პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა რესპირატორული დაავადებების ტრიდემიისთვის ემზადება - რომელ ქვეყნებში რა ვირუსი ცირკულირებს?
ევროპა რესპირატორული დაავადებების ტრიდემიისთვის ემზადება - რომელ ქვეყნებში რა ვირუსი ცირკულირებს?

ევ­რო­პა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ტრი­დე­მი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა. იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ცნო­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი უკვე გა­დატ­ვირ­თუ­ლია. გერ­მა­ნი­ა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, ბოლო ორი კვი­რის მან­ძილ­ზე, კო­ვიდ 19-ის, RSV-ის (რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­ცი­ცი­ა­ლუ­რი ვირუ­სი) და ღო­რის გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და.

  • ტერ­მი­ნი ტრი­დე­მია პირ­ვე­ლად 2020 წელს, Covid 19-ის პან­დე­მი­ის დროს გა­მო­ი­ყე­ნეს. იგი გუ­ლის­ხმობს მძი­მე სე­ზო­ნუ­რი გრი­პის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. (ამ შემ­თხვე­ვა­ში: covid 19, RSV და ღო­რის გრი­პი).

და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პულ­მა ცენ­ტრმა, ECDC-მ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრი­პის მსგავ­სი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ იზ­რდე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

"ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბრი­დან პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ი­ზარ­და“, - ნათ­ქვა­მია დე­კემ­ბრის პრეს­რე­ლიზ­ში.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სა­შო­ბაო შეკ­რე­ბე­ბით და სხვა­დას­ხვა სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბით.

იან­ვრის ბო­ლოს, იტა­ლი­ა­ში ღო­რის გრი­პით ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ სამი პა­ცი­ენ­ტი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი. იტა­ლი­ის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის შე­ფა­სე­ბით, 2023 წლის ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ვიდ 19-ით 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

ეს­პა­ნე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მო­ნი­კა გარ­სი­ამ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ხა­და.

"ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ხალ­ხი”, - გა­ნუ­ცხა­და გარ­სი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს - "ეს უბ­რა­ლოდ, საღი აზ­რია." მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, თუ ინ­ფექ­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ე­ცე­მა, შე­ზღუდ­ვე­ბიც მო­იხ­სნე­ბა...წყა­რო

ლილი
2

რესფირათორი ინგლიაური სიტყვაა და საჰაერო გზით გადამდებს ნიშნავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ევროპა რესპირატორული დაავადებების ტრიდემიისთვის ემზადება - რომელ ქვეყნებში რა ვირუსი ცირკულირებს?

ევროპა რესპირატორული დაავადებების ტრიდემიისთვის ემზადება - რომელ ქვეყნებში რა ვირუსი ცირკულირებს?

ევროპა რესპირატორული დაავადებების ტრიდემიისთვის ემზადება. იტალიასა და ესპანეთში რესპირატორული დაავადებებით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია. გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო ორი კვირის მანძილზე, კოვიდ 19-ის, RSV-ის (რესპირატორული სინციციალური ვირუსი) და ღორის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა.

  • ტერმინი ტრიდემია პირველად 2020 წელს, Covid 19-ის პანდემიის დროს გამოიყენეს. იგი გულისხმობს მძიმე სეზონური გრიპის განვითარების შესაძლებლობას. (ამ შემთხვევაში: covid 19, RSV და ღორის გრიპი).

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა, ECDC-მ განაცხადა, რომ საზოგადოებაში გრიპის მსგავსი რესპირატორული დაავადებების მაჩვენებელი კვლავ იზრდება ევროპის ქვეყნებში.

"ზაფხულის პერიოდში რესპირატორული დაავადებების შედარებით დაბალი აქტივობის შემდეგ, სექტემბრიდან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში კონსულტაციების მაჩვენებლები გაიზარდა“, - ნათქვამია დეკემბრის პრესრელიზში.

ვირუსის გავრცელება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საშობაო შეკრებებით და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებით.

იანვრის ბოლოს, იტალიაში ღორის გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ სამი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია ჰოსპიტალიზებული. იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის შეფასებით, 2023 წლის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით 2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მონიკა გარსიამ ჯანდაცვის ცენტრებში პირბადის ტარება სავალდებულო გახადა.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ყველაზე დაუცველი ხალხი”, - განუცხადა გარსიამ ჟურნალისტებს - "ეს უბრალოდ, საღი აზრია." მთავრობის განცხადებით, თუ ინფექციის მაჩვენებელი ორი კვირის განმავლობაში დაეცემა, შეზღუდვებიც მოიხსნება...წყარო