მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-სა და რუსეთს შორის ომის სცენარი - Bild საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს: პუტინი ახალი ომისთვის ემზადება?
ნატო-სა  და რუსეთს შორის ომის სცენარი - Bild საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს: პუტინი ახალი ომისთვის ემზადება?

ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში (ნატო) რუ­სე­თის მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მო­ნა­ცე­მე­ბი ბუნ­დეს­ვე­რის (გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი) სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

დო­კუ­მენ­ტებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს NATO-ს რუ­სეთ­თან შე­საძ­ლო "კონ­ფლიქ­ტის გზას“. ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ არის აღ­წე­რი­ლი რუ­სე­თი­სა და და­სავ­ლე­თის შე­საძ­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, კულ­მი­ნა­ცია კი ნატო-ს ასო­ბით ათა­სი ჯა­რის­კა­ცის გან­თავ­სე­ბა და რუ­სეთ­თან გარ­და­უ­ვა­ლი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბაა.

BILD დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით აღ­წე­რილ სცე­ნარს აქ­ვეყ­ნებს, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, მთელ ინ­ფორ­მა­ცი­ას რი­ცხოვ­ნო­ბა­სა და ნატო-ს ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე არ ასა­ჯა­რო­ებს.

  • ბუნ­დეს­ვე­რის სცე­ნა­რი, "ალი­ან­სის თავ­დაც­ვა 2025“ შემ­დეგ­ნა­ი­რია:

მოქ­მე­დე­ბე­ბი 2024 წლის თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყე­ბა. რუ­სე­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­რიგ ტალ­ღას და­ი­წყებს და ჯარ­ში და­მა­ტე­ბით 200 000 ადა­მი­ანს გა­იწ­ვევს. ივ­ნის­ში კრემ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ზა­ფხუ­ლის შე­ტე­ვას და­ი­წყებს და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს უკან და­ა­ხე­ვი­ნებს. თავ­და­პირ­ვე­ლად და­ფა­რუ­ლი, ხოლო ეტა­პობ­რი­ვად სულ უფრო ნა­თე­ლი შე­ტე­ვა და­სავ­ლეთ­ზე ივ­ლის­ში და­ი­წყე­ბა.

ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია კი­ბერ შე­ტე­ვე­ბი და ჰიბ­რი­დუ­ლი ომის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ე­ბი. მოხ­დე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თი გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ვის და ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მას­შტა­ბუ­რი წვრთნე­ბის და­სა­წყე­ბად. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, და­ძა­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სე­თი თა­ვის ჯა­რებ­სა და სა­შუ­ა­ლო მან­ძილ­ზე მოქ­მედ რა­კე­ტებს კა­ლი­ნინ­გრად­ში გა­და­ის­ვრის.

2024 წლის დე­კემ­ბრი­დან "სუ­ვალ­სკის დე­რეფ­ნის“ ად­გი­ლას ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­უ­ლი "სა­სა­ზღვრო კონ­ფლიქ­ტი“ მოხ­დე­ბა, რო­მე­ლიც "უამ­რავ მსხვერ­პლსა და არე­უ­ლო­ბას“ გა­მო­იწ­ვევს.

იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც აშშ, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე კვი­რით, ლი­დე­რის გა­რე­შე დარ­ჩეს, რუ­სე­თი ბე­ლა­რუ­სის მხარ­და­ჭე­რით, ნატო-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წლის შეჭ­რის მსგავსს გა­ი­მე­ო­რებს. 2025 წლის მა­ის­ში ნატო მი­ი­ღებს შე­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, "X დღეს“ ნატო აღ­მო­სავ­ლე­თის ფლანგზე 300 000 ჯა­რის­კაცს გა­და­ის­ვრის, მათ შო­რის 30 000 ბუნ­დეს­ვე­რის იქ­ნე­ბა.

სცე­ნა­რი “X-დღის“ შემ­დეგ 30 დღე­ში მთავ­რდე­ბა. შე­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ არა რუ­სე­თი ამ სცე­ნა­რით, ღია კი­თხვად რჩე­ბა. გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალი­ან­სის დაც­ვის სცე­ნა­რის კო­მენ­ტარ­ზე უარი თქვა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
3

უკრაინაში შეჭრამდე, 2021 წლის ბოლოს, პუტინმა დასავლეთს მოსთხოვა NATO–ს საზღვრების 1997 წლის ფარგლებში გადაწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო–ტექნიკურ მოქმედებას დაიწყებდა. დასავლეთმა პასუხად NATO–ს ბაზებში რუსი სამხედრო დამკვირვებლების შეშვება და საპასუხოდ NATO-ს სამხედრო დამკვირვებლების რუსულ სამხედრო ბაზებში შეშვება, ანუ გამჭვირვალობა შესთავაზა, რასაც დასავლელი პოლიტიკური ლიდერების მოსკოვში ვიზიტები მოყვა. პუტინმა შეთავაზებას უნდობლობა გამოუცხადა და პასუხად უკრაინაში ჯარები შეიყვანა. რას უნდა ნიშნავდეს NATO–ს საზღვრების 1997 წლის ფარგლებში გადაწევას, თუ არა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან, პოლონეთთან, ჩეხეთ–სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და იუგოსლავიის ზოგიერთ რესპუბლიკასთან NATO-ს სამხედრო ხელშეკრულების გაუქმებას. და თუ ეს ნებით არ მოხდა? ამ ქვეყნებს ხომ ფინეთიც დაემატა.

ვფიქრობ, რომ მოვლენათა ამ თანმიმდევრობის გააზრებით დაწერა Bild-მა ეს სტატია. 

კაკო
32

დიდება დიდ წმინდა რუსეთს.ამინ.უფალო შეიწყალე.

ავტორი:

ნატო-სა და რუსეთს შორის ომის სცენარი - Bild საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს: პუტინი ახალი ომისთვის ემზადება?

ნატო-სა  და რუსეთს შორის ომის სცენარი - Bild საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს: პუტინი ახალი ომისთვის ემზადება?

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში (ნატო) რუსეთის მასშტაბური შეტევისთვის ემზადებიან, რომელიც შესაძლოა, აღმოსავლეთ ფლანგზე განხორციელდეს. მონაცემები ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) საიდუმლო დოკუმენტებით გახდა ცნობილი.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეტალურად განიხილავს NATO-ს რუსეთთან შესაძლო "კონფლიქტის გზას“. ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი რუსეთისა და დასავლეთის შესაძლო მოქმედებები, კულმინაცია კი ნატო-ს ასობით ათასი ჯარისკაცის განთავსება და რუსეთთან გარდაუვალი კონფლიქტის დაწყებაა.

BILD დოკუმენტის მიხედვით აღწერილ სცენარს აქვეყნებს, თუმცა უსაფრთხოების გამო, მთელ ინფორმაციას რიცხოვნობასა და ნატო-ს ჯარისკაცების გადაადგილებაზე არ ასაჯაროებს.

  • ბუნდესვერის სცენარი, "ალიანსის თავდაცვა 2025“ შემდეგნაირია:

მოქმედებები 2024 წლის თებერვლიდან დაიწყება. რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს და ჯარში დამატებით 200 000 ადამიანს გაიწვევს. ივნისში კრემლი უკრაინაში გაზაფხულის შეტევას დაიწყებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დაახევინებს. თავდაპირველად დაფარული, ხოლო ეტაპობრივად სულ უფრო ნათელი შეტევა დასავლეთზე ივლისში დაიწყება.

ბალტიის ქვეყნებში მოსალოდნელია კიბერ შეტევები და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა სახეები. მოხდება შეტაკებები, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს თავის და ბელარუსის ტერიტორიებზე მასშტაბური წვრთნების დასაწყებად. სცენარის მიხედვით, დაძაბულობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ჯარებსა და საშუალო მანძილზე მოქმედ რაკეტებს კალინინგრადში გადაისვრის.

2024 წლის დეკემბრიდან "სუვალსკის დერეფნის“ ადგილას ხელოვნურად გამოწვეული "სასაზღვრო კონფლიქტი“ მოხდება, რომელიც "უამრავ მსხვერპლსა და არეულობას“ გამოიწვევს.

იმ მომენტში, როდესაც აშშ, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, შესაძლოა, რამდენიმე კვირით, ლიდერის გარეშე დარჩეს, რუსეთი ბელარუსის მხარდაჭერით, ნატო-ს ტერიტორიაზე უკრაინაში 2014 წლის შეჭრის მსგავსს გაიმეორებს. 2025 წლის მაისში ნატო მიიღებს შეკავების გადაწყვეტილებას, "X დღეს“ ნატო აღმოსავლეთის ფლანგზე 300 000 ჯარისკაცს გადაისვრის, მათ შორის 30 000 ბუნდესვერის იქნება.

სცენარი “X-დღის“ შემდეგ 30 დღეში მთავრდება. შეკავებული იქნება თუ არა რუსეთი ამ სცენარით, ღია კითხვად რჩება. გერმანიის თავდაცვის წარმომადგენელმა ალიანსის დაცვის სცენარის კომენტარზე უარი თქვა.

ავტორი: ანრი კურტანიძე