საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ კონტრაცეპტივებს რეგულარულად იღებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ
თუ კონტრაცეპტივებს რეგულარულად იღებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზი თა­ვის ტვი­ნის სი­ნუ­სე­ბის დახ­შო­ბაა. ტვი­ნის ვე­ნურ სი­ნუ­სურ სის­ტე­მა­ში სის­ხლი დედ­დე­ბა, წარ­მო­იქ­მე­ბა თრომ­ბე­ბი და ვე­ღარ ხდე­ბა მისი გა­დი­ნე­ბა თა­ვის ტვი­ნი­დან, რაც სის­ხლის ქსო­ვი­ლებ­ში გა­ჟონ­ვას იწ­ვევს. ვი­თარ­დე­ბა ინ­სულ­ტის მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­ა­ვა­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნევ­რო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კას იწ­ვევს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა დი­აგ­ნო­ზის დას­მა ხში­რად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზი ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა ქა­ლებ­ში და ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ნე­ი­რო­ქი­რურ­გი, ნე­ი­რო­ინ­ტერ­ვენ­ცი­ო­ნის­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზე­ბი ცე­რებ­რუ­ლი იშე­მი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ს წარ­მო­ად­გენს. ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­ძე და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

რა არის ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი?

და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის ერთ-ერთი გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზია კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბი­სა და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა. ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზის შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სის­ხლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დრო­საც.

რა რის­კე­ბი ახ­ლავს ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბოზს?

თუ და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა მოხ­დე­ბა, გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ეს გარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბი აქვს ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბოზს და რო­დის უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს? რო­გორ ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ინ­სულ­ტის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი. ესე­ნია: თა­ვის ტკი­ვი­ლი, მხედ­ვე­ლო­ბის და­ბინ­დვა, სხე­უ­ლის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე მოძ­რა­ო­ბის კონ­ტრო­ლის და­კარ­გვა, გუ­ლის წას­ვლა, სი­სუს­ტე, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, კრუნ­ჩხვე­ბი, მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ფე­ხე­ბის, ხე­ლე­ბის და­ბუ­ჟე­ბა.

თუ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი­დან ერთი ან რამ­დე­ნი­მე აწუ­ხებს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან ვი­ზი­ტი. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა ნევ­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, რო­მელ­მაც გა­სინ­ჯვი­თა და ანამ­ნე­ზით უნდა დას­ვას დი­აგ­ნო­ზი. შემ­დეგ ეტაპ­ზე ინიშ­ნე­ბა MR ვე­ნოგ­რა­ფია.

ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“?

პირ­ვე­ლა­დი მკურ­ნა­ლო­ბა არის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი. ეს გახ­ლავთ ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ამ ტი­პის მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­რი­სია. თუმ­ცა თუ ამ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი არ მოგ­ვცა, მა­შინ ხდე­ბა ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ჩა­რე­ვა. ამ დროს ხდე­ბა თრომ­ბის დაშ­ლა მე­ქა­ნი­კუ­რი ან ლო­კა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ცე­რებ­რუ­ლი სი­ნუ­სის თრომ­ბო­ზე­ბი?

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, უმე­ტე­სად რის­კჯ­გუფ­ში არი­ან ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი. ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად იღე­ბენ კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებს, მწე­ვე­ლო­ბა და­მა­ტე­ბი­თი რის­კფაქ­ტო­რია. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ უარი თქვან ამ მავ­ნე ჩვე­ვა­ზე. პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და ალ­კოჰოლ­ზე უა­რის თქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თუ კონტრაცეპტივებს რეგულარულად იღებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

თუ კონტრაცეპტივებს რეგულარულად იღებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცერებრული სინუსის თრომბოზი თავის ტვინის სინუსების დახშობაა. ტვინის ვენურ სინუსურ სისტემაში სისხლი დედდება, წარმოიქმება თრომბები და ვეღარ ხდება მისი გადინება თავის ტვინიდან, რაც სისხლის ქსოვილებში გაჟონვას იწვევს. ვითარდება ინსულტის მსგავსი მდგომარეობა. დაავადება მრავალფეროვან ნევროლოგიურ კლინიკას იწვევს. მიუხედავად ამისა დიაგნოზის დასმა ხშირად გართულებულია.

ცერებრული სინუსის თრომბოზი ძირითადად ვლინდება ქალებში და ახალგაზრდა ასაკში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი, ნეიროინტერვენციონისტი, მედიცინის დოქტორი ქეთევან მიქელაძე განმარტავს, რომ ცერებრული სინუსის თრომბოზები ცერებრული იშემიების დაახლოებით 1%-ს წარმოადგენს. ქეთევან მიქელაძე დაავადების შესახებ აქტუალურ კითხვებს პასუხობს.

რა არის ცერებრული სინუსის თრომბოზის განვითარების მიზეზი?

დაავადების გაჩენის ერთ-ერთი გახშირებული მიზეზია კონტრაცეპტივებისა და ჰორმონალური პრეპარატების რეგულარული მიღება. ცერებრული სინუსის თრომბოზის შეიძლება გაჩნდეს სისხლის სხვადასხვა დაავადების დროსაც.

რა რისკები ახლავს ცერებრული სინუსის თრომბოზს?

თუ დაავადების დროული დიაგნოსტიკა მოხდება, გართულებების რისკი საკმაოდ დაბალია. ყველაზე ხშირად გვხვდება მხედველობის დაქვეითება. ეს გართულება საკმაოდ სწრაფად ვითარდება.

რა სიმპტომები აქვს ცერებრული სინუსის თრომბოზს და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს? როგორ ხდება დიაგნოსტირება?

დაავადებისთვის დამახასიათებელია ინსულტის მსგავსი სიმპტომები. ესენია: თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, სხეულის გარკვეულ ნაწილზე მოძრაობის კონტროლის დაკარგვა, გულის წასვლა, სისუსტე, დაბნეულობა, კრუნჩხვები, მეტყველების პრობლემები, ფეხების, ხელების დაბუჟება.

თუ დასახელებულიდან ერთი ან რამდენიმე აწუხებს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. პირველ რიგში, საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც გასინჯვითა და ანამნეზით უნდა დასვას დიაგნოზი. შემდეგ ეტაპზე ინიშნება MR ვენოგრაფია.

ცერებრული სინუსის თრომბოზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?

პირველადი მკურნალობა არის მედიკამენტოზური. ეს გახლავთ ანტიკოაგულანტები. უმეტეს შემთხვევაში ამ ტიპის მკურნალობა საკმარისია. თუმცა თუ ამ მკურნალობამ შედეგი არ მოგვცა, მაშინ ხდება ენდოვასკულარული ჩარევა. ამ დროს ხდება თრომბის დაშლა მექანიკური ან ლოკალური მედიკამენტების მეშვეობით.

რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ცერებრული სინუსის თრომბოზები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმეტესად რისკჯგუფში არიან ახალგაზრდა ქალები. ქალებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ კონტრაცეპტივებს, მწეველობა დამატებითი რისკფაქტორია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე. პრევენციულ ზომებად შეიძლება ჩავთვალოთ, ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.