მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეოცე ბავშვი მოვნათლე... რამდენიმე მათგანი ცნობილი ადამიანის შვილიცაა" - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას: როგორია ცნობილების ტრადიციები და რას ჰყვებიან ნათლულებზე
"მეოცე ბავშვი მოვნათლე... რამდენიმე მათგანი ცნობილი ადამიანის შვილიცაა" - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას: როგორია ცნობილების ტრადიციები და რას ჰყვებიან ნათლულებზე

ნათ­ლის­ღე­ბას მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა ნა­წი­ლი 19 იან­ვარს აღ­ნიშ­ნავს და ის ახა­ლი აღ­თქმის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­ი­დუმ­ლო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მელ­მა სწო­რედ ამ დღეს მო­ნათ­ლა იესო ქრის­ტე მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში. ეს ის მთა­ვა­რი აქ­ტია, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნად ით­ვლე­ბა. ნა­თელ­მი­რო­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და. ყვე­ლა ცდი­ლობს ნათ­ლი­ად ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი შე­არ­ჩი­ოს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, 19 იან­ვარს ნათ­ლუ­ლე­ბი ნათ­ლი­ებს ულო­ცა­ვენ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სტუმ­რა­დაც მი­დი­ან.

გეგე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: - სა­ნამ ორი ცოლი მყავ­და, მა­ნათ­ვლი­ნებ­დნენ ბავ­შვებს. ხომ იცით, ასე­თი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს "ცალი გვერ­დი ნათ­ლი­ი­სა აქ­ვსო" და ეტყო­ბა, ამ გა­მოთ­ქმას ძალა არ და­უ­კარ­გავს და მას შემ­დეგ სულ მე­რი­დე­ბი­ან, ნათ­ლი­ის არა­ფე­რი გა­და­ე­დო­სო. ნათ­ლო­ბებ­ზე მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ ნათ­ლი­ად - აღარ. ორი ბიჭი ნათ­ლუ­ლი მყავს და ორიც გო­გო­ნა და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, არც ერთი არ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. ასე რომ, ტყუ­ი­ლად ეში­ნი­ათ ჩემი. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მომ­წონს ტრა­დი­ცია, როცა ნათ­ლუ­ლე­ბი ნათ­ლი­ებს ულო­ცა­ვენ ამ დღე­სას­წა­ულს და ოთხი­ვე მი­რე­კავს ხოლ­მე, სტა­ბი­ლუ­რად.

- თქვენ რა ასაკ­ში მო­ი­ნათ­ლეთ?

- მე ისეთ წლებ­ში და­ვი­ბა­დე, როცა მო­ნათ­ვლა რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, თუ მშო­ბე­ლი რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­და, ან თა­ნამ­დე­ბო­ბა ჰქონ­და. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, მა­შინ მო­ვი­ნათ­ლე, 1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, მა­მამ ალა­ვერ­დში წაგ­ვიყ­ვა­ნა. დიდ პა­ტივს ვცემ­დი ჩემს ნათ­ლი­ებს, ისი­ნი ამ­ქვეყ­ნად აღარ არი­ან.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, პუბ­ლი­ცის­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი: - სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გი ნათ­ლი­ე­ბი მყავ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე მათ­გა­ნი გარ­დაც­ვლი­ლია, ერთი იყო გუნ­და კა­ლა­ძე, პოეტ კარ­ლო კა­ლა­ძი­სა და მო­ქან­და­კე თა­მარ აბა­კე­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, მე­ო­რე კი მწე­რა­ლი ცი­ა­ლა არ­და­შე­ლია, რო­მე­ლიც მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან ერ­თად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, დი­სი­დენ­ტი იყო, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა. ორი­ვეს­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცი­ა­ლას­თან, რად­გან გუნ­და ადრე გარ­და­იც­ვა­ლა ავად­მყო­ფო­ბის გამო. ცი­ა­ლა დე­და­სა და მა­მას მე­გო­ბა­რი იყო, გუნ­და კი - მა­მას კლა­სე­ლი. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ მომ­ნათ­ლეს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, კად­რე­ბად ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ცი­ა­ლას ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მეც მახ­სოვს, მათ შო­რის, ერთი ეპი­ზო­დი... სი­ო­ნი­დან გა­მო­დი­ოდ­ნენ და ქუ­ჩა­ში პროკ­ლა­მა­ცი­ებს აკ­რავ­დნენ... მე კი, ამით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა, ტვი­ნი წა­ვუ­ღე, გეხ­ვე­წე­ბი, მეც მინ­და, მეც გა­მაკ­ვრე­ვი­ნეთ-მეთ­ქი. ღე­ლავ­და, არ უნ­დო­და ეს მეც გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­თან­ხმე. 13 წლის ვი­ყა­ვი და ნათ­ლი­ა­ჩემ­თან ერ­თად რომ პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი გა­ვა­კა­რი, თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯო­სო, და სახ­ლში რომ მო­ვე­დი, მე­გო­ნა, რა­ღაც სა­ოც­რე­ბა ჩა­ვი­დი­ნე, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა და­გა­ნათ­ლეს ნათ­ლი­ებ­მა?

- რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას არა­ფერს ვერ­ჩი, მაგ­რამ... იმ­დე­ნად კარ­გად ვიც­ნობ, ვხუმ­რობ ხოლ­მე, ვინც კარ­გად არ იც­ნობს, სწო­რედ ისი­ნი არი­ან რუ­სე­თუ­მე­ე­ბი-მეთ­ქი. ვთვლი, რომ რუ­სე­თი არის ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არას­დროს არა­ვის­თან მე­ზობ­ლობ­და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ჩემ­მა ნათ­ლი­ებ­მა, იმ წრემ, რო­მე­ლიც ჩვენს სახ­ლში იყ­რი­და თავს, გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მე დღეს ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი რა­ღა­ცე­ბი­სად­მი უპირ­ვე­ლე­სად ჯან­სუ­ღის გავ­ლე­ნაა და მათ შემ­თხვე­ვით არ მო­ა­ნათ­ვლი­ნა ჩემი თავი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ფუძ­ველ­ში დევს...

სხვა­თა შო­რის, ჩემი ძმის, მა­მუ­კას უფ­რო­სი შვი­ლი, ირი­ნო­ლა, ოთარ ჭი­ლა­ძემ მო­ნათ­ლა. რო­გორც იცით, მას მა­მა­ჩე­მის ლექ­სი­დან ჰქვია ეს სა­ხე­ლი და სწო­რედ ოთარ­მა შე­ურ­ჩია. ტა­რი­ელ ჭან­ტუ­რი­ას შვილ­თან, ირაკ­ლი ჭან­ტუ­რი­ას­თა­ნაც ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა გვა­კავ­ში­რებს, ის მა­მუ­კამ მო­ნათ­ლა. ჩემს ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი შვი­ლის, ირ­მუშ­კა გი­გა­ნის ნათ­ლია პო­ე­ტი დათო მაღ­რა­ძეა. ირ­მას ნათ­ლია იყო იო­სებ ნო­ნეშ­ვი­ლის მე­უღ­ლე მე­დი­კოც, ულა­მა­ზე­სი ქალი. ჩემი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­დნენ მას­თან.

მა­მა­ჩე­მის ნათ­ლია იყო თენ­გიზ კე­კე­ლი­ძე, თბი­ლი­სე­ლი კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. ჯან­სუღს ბევ­რი ნათ­ლუ­ლი ჰყავ­და, მათ შო­რის არი­ან, მა­გა­ლი­თად, მომ­ღე­რა­ლი დათო გო­მარ­თე­ლი, ქეთი გა­ბუ­ნია... ირაკ­ლი აბა­ში­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ბა­თას ნათ­ლი­ე­ბი დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი არი­ან. ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო "ხლარ­თე­ბია" ჩვენ­თან. ის მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ წრე­ში, ამ შე­მოქ­მედ ხალ­ხთან იყო, ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და უფრო გამ­ყარ­და.

მეც ძა­ლი­ან კარ­გი ნათ­ლუ­ლე­ბი მყავს, ერ­თმა­ნეთ­ზე ლა­მა­ზე­ბი, სიმ­პა­თი­უ­რე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი, არა­ვინ გა­მომ­რჩეს: გუგა გუნ­ცა­ძე, ნუცა იმ­ნა­ძე, ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა რუ­ხა­ძე, ანუშ­კა გო­დო­ლა­ძე. ნათ­ლის­ღე­ბას მი­რე­კა­ვენ ხოლ­მე და მი­ლო­ცა­ვენ.

- სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა თქვენ­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან არ მომ­წონს ქი­ლი­კი რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებ­ზე, რაც თით­ქოს მო­დუ­რი გახ­და. ეკ­ლე­სი­ა­სა და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­ში მან­კი­ე­რი მხა­რე უთუ­ოდ არის, მაგ­რამ ეს რა შუ­ა­შია რე­ლი­გი­ას­თან? სა­დღაც ვინ­მე ცუღ­ლუ­ტი მო­ძღვა­რი რომ იქ­ნე­ბა, ეს ჩვენს რწმე­ნა­ზე არ აი­სა­ხე­ბა. რწმე­ნა იმ­დე­ნად ინ­ტი­მუ­რი რამ არის, საკ­რა­ლუ­რი, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი, რომ ვინ, რას და რო­დის აღ­ნიშ­ნავს, არა­ვის საქ­მე არ არის. ორ-ორ დღე­სას­წა­ულ­ზე მეც ვხუმ­რობ ხოლ­მე, მაგ­რამ ამას ის­ტე­რი­კუ­ლად კი არ ვუდ­გე­ბი. ნე­ტავ ბევრ კე­თილ­შო­ბი­ლურ დღეს აღ­ვნიშ­ნავ­დეთ, რაც სიყ­ვა­რულს ემ­სა­ხუ­რე­ბა და რა გვი­ჭირ­და. როცა იქ­ნე­ბა, დად­გინ­დე­ბა ის ერთი დღე, რა­ზეც უნდა შევ­თან­ხმდეთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ის, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბის საგ­ნად იქ­ცეს, არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი ისე­თი რა­მაა, ამა­შიც და­პი­რის­პი­რე­ბა ვე­ძი­ოთ, და­უშ­ვე­ბე­ლია. უკი­დუ­რე­სო­ბა არა­ფერ­ში არ ვარ­გა. წი­თელ კვერ­ცხს ვღე­ბავ? არ არის შენი საქ­მე, მინ­და და ვღე­ბავ, მომ­წონს ეს რი­ტუ­ა­ლი და ვღე­ბავ. ამას რომ ქი­ლი­კი დაჰ­ყვე­ბა, პირ­და­პირ გე­ტყვით, მა­გა­რი გო­ი­მო­ბა მგო­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყო. ურ­წმუ­ნო და ამო­რე­ცხილ ადა­მი­ან­ზე სა­ში­ში არა­ფე­რია, თო­რემ ვის რა რწმე­ნა აქვს, რაში მა­ინ­ტე­რე­სებს?გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
15

ამათ ვითამ საპატრიარქოდ არჩევენ ხო? კი მარა ბებერს რას ერჩით, ბალღს ვეღარ იჭერს ხელში? სამჯერ დაუვარდა ნათლული?

მაი კუილსაც ვეღარ იჭერს მარა მერე რაა? ხალხს მოსწონთ და...

ადამიანი
2

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, პუბ­ლი­ცის­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი-?????? ვისთვის,თქვენთვის?! :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მეოცე ბავშვი მოვნათლე... რამდენიმე მათგანი ცნობილი ადამიანის შვილიცაა" - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას: როგორია ცნობილების ტრადიციები და რას ჰყვებიან ნათლულებზე

"მეოცე ბავშვი მოვნათლე... რამდენიმე მათგანი ცნობილი ადამიანის შვილიცაა" - ვინ როგორ აღნიშნავს ნათლისღებას: როგორია ცნობილების ტრადიციები და რას ჰყვებიან ნათლულებზე

ნათლისღებას მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს და ის ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო, მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ეს ის მთავარი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება. ნათელმირონობას საქართველოში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველა ცდილობს ნათლიად ყველაზე ახლობელი და კარგი ადამიანი შეარჩიოს. ტრადიციულად, 19 იანვარს ნათლულები ნათლიებს ულოცავენ და შეძლებისდაგვარად სტუმრადაც მიდიან.

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი: - სანამ ორი ცოლი მყავდა, მანათვლინებდნენ ბავშვებს. ხომ იცით, ასეთი გამოთქმა არსებობს "ცალი გვერდი ნათლიისა აქვსო" და ეტყობა, ამ გამოთქმას ძალა არ დაუკარგავს და მას შემდეგ სულ მერიდებიან, ნათლიის არაფერი გადაედოსო. ნათლობებზე მეპატიჟებიან ხოლმე, მაგრამ ნათლიად - აღარ. ორი ბიჭი ნათლული მყავს და ორიც გოგონა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ერთი არ არის დაოჯახებული. ასე რომ, ტყუილად ეშინიათ ჩემი. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ნათლულები ნათლიებს ულოცავენ ამ დღესასწაულს და ოთხივე მირეკავს ხოლმე, სტაბილურად.

- თქვენ რა ასაკში მოინათლეთ?

- მე ისეთ წლებში დავიბადე, როცა მონათვლა რისკთან იყო დაკავშირებული, მით უმეტეს, თუ მშობელი რაღაცას წარმოადგენდა, ან თანამდებობა ჰქონდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ მოვინათლე, 1960-იანი წლების დასაწყისში, მამამ ალავერდში წაგვიყვანა. დიდ პატივს ვცემდი ჩემს ნათლიებს, ისინი ამქვეყნად აღარ არიან.

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი: - სხვათა შორის, ძალიან კარგი ნათლიები მყავდა და სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაცვლილია, ერთი იყო გუნდა კალაძე, პოეტ კარლო კალაძისა და მოქანდაკე თამარ აბაკელიას ქალიშვილი, მეორე კი მწერალი ციალა არდაშელია, რომელიც მერაბ კოსტავასთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი, დისიდენტი იყო, ძალიან საინტერესო პიროვნება. ორივესთან შესანიშნავი და თბილი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, ციალასთან, რადგან გუნდა ადრე გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო. ციალა დედასა და მამას მეგობარი იყო, გუნდა კი - მამას კლასელი. კარგად მახსოვს, როგორ მომნათლეს დიდუბის ეკლესიაში, კადრებად ჩამრჩა მეხსიერებაში. ციალას ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეროვნულ მოძრაობაზე იყო დაფუძნებული და ეს ყველაფერი მეც მახსოვს, მათ შორის, ერთი ეპიზოდი... სიონიდან გამოდიოდნენ და ქუჩაში პროკლამაციებს აკრავდნენ... მე კი, ამით აღფრთოვანებულმა, ტვინი წავუღე, გეხვეწები, მეც მინდა, მეც გამაკვრევინეთ-მეთქი. ღელავდა, არ უნდოდა ეს მეც გამეკეთებინა, მაგრამ მაინც დავითანხმე. 13 წლის ვიყავი და ნათლიაჩემთან ერთად რომ პროკლამაციები გავაკარი, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოსო, და სახლში რომ მოვედი, მეგონა, რაღაც საოცრება ჩავიდინე, ძალიან კმაყოფილი და უბედნიერესი ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, რა დაგანათლეს ნათლიებმა?

- რუსულ ლიტერატურას არაფერს ვერჩი, მაგრამ... იმდენად კარგად ვიცნობ, ვხუმრობ ხოლმე, ვინც კარგად არ იცნობს, სწორედ ისინი არიან რუსეთუმეები-მეთქი. ვთვლი, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არავისთან მეზობლობდა, მათ შორის, საქართველოსთან. ჩემმა ნათლიებმა, იმ წრემ, რომელიც ჩვენს სახლში იყრიდა თავს, განაპირობა, რომ მე დღეს ასეთი შეხედულებები და დამოკიდებულებები მაქვს. ჩემი დამოკიდებულება ეროვნული რაღაცებისადმი უპირველესად ჯანსუღის გავლენაა და მათ შემთხვევით არ მოანათვლინა ჩემი თავი. ეს ყველაფერი საფუძველში დევს...

სხვათა შორის, ჩემი ძმის, მამუკას უფროსი შვილი, ირინოლა, ოთარ ჭილაძემ მონათლა. როგორც იცით, მას მამაჩემის ლექსიდან ჰქვია ეს სახელი და სწორედ ოთარმა შეურჩია. ტარიელ ჭანტურიას შვილთან, ირაკლი ჭანტურიასთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებს, ის მამუკამ მონათლა. ჩემს ქორწილში მეჯვარე და შესაბამისად, ჩემი შვილის, ირმუშკა გიგანის ნათლია პოეტი დათო მაღრაძეა. ირმას ნათლია იყო იოსებ ნონეშვილის მეუღლე მედიკოც, ულამაზესი ქალი. ჩემი მშობლები ძალიან მეგობრობდნენ მასთან.

მამაჩემის ნათლია იყო თენგიზ კეკელიძე, თბილისელი კოლორიტული პიროვნება. ჯანსუღს ბევრი ნათლული ჰყავდა, მათ შორის არიან, მაგალითად, მომღერალი დათო გომართელი, ქეთი გაბუნია... ირაკლი აბაშიძის შვილიშვილის, ბათას ნათლიები დედაჩემი და მამაჩემი არიან. ასეთი სასიამოვნო "ხლართებია" ჩვენთან. ის მეგობრობა, რომელიც ამ წრეში, ამ შემოქმედ ხალხთან იყო, ნათელმირონობაში გადაიზარდა და უფრო გამყარდა.

მეც ძალიან კარგი ნათლულები მყავს, ერთმანეთზე ლამაზები, სიმპათიურები და განათლებულები, არავინ გამომრჩეს: გუგა გუნცაძე, ნუცა იმნაძე, ირინა ბათიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ანა რუხაძე, ანუშკა გოდოლაძე. ნათლისღებას მირეკავენ ხოლმე და მილოცავენ.

- საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ნათელმირონობა თქვენთვის?

- პირველ რიგში, ძალიან არ მომწონს ქილიკი რელიგიურ საკითხებზე, რაც თითქოს მოდური გახდა. ეკლესიასა და სამღვდელოებაში მანკიერი მხარე უთუოდ არის, მაგრამ ეს რა შუაშია რელიგიასთან? სადღაც ვინმე ცუღლუტი მოძღვარი რომ იქნება, ეს ჩვენს რწმენაზე არ აისახება. რწმენა იმდენად ინტიმური რამ არის, საკრალური, ხელშეუხებელი, რომ ვინ, რას და როდის აღნიშნავს, არავის საქმე არ არის. ორ-ორ დღესასწაულზე მეც ვხუმრობ ხოლმე, მაგრამ ამას ისტერიკულად კი არ ვუდგები. ნეტავ ბევრ კეთილშობილურ დღეს აღვნიშნავდეთ, რაც სიყვარულს ემსახურება და რა გვიჭირდა. როცა იქნება, დადგინდება ის ერთი დღე, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ის, რომ ეს დაპირისპირების საგნად იქცეს, არასწორად მიმაჩნია. შობის დღესასწაული ისეთი რამაა, ამაშიც დაპირისპირება ვეძიოთ, დაუშვებელია. უკიდურესობა არაფერში არ ვარგა. წითელ კვერცხს ვღებავ? არ არის შენი საქმე, მინდა და ვღებავ, მომწონს ეს რიტუალი და ვღებავ. ამას რომ ქილიკი დაჰყვება, პირდაპირ გეტყვით, მაგარი გოიმობა მგონია. ამ ყველაფერში თავისუფალი უნდა იყო. ურწმუნო და ამორეცხილ ადამიანზე საშიში არაფერია, თორემ ვის რა რწმენა აქვს, რაში მაინტერესებს? განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: