მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება
"იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, დმიტ­რო კუ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ კონ­გრესს დრო ეწუ­რე­ბა იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა და­ამ­ტკი­ცოს.

ABC News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კუ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის მეტი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფა პო­ტენ­ცი­უ­რად თა­ვი­დან აი­ცი­ლებს ნატო-სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პირ და­პი­რის­პი­რე­ბას, რო­მელ­შიც ამე­რი­კელ ჯა­რებს ჩარ­თვა მო­უ­წევთ.

"რაც არ უნდა იყოს ახლა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის ფასი, მსოფ­ლი­ო­ში არე­უ­ლო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის ფასი, თუ უკ­რა­ი­ნა წა­ა­გებს, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კუ­ლე­ბამ.

მისი თქმით, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბა სხვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს სა­ხი­ფა­თო სიგ­ნალს გა­უგ­ზავ­ნის.

"თუ და­სავ­ლეთს არ შე­უძ­ლია რუ­სე­თის შე­ჩე­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, სხვას ვის შე­უძ­ლია, შე­ა­ჩე­როს იგი მსოფ­ლი­ოს სხვა ნა­წი­ლებ­ში?“ - გა­ნა­ცხა­და კუ­ლე­ბამ და დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის წი­ნა­შე დათ­მო­ბა­ზე არას­დროს წავა.

"ია­რა­ღი რომც დაგ­ვიმ­თავ­რდეს, ნიჩ­ბე­ბით ვიბ­რძო­ლებთ, რად­გან უკ­რა­ი­ნის­თვის სას­წორ­ზე ამ ერის არ­სე­ბო­ბა დევს“, -გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
6

დავითა ბაქრაძეს დაეკითხოს კულება, კომპეტენტურია ომის საკითხებში)))

ედშ
3

ლაჩრობას პრაგმატულობას ეძახიან :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება

"იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს.

ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ.

"რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის.

"თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა.

"იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს“, -განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.