარ­ცხდე­ბა... გა­მარ­ჯვე­ბის დე­ფი­ნი­ცი­აც კარ­გა ხა­ნია შე­იც­ვა­ლა. ახლა სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რუ­სეთ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რისი და­კა­ვე­ბაც მო­ა­ხერ­ხა. უკ­რა­ი­ნის­თვის და­მარ­ცხე­ბა იქ­ნე­ბა, თუ და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს ვერ და­იბ­რუ­ნებს. უკ­რა­ი­ნის­თვის. რაც მეტ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, უფრო მე­ტია შან­სი, რომ ომი მალე დამ­თავ­რდეს, ხოლო ნაკ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბის გამო უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.

- რი­თაც ეხ­მა­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნას, არ არის საკ­მა­რი­სი?

- დიახ, არ არის. უკ­რა­ი­ნა ცდი­ლობს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა იმ დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნოს, რომ მთლი­ა­ნად არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ­ზე. რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად გა­და­ე­წყო ომის რელ­სებ­ზე, უკ­რა­ი­ნაც, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი არ არის ომის რელ­სებ­ზე, არა­და, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ მალე გა­ი­მარ­ჯვოს. მაგ­რამ და­სავ­ლეთ­შიც აზ­რე­ბი გა­ი­ყო. არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნა გა­დარ­ჩა, ახლა რუ­სე­თი რაღა საფრ­თხეა, არაფ­რის თავი აღარ აქ­ვსო, მაგ­რამ ვინც ასე ფიქ­რობს, ცდე­ბა. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის საფრ­თხეა, მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნას უნდა და­ვეხ­მა­როთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ბო­ლომ­დე დე­ო­კუ­პა­ცი­ამ­დე, რათა ევ­რო­პას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უსაფრ­თხო­ე­ბის მყა­რი გა­რან­ტია ჰქონ­დე­სო. ნა­ტოს წევ­რი ისე­თი ქვეყ­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნას, ვფიქ­რობ, რუ­სეთს მო­უ­წევს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dima
6

იტალია , ესპანეთი , უნგრეთი,ავსტრია, რუმინეთი ბულგარეთი , ჩეხეთი, სკანდინავიის ყველა ქვეყანა,იაპონია, ბალტიისპირელები, უკრაინელების ნახევარი, გერმანიის მხარეს რომ იბრძოდნენ. უთხარით ვინმემ ,ამ პოლკოვნიკს!)))ახლა კიდევ ერთი ცდა აქვთ,ნეოფაშისტებს , მაგრამ იგივე მოელით!

 

ტრისტანა
3

1941წ სტალინმა იკითხა.გერმანიამ მატყლი და ბამბა თუ შეისყიდა სადმე?ასე რომ გერმანიასავით დიდხანს მოუწევს ლოდინი მოსკოვში შესასვლელად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება..." - რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტზე?

"ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება..." - რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტზე?

უკრაინაში ომი გრძელდება, სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილის ვარაუდით, მალე არც დასრულდება. თუმცა არის მოსაზრებაც, რომ 2024 წელს შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს და ამის სანაცვლოდ უკრაინა ევროკავშირში გაწევრდეს. სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების არ სჯერა პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლის აზრით, უკრაინაში დაღვრილი ამდენი ადამიანის სისხლი, ამხელა მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის და უკრაინა გაიმარჯვებს. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2024 წელს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გვესაუბრება.

- უკრაინაში ომი კარგა ხანს გაგრძელდება. წინსვლას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს. სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინის მხარეს არის უპირატესობა, აღმოსავლეთის მიმართულებაზე - რუსეთის, მაგრამ არც ერთს არა აქვს ისეთი უპირატესობა, მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს. ეს დრონების, რაკეტების ომია, რაშიც დიდი პოტენციალი აქვს რუსეთს, მაგრამ უკრაინამაც დაიწყო პასუხის გაცემა. ერთ-ერთი გასაღები, ალბათ, ის არის, რომ უკრაინაში წარმოებულ რაკეტებს წვდომის საკმარისად დიდი მანძილი აქვს და ამას უფრო დახვეწენ. უკრაინამ უნდა დაიწყოს რუსეთის დიდი ქალაქების, მოსკოვის, როსტოვის და ა.შ. უფრო ინტენსიური დაბომბვა რაკეტებით. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, შეიძლება უცებ შეიცვალოს რაღაც, შეიძლება სტაგნაცია დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ორივეს საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით, უკრაინას. მას დამატებითი ცოცხალი ძალაც სჭირდება, რუსეთმა კი უკვე სამჯერ განაახლა.

სარაკეტო დარტყმებს, დრონულ თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე კრემლი ისევ გააგრძელებს, მაგრამ უკრაინაც ნელ-ნელა უმატებს სარაკეტო დარტყმებს. შეიძლება ჯერ მოსკოვს ვერ სწვდებიან თავიანთი რაკეტებით ისე, რომ დააზარალონ, მაგრამ დაიბომბა როსტოვი, ახლახან ბელგოროდიც. ვფიქრობ, 2024 წელს სამიზნე მოსკოვი იქნება. რუსეთი ამ ზამთარს სახმელეთო შეტევაზე ვერ გადავა, ამიტომ შეეცდება გაახშიროს სარაკეტო დარტყმები, გეოგრაფია გაზარდოს. აქამდე კიევსა და ხარკოვზე იყვნენ ფოკუსირებული, ახლა არეალი გაზარდეს, მაგრამ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ აგრესორს იმავეთი უპასუხოს.

- ელოდით, რომ ომი ასე გაჭიანურდებოდა?

- პირველივე დღიდან ვამბობდი, მალე არ დამთავრდებოდა. რუსეთის დამარცხება უფრო გრძელი, გამოფიტული ომით იქნება შესაძლებელი. თუ ომების ისტორიას გადავხედავთ, მალე არც ერთი არ დასრულებულა. მეორე მსოფლიო ომში გერმანიას მთელი მსოფლიო ეომებოდა და ლამის 7 წელი დასჭირდა მის დამარცხებას. რუსეთი მარტო არ არის და გაცილებით დიდი რესურსები აქვს, ვიდრე ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა. გავიხსენოთ, რამდენ ხანს გაგრძელდა ვიეტნამის ომი, მერე ავღანეთის პირველი და მეორე ომები. ამ ომსაც დრო სჭირდება და, რა თქმა უნდა, დასავლეთის კონსოლიდაცია, მეტი პოლიტიკური წნეხი რუსეთზე.უკრაინას კვლავაც უნდა დაეხმარონ, რადგან ამ ომში დასავლეთიც დამარცხდება... გამარჯვების დეფინიციაც კარგა ხანია შეიცვალა. ახლა საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს ის ოკუპირებული ტერიტორია, რისი დაკავებაც მოახერხა. უკრაინისთვის დამარცხება იქნება, თუ დაკავებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. უკრაინისთვის. რაც მეტ დახმარებას მიიღებს, უფრო მეტია შანსი, რომ ომი მალე დამთავრდეს, ხოლო ნაკლები დახმარების გამო უფრო დიდხანს გაგრძელდება.

- რითაც ეხმარებიან უკრაინას, არ არის საკმარისი?

- დიახ, არ არის. უკრაინა ცდილობს თავისი სამხედრო მრეწველობა იმ დონეზე აიყვანოს, რომ მთლიანად არ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე. რუსეთის ეკონომიკა მთლიანად გადაეწყო ომის რელსებზე, უკრაინაც, მაგრამ დასავლეთი არ არის ომის რელსებზე, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინამ მალე გაიმარჯვოს. მაგრამ დასავლეთშიც აზრები გაიყო. არის კატეგორია, რომელიც ამბობს, უკრაინა გადარჩა, ახლა რუსეთი რაღა საფრთხეა, არაფრის თავი აღარ აქვსო, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ცდება. რუსეთი ყოველთვის საფრთხეა, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამბობს, უკრაინას უნდა დავეხმაროთ ტერიტორიების ბოლომდე დეოკუპაციამდე, რათა ევროპას ერთხელ და სამუდამოდ უსაფრთხოების მყარი გარანტია ჰქონდესო. ნატოს წევრი ისეთი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას, ვფიქრობ, რუსეთს მოუწევს უკრაინის ტერიტორიების დათმობა...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: