სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლის პერსპექტივები - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი
2024 წლის პერსპექტივები - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი

2023 წლის 15 დე­კემ­ბე­რი - სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის ახა­ლი ფურ­ცე­ლია! კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სის­ტე­მუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პროგ­რე­სის აღი­ა­რე­ბაა. ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ნდო­ბის მა­ტე­ბა, ქარ­თულ პრო­დუქტზე და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე მო­თხოვ­ნის გაზ­რდა - ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვაა.

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია - ეს არის გზა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის იმგვარ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც შე­დე­გად მოგ­ვცემს ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქტს, სერ­ვი­სებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სწო­რედ აქ იკ­ვე­თე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ნა­თე­ლი, სწო­რი ხედ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ჩემ­თვის სა­ა­მა­ყოა, რომ წარ­მო­ვად­გენ სრუ­ლად ქარ­თულ ბიზ­ნეს ჯგუფს, სა­დაც უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა სწო­რედ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით გვი­ერ­თდე­ბა, სწავ­ლობს, მუ­შა­ობს, ვი­თარ­დე­ბა და ამით უწყობს ხელს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ევ­რო­კავ­შირ­თან ეფექ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით ამ შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა გა­ცი­ლებთ სწრა­ფად მიღ­წე­ვა­დია. კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა გვი­სა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა, რაც ნიშ­ნავს, ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რი, პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვლას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდას, მი­წის კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ახა­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გა­ჩე­ნას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2023 წელს და­დე­ბი­თი მაკ­რო პა­რა­მეტ­რე­ბი და­ფიქ­სირ­და. ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მშპ 8 000 დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს - და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ მეტი გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით. ეს ქვეყ­ნის სწო­რი პო­ლი­ტი­კი­სა და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გია. ეს მიდ­გო­მა აუ­ცი­ლებ­ლად, კი­დევ უფრო მე­ტად, 2024 წელს აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის თი­თო­ე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა კი, რე­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თის სა­ფუძ­ვე­ლია.

აუ­ცი­ლებ­ლად ხაზ­გა­სას­მე­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი და დამ­სა­ხუ­რე­ბა ამ პროგ­რეს­ში. ის იყო პირ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ყე­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მე­ო­რე და­დას­ტუ­რე­ბაა. ახლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი იწყე­ბა. გა­ი­ზარ­და და კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ მისი მმარ­თვე­ლო­ბი­თი უნა­რით იქ­ნე­ბა მიღ­წე­ვა­დი.

KTW ჯგუფ­მა 10 წლის წინ, ბიზ­ნე­სის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბის და­არ­სე­ბი­თა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბით საკ­მა­ოდ დიდი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში. მომ­დევ­ნო წლე­ბის მან­ძილ­ზეც, ჩვე­ნი კომ­პა­ნია კვლავ იტყვის თა­ვის სი­ტყვას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.2024 წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. ეს იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და მათი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის წელი. ამი­ტომ, ყვე­ლამ ერ­თად, ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ახალ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის პო­ზი­ტი­ურ რე­ა­ლო­ბად უნდა ვაქ­ცი­ოთ.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

2024 წლის პერსპექტივები - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი

2024 წლის პერსპექტივები - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი

2023 წლის 15 დეკემბერი - საქართველოს თანამედროვე ისტორიის ახალი ფურცელია! კანდიდატის სტატუსის მონიჭება ჩვენი ქვეყნის სისტემური განვითარებისა და პროგრესის აღიარებაა. ევროპის ბაზარზე საქართველოს მიმართ ნდობის მატება, ქართულ პროდუქტზე და ბიზნეს საქმიანობაზე მოთხოვნის გაზრდა - ჩვენი ქვეყნის რეალური პერსპექტივაა.

ევროინტეგრაცია - ეს არის გზა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების იმგვარ დაკმაყოფილებას გულისხმობს, რაც შედეგად მოგვცემს ევროპული ხარისხის პროდუქტს, სერვისებს, შესაძლებლობებს. სწორედ აქ იკვეთება განათლებისა და ახალგაზრდა თაობის ნათელი, სწორი ხედვის მნიშვნელობა. ჩემთვის საამაყოა, რომ წარმოვადგენ სრულად ქართულ ბიზნეს ჯგუფს, სადაც უამრავი ახალგაზრდა სწორედ ამ სულისკვეთებით გვიერთდება, სწავლობს, მუშაობს, ვითარდება და ამით უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.

ქვეყნის განვითარება ეკონომიკურ აღმავლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ევროკავშირთან ეფექტური ურთიერთობით ამ შედეგების მიღება გაცილებთ სწრაფად მიღწევადია. კაპიტალიზაცია, რომელსაც ევროპული პერსპექტივა გვისახავს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება, რაც ნიშნავს, ქვეყანაში რეალური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გაზრდას, მიწის კაპიტალიზაციასა და ახალი ბიზნეს საქმიანობების გაჩენას.

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 2023 წელს დადებითი მაკრო პარამეტრები დაფიქსირდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 8 000 დოლარს გადააჭარბებს - დაახლოებით ორჯერ მეტი გასულ წლებთან შედარებით. ეს ქვეყნის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია. ეს მიდგომა აუცილებლად, კიდევ უფრო მეტად, 2024 წელს აისახება ჩვენი ეკონომიკის თითოეულ მიმართულებაზე. ძლიერი ეკონომიკა კი, რეალური საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველია.

აუცილებლად ხაზგასასმელია, ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება ამ პროგრესში. ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ქმედითი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, საქართველოს ურყევი განვითარების ხელმეორე დადასტურებაა. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდი იწყება. გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება სტანდარტები, რომლის შესრულება მხოლოდ მისი მმართველობითი უნარით იქნება მიღწევადი.

KTW ჯგუფმა 10 წლის წინ, ბიზნესის დივერსიფიკაციით, ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ახალი საწარმოების დაარსებითა და მოქალაქეების დასაქმებით საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა ქართულ ეკონომიკაში. მომდევნო წლების მანძილზეც, ჩვენი კომპანია კვლავ იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის განვითარების გზაზე.2024 წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ეს იქნება შესაძლებლობების და მათი რაციონალურად გამოყენების წელი. ამიტომ, ყველამ ერთად, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით, ახალი პერსპექტივები ახალ, ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ რეალობად უნდა ვაქციოთ.

(R)