კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - რა ელის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადებს?
მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - რა ელის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადებს?

თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა ვა­დებ­ზე არ იმოქ­მე­დებს და წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა დათ­ქმულ ვა­და­ში აღ­დგე­ბა.

რო­გორც მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, თით­ქმის ყვე­ლა მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში თავს იჩენს კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

"თბი­ლი­სის მე­რი­ას, უშუ­ა­ლოდ თბი­ლი­სის მერს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თით­ქმის ყვე­ლა მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში თავს იჩენს კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გი და ხდე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, და­ჯა­რი­მე­ბა ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა.

ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას, თუმ­ცა კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა არ იმოქ­მე­დებს ვა­დებ­ზე და წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ბა დათ­ქმულ ვა­და­ში“,- ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • თბი­ლი­სის მე­რია წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს „ერ ტე დე“-სა და შპს „მი­ლე­ნი­უმ ბილ­დერს გრუპ“-ის მი­მართ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებ­ში გან­მარ­ტავს, რა გახ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და სამ­სა­ხუ­რის მიერ ვერ კეთ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბი­თი პროგ­ნო­ზი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის ვა­და­ზე. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე წე­რია, რომ ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლის ა(ა)იპ „თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის“ წე­რი­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობს უხა­რის­ხოდ, პრო­ექტთან შე­უ­სა­ბა­მოდ.

„ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, ამა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-10 მუხ­ლის 10.5 პუნ­ქტის „ზ“ ქვე­პუნ­ქტის (სა­მუ­შა­ო­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას ორ­ჯერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მიმ­წო­დე­ბე­ლი არ ახორ­ცი­ე­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს) შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­მხრი­ვად შე­გი­წყდათ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ხოლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცალ­მხრი­ვად შე­წყვე­ტი­სათ­ვის მე-9 მუხ­ლის 9.10 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ბან­კო გა­რან­ტია ჩა­მო­გერ­თმე­ვათ სრუ­ლად შემ­სყიდ­ვე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ორ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გუ­შინ გა­მოს­ცა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერიკო
0

ნაცების დეზაა, წერეთელი დღეს ბრწყინავს

ლილ
0

გახდება წერეთლის თემა მეტრო გოცირიძის თემასავით.... ვახ, რა დღეში ხარ თბილისო და საქართველოვ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - რა ელის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადებს?

მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა - რა ელის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადებს?

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

როგორც მერიაში განმარტავენ, თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები.

"თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

  • თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების - შპს „ერ ტე დე“-სა და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაგზავნილ წერილებში განმარტავს, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ.

„ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას ორჯერ გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არ ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს) შესაბამისად, ცალმხრივად შეგიწყდათ ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მე-9 მუხლის 9.10 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოგერთმევათ სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.