მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე
“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე

რუ­სეთ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი, სმერ­ში აღად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ან­დრეი გუ­რუ­ლევ­მა "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე და­წე­რა.

  • ზა­ბა­ი­კა­ლის ოლ­ქის დე­პუ­ტა­ტის აზ­რით, "საბ­ჭო­თა სტრუქ­ტუ­რა ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­ში".

"ვე­სა­უბ­რე­ბო­დი შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთს, სა­დაც ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა გე­მე­ბი გვყავს. იქაც კი შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბო­დეს, ამი­ტომ ცოტა სხვა­ნა­ი­რად უნდა შევ­ხე­დოთ თავ­დაც­ვის სა­კი­თხებს“, - ამ­ბობს დე­პუ­ტა­ტი.

პარ­ლა­მენ­ტა­რი ასე­ვე თვლის, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ხარ­ვე­ზე­ბი მა­ინც არის. გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში გუ­რუ­ლევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ჭი­რო იყო სმერ­შის, ან მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა, რო­მე­ლიც წეს­რიგს და­ამ­ყა­რებ­და.

  • უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, "ტე­ლეგ­რამ­ში" სა­ხე­ლით "სმერ­ში" რამ­დე­ნი­მე არხი და ბოტი გაჩ­ნდა. მათი სპე­ცი­ფი­კა - დას­მე­ნაა:

აღ­ნიშ­ნულ ტე­ლეგ­რამ-არ­ხებ­ში, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის პა­ტივ­სა­ცე­მად სმერ­ში და­არ­ქვეს, ყვე­ლა­ზე ხში­რად იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე წე­რენ, რომ­ლე­ბიც "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი არი­ან.

მა­გა­ლი­თად, 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუს­მა ძა­ლოვ­ნებ­მა ფე­ო­დო­სი­ის მკვიდ­რი და­ა­კა­ვეს. მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ Vkontakte-ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯგუ­ფის, "Антитела-ს“ ვი­დე­ორ­გო­ლი, "Фортеця Бахмут“ ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ის პირ­და­პირ მა­ღა­ზი­ა­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა და­ა­კა­ვეს.

კლიპ­ში, რო­მელ­საც ყი­რი­მე­ლი აზი­ა­რებ­და, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სიმ­ბო­ლი­კა ჩან­და. ქალი 2 დღით და­ა­კა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­ლეგ­რამ­ზე არ­ხმა "Крымский СМЕРШ-მა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ქალი ბო­დი­შებს იხ­დი­და.

2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ძა­ლოვ­ნებ­მა ორ ყი­რი­მელ ბიზ­ნეს­მენს ლექ­ცია წა­უ­კი­თხეს. ისი­ნი ნო­ვო­ფე­დო­როვ­კის ბარ­ში პრო­უკ­რა­ი­ნულ ლო­ზუნ­გებს გა­ი­ძახ­დნენ.

"Крымский СМЕРШ-ს“ 40 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს. აღ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს არის: "რუ­სო­ფო­ბე­ბის, უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ცის­ტე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის“ რე­ესტრი.

  • 2023 წლის ბო­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს, სმერ­შის აღ­დგე­ნა­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვაც წერ­და.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ შე­საძ­ლოა, აღად­გი­ნა საბ­ჭო­თა დაზ­ვერ­ვის და­ნა­ყო­ფი სმერ­ში, - წერ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო X-ზე (Twitter).

უწყე­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ 2023 წლის ბო­ლოს რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ საბ­ჭო­უ­რი კონ­ტრდაზ­ვერ­ვის და­ნა­ყო­ფი სმერ­ში აღ­დგე­ბო­და. 2024 წელს კი გავ­რცელ­და სუ­რა­თე­ბი, სა­დაც ჩან­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სმერ­შის ნიშ­ნე­ბი ეკე­თათ.

ბრი­ტა­ნულ დაზ­ვერ­ვა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ეს და­ნა­ყო­ფი რა­ი­მე ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს თუ მის­ცემს რუ­სულ კონ­ტრდაზ­ვერ­ვას.

  • რას აკე­თებ­და სმერ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს?

ორ­გა­ნი­ზა­ცია სმერ­ში ("სიკ­ვდი­ლი ჯა­შუ­შებს“) საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სტრუქ­ტუ­რა­ში შე­დი­ო­და. ასე­თი და­სა­ხე­ლე­ბა იო­სებ სტა­ლინ­მა მო­ი­ფიქ­რა. სტრუქ­ტუ­რა 1943-1946 წლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. მისი მე­თა­უ­რი გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი ვიქ­ტორ აბა­კუ­მო­ვი იყო, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვას ომის და­წყე­ბი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

და­ნა­ყო­ფი გერ­მა­ნელ დი­ვერ­სან­ტებს, აგენ­ტებ­სა და პრო­ვო­კა­ტო­რებს ებ­რძო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც სმერ­შის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე დახ­ვრი­ტეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­დე­საც წი­თე­ლი არ­მია ბერ­ლინს უახ­ლოვ­დე­ბო­და, სმერ­შის ოპე­რა­ტი­ულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მკვდა­რი ჰიტ­ლე­რი ბუნ­კერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

1946 წელს კონ­ტრდაზ­ვერ­ვა სმერშმა არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა - მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
0

ბარემ აბაკუმოვიც აღადგინონ მვდრეთით.... ჩლუნგები...

ომი უნდა შეწყდეს
10

სადღაა რუსეთი?! დეკემბერში 10 ათასი ჯარისკაცი შემოიყვანეს აფრიკული კენიიდან, ხალხი რომ აღარ ყავთ. სამაგიეროდ კირკოროვის, დიმა ბილანის, მელაძის კონცერტებზე ანშლაგებია დუბაიში, ანტალიაში, ბანგკოკში, ბალიზე, ალმა ათაში. 10 მილიონი რუსი გაიქცა ქვეყნიდან ომის დაწყების მერე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე

“სიკვდილი ჯაშუშებს“ - პუტინმა სტალინის "საიდუმლო იარაღი“, სმერში აღადგინა - რა ხდება ცნობილი კრემლის გეგმებსა და სამხედრო დაზვერვის სამსახურზე

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო დაზვერვის სამსახური, სმერში აღადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა.

  • ზაბაიკალის ოლქის დეპუტატის აზრით, "საბჭოთა სტრუქტურა ეფექტიანი იქნება რუსეთის რეგიონებში".

"ვესაუბრებოდი შორეულ აღმოსავლეთს, სადაც ატომური წყალქვეშა გემები გვყავს. იქაც კი შეიძლება საფრთხე გვემუქრებოდეს, ამიტომ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ თავდაცვის საკითხებს“, - ამბობს დეპუტატი.

პარლამენტარი ასევე თვლის, რომ რუსული სპეცსამსახურები ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა ხარვეზები მაინც არის. გასული წლის ივნისში გურულევმა აღნიშნა, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში საჭირო იყო სმერშის, ან მსგავსი სტრუქტურის შექმნა, რომელიც წესრიგს დაამყარებდა.

  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, "ტელეგრამში" სახელით "სმერში" რამდენიმე არხი და ბოტი გაჩნდა. მათი სპეციფიკა - დასმენაა:

აღნიშნულ ტელეგრამ-არხებში, რომელსაც საბჭოთა კავშირის კონტრდაზვერვის პატივსაცემად სმერში დაარქვეს, ყველაზე ხშირად იმ ადამიანებზე წერენ, რომლებიც "სპეცოპერაციის“ მოწინააღმდეგეები არიან.

მაგალითად, 2023 წლის ნოემბერში რუსმა ძალოვნებმა ფეოდოსიის მკვიდრი დააკავეს. მას სოციალურ ქსელ Vkontakte-ში უკრაინული ჯგუფის, "Антитела-ს“ ვიდეორგოლი, "Фортеця Бахмут“ ჰქონდა გაზიარებული. ის პირდაპირ მაღაზიაში, შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს.

კლიპში, რომელსაც ყირიმელი აზიარებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმბოლიკა ჩანდა. ქალი 2 დღით დააკავეს. მოგვიანებით ტელეგრამზე არხმა "Крымский СМЕРШ-მა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქალი ბოდიშებს იხდიდა.

2023 წლის ოქტომბერში ძალოვნებმა ორ ყირიმელ ბიზნესმენს ლექცია წაუკითხეს. ისინი ნოვოფედოროვკის ბარში პროუკრაინულ ლოზუნგებს გაიძახდნენ.

"Крымский СМЕРШ-ს“ 40 000 გამომწერი ჰყავს. აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის: "რუსოფობების, უკრაინელი ნაცისტებისა და სამშობლოს მოღალატეების“ რეესტრი.

  • 2023 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დროინდელ კონტრდაზვერვის სამსახურს, სმერშის აღდგენაზე ბრიტანული დაზვერვაც წერდა.

"რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, აღადგინა საბჭოთა დაზვერვის დანაყოფი სმერში, - წერდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო X-ზე (Twitter).

უწყებამ აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლოს რუსი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ საბჭოური კონტრდაზვერვის დანაყოფი სმერში აღდგებოდა. 2024 წელს კი გავრცელდა სურათები, სადაც ჩანდნენ ადამიანები, სავარაუდოდ ოპერატიული თანამშრომლები, რომლებსაც სმერშის ნიშნები ეკეთათ.

ბრიტანულ დაზვერვაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს დანაყოფი რაიმე ახალ შესაძლებლობებს თუ მისცემს რუსულ კონტრდაზვერვას.

  • რას აკეთებდა სმერში მეორე მსოფლიო ომის დროს?

ორგანიზაცია სმერში ("სიკვდილი ჯაშუშებს“) საბჭოთა კავშირის კონტრდაზვერვის სტრუქტურაში შედიოდა. ასეთი დასახელება იოსებ სტალინმა მოიფიქრა. სტრუქტურა 1943-1946 წლებში ფუნქციონირებდა. მისი მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აბაკუმოვი იყო, რომელიც სამხედრო კონტრდაზვერვას ომის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა.

დანაყოფი გერმანელ დივერსანტებს, აგენტებსა და პროვოკატორებს ებრძოდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ შემთხვევებზე, როდესაც სმერშის წარმომადგენლებმა ადამიანები სასამართლოს გარეშე დახვრიტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც წითელი არმია ბერლინს უახლოვდებოდა, სმერშის ოპერატიულმა თანამშრომლებმა მკვდარი ჰიტლერი ბუნკერში აღმოაჩინეს.

1946 წელს კონტრდაზვერვა სმერშმა არსებობა შეწყვიტა - მისი თანამშრომლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე