საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი ამორალური გადაწყევტილება რუსეთში: ბურიატიაში მიიღეს კანონი უპატრონო ძაღლების დახოცვაზე - შესაძლოა მალე ეს, ქვეყნის სხვა ოლქებშიც დაუშვან
კიდევ ერთი ამორალური გადაწყევტილება რუსეთში: ბურიატიაში მიიღეს კანონი უპატრონო ძაღლების დახოცვაზე - შესაძლოა მალე ეს, ქვეყნის სხვა ოლქებშიც დაუშვან

ნო­ემ­ბერ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოლქ ბუ­რი­ა­ტი­ა­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნე­ბა­დარ­თუ­ლია მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის და­ხოც­ვა, თუ ისი­ნი თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ ვერ გა­ჩუქ­დე­ბი­ან. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2024 წლი­დან უკვე და­ი­წყო, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას თავ­შე­საფ­რი­დან მა­სობ­რი­ვად გა­მოჰ­ყავს ძაღ­ლე­ბი და ფოს­ტი­სა და რკი­ნიგ­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით ცხო­ვე­ლებს მოს­კოვ­ში, ხა­ბა­როვ­სკში, პერმ­ში, ნო­ვო­სი­ბირსკში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში გზავ­ნი­ან, ანუ რუ­სე­თის იმ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის და­ხოც­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ არის, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს კა­ნო­ნი სხვა ოლ­ქებ­შიც მი­ი­ღონ.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 10 იან­ვარს ბუ­რი­ა­ტის "ანან­დას“ თავ­შე­სა­ფარ­ში 18 ძაღ­ლის ევ­თა­ნა­ზია მოხ­და.

"ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ძაღ­ლებს ევ­თა­ნა­ზია გა­უ­კე­თეს, რად­გან მათ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, თუმ­ცა მათი გა­დარ­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს მო­ხა­ლი­სემ სტე­ლა ოვ­სო­ი­ან­მა. "მათ ერთი-ორი კვი­რა სჭირ­დე­ბო­დათ, რომ გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლიყ­ვნენ, სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა მი­ე­ღოთ და ამის შემ­დეგ უსაფრ­თხოდ "გა­ეშ­ვი­ლე­ბი­ნათ“.

ანან­დას თავ­შე­სა­ფარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი ცხო­ვე­ლია. ულან-უდე­ში სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს კი­დევ ერთი თავ­შე­სა­ფა­რი - მაგ­რამ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებს იქ არ უშ­ვე­ბენ. რე­გი­ო­ნის და­ნარ­ჩე­ნი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­საფ­რე­ბი მთლი­ა­ნად კერ­ძოა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს არ ეკუთ­ვნის და მათ სიკ­ვდი­ლის საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. მაგ­რამ ისი­ნი ახლა უკვე გა­დატ­ვირ­თუ­ლია.

რო­გორ კონ­ტროლ­დე­ბო­და აქამ­დე მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის პრობ­ლე­მა?

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ბუ­რი­ა­ტი­ის­თვის ახა­ლი არა­ფე­რია. სა­ხელ­მწი­ფო აქამ­დეც ხო­ცავ­და ძაღ­ლებს, ოღონდ მა­შინ მი­ზე­ზად გამ­ვლე­ლე­ბის კბე­ნა სა­ხელ­დე­ბო­და.

ბუ­რი­ა­ტი­ა­ში ახლა 25 სან­ტი­მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის ყვე­ლა ძაღ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­შად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. იქ ფიქ­რო­ბენ, რომ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს, რომ ქუ­ჩა­ში ძაღ­ლე­ბი აღარ იყ­ვნენ. ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

მთავარი სხვაა. ძაღლისგან თავს თუ დაიცავ და ცხადია ჯოხით, ციხეში გაგიშვებენ. ანუ ქოცები იჭერენ და ნაცები ამას ტაშს უკრავენ. ჩვენ კი დავდივართ დაკბენილები.

არ ვიცი,
0

რა ფული კეთდება ძაღლებზე, მაგრამ სტატიის მიზანი იყო იმის ჩვენება, რა არაჰუმანურები არიან რუსები და რა ამაზრზენი კანონი მიუღიათ, თურმე!:)) აღმოჩნდა, რომ პირიქით არის საქმე: რუსები, ჩვენგან განსხვავებით, მოიქცნენ, როგორც იქცევა მთელი დანარჩენი ცივილიზებული სამყარო, სადაც ადამიანია პრიორიტეტი და არა მაწანწალა, ცოფიანი ძაღლი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

კიდევ ერთი ამორალური გადაწყევტილება რუსეთში: ბურიატიაში მიიღეს კანონი უპატრონო ძაღლების დახოცვაზე - შესაძლოა მალე ეს, ქვეყნის სხვა ოლქებშიც დაუშვან

კიდევ ერთი ამორალური გადაწყევტილება რუსეთში: ბურიატიაში მიიღეს კანონი უპატრონო ძაღლების დახოცვაზე - შესაძლოა მალე ეს, ქვეყნის სხვა ოლქებშიც დაუშვან

ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა, თუ ისინი თავშესაფარში ცხოვრებიდან ერთი თვის შემდეგ ვერ გაჩუქდებიან. კანონის აღსრულება ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2024 წლიდან უკვე დაიწყო, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრიდან მასობრივად გამოჰყავს ძაღლები და ფოსტისა და რკინიგზის საშუალებით ცხოველებს მოსკოვში, ხაბაროვსკში, პერმში, ნოვოსიბირსკში და სხვა ქალაქებში გზავნიან, ანუ რუსეთის იმ ქალაქებში, სადაც მაწანწალა ძაღლების დახოცვა ჯერჯერობით ნებადართული არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს კანონი სხვა ოლქებშიც მიიღონ.

ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს ბურიატის "ანანდას“ თავშესაფარში 18 ძაღლის ევთანაზია მოხდა.

"ვეტერინარული განყოფილების ძაღლებს ევთანაზია გაუკეთეს, რადგან მათ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, თუმცა მათი გადარჩენა შეიძლებოდა“, - განუცხადა BBC-ს მოხალისემ სტელა ოვსოიანმა. "მათ ერთი-ორი კვირა სჭირდებოდათ, რომ გამოჯანმრთლებულიყვნენ, სათანადო მკურნალობა მიეღოთ და ამის შემდეგ უსაფრთხოდ "გაეშვილებინათ“.

ანანდას თავშესაფარში დაახლოებით 2 ათასი ცხოველია. ულან-უდეში სახელმწიფო პროგრამით ფუნქციონირებს კიდევ ერთი თავშესაფარი - მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველებს იქ არ უშვებენ. რეგიონის დანარჩენი ძაღლების თავშესაფრები მთლიანად კერძოა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფი ცხოველები სახელმწიფოს არ ეკუთვნის და მათ სიკვდილის საფრთხე არ ემუქრებათ. მაგრამ ისინი ახლა უკვე გადატვირთულია.

როგორ კონტროლდებოდა აქამდე მაწანწალა ძაღლების პრობლემა?

სინამდვილეში, ბურიატიისთვის ახალი არაფერია. სახელმწიფო აქამდეც ხოცავდა ძაღლებს, ოღონდ მაშინ მიზეზად გამვლელების კბენა სახელდებოდა.

ბურიატიაში ახლა 25 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის ყველა ძაღლი პოტენციურად საშიშად არის გამოცხადებული. იქ ფიქრობენ, რომ კანონის აღსრულება ხელს შეუწყობს, რომ ქუჩაში ძაღლები აღარ იყვნენ. ცხოველთა დამცველებმა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

წაიკითხეთ ასევე: