სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად ხდება "ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება!" - თენგიზ ცერცვაძე
"ხშირად ხდება "ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება!" - თენგიზ ცერცვაძე

ხში­რად ხდე­ბა "ტა­მიფ­ლუს“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა. თუ ადა­მი­ანს გრი­პი და­უდ­გინ­დე­ბა, გარ­ბის და მა­შინ­ვე ყი­დუ­ლობს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა! არ არის სწო­რი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გრი­პის სამ­კურ­ნა­ლო ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ "ტა­მიფ­ლუ­ზე“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ტა­მიფ­ლუ“ ეფექ­ტუ­რი მე­დი­კა­მენ­ტია, მაგ­რამ გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნეს მხო­ლოდ სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

"ხში­რად ხდე­ბა "ტა­მიფ­ლუს“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბა. თუ ადა­მი­ანს გრი­პი და­უდ­გინ­დე­ბა, გარ­ბის და მა­შინ­ვე ყი­დუ­ლობს. ეს არ შე­იძ­ლე­ბა, არ არის სწო­რი!

"ტა­მიფ­ლუ“ უნდა მი­ი­ღოს დამ­ძი­მე­ბის რის­კის ჯგუფ­ში მყოფ­მა პი­რებ­მა, კერ­ძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასა­კის ზე­მოთ, ან 5 წლის ქვე­მოთ (გან­სა­კუთ­რე­ბით კი 2 წლის ქვე­მოთ), ასე­ვე ორ­სუ­ლებ­მაც. გარ­და ამი­სა "ტა­მიფ­ლუ“ უნდა მი­ი­ღონ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის პი­რებ­მა, რომ­ლებ­საც აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რად­გან ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში უფრო მე­ტია გრი­პის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის ფა­ტა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კე­ბი. "ტა­მიფ­ლუ“ ამ­სუ­ბუ­ქებს სიმპტო­მებს, აჩ­ქა­რებს გან­კურ­ნე­ბას და საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს.

"ტა­მიფ­ლუს“ მი­ღე­ბის ჩვე­ნე­ბაა აგ­რეთ­ვე გრი­პის დამ­ძი­მე­ბა. დამ­ძი­მე­ბა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია, ეს თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ახა­სი­ა­თებს. აქ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის გა­ჩე­ნა, ან პროგ­რე­სი­რე­ბა, რაც გრი­პის დამ­ძი­მე­ბა­ზე და/ან შე­საძ­ლო პნევ­მო­ნი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია "ტა­მიფ­ლუს“ და­ნიშ­ვნა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. ასე­ვე, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს ხში­რად ხმა­რო­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს, რაც არ არის სწო­რი. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის, მათ შო­რის გრი­პის დროს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი მხო­ლოდ მა­შინ უნდა და­ი­ნიშ­ნოს, რო­დე­საც ეჭ­ვია ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის მთა­ვა­რი ზომა მა­ინც არის ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი 200 ათა­სი ვაქ­ცი­ნა ჯერ კი­დევ არ გა­ხარ­ჯუ­ლა. ის არის ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უვ­ნე­ბე­ლია. გრი­პის ვაქ­ცი­ნა 40-60%-ით იცავს გრი­პის­გან. გარ­და ამი­სა, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ში გრი­პი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ასე­ვე ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. სა­სურ­ვე­ლია გრი­პით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ატა­როს პირ­ბა­დე. პირ­ბა­დე­ე­ბის მა­სი­უ­რი ტა­რე­ბა, რო­გორც ეს COVID-19-ის პან­დე­მი­ის დროს იყო, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის“,- აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

მან გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სულ წერს გრი­პის შე­დე­გად 20-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­სულ წელს გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რაც ერთ-ერთი და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. 2024 წელს გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს. თით­ქოს, ბევ­რია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ეს ხე­ლოვ­ნურ პა­ნი­კას იწ­ვევს, მაგ­რამ ამ დროს, ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაური
0

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ბატონ თენგიზ ცერცვვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი იყო შესანიშნავი პიროვნება, უმაღლესი დონის პროფესიონალი. ის სამუდამოდ ემახსოვრება ყველას ვისაც კონტაქტი ჰქონია მასთან, ღმეთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

 

 

კ ო მ ბ ლ ე
5

რაია სიმონ, ამ კაცმა რაცხა პრემია ან სესხი მაინც არ ეიღო? მგონი მისცეს და ახლა ქე ზის კრუხივით გაყურსული.

გრიპი და ჯანდაბა იმათ ჯიშ და ჯილაგს ვინც ხალხის მაყუთში ბიუჯეტში ტოოო“! ხელებს აფათურებს.

ავტორი:

"ხშირად ხდება "ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება!" - თენგიზ ცერცვაძე

"ხშირად ხდება "ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება!" - თენგიზ ცერცვაძე

ხშირად ხდება "ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება! არ არის სწორი, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გრიპის სამკურნალო ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ტამიფლუ“ ეფექტური მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში.

"ხშირად ხდება "ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი!

"ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა "ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. "ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს.

"ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია "ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე.

გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა. ის არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია. გრიპის ვაქცინა 40-60%-ით იცავს გრიპისგან. გარდა ამისა, ვაქცინირებულებში გრიპი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რეკომენდებულია ასევე ხელების ხშირი დაბანა. სასურველია გრიპით დაავადებულმა ატაროს პირბადე. პირბადეების მასიური ტარება, როგორც ეს COVID-19-ის პანდემიის დროს იყო, რეკომენდებული არ არის“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მან გრიპით გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წერს გრიპის შედეგად 20-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

"საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"