სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუნძულზე გამართული ქორწილის ულამაზესი ცერემონია - ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი, ჯასინდა არდერნი დაქორწინდა (ფოტოები)
კუნძულზე გამართული ქორწილის ულამაზესი ცერემონია - ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი, ჯასინდა არდერნი დაქორწინდა (ფოტოები)

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, ჯა­სინ­და არ­დერ­ნი დიდი ხნის პარტნი­ორ­ზე კლარკ გე­ი­ფორ­დზე და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით ულა­მა­ზეს კუნ­ძულ­ზე გა­ი­მარ­თა.

წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბას 2022 წელს აპი­რებ­და, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, ცე­რე­მო­ნი­ის გა­მარ­თვა გა­და­დეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, არ­დერნ­მა 5-წუ­თი­ა­ნი სა­ქორ­წი­ლო სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა. წყვი­ლი უკვე ათი წე­ლია ერ­თა­დაა და ხუთი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნევი ჰყავთ.

ყო­ფილ პრე­მი­ერს დი­ზა­ი­ნერ ჯუ­ლი­ეტ ჰო­გა­ნის მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰო­გა­ნი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ახლო მე­გო­ბა­რია. კა­ბას გრძე­ლი ვუ­ა­ლი ამ­შვე­ნებ­და. ჯა­სინ­დას ქორ­წი­ლი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ატ­რი­ბუ­ტიც, თა­ი­გუ­ლიც ჰქონ­და, რო­მე­ლიც თეთ­რი ყვა­ვი­ლე­ბის­გან იყო შექ­მნი­ლი.

43 წლის ჯა­სინ­და არ­დერ­ნი 5 წელ­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში კი გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

ტყიბულის კუნძულებზე?

გაგა
3

ეს თავისით გადადგა,ჩვენებს მარტო სიკვდილი თუ დააშორებს სავარძლებს

ავტორი:

კუნძულზე გამართული ქორწილის ულამაზესი ცერემონია - ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი, ჯასინდა არდერნი დაქორწინდა (ფოტოები)

კუნძულზე გამართული ქორწილის ულამაზესი ცერემონია - ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი, ჯასინდა არდერნი დაქორწინდა (ფოტოები)

ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჯასინდა არდერნი დიდი ხნის პარტნიორზე კლარკ გეიფორდზე დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ქვეყნის ჩრდილოეთით ულამაზეს კუნძულზე გაიმართა.

წყვილი დაქორწინებას 2022 წელს აპირებდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ცერემონიის გამართვა გადადეს.

მედიის ცნობით, არდერნმა 5-წუთიანი საქორწილო სიტყვა წარმოთქვა. წყვილი უკვე ათი წელია ერთადაა და ხუთი წლის ქალიშვილი, ნევი ჰყავთ.

ყოფილ პრემიერს დიზაინერ ჯულიეტ ჰოგანის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოგანი ყოფილი პრემიერის ახლო მეგობარია. კაბას გრძელი ვუალი ამშვენებდა. ჯასინდას ქორწილი განუყოფელი ატრიბუტიც, თაიგულიც ჰქონდა, რომელიც თეთრი ყვავილებისგან იყო შექმნილი.

43 წლის ჯასინდა არდერნი 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობდა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გასული წლის იანვარში კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.