პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური  ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება
სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური  ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) ეხ­მი­ა­ნე­ბა ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის, დის­კრე­დი­ტა­ცია და კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა.

სე­მე­კი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს 1997 წლი­დან. კო­მი­სია, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცია შე­იქ­მნა „ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, USAID-ის მხარ­და­ჭე­რით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით. და­არ­სე­ბის დღი­დან, კო­მი­სია ფი­ნანსდე­ბა ლი­ცენ­ზი­ა­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი­დან. ჯერ კი­დევ 1997 წლი­დან მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ბი­უ­ჯე­ტის წყა­როს ასე­თი სა­ხით ფორ­მი­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით და ეფუძ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას.

ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სე­მეკ­მა ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ზარ­და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ზარ­და შე­მო­სა­ვა­ლი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. პი­რი­ქით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი 2012 წელ­სა და წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 2013 წლი­დან სა­შუ­ა­ლოდ 30-35%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, თით­ქოს სე­მეკ­მა ბოლო წლებ­ში ოფი­სი აი­შე­ნა და ამის­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი და­ხარ­ჯა. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და მას­ზედ და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის რე­ა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით 2014 წლის 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან სე­მეკ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნაგ­რძო ქ. თბი­ლის­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სე­მეკს არ გა­აჩ­ნდა თა­ვი­სი შე­ნო­ბა, ყო­ველ­წლი­უ­რად გაზ­რდი­ლი იჯა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­და უწევ­და, რაც წარ­მო­ად­გენ­და და­მა­ტე­ბით ხარჯს. სწო­რად ამ ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, კო­მი­სი­ამ გა­მო­ის­ყი­და ის შე­ნო­ბა, სა­დაც ქ. თბი­ლის­ში 2014 წლი­დან არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელს ალ­ბათ ახ­სოვს 2008 წელი, რო­დე­საც სე­მე­კის ქ. ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნის გამო კო­მი­სი­ას მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მიერ და­ე­ვა­ლა შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, რა­შიც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმა­ვე მთავ­რო­ბამ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა სე­მეკს იძუ­ლე­ბით და­ათ­მო­ბი­ნა.

მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია მო­უ­წო­დებს ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელს, თავი შე­ი­კა­ვოს პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და კო­მი­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბის­გან.

სე­მე­კის რო­გორც საქ­მი­ა­ნო­ბის, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სა­ჯა­რო და ხელ­მი­საწ­ვდო­მია, გან­თავ­სე­ბუ­ლია კო­მი­სი­ის ვებგ­ვერ­დზე: www.gnerc.org

NS

Gio
2

კალაძის მადლი გფარავდეთ)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური  ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური  ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს 1997 წლიდან. კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის მხარდაჭერით, რეკომენდაციებითა და ჩართულობით. დაარსების დღიდან, კომისია ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან. ჯერ კიდევ 1997 წლიდან მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის წყაროს ასეთი სახით ფორმირება განპირობებული იყო მარეგულირებელი ინსტიტუტის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით და ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სემეკმა ბოლო პერიოდში გაზარდა რეგულირების საფასური და შესაბამისად, გაზარდა შემოსავალი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, რეგულირების საფასური 2012 წელსა და წინა პერიოდთან შედარებით, 2013 წლიდან საშუალოდ 30-35%-ით არის შემცირებული.

ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს სემეკმა ბოლო წლებში ოფისი აიშენა და ამისთვის მილიონობით ლარი დახარჯა. მარეგულირებელი კომისიის გამართული ფუნქციონირებისა და მასზედ დაკისრებული მოვალეობების რეალურად შესრულების მიზნით 2014 წლის 1-ლი თებერვლიდან სემეკმა ფუნქციონირება განაგრძო ქ. თბილისში. იქიდან გამომდინარე, რომ სემეკს არ გააჩნდა თავისი შენობა, ყოველწლიურად გაზრდილი იჯარის ღირებულების გადახდა უწევდა, რაც წარმოადგენდა დამატებით ხარჯს. სწორად ამ ხარჯის შემცირების მიზნით, კომისიამ გამოისყიდა ის შენობა, სადაც ქ. თბილისში 2014 წლიდან არის განთავსებული.

ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს ალბათ ახსოვს 2008 წელი, როდესაც სემეკის ქ. ქუთაისში გადატანის გამო კომისიას მაშინდელი მთავრობის მიერ დაევალა შენობის აშენება საკუთარი ხარჯებით, რაშიც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ იმავე მთავრობამ, მოგვიანებით აღნიშნული შენობა სემეკს იძულებით დაათმობინა.

მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს, თავი შეიკავოს პოპულისტური განცხადებებისა და კომისიის დისკრედიტაციის მცდელობისგან.

სემეკის როგორც საქმიანობის, ასევე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები საჯარო და ხელმისაწვდომია, განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org

NS