მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება - ეს ის თვისებაა, რომელიც ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში" - მეუფე შიო
"ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება - ეს ის თვისებაა, რომელიც ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში" - მეუფე შიო

ყვე­ლა ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს ვნე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა. ეს ის თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც სწო­რედ ხელს უშ­ლის უფალს, შე­მო­ვი­დეს ჩვენს გულ­ში და იმოქ­მე­დოს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის თა­ნა­მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიომ, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ნათ­ლის­ღე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

მან მრევლსა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი "სიმ­დაბ­ლი­თაც უნდა შე­ი­მო­სონ“.

"დღეს ყვე­ლა ტა­ძარ­ში იგა­ლო­ბე­ბა შემ­დე­გი სა­გა­ლო­ბე­ლი: "რა­ო­დენ­თა ქრის­ტეს მიერ ნა­თელ გვი­ღე­ბი­ეს, ქრის­ტე შეგ­ვი­მო­სი­ეს“. ეს ნიშ­ნავს, რომ ვინც მო­ვი­ნათ­ლეთ, ქრის­ტე შე­ვი­მო­სეთ. ეს სა­გა­ლო­ბე­ლი ყო­ველ­თვის იგა­ლო­ბე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ინათ­ლე­ბა რო­გორც ერ­თგვა­რი ეკ­ლე­სი­ის მო­წო­დე­ბა მის­და­მი. ამ სი­ტყვებ­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გად­მო­ცე­მუ­ლია მთე­ლი მთა­ვა­რი აზრი იმი­სა, თუ რა არის ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო და რის­თვის ინათ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი. რას ნიშ­ნავს ეს სი­ტყვე­ბი, რას ნიშ­ნავს ქრის­ტეს შე­მოს­ვლა, რის­თვის არის სა­ჭი­რო, რო­გორ ხდე­ბა ეს? ეს არის სა­ჭი­რო ჩვე­ნი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის და სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა რაში მდგო­მა­რე­ობს? მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ჩვენს გულ­ში შე­მო­ვი­დეს უფა­ლი იესო ქრის­ტე და ცოდ­ვა და­ა­მარ­ცხოს ჩვენს გულ­ში, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ანს ღვთის შე­წევ­ნის გა­რე­შე ცოდ­ვის და­მარ­ცხე­ბა არ შე­უძ­ლია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის თუ კარ­გი აღ­ზრდის წყა­ლო­ბით ზო­გი­ერ­თი ცოდ­ვა არ ჩა­ვი­დი­ნოთ, თავი შე­ვი­კა­ვოთ მათ­გან, მაგ­რამ ცოდ­ვის რო­გორც ჩვე­ნი სუ­ლის თვი­სე­ბის და­მარ­ცხე­ბა და ჩვე­ნი გუ­ლი­დან წარ­ხოც­ვა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ძა­ლით არ შე­უძ­ლია. იმი­ტომ, რომ რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ადამ­მა შეს­ცო­და და გან­შორ­და ღმერ­თს, მისი ბუ­ნე­ბა და­ზი­ან­და და ეს და­ზი­ა­ნე­ბა გა­და­ე­ცა შემ­დგომ მთელს კა­ცობ­რი­ო­ბას. მას მერე ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა ამ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბით და ეს სენი იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ ადა­მი­ანს არ ძა­ლუძს სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­კურ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად: შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ­პარ­ტა­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­თა და შრო­მით გახ­დეს თავ­მდა­ბა­ლი; ან კაც­თმო­ძუ­ლე და შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­დეს მო­სიყ­ვა­რუ­ლე; ან მრის­ხა­ნე გა­და­იქ­ცეს მშვი­დად; მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ან­მა შე­ი­ძუ­ლოს ტყუ­ი­ლი და შე­იყ­ვა­როს სი­მარ­თლე ში­ნა­გა­ნად, თა­ვი­სი გუ­ლით; ხარ­ბი და ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე გახ­დეს ხელ­გაშ­ლი­ლი, მო­წყა­ლე და ლმო­ბი­ე­რი და ა.შ. ამ და სხვა ვნე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბა და ჩვე­ნი გუ­ლი­დან წარ­ხოც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ღვთის მად­ლით. ამის­თვის სა­ჭი­როა უფა­ლი იესო ქრის­ტე შე­ვი­მო­სოთ ჩვენ. ამი­ტომ იგა­ლო­ბე­ბა ეს სა­გა­ლო­ბე­ლი, რომ ქრის­ტე თა­ვი­სი მად­ლით შე­მო­ვი­დეს ჩვენს გულ­ში და ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი წარ­ხო­ცოს. ამის­თვი­საც სა­ჭი­როა ერთი თვი­სე­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც უფ­ლის მად­ლი ჩვენ გულ­ში არ შე­მო­ვა. ყვე­ლა ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს ვნე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა. ეს ის თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც სწო­რედ ხელს უშ­ლის უფალს შე­მო­ვი­დეს ჩვენს გულ­ში და იმოქ­მე­დოს. ჩვენ, სიმ­დაბ­ლეც უნდა შე­ვი­მო­სოთ. ერთი წმინ­და მამა ამ­ბობს და პატ­რი­არ­ქსაც, ილია მე­ო­რე­საც გა­უ­მე­ო­რე­ბია “სიმ­დაბ­ლე ღმერ­თის შე­სა­მო­სე­ლია“. აი, სიმ­დაბ­ლეს თუ შე­ვი­მო­სავთ, მა­შინ მად­ლიც მოვა, მო­ვი­ზი­დავთ სუ­ლიწ­მი­დის მადლს, რო­მე­ლიც რო­გორც ჩვე­ნი სამ­ყა­როს დიდი შე­მოქ­მე­დი ძალა, რო­მე­ლიც მა­მი­სა­გან გა­მო­ვალს, მოვა ჩვენს გულ­ში და წარ­ხო­ცავს ჩვენს ცოდ­ვებს და მო­ახ­დენს ჩვენს ფე­რის­ცვა­ლე­ბას. ჩვენ შევ­ცვლით ჩვენს ცხოვ­რე­ბას, აზ­როვ­ნე­ბას და სრუ­ლე­ბით ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხდე­ბით. სწო­რედ ამ ფე­რის­ცვა­ლე­ბის­თვის მო­ვი­და უფა­ლი იესო ქრის­ტე დე­და­მი­წა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, რომ მის­თვის ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს არის უფ­ლის­თვის მთა­ვა­რი, ვიდ­რე ჩვე­ნი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი, მიღ­წე­ვე­ბი თუ კე­თილ­დღე­ო­ბა. ამის­თვის ივნო მან ჯვარ­ზე, ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის­თვის. ამის­თვის და­ა­არ­სა მან თა­ვი­სი ეკ­ლე­სია. ამი­ტომ წმინ­და ეკ­ლე­სი­აც, ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ქრის­ტი­ა­ნო­ბა არის მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც სურს ღმერ­თთან ყოფ­ნა. რო­გორც სა­ხა­რე­ბა­ში­ცაა ნათ­ქვა­მი, ვინც თა­ვის­თვის კი არ მდიდ­რდე­ბა, არა­მედ ღმერ­თის­თვის მდიდ­რდე­ბა. გი­ლო­ცავთ ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს, ჩვენ­თვის გახ­სნი­ლია გზა სუ­ლის ცხო­ნე­ბის­კენ. წმინ­და ნათ­ლის­ღე­ბას შევ­ყა­ვართ ჩვენ ეკ­ლე­სი­ა­ში და დღეს ვე­ვედ­როთ უფალს, რომ შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს ქრის­ტე შე­ვი­მო­სოთ. და რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს: "ამი­ე­რით­გან აღარ ვი­ყოთ ღვთის­თვის უცხო, არა­მედ სახ­ლე­ურ ღვთი­სა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შიო ბატონო!
0

ცოტათი მაინც არ გეუხერხულებათ ასიათას დოლარიანი ჯიპები? ნუთუ ქრისტეს სწავლება ასე შეიძულეთ. არ ვიცი არ ვიცი.

1234....
1

Ეეე, ერთი უყურე ამასა, რამდენი რამე ცოდნია და არ იყენებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება - ეს ის თვისებაა, რომელიც ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში" - მეუფე შიო

"ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება - ეს ის თვისებაა, რომელიც ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში" - მეუფე შიო

ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

მან მრევლსა და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები "სიმდაბლითაც უნდა შეიმოსონ“.

"დღეს ყველა ტაძარში იგალობება შემდეგი საგალობელი: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. ეს ნიშნავს, რომ ვინც მოვინათლეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ეს საგალობელი ყოველთვის იგალობება, როდესაც ადამიანი ინათლება როგორც ერთგვარი ეკლესიის მოწოდება მისდამი. ამ სიტყვებში შეიძლება ითქვას, რომ გადმოცემულია მთელი მთავარი აზრი იმისა, თუ რა არის ნათლობის საიდუმლო და რისთვის ინათლება ადამიანი. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რას ნიშნავს ქრისტეს შემოსვლა, რისთვის არის საჭირო, როგორ ხდება ეს? ეს არის საჭირო ჩვენი სულის გადარჩენისთვის და სულის გადარჩენა რაში მდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს უფალი იესო ქრისტე და ცოდვა დაამარცხოს ჩვენს გულში, იმიტომ, რომ ადამიანს ღვთის შეწევნის გარეშე ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, თავი შევიკავოთ მათგან, მაგრამ ცოდვის როგორც ჩვენი სულის თვისების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია. იმიტომ, რომ როდესაც თავდაპირველად ადამმა შესცოდა და განშორდა ღმერთს, მისი ბუნება დაზიანდა და ეს დაზიანება გადაეცა შემდგომ მთელს კაცობრიობას. მას მერე ყოველი ადამიანი იბადება ამ დაზიანებული ბუნებით და ეს სენი იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის განკურნება. მაგალითად: შეუძლებელია, რომ ამპარტავანი ადამიანი საკუთარი მეცადინეობითა და შრომით გახდეს თავმდაბალი; ან კაცთმოძულე და შურიანი ადამიანი გახდეს მოსიყვარულე; ან მრისხანე გადაიქცეს მშვიდად; მატყუარა ადამიანმა შეიძულოს ტყუილი და შეიყვაროს სიმართლე შინაგანად, თავისი გულით; ხარბი და ვერცხლისმოყვარე გახდეს ხელგაშლილი, მოწყალე და ლმობიერი და ა.შ. ამ და სხვა ვნებების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა შესაძლებელია ღვთის მადლით. ამისთვის საჭიროა უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ ჩვენ. ამიტომ იგალობება ეს საგალობელი, რომ ქრისტე თავისი მადლით შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი ცოდვები წარხოცოს. ამისთვისაც საჭიროა ერთი თვისება, რომლის გარეშეც უფლის მადლი ჩვენ გულში არ შემოვა. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს. ჩვენ, სიმდაბლეც უნდა შევიმოსოთ. ერთი წმინდა მამა ამბობს და პატრიარქსაც, ილია მეორესაც გაუმეორებია “სიმდაბლე ღმერთის შესამოსელია“. აი, სიმდაბლეს თუ შევიმოსავთ, მაშინ მადლიც მოვა, მოვიზიდავთ სულიწმიდის მადლს, რომელიც როგორც ჩვენი სამყაროს დიდი შემოქმედი ძალა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მოვა ჩვენს გულში და წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და მოახდენს ჩვენს ფერისცვალებას. ჩვენ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, აზროვნებას და სრულებით ახალი ადამიანები გავხდებით. სწორედ ამ ფერისცვალებისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სულის მდგომარეობა, ეს არის უფლისთვის მთავარი, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური წარმატებები, მიღწევები თუ კეთილდღეობა. ამისთვის ივნო მან ჯვარზე, ჩვენი ცოდვებისთვის. ამისთვის დააარსა მან თავისი ეკლესია. ამიტომ წმინდა ეკლესიაც, ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა. როგორც სახარებაშიცაა ნათქვამი, ვინც თავისთვის კი არ მდიდრდება, არამედ ღმერთისთვის მდიდრდება. გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, ჩვენთვის გახსნილია გზა სულის ცხონებისკენ. წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ. და როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ამიერითგან აღარ ვიყოთ ღვთისთვის უცხო, არამედ სახლეურ ღვთისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.