პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის "დაავადება X" და რატომ არის საჭირო მსჯელობა ჰიპოთეზურ საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა კორონავირუსზე 20-ჯერ მეტი ადამიანი იმსხვერპლოს?
რა არის "დაავადება X" და რატომ არის საჭირო მსჯელობა ჰიპოთეზურ საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა კორონავირუსზე 20-ჯერ მეტი ადამიანი იმსხვერპლოს?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ჰი­პო­თე­ზუ­რი, უც­ნო­ბი პა­თო­გე­ნის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ჯან­მოს თქმით, უც­ნობ­მა "და­ა­ვა­დე­ბა X"-მა შე­საძ­ლოა, 20-ჯერ მეტი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ. "და­ა­ვა­დე­ბა X" მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ყო­ველ­წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზეც გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ვოს­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში 15-19 იან­ვარ­საა და­გეგ­მი­ლი. სე­სი­ას ამ­გვა­რი სა­ხელ­წო­დე­ბა აქვს: "მზა­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა X-ის­თვის".

  • რა არის "და­ა­ვა­დე­ბა X"?

ტერ­მი­ნი "და­ა­ვა­დე­ბა X" 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მიერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი და ის ჰი­პო­თე­ზურ, უც­ნობ პა­თო­გენს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­მაც, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვა­ლი ეპი­დე­მია გა­მო­იწ­ვი­ოს.

აშშ-ს ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ გა­ნა­ცხა­და, რომ "და­ა­ვა­დე­ბა X"-ის კონ­ცეფ­ცია ხელს შე­უ­წყობს ჯან­მოს პრო­ექ­ტებს, რომ ცალ­კე­უ­ლი ვირუ­სუ­ლი შტა­მე­ბის ნაც­ვლად, ძა­ლის­ხმე­ვა და ფო­კუ­სი ვირუ­სე­ბის მთელ კლა­სებ­ზე მი­მარ­თონ.

ჯონ ჰო­პ­კინ­სის მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცემ­თა მთლი­ა­ნო­ბის და ანა­ლი­ტი­კის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რემ, დოქ­ტორ­მა სტი­უ­არტ რეიმ Fortune-ს გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ფო­რუმ­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის არ­მი­ღე­ბა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და:

"ის­ტო­რი­ა­ში მრა­ვა­ლი ასე­თი მოვ­ლე­ნა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ გვას­წავ­ლა, რომ სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის რე­ა­გი­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია შეთ­ქმუ­ლე­ბა არაა, ეს უბ­რა­ლოდ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და­გეგ­მვაა".

ჯან­მოს "პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პა­თო­გე­ნე­ბის" ჩა­მო­ნათ­ვა­ლი აქვს შედ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას ყვე­ლა­ზე დიდ რისკს უქ­მნი­ან მათი პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის გამო და მათ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად კონ­ტრზო­მე­ბი ან არა­საკ­მა­რი­სია, ან სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ წლე­ვან­დელ შეკ­რე­ბა­ზე ჯან­მო გა­ნახ­ლე­ბულ სიას წა­რად­გენს. უკა­ნას­კნე­ლად (2018 წელს) შედ­გე­ნი­ლი სია კი ასე­თია:

ებო­ლას და მარ­ბურ­გის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა, ლა­სას ცხე­ლე­ბა, მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი - SARS-CoV-1, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი კო­რო­ნა­ვირუ­სი (MERS), კო­ვი­დი (SARS-CoV-2), ნიპა და სხვა ჰე­ნი­პა­ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რიფტ-ვა­ლის ცხე­ლე­ბის ვირუ­სი და ზი­კას ვირუ­სი.

წყა­რო: fortune

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომი
1

უკვე მოქმედებენ ფსიქოლოგიურად ჯერ არ შემოსულ ვირუსზე, წინასწარ გვაფრთხილებენ და ცცხლად გვკლავენ, სად წავიდეთ, სად გავიქცეეთ, ახალ-ახლ ვირუსებს ბოლო არ ექნება, ვაი ჩვენი ბრალი, რა გინდა რომ ქნა კაცმა

ანა
10

რატომ ვერ იმსხვერპლა ამდენი წელი ამ კოვიდმა და ვირუსებმა ჯანმოს ჯოჯოები,იმნაძე,გამრელიძე და ცერცვაძე,ასაკის მხრივადაც სამივეს უწევს!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

რა არის "დაავადება X" და რატომ არის საჭირო მსჯელობა ჰიპოთეზურ საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა კორონავირუსზე 20-ჯერ მეტი ადამიანი იმსხვერპლოს?

რა არის "დაავადება X" და რატომ არის საჭირო მსჯელობა ჰიპოთეზურ საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა კორონავირუსზე 20-ჯერ მეტი ადამიანი იმსხვერპლოს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰიპოთეზური, უცნობი პათოგენის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. ჯანმოს თქმით, უცნობმა "დაავადება X"-მა შესაძლოა, 20-ჯერ მეტი ფატალური შემთხვევა გამოიწვიოს, ვიდრე კორონავირუსის პანდემიამ. "დაავადება X" მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზეც განიხილება, რომელიც დავოსში, შვეიცარიაში 15-19 იანვარსაა დაგეგმილი. სესიას ამგვარი სახელწოდება აქვს: "მზადება დაავადება X-ისთვის".

  • რა არის "დაავადება X"?

ტერმინი "დაავადება X" 2018 წლის თებერვალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ იქნა მიღებული და ის ჰიპოთეზურ, უცნობ პათოგენს წარმოადგენს, რომელმაც, შესაძლოა, მომავალი ეპიდემია გამოიწვიოს.

აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ "დაავადება X"-ის კონცეფცია ხელს შეუწყობს ჯანმოს პროექტებს, რომ ცალკეული ვირუსული შტამების ნაცვლად, ძალისხმევა და ფოკუსი ვირუსების მთელ კლასებზე მიმართონ.

ჯონ ჰოპკინსის მედიცინის დეპარტამენტის მონაცემთა მთლიანობის და ანალიტიკის ვიცე-თავმჯდომარემ, დოქტორმა სტიუარტ რეიმ Fortune-ს განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერების მხრიდან ფორუმზე ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობის არმიღება უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა:

"ისტორიაში მრავალი ასეთი მოვლენა დაფიქსირებულა და ბოლოდროინდელმა კორონავირუსის პანდემიამ გვასწავლა, რომ სწრაფ რეაგირებას მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების კოორდინაცია შეთქმულება არაა, ეს უბრალოდ პასუხისმგებლიანი დაგეგმვაა".

ჯანმოს "პრიორიტეტული პათოგენების" ჩამონათვალი აქვს შედგენილი, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ყველაზე დიდ რისკს უქმნიან მათი პანდემიური პოტენციალის გამო და მათთან გასამკლავებლად კონტრზომები ან არასაკმარისია, ან საერთოდ არ არსებობს.

მოსალოდნელია, რომ წლევანდელ შეკრებაზე ჯანმო განახლებულ სიას წარადგენს. უკანასკნელად (2018 წელს) შედგენილი სია კი ასეთია:

ებოლას და მარბურგის ვირუსული დაავადებები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ლასას ცხელება, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი - SARS-CoV-1, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი კორონავირუსი (MERS), კოვიდი (SARS-CoV-2), ნიპა და სხვა ჰენიპავირუსული დაავადებები, რიფტ-ვალის ცხელების ვირუსი და ზიკას ვირუსი.

წყარო: fortune

მოამზადა: ანა სიბოშვილმა