მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიორაძეების კლანის" წარმომადგენელი - 5 შვილის დედა და წარმატებული ქალი: "წყნარი ცხოვრება არ მაქვს, ამით ბედნიერი ვარ. დასვენება უფრო მღლის და მაგიჟებს"
"ნიორაძეების კლანის" წარმომადგენელი - 5 შვილის დედა და წარმატებული ქალი: "წყნარი ცხოვრება არ მაქვს, ამით ბედნიერი ვარ. დასვენება უფრო მღლის და მაგიჟებს"

ქო­რე­ოგ­რა­ფი მეკო კვა­ჭან­ტი­რა­ძე ხე­ლო­ვან­თა გა­რე­მოც­ვა­ში გა­ი­ზარ­და. დედა, ბა­ლე­რი­ნა მა­ნა­ნა ნი­ო­რა­ძე 30 წელი ცეკ­ვავ­და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში, დე­ი­დას პრი­მა ბა­ლე­რი­ნა ირმა ნი­ო­რა­ძეს მსოფ­ლიო იც­ნობს, მე­ო­რე დე­ი­და მზია ნი­ო­რა­ძე ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლია. ხე­ლოვ­ნე­ბას გაჰ­ყვა კი­დევ სამი დე­ი­და. თვი­თო­ნაც ბა­ლე­ტით და­ი­წყო, თუმ­ცა მო­გი­ა­ნე­ბით სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა და ცეკ­ვა­ზე უარი თქვა. დე­დის წყა­ლო­ბით ცეკ­ვას ისევ და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა რო­გორ ქო­რე­ოგ­რა­ფი, და დღეს ცხრა სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ხუთი შვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის დროს იღ­ლე­ბა. შვი­ლებს თა­ვი­სუფ­ლად ზრდის და ცდი­ლობს, მათ არ­ჩე­ვანს ყო­ველ­თვის პა­ტი­ვი სცეს.

- დედა - მა­ნა­ნა ნი­ო­რა­ძე ხუთ დას­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში ბედ­ნი­ე­რად იზ­რდე­ბო­და. სა­ო­ცა­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­დათ, რად­გან მათი სახ­ლი­დან სულ სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ხმა გა­მო­დი­ო­და. დედა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბა­ლე­რი­ნა იყო, მაგ­რამ რო­დე­საც მოს­კო­ვი­დან მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო, მშობ­ლებ­მა არ გა­უშ­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა. ირმა ამ დროს ვი­ო­ლი­ნო­თი იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, სულ არ ფიქ­რობ­და ბა­ლეტ­ზე, მაგ­რამ დე­დამ და­ა­ძა­ლა და ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნა. რო­დე­საც ირ­მას, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვის ქვეყ­ნი­დან წას­ვლის სა­კი­თხი დად­გა, მშობ­ლებს უთხრა, რო­გორც მა­ნა­ნას მო­ექ­ცით, მე მასე ვერ მო­მექ­ცე­ვი­თო. ჯერ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, სა­დაც გახ­და ჯექ­სო­ნის კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი. შემ­დეგ კი იქი­დან პე­ტერ­ბურ­გში გა­და­ვი­და, სა­დაც წლე­ბი დიდ თე­ატ­რში ცეკ­ვავ­და. ირ­მამ რუ­სე­თი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ და­ტო­ვა და წლე­ბია ოჯახ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

მეკო დე­ი­დას­თან, ირმა ნი­ო­რა­ძეს­თან ერ­თად

- მეკო, თქვე­ნი ბავ­შვო­ბაც ბა­ლე­ტიც და­ი­წყო, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა არ გა­გიგ­რძე­ლე­ბი­ათ...

- ერთ-ერთ წელს, მა­შინ 15 წლის ვი­ყა­ვი და დიდ სცე­ნა­ზე "ლა­უ­რენ­სი­ა­ში“ უნდა მე­ცეკ­ვა. ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნა მაია კიკ­ნა­ძე ბოლო კურ­სზე იყო, მას სოლო ჰქონ­და და მე მას­თან ვი­დე­ქი ორე­ულ­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­გას­ტრო­ლოდ წა­ვი­და ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას ან­სამ­ბლი "ივე­რია“, იქ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე ბა­ლე­რი­ნა, ბო­შურს ცეკ­ვავ­დნენ, სამ­წუ­ხა­როდ, "ივე­რი­ას" კოს­ტი­უ­მე­ბი არ ჰქონ­და და ოპე­რის თე­ატ­რის გარ­დე­რო­ბი­დან წა­ი­ღეს. იქ აღ­მოჩ­ნდა ჩე­მიც და ამის გამო ნო­მე­რი მოხ­სნეს... მა­შინ ვთქვი, რომ არა­სო­დეს აღარ ვი­ცეკ­ვებ­დი. ჩემი მო­წო­დე­ბა უფრო რე­ჟი­სო­რო­ბა იყო, ინ­ტე­რე­სი მქონ­და, რომ რა­ღაც და­მედ­გა და გა­და­მე­ღო.

მეკო დე­დას­თან, მა­ნა­ნა ნი­ო­რა­ძეს­თან ერ­თად

- თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ ისევ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას და­უბ­რუნ­დით.

- 8 წლის ვი­ყა­ვი დე­დამ პე­ტერ­ბურ­გში რომ წა­მიყ­ვა­ნა, ირ­მას ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა ჰქონ­და. სას­წა­უ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო, ჯერ კი­დევ მა­შინ ვუ­თხა­რი დე­დას, რომ მინ­დო­და ამ სფე­რო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­კუ­თარ თავს უფრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით წარ­მო­ვიდ­გენ­დი. რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დით, მარ­ტო მი­ვე­დი ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და რო­დე­საც გა­მოც­და­ზე შე­ვე­დი, მშო­ბე­ლი მო­ი­კი­თხეს, - კარ­გი ბავ­შვია, მაგ­რამ არც სა­ბუ­თე­ბი აქვს და არც არა­ვინ მო­ყო­ლი­აო.

ვა­ღი­ა­რე, რომ მა­ნა­ნა ნი­ო­რა­ძის შვი­ლი ვი­ყა­ვი, გა­გიჟ­დნენ, რად გინ­და გა­მოც­და, დე­დამ, რა­ტომ პირ­და­პირ არ მო­გიყ­ვა­ნაო და ჩამ­რი­ცხეს. თუმ­ცა მო­წო­დე­ბა მქონ­და, რომ ბევ­რი შვი­ლე­ბი გა­მე­ჩი­ნა, ამი­ტომ ადრე და­ვო­ჯახ­დი. შემ­დეგ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, ფერმ­წე­რი ვარ.

რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ დედა თე­ატ­რში მე­ძებ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ხან სამ­კერ­ვა­ლო­ში მპო­უ­ლობ­და, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვრებ­თან, ხან ბუ­ტა­ფო­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ხა­ნაც დე­კო­რა­ცი­ე­ბის სამ­ხატ­ვრო სა­ხე­ლოს­ნო­ში და მშვი­დად მტო­ვებ­და მხატ­ვრე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. აი, ზუს­ტად ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა. ერთხე­ლაც სპექ­ტაკლ "დონ კი­ხო­ტის" შემ­დეგ, დე­დას საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­ვუ­ვარ­დი და გა­მო­ვუ­ცხა­დე, - სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ-მეთ­ქი, არც იცო­და, ისე გა­ვე­დი გა­მოც­დებ­ზე.

ერთი პე­რი­ო­დი დი­ზა­ი­ნე­რიც ვი­ყა­ვი, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ზა­ლი­კო ბერ­გერ­თან და მაკა ასა­თი­ან­თან. ვა­წყობ­დი ჩვე­ნე­ბებს, სა­დაც მო­დე­ლე­ბად მომ­ყავ­და ბა­ლე­რი­ნე­ბი, ასე­ვე სა­მო­დე­ლო სა­აგ­ნე­ტო­დან მო­დე­ლე­ბი, თუმ­ცა ეს ჩემ­თვის უფრო გარ­თო­ბა იყო.

1999 წელს დე­დამ თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის სა­ბა­ლე­ტო სტუ­დია გახ­სნა, ერთ დღეს, მა­შინ 15 წლის ვი­ყა­ვი, მი­თხრა, რომ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, რად­გან იმ წუ­თას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, იმის მერე ვა­ტა­რებ და ვა­ტა­რებ. ახლა რვა სტუ­დია გვაქვს თბი­ლის­ში, ერ­თიც ბა­თუმ­ში. ორ­გა­ნი­ზე­ბა, ფი­ნან­სუ­რი მხა­რე ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა ქო­რე­ოგ­რა­ფიც ვარ. არ ვარ მკაც­რი, არ ვუბ­რაზ­დე­ბი ბავ­შვებს, სულ თა­მაშ-თა­მაშ­ში ვა­ტა­რებ გაკ­ვე­თი­ლებს. ჩვე­ნი თა­ო­ბა ყუ­რის აწე­ვით გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ამ თა­ო­ბას­თან ასე არ გა­მო­ვა. ჩემი ხუთი შვი­ლი­დან მა­რი­ა­მი ლა­თი­ნურ ცეკ­ვებს გაჰ­ყვა, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან და მათ სტუ­დი­ა­ში ცეკ­ვავს. ტასო 11 წლის არის და ბუთ­ქუ­ჩა ბა­ლე­რი­ნაა, იმე­დი მაქვს, რომ ამ პრო­ფე­სი­ას გა­აგ­რძე­ლებს.

- მეკო, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან დებ ნი­ო­რა­ძე­ებს. ერ­თად შეკ­რე­ბას რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხე­ბენ?

- სას­წა­უ­ლი დობა აქვთ, ნი­ო­რა­ძე­ე­ბის კლა­ნია, მთა­ვა­რია არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­ჭირ­დეს, წამ­ში იქ არი­ან. ძი­რი­თა­დად, ზა­ფხუ­ლო­ბით ირ­მას მე­უღ­ლის სო­ფელ­ში - ას­კა­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბით. ირმა სულ დაფ­რი­ნავს, მზი­აც... ხში­რად ვერ ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს.

- მეკო, ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხოვ­დით და დე­დაც ადრე გახ­დით, ამა­ზე ოჯახს პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია?

- ჩემი კლა­სე­ლე­ბი 15-16 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­დნენ, მა­შინ თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. ახლა მა­რი­ა­მი 16 წლის არის და რომ გა­მი­თხოვ­დეს, ალ­ბათ გავ­გიჟ­დე­ბი. ისე­თი კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვეა, მონ­დო­მე­ბუ­ლია, ერთი ფი­ლი­ა­ლი ვა­ჩუ­ქე და ვუ­თხა­რი, დედა, შენ მი­ხე­დე-მეთ­ქი, მას სრუ­ლად ვენ­დო­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბიც გიჟ­დე­ბი­ან მას­ზე. უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი 24 წლის ხდე­ბა, კა­ლათ­ბურ­თე­ლია, ახლა სო­ხუ­მის გუნდში თა­მა­შობს. ბევ­რი მოწ­ვე­ვა ჰქონ­და, მათ შო­რის თურ­ქე­თი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, 10 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დნენ ხელ­ფასს, სა­ცხოვ­რე­ბელს, იდე­ა­ლურ პი­რო­ბებს, მაგ­რამ უარი თქვა, არ უნდა სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა. ეს იყო შოკი ყვე­ლას­თვის.

- ყვე­ლა ერ­თად ცხოვ­რობთ?

- დიახ, მე, მე­უღ­ლე, დედა და ხუთი შვი­ლი. რვის ნა­ხე­ვარ­ზე მაღ­ვი­ძა­რა რე­კავს, ად­გო­მა რომ მე­ზა­რე­ბა, და­ვი­ძა­ხებ, ჩა­იც­ვით და წა­დით სახ­ლი­დან. ყვე­ლა შვი­ლი თა­ვის თავს უვ­ლის, ისე მყავს ყვე­ლა მიჩ­ვე­უ­ლი. და­მო­უ­კი­დებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან და მი­დი­ან სკო­ლა­ში. ერთი პე­რი­ო­დი სა­პატ­რი­არ­ქოს თხოვ­ნით, მე და დე­დას მთე­ლი კვი­რა გქვონ­და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, დავ­დი­ო­დით თეთ­რი­წყა­რო­ში, მარ­ნე­ულ­ში, გარ­და­ბან­ში, წალ­კა­ში, გორ­ში, ოზურ­გეთ­სა და თბი­ლი­სის ფი­ლი­ა­ლებ­ში, სა­დაც ცეკ­ვას ვას­წავ­ლი­დით. ჩავ­სვამ­დით მან­ქა­ნა­ში ჩემს ოთხი­ვე შვილს, უფ­რო­სის გარ­და, თან მიგ­ვყავ­და ხოლ­მე, ასე და­დი­ოდ­ნენ წლე­ბი ჩვენ­თან ერ­თად. თუმ­ცა დე­დის გა­რე­შე ამ­დენ რა­მეს ვერ შევ­ძლებ­დი. მე დე­დი­სერ­თა ვარ, სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი მშობ­ლებს დედ­მა­მიშ­ვი­ლი გა­ე­ჩი­ნათ, მაგ­რამ დედა 30 წელი ცეკ­ვავ­და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცეკ­ვას შეს­წი­რა. მე­ხუ­თე შვილ­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, მა­მა­ჩე­მი რომ გარ­და­იც­ვა­ლა...

წყნა­რი ცხოვ­რე­ბა არ მაქვს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. დას­ვე­ნე­ბა უფრო მღლის და მა­გი­ჟებს. ჩემი დას­ვე­ნე­ბა არის, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ. ჩემი სამ­სა­ხუ­რი ყო­ველ­დღე სა­ღა­მოს 5 სა­ათ­ზე იწყე­ბა და 10-ზე სრულ­დე­ბა, მა­ნამ­დე ჩემი შვი­ლე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

მეკო დე­დას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

- მეკო, სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე "ბა­ლე­რი­ნე­ბის დი­ე­ტა...“ არ­სე­ბობს ნამ­დვი­ლად ასე­თი დი­ე­ტა?

- არა, რად­გან დღეს მოქ­მედ­მა ბა­ლე­რი­ნამ კა­ლო­რი­უ­ლად თუ არ იკ­ვე­ბა, ისე ვერ იცეკ­ვებს. თუნ­დაც სამი ნა­ჭე­რი ტორ­ტი შე­ჭა­მოს, დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ რომ შე­დის, კა­ლო­რი­ებს მა­ლე­ვე წვავს. ბა­ლე­რი­ნა, რო­მე­ლიც 10 სა­ა­თი­დან იწყებს ვარ­ჯიშს და გვი­ან ამ­თავ­რებს, იმას რა უნდა შე­ერ­გოს, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ბა­ლე­რი­ნის დი­ე­ტა. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ოპე­რის ერთ-ერთი სო­ლის­ტი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და და ინ­ტერ­ვი­უს დროს ჰკი­თხეს, პირ­ვე­ლი რას იზამთ კა­რი­ე­რის და­სას­რულ­სო, უპა­სუ­ხა, აქ, კუ­თხე­ში თო­ნეა გახ­სნი­ლი და ოპე­რის თე­ატ­რი­დან ფეხს რომ გა­ვად­გამ, ცხელ-ცხელ თო­ნის პურს შევ­ჭა­მო. სო­ლის­ტე­ბი ზო­გა­დად უფრო უფრთხილ­დე­ბი­ან თავს.

მახ­სოვს, ირმა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩაის და ალუბ­ლის მუ­რა­ბას მი­ირ­თმევ­და, ამ­ბობ­და, იმ დო­ნე­ზე ვიღ­ლე­ბი, ჭა­მის თა­ვიც აღარ მაქ­ვსო. ასე გრძელ­დე­ბო­და ძა­ლი­ან დიდი ხანი. უშაქ­რო ჩაი მუ­რა­ბით. დღემ­დე ფორ­მა­შია, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბა თავს. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია და ერთი პე­რი­ო­დი მარ­ტო კიტრს ჭამ­და, ორ­გა­ნიზ­მი არ იღებს სხვა საკ­ვებ­სო. სხვა­ნა­ი­რი პი­როვ­ნე­ბაა, ამ სფე­რო­ში რომ შედ­გამ ფეხს, გარ­შე­მო არა­ფე­რი აღარ გახ­სოვს.

- მახ­სოვს, ერთი პე­რი­ო­დი თქვენც იყა­ვით დი­ე­ტა­ზე, ამა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დით...

- პან­დე­მი­ის დროს, წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე და გა­დავ­წყვი­ტე, უფრო მარ­ტი­ვი გზა მე­ცა­და და ერთ-ერთ ცნო­ბილ დი­ე­ტას მივ­მარ­თე, სპე­ცი­ა­ლურ ჩაის და გა­სახ­დომ კოქ­ტე­ი­ლებს ვსვამ­დი. და­მე­წყო ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ფიტ­ვა, ორი­ვე მუხ­ლი ახ­ლაც ტრავ­მი­რე­ბუ­ლი მაქვს, ერ­თზე იოგი გა­წყვე­ტი­ლი. ვე­ღარ ვვარ­ჯი­შობ, დამ­ხმა­რე­ე­ბი მყავს დარ­ბაზ­ში. ჯერ ხომ ამ ჩა­ი­ში და კოქ­ტე­ი­ლებ­ში დიდი თან­ხა დავ­ხარ­ჯე და შემ­დეგ სამ­კურ­ნა­ლოდ ცალ­კე ფი­ნან­სე­ბი დამ­ჭირ­და. ისევ გავ­სუქ­დი, რად­გან ვარ­ჯი­ში აღარ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის. ჯან­სა­ღად ხდე­ბი მა­შინ, რო­დე­საც ვარ­ჯი­შობ და სწო­რად იკ­ვე­ბე­ბი.

- მეკო, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რას შეც­ვლი­დით თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გი­ნა­ნი­ათ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სცე­ნა­ზე რო­გორც ბა­ლე­რი­ნა, არ და­დე­ქით?

- არა, ცეკ­ვა არ მინ­დო­და, მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ამის­რულ­და. ჯერ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, დი­ზა­ი­ნე­რო­ბა, რე­ჟი­სო­რო­ბის სურ­ვი­ლი და ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლამ გა­და­მი­ა­რა და ისევ ბა­ლეტ­ში წა­ვე­დი, ბავ­შვებს ვას­წავ­ლი.

- მუდ­მი­ვად გვეს­მის, რომ ბა­ლეტ­ში კა­ცე­ბის კრი­ზი­სია, თქვენს სტუ­დი­ებ­ში თუ და­დი­ან ბი­ჭე­ბი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იყო ეს პრობ­ლე­მა. ჩემს შვილს სან­დროს ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს ბა­ლე­ტის­თვის, დე­და­ჩემს უნდა რომ შე­იყ­ვა­ნოს და მე თავს ვი­კა­ვებ. სულ ცეკ­ვავს, ილე­თებს აკე­თებს, თით­ქოს უნდა, მაგ­რამ მა­მის ხათ­რით მა­ინც ვერ ამ­ბობს... ახლა ლა­თი­ნურ ცეკ­ვა­ზე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით შე­ვი­და, მამა ეხ­ვე­წე­ბა, გა­და­ი­ფიქ­რე და სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში წა­გიყ­ვა­ნო, მაგ­რამ უარ­ზეა.

სტუ­დი­ა­ში ორი ბიჭი მოს­წავ­ლე გვყავს, ოთხი და ხუთი წლის, მაგ­რამ იმი­ტომ არა, რომ მათ ბა­ლე­ტი უნ­დათ, ღმერ­თმა ქნას გა­აგ­რძე­ლონ და ჭა­ბუ­კი­ან­ში ჩა­ა­ბა­რონ, ეს იქ­ნე­ბა ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რად­გან იქ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბით არის სავ­სე. ბი­ჭიც თუ მივა, ჩვენ­თვი­საც სა­ხე­ლი იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??????
0

კი მაგრამ არაპროფესიონალმა ბალერინამ ბალეტი რიგორ უნდა ასწავლოს ბავშვებს? ეს ხომ ბავშვების მოტყუება გამოდის? ასე ვისაც უნდა გახსნის საბალეტო სტუდიას და არანაირი ლიცენზია არ სჭირდება?

Marina
3

ჩვენი მოსაბაძი და საამაყო მეკო😍👏👏👏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნიორაძეების კლანის" წარმომადგენელი - 5 შვილის დედა და წარმატებული ქალი: "წყნარი ცხოვრება არ მაქვს, ამით ბედნიერი ვარ. დასვენება უფრო მღლის და მაგიჟებს"

"ნიორაძეების კლანის" წარმომადგენელი - 5 შვილის დედა და წარმატებული ქალი: "წყნარი ცხოვრება არ მაქვს, ამით ბედნიერი ვარ. დასვენება უფრო მღლის და მაგიჟებს"

ქორეოგრაფი მეკო კვაჭანტირაძე ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდა. დედა, ბალერინა მანანა ნიორაძე 30 წელი ცეკვავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დეიდას პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძეს მსოფლიო იცნობს, მეორე დეიდა მზია ნიორაძე ცნობილი საოპერო მომღერალია. ხელოვნებას გაჰყვა კიდევ სამი დეიდა. თვითონაც ბალეტით დაიწყო, თუმცა მოგიანებით სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და ცეკვაზე უარი თქვა. დედის წყალობით ცეკვას ისევ დაუბრუნდა, თუმცა როგორ ქორეოგრაფი, და დღეს ცხრა საბალეტო სტუდიას ხელმძღვანელობს.

ხუთი შვილის დედა ამბობს, რომ მხოლოდ დასვენების დროს იღლება. შვილებს თავისუფლად ზრდის და ცდილობს, მათ არჩევანს ყოველთვის პატივი სცეს.

- დედა - მანანა ნიორაძე ხუთ დასთან და მშობლებთან ერთად, თბილისში ბედნიერად იზრდებოდა. საოცარი ბავშვობა ჰქონდათ, რადგან მათი სახლიდან სულ სიმღერისა და ცეკვის ხმა გამოდიოდა. დედა პროფესიონალი ბალერინა იყო, მაგრამ როდესაც მოსკოვიდან მიწვევა მიიღო, მშობლებმა არ გაუშვეს და საქართველოში დარჩა. ირმა ამ დროს ვიოლინოთი იყო გატაცებული, სულ არ ფიქრობდა ბალეტზე, მაგრამ დედამ დააძალა და ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში მიიყვანა. როდესაც ირმას, როგორც მოცეკვავის ქვეყნიდან წასვლის საკითხი დადგა, მშობლებს უთხრა, როგორც მანანას მოექცით, მე მასე ვერ მომექცევითო. ჯერ ამერიკაში წავიდა, სადაც გახდა ჯექსონის კონკურსის ლაურეატი. შემდეგ კი იქიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც წლები დიდ თეატრში ცეკვავდა. ირმამ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა და წლებია ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს.

მეკო დეიდასთან, ირმა ნიორაძესთან ერთად

- მეკო, თქვენი ბავშვობაც ბალეტიც დაიწყო, თუმცა პროფესიონალური კარიერა არ გაგიგრძელებიათ...

- ერთ-ერთ წელს, მაშინ 15 წლის ვიყავი და დიდ სცენაზე "ლაურენსიაში“ უნდა მეცეკვა. ცნობილი ბალერინა მაია კიკნაძე ბოლო კურსზე იყო, მას სოლო ჰქონდა და მე მასთან ვიდექი ორეულში. აღმოჩნდა, რომ საგასტროლოდ წავიდა ალექსანდრე ბასილაიას ანსამბლი "ივერია“, იქ მონაწილეობდა ჩვენი რამდენიმე ბალერინა, ბოშურს ცეკვავდნენ, სამწუხაროდ, "ივერიას" კოსტიუმები არ ჰქონდა და ოპერის თეატრის გარდერობიდან წაიღეს. იქ აღმოჩნდა ჩემიც და ამის გამო ნომერი მოხსნეს... მაშინ ვთქვი, რომ არასოდეს აღარ ვიცეკვებდი. ჩემი მოწოდება უფრო რეჟისორობა იყო, ინტერესი მქონდა, რომ რაღაც დამედგა და გადამეღო.

მეკო დედასთან, მანანა ნიორაძესთან ერთად

- თუმცა წლების შემდეგ ისევ ქორეოგრაფიას დაუბრუნდით.

- 8 წლის ვიყავი დედამ პეტერბურგში რომ წამიყვანა, ირმას ერთ-ერთი სპექტაკლის პრემიერა ჰქონდა. სასწაული სანახაობა იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვუთხარი დედას, რომ მინდოდა ამ სფეროში ვყოფილიყავი. საკუთარ თავს უფრო შემოქმედებითი კუთხით წარმოვიდგენდი. როდესაც ჩამოვედით, მარტო მივედი ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში მისაღებ გამოცდებზე. ძალიან კარგი მონაცემები მქონდა და როდესაც გამოცდაზე შევედი, მშობელი მოიკითხეს, - კარგი ბავშვია, მაგრამ არც საბუთები აქვს და არც არავინ მოყოლიაო.

ვაღიარე, რომ მანანა ნიორაძის შვილი ვიყავი, გაგიჟდნენ, რად გინდა გამოცდა, დედამ, რატომ პირდაპირ არ მოგიყვანაო და ჩამრიცხეს. თუმცა მოწოდება მქონდა, რომ ბევრი შვილები გამეჩინა, ამიტომ ადრე დავოჯახდი. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ფერმწერი ვარ.

რეპეტიციების შემდეგ დედა თეატრში მეძებდა ხოლმე, მაგრამ ხან სამკერვალოში მპოულობდა, კოსტიუმების მხატვრებთან, ხან ბუტაფორიის განყოფილებაში, ხანაც დეკორაციების სამხატვრო სახელოსნოში და მშვიდად მტოვებდა მხატვრების გარემოცვაში. აი, ზუსტად ამან განაპირობა ჩემი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. ერთხელაც სპექტაკლ "დონ კიხოტის" შემდეგ, დედას საგრიმიოროში შევუვარდი და გამოვუცხადე, - სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი ვარ-მეთქი, არც იცოდა, ისე გავედი გამოცდებზე.

ერთი პერიოდი დიზაინერიც ვიყავი, ახლო ურთიერთობა მქონდა ზალიკო ბერგერთან და მაკა ასათიანთან. ვაწყობდი ჩვენებებს, სადაც მოდელებად მომყავდა ბალერინები, ასევე სამოდელო სააგნეტოდან მოდელები, თუმცა ეს ჩემთვის უფრო გართობა იყო.

1999 წელს დედამ თავისი სახელობის საბალეტო სტუდია გახსნა, ერთ დღეს, მაშინ 15 წლის ვიყავი, მითხრა, რომ გაკვეთილი ჩამეტარებინა, რადგან იმ წუთას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, იმის მერე ვატარებ და ვატარებ. ახლა რვა სტუდია გვაქვს თბილისში, ერთიც ბათუმში. ორგანიზება, ფინანსური მხარე ჩემზეა დამოკიდებული. თუმცა ქორეოგრაფიც ვარ. არ ვარ მკაცრი, არ ვუბრაზდები ბავშვებს, სულ თამაშ-თამაშში ვატარებ გაკვეთილებს. ჩვენი თაობა ყურის აწევით გაიზარდა, მაგრამ ამ თაობასთან ასე არ გამოვა. ჩემი ხუთი შვილიდან მარიამი ლათინურ ცეკვებს გაჰყვა, გაჩეჩილაძეები ჩემი ბიძაშვილები არიან და მათ სტუდიაში ცეკვავს. ტასო 11 წლის არის და ბუთქუჩა ბალერინაა, იმედი მაქვს, რომ ამ პროფესიას გააგრძელებს.

- მეკო, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან დებ ნიორაძეებს. ერთად შეკრებას რამდენად ხშირად ახერხებენ?

- სასწაული დობა აქვთ, ნიორაძეების კლანია, მთავარია არავის არაფერი გაუჭირდეს, წამში იქ არიან. ძირითადად, ზაფხულობით ირმას მეუღლის სოფელში - ასკანაში ვიკრიბებით. ირმა სულ დაფრინავს, მზიაც... ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს.

- მეკო, ადრეულ ასაკში გათხოვდით და დედაც ადრე გახდით, ამაზე ოჯახს პრობლემა არ ჰქონია?

- ჩემი კლასელები 15-16 წლის ასაკში გათხოვდნენ, მაშინ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა მარიამი 16 წლის არის და რომ გამითხოვდეს, ალბათ გავგიჟდები. ისეთი კარგი მოცეკვავეა, მონდომებულია, ერთი ფილიალი ვაჩუქე და ვუთხარი, დედა, შენ მიხედე-მეთქი, მას სრულად ვენდობი. მოსწავლეებიც გიჟდებიან მასზე. უფროსი შვილი გიორგი 24 წლის ხდება, კალათბურთელია, ახლა სოხუმის გუნდში თამაშობს. ბევრი მოწვევა ჰქონდა, მათ შორის თურქეთიდან, ბულგარეთიდან, 10 ათას დოლარს სთავაზობდნენ ხელფასს, საცხოვრებელს, იდეალურ პირობებს, მაგრამ უარი თქვა, არ უნდა საქართველოდან წასვლა. ეს იყო შოკი ყველასთვის.

- ყველა ერთად ცხოვრობთ?

- დიახ, მე, მეუღლე, დედა და ხუთი შვილი. რვის ნახევარზე მაღვიძარა რეკავს, ადგომა რომ მეზარება, დავიძახებ, ჩაიცვით და წადით სახლიდან. ყველა შვილი თავის თავს უვლის, ისე მყავს ყველა მიჩვეული. დამოუკიდებლად ემზადებიან და მიდიან სკოლაში. ერთი პერიოდი საპატრიარქოს თხოვნით, მე და დედას მთელი კვირა გქვონდა განაწილებული, დავდიოდით თეთრიწყაროში, მარნეულში, გარდაბანში, წალკაში, გორში, ოზურგეთსა და თბილისის ფილიალებში, სადაც ცეკვას ვასწავლიდით. ჩავსვამდით მანქანაში ჩემს ოთხივე შვილს, უფროსის გარდა, თან მიგვყავდა ხოლმე, ასე დადიოდნენ წლები ჩვენთან ერთად. თუმცა დედის გარეშე ამდენ რამეს ვერ შევძლებდი. მე დედისერთა ვარ, სულ ვეხვეწებოდი მშობლებს დედმამიშვილი გაეჩინათ, მაგრამ დედა 30 წელი ცეკვავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და მთელი ცხოვრება ცეკვას შესწირა. მეხუთე შვილზე ვიყავი ორსულად, მამაჩემი რომ გარდაიცვალა...

წყნარი ცხოვრება არ მაქვს და ამით ბედნიერი ვარ. დასვენება უფრო მღლის და მაგიჟებს. ჩემი დასვენება არის, როდესაც ვმუშაობ. ჩემი სამსახური ყოველდღე საღამოს 5 საათზე იწყება და 10-ზე სრულდება, მანამდე ჩემი შვილებით ვარ დაკავებული.

მეკო დედასთან და შვილებთან ერთად

- მეკო, სხვადასხვა საიტებზე პერიოდულად ვრცელდება ხოლმე "ბალერინების დიეტა...“ არსებობს ნამდვილად ასეთი დიეტა?

- არა, რადგან დღეს მოქმედმა ბალერინამ კალორიულად თუ არ იკვება, ისე ვერ იცეკვებს. თუნდაც სამი ნაჭერი ტორტი შეჭამოს, დარბაზში სავარჯიშოდ რომ შედის, კალორიებს მალევე წვავს. ბალერინა, რომელიც 10 საათიდან იწყებს ვარჯიშს და გვიან ამთავრებს, იმას რა უნდა შეერგოს, არ არსებობს არანაირი ბალერინის დიეტა. ჩემს ბავშვობაში ოპერის ერთ-ერთი სოლისტი პენსიაზე გავიდა და ინტერვიუს დროს ჰკითხეს, პირველი რას იზამთ კარიერის დასასრულსო, უპასუხა, აქ, კუთხეში თონეა გახსნილი და ოპერის თეატრიდან ფეხს რომ გავადგამ, ცხელ-ცხელ თონის პურს შევჭამო. სოლისტები ზოგადად უფრო უფრთხილდებიან თავს.

მახსოვს, ირმა მთელი ცხოვრება ჩაის და ალუბლის მურაბას მიირთმევდა, ამბობდა, იმ დონეზე ვიღლები, ჭამის თავიც აღარ მაქვსო. ასე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. უშაქრო ჩაი მურაბით. დღემდე ფორმაშია, იმიტომ რომ ძალიან უფრთხილდება თავს. ვეგეტარიანელია და ერთი პერიოდი მარტო კიტრს ჭამდა, ორგანიზმი არ იღებს სხვა საკვებსო. სხვანაირი პიროვნებაა, ამ სფეროში რომ შედგამ ფეხს, გარშემო არაფერი აღარ გახსოვს.

- მახსოვს, ერთი პერიოდი თქვენც იყავით დიეტაზე, ამაზე სოციალურ ქსელში წერდით...

- პანდემიის დროს, წონაში მოვიმატე და გადავწყვიტე, უფრო მარტივი გზა მეცადა და ერთ-ერთ ცნობილ დიეტას მივმართე, სპეციალურ ჩაის და გასახდომ კოქტეილებს ვსვამდი. დამეწყო ორგანიზმის გამოფიტვა, ორივე მუხლი ახლაც ტრავმირებული მაქვს, ერთზე იოგი გაწყვეტილი. ვეღარ ვვარჯიშობ, დამხმარეები მყავს დარბაზში. ჯერ ხომ ამ ჩაიში და კოქტეილებში დიდი თანხა დავხარჯე და შემდეგ სამკურნალოდ ცალკე ფინანსები დამჭირდა. ისევ გავსუქდი, რადგან ვარჯიში აღარ შეიძლება ჩემთვის. ჯანსაღად ხდები მაშინ, როდესაც ვარჯიშობ და სწორად იკვებები.

- მეკო, ამ გადმოსახედიდან რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში. გინანიათ, რომ პროფესიონალურ სცენაზე როგორც ბალერინა, არ დადექით?

- არა, ცეკვა არ მინდოდა, მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, რაც გარკვეულწილად ამისრულდა. ჯერ სამხატვრო აკადემია, დიზაინერობა, რეჟისორობის სურვილი და ბოლოს მაინც ყველამ გადამიარა და ისევ ბალეტში წავედი, ბავშვებს ვასწავლი.

- მუდმივად გვესმის, რომ ბალეტში კაცების კრიზისია, თქვენს სტუდიებში თუ დადიან ბიჭები?

- საქართველოში ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ჩემს შვილს სანდროს ძალიან კარგი მონაცემები აქვს ბალეტისთვის, დედაჩემს უნდა რომ შეიყვანოს და მე თავს ვიკავებ. სულ ცეკვავს, ილეთებს აკეთებს, თითქოს უნდა, მაგრამ მამის ხათრით მაინც ვერ ამბობს... ახლა ლათინურ ცეკვაზე თავისი სურვილით შევიდა, მამა ეხვეწება, გადაიფიქრე და სუხიშვილებში წაგიყვანო, მაგრამ უარზეა.

სტუდიაში ორი ბიჭი მოსწავლე გვყავს, ოთხი და ხუთი წლის, მაგრამ იმიტომ არა, რომ მათ ბალეტი უნდათ, ღმერთმა ქნას გააგრძელონ და ჭაბუკიანში ჩააბარონ, ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება, რადგან იქ ჩვენი მოსწავლეებით არის სავსე. ბიჭიც თუ მივა, ჩვენთვისაც სახელი იქნება...