მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ იფიქრებს, რომ ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს" - შალვა პაპუაშვილი
"არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ იფიქრებს, რომ ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს" - შალვა პაპუაშვილი

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა არც პო­ლი­ტი­კა­ში და არც არ­ჩევ­ნებ­ში, რაც, სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის მა­ღალ ავ­ტო­რი­ტეტ­სა და პო­პუ­ლა­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე წერს.

მისი თქმით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისაა, რომ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას "პრო­რუ­სულ“ პო­ლი­ტი­კურ სენ­ტი­მენ­ტებს აბ­რა­ლე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია ცხა­და­დაა გა­ყო­ფი­ლი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ე.წ. კონ­კორ­და­ტის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გუ­ლირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2002 წელს და­ი­დო და რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს აღი­ა­რებს. კონ­კორ­დატს, ნა­წი­ლობ­რივ, იმი­ტო­მაც მო­ე­წე­რა ხელი, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მი­ად­გა. სა­ხელ­მწი­ფოს ეკ­ლე­სი­ის­გან გა­მი­ჯვნა სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მე­ტა­დაა და­ცუ­ლი, ვიდ­რე ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, აურ­ჩე­ვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებს იკა­ვე­ბენ, ზო­გან კი სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბი ეკ­ლე­სი­ის­თვის გა­და­სა­ხა­დე­ბის აკ­რე­ფა­ში იხარ­ჯე­ბა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა არც პო­ლი­ტი­კა­ში და არც არ­ჩევ­ნებ­ში, რაც, სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის მა­ღალ ავ­ტო­რი­ტეტ­სა და პო­პუ­ლა­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისაა, რომ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას "პრო­რუ­სულ“ პო­ლი­ტი­კურ სენ­ტი­მენ­ტებს აბ­რა­ლე­ბენ. ჯერ ერთი, ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ, სწო­რედ რუ­სეთ­მა ჩა­მო­არ­თვა ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის მერე, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ორ­ჯერ მო­უხ­და ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნა. არც ერთი ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არც კი იფიქ­რებს, რომ თა­ვი­სი ეკ­ლე­სია რუ­სე­თის კონ­ტროლს და­უქ­ვემ­დე­ბა­როს, თუნ­დაც იმის გამო, რომ რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სია სა­უ­კუ­ნე­ე­ბით უფრო ახალ­გაზ­რდაა, ვიდ­რე ჩვე­ნი ეკ­ლე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ლი­გი­ურ მხა­რეს, არ­სე­ბობს ევ­ქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი ქარ­თულ და რუ­სულ ეკ­ლე­სი­ებს შო­რის, რად­გან ორი­ვე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­აა, ისე­ვე, რო­გორც კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის, სა­ბერ­ძნე­თის, რუ­მი­ნე­თის და სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბი.

1970-იან და 80-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ეროვ­ნუ­ლი გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მოძ­რა­ო­ბის ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი იყო. პი­რა­დად კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მი­ი­ღო თა­ვის მრევ­ლში ახალ­გაზ­რდა დი­სი­დენ­ტე­ბი და სუ­ლი­ე­რი საზ­რდო მის­ცა მათ პატ­რი­ო­ტულ ოც­ნე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე. ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და პატ­რი­არ­ქს შე­უძ­ლი­ათ თქვან, რომ, დიდ წი­ლად, სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვამ­დე აღ­მოჩ­ნდა მზად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მტკი­ცე მებ­რძო­ლე­ბის­თვის, ალ­ბათ, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, რო­დე­საც მათ ბრა­ლად პრო­რუ­სუ­ლო­ბას სდე­ბენ“, - აცხა­დებს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედშ
6

თქვენს ადგილას მაგათი ატვეჩაი არ გავხდებოდი, ძალიან სარისკოა: ეკლესიაში სტალინის სურათი, გარეთ შავი პრადო. მილიონები ბიუჯეტიდან და გელათი ვერ გადახურეს ნორმალურად 21-ე საუკუნეში. 

(ღმერთო მაპატიე)

.....
15

კაი ხნის დაქვემდებარებულია. და ამან რა იცის ვინ რას ფიქრობს?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ იფიქრებს, რომ ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს" - შალვა პაპუაშვილი

"არცერთი ქართველი სასულიერო პირი არ იფიქრებს, რომ ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს" - შალვა პაპუაშვილი

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას "პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ.

"საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ცხადადაა გაყოფილი. მათი ურთიერთობები ე.წ. კონკორდატის საფუძველზე რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და რომელიც საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. კონკორდატს, ნაწილობრივ, იმიტომაც მოეწერა ხელი, რომ ეკლესიისთვის აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ოკუპაციის პერიოდში მიადგა. სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა საქართველოში უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აურჩეველი საეკლესიო იერარქები საკანონმდებლო ორგანოს მაღალ საფეხურებს იკავებენ, ზოგან კი სახელმწიფო რესურსები ეკლესიისთვის გადასახადების აკრეფაში იხარჯება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას "პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. ჯერ ერთი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწორედ რუსეთმა ჩამოართვა ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, საქართველოს ეკლესიას ორჯერ მოუხდა ავტოკეფალიის აღდგენა. არც ერთი ქართველი სასულიერო პირი არც კი იფიქრებს, რომ თავისი ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, თუნდაც იმის გამო, რომ რუსული ეკლესია საუკუნეებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩვენი ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ მხარეს, არსებობს ევქარისტული კავშირი ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის, რადგან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიები.

1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლებისთვის, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ“, - აცხადებს პაპუაშვილი.